კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

ერთადერთი

 

ერთი არის სრული სახელი იმ საწყისი ერთისა, რომელიც წარმოთქმით გამჟღავნდა მხილველისაგან ერთის სისრულისა, ვინაიდან მან ღმ-ერთი იხილა, ერთმა იხილა ერთი უხილავი, ძემ იხილა მამა და შეიმეცნა ღვთაებრივი მე ერთი, და იხილა სისრულე მიუწვდომელი ერთი სრულყოფილი სულიწმინდა, და მამა და ძე და სული წმინდა მჟღავნდა ერთარსად, ამიტომაც არს ერთი მჟღავნებით სრული და ამთვლელი ყოველთა სისრულეთა, მხოლოდ ერთს შეუძლია წარმართოს ერთი, და მხოლოდ ერთს შეუძლია იყოს ერთადერთი. / კენჭა-ბერი/

 

 

თავი -3

ქმნადი ერთისათვის

ყოველი ქმნადი ერთი ერთთან ზიარებით იქმნება ერთად.

 

რამდენადაც იგი (ყოველი ქმნადი ერთი) არაერთია იმის გამო, რომ ევნო იგი ერთს და მიიღო მასთან მონაწილეობით ზიარება - ერთია.

 

თუ ერთად შეიძლება იქცნენ ისინი, რომელნიც არ არიან ერთნი თავისთავად, ცხადია, შეიძლება იქცნენ ერთად ურთიერთთანხლებით და თანაზიარებით, ინარჩუნებენ რა თანამავლობას ერთისას მაშინ, როდესაც არ არიან ისეთივენი, ვითარცა ერთნი.

 

ამრიგად, ეზიარება (ყოველი) ერთს იმით, რითაც მიიღებს შემძლეობას ერთად ქცევისას. ხოლო თუ რამე უკვე არის ერთი, არ იქცევა ერთად, რადგან მყოფი არ იქცევა ერთად, რაც უკვე არის. ხოლო თუ იგი ხდება ერთი იმისაგან, რაც ადრე არ იყო ერთი, ექნება ერთობა თავის წიაღშივე წარმოშობილი რომელიღაც ერთისა. /დიონისე არიოპაგელი/

 

 

არეოპაგიტული ძიებანი

 

როგორც აღინიშნა, არეოპაგიტიკის გავლენა განსაკუთრებით იჩენს თავს XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის ნეოპლატონისტური ორიენტაციის ე.წ. ყოვლადობის, ყოვლადმთლიანობის (всецелостность) რუსულ რელიგიურ-იდეალისტურ ფილოსოფიაზე. ამ ფილოსოფიური სკოლის მამამთავარი რუსეთში გახლავთ ვლ. სოლოვიოვი (1853- 1900 წწ.) - ცნობილი ფილოსოფოსი, თეოლოგი, ჟურნალისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, რელიგიის ისტორიკოსი და პოეტი. მის ხაზს აგრძელებდნენ ს. ბულგაკოვი, ს. ფრანკი, პ. ფლორენსკი და სხვა. ყოვლადი მთლიანობის ფილოსოფიაზე არეოპაგიტული იდეების გავლენის გამოსავლინებლად ჩვენ საგანგებოდ განვიხილავთ ვლ. სოლოვიოვის მოძღვრებას აბსოლუტზე, მისი წვდომის ძირითად მეთოდებზე, ვაჩვენებთ თუ როგორ წყვეტდა ეს მოაზროვნე ღმერთისა და სამყაროს მიმართების პრობლემას.

 

წინასწარ უნდა აღინიშნოს, რომ ვლ. სოლოვიოვის ფილოსოფია არ წარმოადგენს მხოლოდ ისტორიული ინტერესის ობიექტს, მისი გავლენა საკმაოდ ღრმაა XX საუკუნის რუსულ და ნაწილობრივ დასავლეთის რელიგიურ-ფილოსოფიურ აზროვნებაზე. დასავლეთის რელიგიურ-ფილოსოფიურ წრეებში სოლოვიოვის პოპულარობის ზრდის მაჩვენებელია ის დახასიათება, რომელიც მას მისცა ნეოთომიზმის ერთერთმა ლიდერმა ფონ-ბალთაზარმა, რომლის აზრით, თომა აქვინელის შემდეგ არ ყოფილა სინთეზის ისეთი დიდი ძალის მქონე რელიგიური მოაზროვნე როგორიც ვლ. სოლოვიოვი.

 

ღმერთკაცობრიობა, ღმერთისა და ადამიანის მიმართება - ეს არის ის ძირითადი პრობლემა, რომლის გარშემო ერთიანდება და რომლის გადასაჭრელადაც არის გამიზნული სოლოვიოვის თეოლოგიური, ონტოლოგიური, გნოსეოლოგიური, ეთიკური, ესთეტიკური, სოციალურ-პოლოტიკური და საეკლესიო შეხედულებანი, რადგანაც “ღმერთკაცობრიობის’’ იდეის ანალიზი თავისთავად გულისხმობს არა მარტო ღმერთის, არამედ ადამიანის რაობის გარკვევასაც, ამიტომ ღმერთისა და ადამიანის მიმართების პრობლემა სოლოვიოვის მიერ განიხილება როგორც ერთი მთლიანი პრობლემის ორი ასპექტი.

 

სოლოვოივი თვლიდა, რომ ადამიანი როგორც პიროვნება იკარგება მაშინაც, როდესაც ღმერთი აუქმებს ადამიანს და მაშინაც, როდესაც ადამიანი აუქმებს ღმერთს. მისი აზრით, პირველმა ტენდენციამ თავი იჩინა აღმოსავლეთში, რამაც გარკვეული დაღი დაასვა აღმოსავლურ ქრისტიანობას. აღმოსავლეთში სხვადასხვა ინტენსივობით და სხვადასხვა ფორმით გაბატონებულია “უადამიანო ღმერთის’’ თაყვანისცემა. მეორეს მხრივ, სოლოვიოვი სლავოფილების გავლენასაც განიცდის და ამის საფუძველზე მიაჩნია, რომ ევროპული ცივილიზაციის განვითარების ლოგიკა ღმერთის თანდათანობით უარყოფასა და ადამიანის გაღმერთებაში გამოიხატა. ამ პროცესმა ასახვა ჰპოვა ბურჟუაზიული ევროპის სინამდვილეში, სადაც საზოგადოების თეორიულ ცნობიერებაში გაბატონდა უღმრთო პოზიტივიზმი და ნატურალიზმი, ხოლო პრაქტიკულ სფეროში შიშველი უტილიტარიზმი, ფულისა და ტექნიკის კულტი და “უღმრთო ადამიანის’’ თაყვანისცემა. თუ პირველ შემთხვევაში შებოჭილია ადამიანის შემოქმედებითი ძალები და მისი ინტერესი მთლიანად აბსოლუტზეა მიპყრობილი, ისე რომ მასში ატროფირებას განიცდის საზოგადოების კულტურულ და სოციალურ პროგრესზე ზრუნვის ინტერესი, მეორე შემთხვევაში ადამიანი წვრილმანდება, კარგავს გამაერთიანებელ ცენტრს, ხელიდან ეცლება გონითი განვითარების ორიენტირი და აღარ იცის ვისთვის ან რისთვის იცხოვროს, რა მაღალ მიზანს მიუძღვნას თავისი ცხოვრება. სოლოვიოვს სურს ღმერთკაცობრიობის ისეთი მეტაფიზიკა ააგოს, სადაც ადამიანი ღმერთის მეგობრად დახასიათდება, რომელსაც ღმერთთან ერთად უნდა აწარმოოს თავისი თავის და სამყაროს შემოქმედებითი განთავისუფლების და გაერთიანების საკაცობრიო საქმე. ამისათვის კაცობრიობა ქრისტიანული ეკლესიის წიაღში უნდა დაბრუნდეს და ქრისტიანული ღირებულებების საფუძველზე უნდა ააშენოს ახალი კულტურა, რომელშიც სათანადო ადგილი დაეთმობა იმ ღირებულ შინაარსს, რაც კაცობრიობამ მოიპოვა ახალ დრომდე სეკულარული კულტურის განვითარების პროცესში. ამ ამოცანის განსახორციელებლად, თავის მხრივ, აუცილებელია ქრისტიანულ ეკლესიათა ერთიანობის აღდგენა, დასავლეთისა და აღმოსავლეთის შერიგება, ღმერთკაცობრიობის იდეაში მათი ცხოვრებისეული საწყისების სინთეზი.

სოლოვოივი თვლიდა, რომ ადამიანი როგორც პიროვნება იკარგება მაშინაც, როდესაც ღმერთი აუქმებს ადამიანს და მაშინაც, როდესაც ადამიანი აუქმებს ღმერთს. მისი აზრით, პირველმა ტენდენციამ თავი იჩინა აღმოსავლეთში, რამაც გარკვეული დაღი დაასვა აღმოსავლურ ქრისტიანობას. აღმოსავლეთში სხვადასხვა ინტენსივობით და სხვადასხვა ფორმით გაბატონებულია

 

თავის ერთერთ შესანიშნავ ნაშრომში, რომელიც დიდი პოლონელ პოეტის -  მიცკევიჩის ცოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება, სოლოვიოვი წერდა: ის ჭეშმარიტად დიდი ადამიანი იყო, რომელსაც  შეეძლო ცხოვრებისათვის სიმაღლიდან შეეხედა, რადგან ცხოვრება ამაღლებდა მას. უყურო ცხოვრებას სიმაღლიდან, სულაც არ ნიშნავს უყურო მას ზევიდან. ის იმით იყო დიდი, რომ ადიოდა რა ზნეობრივი სიმაღლის ახალ საფეხურებზე, თან აჰქონდა იმავე სიმაღლეზე არა ამაყი და ცარიელი უარყოფა, არამედ სიყვარული იმისადმი, რაზეც ის მაღლდებოდა.

 

ვლ. სოლოვიოვის ფილოსოფიური ცხოვრებაც და შემოქმედებაც სინთეზის ასეთივე იდეით იყო განპირობებული. სხვა საკითხია, თუ რამდენად შესძლო მან რელიგიურ-იდეალისტური მსოფლმხედველობის საფუძველზე მოეცა ფილოსოფიური სინთეზი ისეთი განსხვავებული ფენომენებისა, როგორიცაა წინაქრისტიანული რელიგიების მისტიკური შინაარსი, ნეოპლატონიზმი, ახალი დროის ფილოსოფია და ბუნებისმეცნიერება, მაგრამ ფაქტია, რომ ღმერთკაცობრიობის იდეაში იგი შეეცადა სათანადო ადგილი მოენახა ყველა იმ ორიგინალური სულიერი კონცეფციისა თუ მოძღვრებისათვის, რითაც ასე მდიდარია საკაცობრიო კულტურა.

 

ახლა გავარკვიოთ, თუ როგორ ესახებოდა სოლოვიოვს ღმერთკაცობრიობის იდეა და როგორ აფუძნებდა მას. ცნობილია, რომ ადამიანი ცხოვრობს არა მარტო როგორც ბიოლოგიური არსება, არამედ ცდილობს გაასაზრისოს თავისი ცხოვრება, მიუძღვნას იგი ისეთი მიზნის განხორციელებას, რომელიც მას უმაღლეს მიზნად მიაჩნია. ზნეობრივ, ისევე როგორც შემეცნებით და ესთეტიკურ მოღვაწეობაში ადამიანი ერთმანეთისაგან განარჩევს იმას, რაც ნორმალური და ობიექტურად სასურველია, იმისაგან, რასაც მან ზურგი უნდა შეაქციოს როგორც არანორმალურს და ამდენად, ობიექტურად არასასურველს. ის უმაღლესი მიზანი, რომელსაც ეძღვნება ადამიანის შემეცნებითი მოღვაწეობა, არის ჭეშმარიტება, ზნეობრივი მოღვაწეობის უმაღლესი მიზანია სიკეთე, ხოლო ესთეტიკური მოღვაწეობისა - სილამაზე. მოღვაწეობის ამ სამი მიზნის შინაარსი ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ მათ აქვთ რაღაც საერთოც. ეს საერთო სოლოვიოვის აზრით არის მათი უპირობობა, რომლის სახეებსაც წარმოადგენს ჭეშმარიტება, სიკეთე, სილამაზე. სოლოვიოვს მიაჩნია, რომ უპირობო, აბსოლუტური როგორც ჭეშმარიტების, სიკეთისა და სილამაზის ერთიანობის წყარო არის ღმერთი. რა შინაარსს დებს სოლოვიოვი ღმერთის ცნებაში, როგორია ამ ცნების შინაარსის მოპოვების გზა და როგორ ესახება მას ამ ცნებით გამოხატული ობიექტის არსებობა-არარსებობის პრობლემა?

 

სოლოვიოვი ცდისეული ღვთისმეტყველების წარმომადგენელია და უკვე აქ იჩენს თავს არეოპაგიტული იდეების გავლენა მის თეოლოგიურ აზროვნებაზე. ყოველგვარი დადებითი მსჯელობა ღმერთზე, მისი აზრით, რელიგიურ ცდაში გამოცხადებული ღვთაებრივი შინაარსის აღწერის გზით მოიპოვება. მსგავსად იმისა, როგორც გარე სამყაროს (ბუნების) გრძნობადი შინაარსი ეძლევა სუბიექტს გრძნობად ცდაში, ასევე ღმერთის შინაარსიც ეძლევა რელიგიურ სუბიექტს რელიგიურ განცდაში. როგორც გრძნობადი ცდის ობიექტურობის დასადასტურებლად აუცილებელია რწმენის აქტი, რომელშიც სუბიექტი ადასტურებს, რომ მის ცნობიერებაში მოცემული გრძნობადი სინამდვილე არსებობს, აგრეთვე მისი ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად, სოლოვიოვის თანახმად, რელიგიურ განცდაში მოცემული შინაარსის ობიექტურობის დასადასტურებლად აუცილებელია რწმენის აქტი. ამ რწმენის საფუძველზე შინაგანი რელიგიური ცდის მონაცემები შეიმეცნებიან ჩვენს მიერ როგორც ღვთაებრივი საწყისის მოქმედება ჩვენში, როგორც მისი გამოცხადება ჩვენში, ხოლო თვითონ ის წარმოსდგება როგორც ჩვენი ცნობიერების ნამდვილი საგანი. როგორც ვხედავთ ვლ. სოლოვიოვისათვის ღმერთის არსებობის მთავარი დამადასტურებელი ფაქტორია რელიგიური განცდის შინაარსი დადასტურებული წმენის აქტით, ამიტომ იგი კატეგორიულად წინააღმდეგია ღმერთის არსებობის ყოველგვარი რაციონალური დასაბუთებისა. რელიგიური განცდისა და რელიგიური რწმენის ერთიანობა შეადგენს რელიგიური ცდის შინაარსს. რელიგიური ცდის მონაცემებზე მიმართული გონების რეფლექსიის გზით წარმოებს ღმერთის იდეის შემუშავება. რელიგიური აზროვნების საფუძველზე იქმნება რელიგიური ფილოსოფია, რომელიც აძლევს სისტემატურ ცოდნას როგორც მორწმუნეს, ასევე ათეისტს, მათი რწმენის ან უარყოფის შესახებ. რელიგიური ცდისა და რელიგიური აზროვნების ერთიანობა ქმნის რელიგიური ცნობიერების შინაარსს. ღმერთის პოზიტიური შინაარსი მხოლოდ გამოცხადების გზით ეძლევა ადამიანს, იმეორებს სოლოვიოვი არეოპაგელის ერთერთ ფუნდამენტურ პრინციპს და ცდილობს იგი ევოლუციონისტურად გაიზიაროს, რადგან ადამიანის რელიგიური ცნობიერება არ წარმოადგენს რაღაც ერთხელ და სამუდამოდ ფიქსირებულ სიდიდეს, არამედ საკაცობრიო ისტორიის გასწვრივ თანდათან ღრმავდება და ფართოვდება, ამიტომ გაღრმავებასა და განვითარებას განიცდის რელიგიური გამოცხადების შინაასიც. რელიგიური გამოცხადების ყოველი უფრო მაღალი ფორმა მოიცავს წინა ეტაპების დადებით შინაარსს. ამ მოსაზრების ილუსტრაციისათვის სოლოვიოვი ასეთ ანალოგიას მიმართავს: ისე როგორც უსინათლოს გამოცდილება მზის მიმართ არ უარიყოფა თვალხილულის გამოცდილებით, არამედ უფრო ღრმავდება და ფართოვდება (სითბო პლიუს სინათლე), ხდება უფრო ფართო გამოცდილების ნაწილი, მაშინ როცა უსინათლოსთვის იგი მთელი გამოცდილების შინაარსს შეადგენდა, ასევე რელიგიურ განვითარებაშიც გამოცხადების ქვემდგომი საფეხურები კარგავენ დამოუკიდებელი მთელის მნიშვნელობას და უფრო სრულყოფილი გამოცხადების მომენტებს შეადგენენ. აქედან გამომდინარე, რელიგიური განვითარების მიზანს წარმოადგენს არა ის მინიმალური შინაარსი, რაც ერთია ყველა რელიგიისთვის (ლ. ტოლსტოი), არამედ მაქსიმალური მრავალფეროვნების ის ერთიანობა, რომელიც მოიცავს ყველა რელიგიის დადებით შინაარსს და სწორედ ამის გამო არ დაიყვანება ამ მრავალფეროვნების არცერთ მომენტზე, რელიგიური ცნობიერების განვითარების, ანუ გამოცხადების ცნება რამდენიმე არსებით ნიშანს აერთიანებს: უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის გარემო (ბუნება), რაც თავდაპირველად გარს აკრავს რელიგიური განვითარების სუბუექტს, ის გრძნობად-ემპირიული მასალა, რომელიც ბიძგს აძლევს მისი ცნობიერების მოქმედებას. შემდგომ ღვთაებრივი საწყისი, როგორც რელიგიური ძიების მიზანი, როგორც დაფარული სასურველი შინაარსი, რომელიც თანდათანობით უცხადდება ადამიანის ცნობიერებას, და ბოლოს ადამიანი, რომელიც გამოცხადებული (ჯერარსული) შინაარსის საფუძველზე ცდილობს ისე მოაწესრიგოს ბუნება, რომ ის წარმოსდგეს არა როგორც გარეგანი, შემთხვევითი ფაქტი, არამედ ისეთი, რომელიც ჯერარსის კვალიფიკაციას დაიმსახურებს.

 

როგორც ავღნიშნეთ, სოლოვიოვის თანახმად გამოცხადების თითოეული ეტაპი ააშკარავებს კაცობრიობის წინაშე ღმერთის რაობის ცალკეულ მომენტს, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს ადამიანის მიერ თავისი ყოფიერების გაგების სპეციფიკას. ეს კი განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების წარმმართველ, ამა თუ იმ ისტორიული ტიპის საზოგადოებაში მოქმედ ღირებულებათა იერარქიის თავისებურებას, კულტურის მაკონსტრუირებელ ძირითად ტენდენციებს. სოლოვიოვი გამოჰყოფდა გამოცხადების სამ საფეხურს: ბუნებრივი გამოცხადება, უარყოფითი გამოცხადება და დადებითი გამოცხადება. განვიხილოთ, თუ რაში ხედავდა იგი თითოეული ამ საფეხურის თავისებურებას. პირველ, საწყის ეტაპზე ღვთაებრივი პირველსაწყისის საკუთრივი შინაარსი დაფარულია, მაგრამ ამ ეტაპზეც რაღაცნაირად უნდა არსებობდეს ადამიანისათვის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შემდეგი გამოცხადება სრულიად გაუგებარი და შემთხვევითი იქნებოდა: ამის მიზეზი კი ისაა, რომ ღვთაებრივი პირველსაწყისი წარმოადგენს აბსოლუტურ და ყოვლისმომცველ ინსტანციას, რომელიც მოიცავს ბუნებასაც, თუმცა არ ამოიწურება ბუნებით.

 

ბუნების მოვლენების უკან ღვთაებრივი პირველსაწყისი იმალება, ბუნება არის “მისი სხვა’’. გამოცხადების ამ პირველსაწყის ეტაპზე ღვთაებრივი პირველსაწყისი მხოლოდ ბუნებრივ პროცესებსა და მოვლენებში შეიმეცნება, რის საფუძველზეც ბუნების ცალკეული მოვლენები ან მთლიანად ბუნება იძენს უპირობო, თვითმყოფადი ღვთაებრივი ყოფიერების სტატუსს. გამოცხადების ამ საფეხურს შეადგენს ბუნების რელიგიები, ამავე საფეხურს მიეკუთვნება ემპირისტულ-ნატურალიტური მსოფლმხედველობა, მაგრამ ამ საფეხურზეც ადამიანი არ კმაყოფილდება მხოლოდ უშუალოდ მოცემული ემპირიული ფაქტებით, იგი ეძებს უპირობოს, მაგრამ უპირობოს სტატუსს სწორედ ბუნებრივ ძალებს ანიჭებს, რის გამოც ამ ძალების მონა-მორჩილი ხდება. მაგრამ ბუნებასთან ურთიერთობის პროცესში ადამიანი რწმუნდება, რომ თავისთავადად განხილული ბუნება წარმოადგენს ბრმა და გულგრილი პროცესების ერთობლიობას, რომელიც ღირებულებით შეფასებას მხოლოდ ადამიანისაგან იძენს. ადამიანის ცნობიერება თანდათანობით იმ დასკვნამდე მიდის, რომ თავად ადამიანისგან მომდინარეობს ბუნების უპირობო ღირებულებად გამოცხადების აქტი და რომ ბუნებრივი ყოფიერების გაღმერთება ამცირებს ადამიანს, რომელიც ბუნების შეფასების უნარით - აღემატება მას. ადამიანში იღვიძებს ცნობიერება იმის შესახებ, რომ თავისთავად აღებული გაღმერთებული ბუნება, რომლის ყოფიერების ფორმა - ბრძოლა არსებობისათვის, ადამიანის ცხოვრების მიზნად არის დასახული - ბოროტებას, სიყალბესა და ტანჯვას წარმოადგენს. ეს ცნობიერება იმაშიც გამოიხარება, რომ ადამიანი გრძნობს რაღაც უფრო მაღალს, რის მიმართ ბუნება ნეგატიურ დახასიათებას იმსახურებს. მაგრამ ეს პოზიტიური შინაარსი მას ჯერ კიდევ არ გააჩნია, მისი ცნობიერების მთელ შინაარსს ბუნებისგან განთავისუფლება წარმოადგენს საკუთარი ბუნების დათრგუნვა-უარყოფის გზით. ადამიანის ცნობიერება მიისწრაფვის იმისაკენ, რაც არ არის ბუნება, მაგრამ რადგანაც მისთვის ბუნება ყველაფერია, ის, რაც არ არის ბუნება არარა არის.

 

იწყება ღმერთის გამოცხადების მეორე ეტაპი. იმისათვის, რომ ადამიანი სწვდეს ღვთაებრივი პირველსაწყისის საკუთარ შინაარსს, მან აუცილებლად უნდა გაიაროს უარყოფითი გამოცხადების საფეხური, უნდა უკუაგდოს ყოველგვარი კერძო და განსაკუთრებული შინაარსი, როგორც ის, რაც არ შეიძლება იყოს უპირობო. უარყოფითი გამოცხადება, რომელშიც ღვთაებრივი პირველსაწყისი განსაზღვრავს თავის ყოფიერებას ბუნების უარყოფის საფუძველზე, როგორც ზებუნებრივ არარას, როგორც ყოველგვარ ბუნებრივ შინაარსმოკლებულ სიცარიელეს - წარმოდგენილია ბუდიზმით, პესიმისტური და ცალმხრივად ასკეტური მოძღვრებებით. ღვთაებრივი პირველსაწყისის ასეთ გაგებაზე ორიენტირებული ადამიანის უმაღლესი მიზანია ბუნებრივი ყოფიერებისაგან განთავისუფლება არარაში, ნირვანაში გაქრობის  მიზნით. უარყოფითი გამოცხადება აუცილებელი ეტაპია ბუნებრივი გამოცხადებიდან დადებითი გამოცხადების საფეხურზე გადასასვლელად. უარყოფითი გამოცხადება აუქმებს ბუნების უპირობო მნიშვნელობას და ადასტურებს ადამიანის უარყოფით უნივერსალობას.

 

ღვთაებრივი პირველსაწყისის გამოცხადების მესამე საფეხური განისაზღვრება როგორც დადებითი. თავის მხრივ, ეს საფეხური რამდენიმე  მომენტს მოიცავს. დადებითი გამოცხადების თავისებურება იმაში გამოიხატება, რომ აქ ღვთაებრივი პირველსაწყისი ცხადდება არა თავის სხვაში (ემპირიული ბუნება), არა ემპირიული ბუნების უარყოფაში და მაშასადამე კვლავ მასთან მიმართებაში, არამედ თავის საკუთარ შინაარსში.

 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE