კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

მრავალი საუკუნე გავიდა “აბრეშუმის გზის’’ უძველესი დედაქალაქის ძიებაში, რომელიც სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი. არაბულ წყაროებზე დაყრდნობით,  აბრეშუმის გზის - იგივე უმთავრესი სავაჭრო გზის დედა-ქალაქად მოიხსენიებოდა ბარგისტანი (იგივე ბარგუსტანი ან ბარგესტანი), მისი “ვეფხისტყაოსნისეული’’ სახელია “გულანშარო’’.   არგონავტები მას “აიად’’ - მეფე აიეტის სასახლე-ქალაქად მოიხსენიებდნენ. ინდოეთში და ჩინეთში ეს ქალაქი  ცნობილი იყო როგორც ხატაეთი, იაპონიაში კი - ხეთაია, რომელიც ვედანტური მოძღვრების თანახმად  - მაიტრეას სამშობლოა, ანუ ცის მისტერიების სულიერი ქალაქი.


შექმნილია მაძიებელთა ექსპედიციები, რომლებიც უკვე ჩრდილოეთის მხრიდან კავკასიონს მოადგნენ. მათი კვლევების შედეგებს ორ-საათიანი ფილმი მიუძღვნა რუსეთის ტელევიზიამ.


სიტყვის გამოწერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან წერილი ღმერთს მიგვაახლოვებს სიღრმისეულად აღწერილი შინაარსით და ასონი ზღვარ არიან, რათა არსნი არ შეირივნონ.


კაცობრივი ბუნება სიმართლეს უნდა ჰპოვებდეს და წერილით გადმოცემული ქალაქის სახელს განასხვავებდეს ერთი მეორისაგან მიუხედავად ასო-ნიშანთა მსგავსებისა, რათა აღმოვიკითხოთ ღმრთისაგან შეყვარებული ქალაქი, განვასხვაოთ სეხნიად წოდებული სახელისაგან და გავერკვეთ წერილთა თხრობის არსში.


წმინდა წერილის კითხვისას ვხვდებით ქალაქის დასახელების ორ ვარიანტს - იერუსალემი და იერუსალმი. “ე’’ და “’’ ასოებს ერთი და იგივე მნიშვნელობა რომ ჰქონოდა, რაღა საჭირო იქნებოდა ერთი და იმავეს სხვადასხვანაირად გამოწერა?! ვნახოთ, რას გვასწავლიან ამის შესახებ ქრისტეს წმიდა მოციქულები.

 

“ამას უკ რა განვიზრახევდ, მცირედ რამე ნუ უკშემერაცხა? ანუ, რომელსა ესე ვზრახავ, ორციელადმდე რას ვზრახავა, რათა იყოს ჩემ მიერი იგი ,  და არა, არა?

 

ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რამეთუ სიტყა იგი ჩნი, რომელი იყო თქნდა მიმართ არა იყო , და არა.

 

რამეთუ ძე ღმრთისა იესო ქრისტე, რომელი ნ მიერ

 თქნ შორის იქადაგა, ჩემ მიერ და ტიმოთეს და სილოანეს, არა იყო  და არა, არამედ  იგი მას შინა იქმნა.

 

რამეთუ რავდენნი იგი აღთქმანი ღმრთისანი არიან მას შინა არს , იგი და მას შინა ამინი, ღმრთისა სადიდებელად, ნ მიერ.’’ /კორინთ. მიმართ ეპისტოლე წმინდისა მოციქ. პავლესი 1; 17-20/

 

აქედან ვგებულობთ თუ რა არსის მატარებელია , . დამემოწმებით, რომ წერილის მიხედვით მიწიერი იერუსალემი განსხვავდება ზეციური იერუსალმისაგან. მინდა გახაროთ ქართველნო ქრისტანნო, ვინაიდან არ არს ერი, ენა და ტომი, რომელიც ასე სრულად სცნობდეს ასო -ის. ლაზარეს ენით ლაზარეს ერში თქმულა ,  და ჩვენც გვეთქვას , ,  ამინ. თუმცაღა არის სახელი, რომლის არსის გახსნის ღირსი ძნელად თუ მოიძებნება, რამეთუ გახსნას იგი თვით უფალმა.

 

“რომელმან შეძლოს, ვჰეყო იგი სტად ტაძარსა შინა ღმრთისა ჩემისა, და გარე არღარა განვიდეს მერმე; და დავჰსწერო მას ზედა სახელი ღმრთისა ჩემისა, ახლისა (იერუსალმისა) იერუსალიმისა, რომელი გარდამოვალს ზეცით ღმრთისაგან ჩემისა, და სახელი ჩემი ახალი.


რომელსა ასხენ ყურნი სმენად ისმინენ, რასა ეტყს სული ეკკლესიათა.’’ /გამოცხ. 3; 12-13/

 

იერუსალმი - ქალაქი მშვიდობისა, საფუძველი და სამყაროს საცხოვრისი, უძველესი და უწარჩინებულესი ქალაქია დედა-მიწაზე, მსოფლიოს დედაქალაქი - ყველა ქალაქთა დედა, უძველეს დროს იებუსად სახელდებული.

 

“და ს, და ლიფი, და იებუსი (და ესე არს იერუსალმი) და გაათი, და ქალაქი იარემი, და ქალაქები ათცამეტი და დაბნები მათი. ასე არს სამკვიდრებელი ძეთა ბენიამენისთა: ტომად-ტომად მათა.’’ /იესო ნავესი 18;28/

 

 

ეს ქალაქი იერუსალმი, იგივე იებუსი - სამეფო ქალაქია. მისი მეფე ჩინით მელქისედეკია, მეფე სიმართლისა, ღმერთის მღვდელმთავარი - უზენაესის მღვდელთ-მოძღუარი. იერუსალმი იუდეველთა სამკვიდრებელი და დედაქალაქია ბენიამინის ძეთა. მისი საიდუმლო ლომისა და მგლის ტოტემითაა შემოსილი. (ქართველთა მეფეს შემთხვევით არ ეხურა ლომისა და მგლის სახიანი თავსარქმელი.)

 

“და მელქიზედეკცა, მეფემან სალომისმან, გამოართუნა პურნი და ღვინო. ხოლო იყო მღდელი ღმრთისა მაღლისა.

 

და აკურთხა აბრაამ და თქუა:

 

კურთხეულ არს აბრაამ ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცა და ქუეყანა, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ხელთა შენთა. და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან.’’ /დაბად. 14;18-20/

 

მეფემან სალომისმან - ქართულად სალომე ქალაქად იკითხება, ხოლო ლომის  ტოტემით იაკობი თავის შვილს - იუდას აკურთხებს:

 

“იუდა, შენ გაქებდედ ძმანი შენნი; ელნი შენნი ზურგსა მტერთა შენთასა; თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი.

 

ლეკ ლომის იუდა, მცენარისაგან, შვილო ჩემო, აღმოედ. მიწოლით დაიძინო, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინმე აღადგინოს იგი?

 

არა მოაკლდეს მთავარი იუდასაგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა.

 

და გამოაბას ვენასა კიც მისი და რქასა ვენაისსა

კიც ვირისა მისისა, განრცხეს ღნითა სამოსელი თსი და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თსი.

 

მხიარულ არიან თუალნი მისნი ღვინითა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროს სძისა.’’ /დაბად. 49; 8-12/

 

ამიტომაც ვიტყვით სადიდებელს: კურთხეულ არს უფალი იესო ქრისტე ნაზარეველი იუდეველთა მეფე, მეფე სალომისა, იგივე მეფე იებუსისა, იგივე მეფე იერუსალმისა, ჩინით მელქისედეკი.

 

  1. “რამეთუ ესე მელქისედეკ, მეფე სალიმისა, მღდელი ღმრთისა მაღლისა, რომელი შეემთხა აბრაამს, მორაქცეულ-იყო იგი მოწყდისა მისგან მეფეთასა, და აკურთხა იგი,
  2. რომელსაცა იგი ათეული მიჰსცა ყოვლისა მისგან ნაწილად აბრაამ, პირველად უკ ითარგმანების მეუფე სიმართლისა, და მერმე მეფე სალიმისა, რომელ-არს მეუფე მშდობისა.
  3. უმამო, უდედო, ნათესავმოუსენებელ, არცა დასაბამი დღეთა, არცა აღსასრული ცხოვრებისა აქს; ხოლო მიმსგავსებულ-არს იგი ძესა ღმრთისასა ჰგიეს იგი მღუდელად სამარადისოდ.’’/ებრაელთა 7;1-3/

 

წმინდა წერილის წინასწარმეტყველებიდან ვარკვევთ, რომ იერუსალმი, იგივე იებუსი, იგივე სალომი ერთერთი უძველესი დასაბამისეული ქალაქია ღვთაებრივი დედამიწის ქალაქთა შორის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ქალაქი მთავარია როგორც სულიერი, ასევე მატერიალური არსითაც. იგი საიდუმლო ქალაქია და დაფარულია ყველა მათ თვალთაგან, ვინც მასში მოხვედრის ღირსი არ არის. ჩვენთან არის დაბა სიონი და მთა სიონი, ასევე მითოსური გმირი ამირანი, რომელიც ქართველთა კავკა-სიონის შვილია და ამ მთებზეა მიჯაჭვული.

 

“აღდეგ, აღდეგ, სიონ! შეიმოსე ძალი შენი, სიონ! და შენ შეიმოსე დიდება შენი, იერუსალიმ, ქალაქმან წმიდამან! არღა მერმე შესძინოს განვლად შენ შორის დაუცუეთელმან და არაწმიდამან.

 

განიყარე მტუერი და აღდეგ და დაჯედ, იერუსალიმ!

განიძარცუე საკრველი ქედისა შენისა, ტყუემან ასულმან სიონისამან.’’ /ესაია 52;1-2/

 

 

 

ამ შემთხვევაში აღმოიკითხება იერუსალემი, რაც ნიშნავს ხილულად აღშენებულ ქალაქს, თუმცა ბევრ შემთხვევაში, იმისდა გამო, რომ წერილის გადამწერნი ხშირად არ იყვნენ ზიარებულნი საიდუმლოებათა სიღრმისეულ არსს, ბევრი შეცდომაა დაშვებული. სწორი ამოკითხვის შემთხვევაში ადვილად მისახვედრია, რომ საუბარია ხილულ იერუსალემზე, რაც შემდეგი სიტყვებიდანაც დასტურდება:

 

 “არღა მერმე შესძინოს განვლად შენ შორის დაუცუეთელმან და არაწმიდამან.’’

 

თუმცა იგივე ითქმის იერუსალმზეც, რამეთუ ამ გასაიდუმლოებულ ქალაქში არ დაიშვებიან არავითარი ბოროტების და უწმინდურების ჩამდენნი.

 

“და ვიხილე ცა ახალი და ქყანა ახალი; რამეთუ პირველი იგი ცა და პირველი იგი ქყანა წარხდეს, და ზღა არღარა არს მერმე.  

 

და მე, იოანე, ვიხილე ქალაქი იგი წმინდა იერუსალიმი ახალი, გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან, განმზადებულ ვითარცა სძალი, შემკული ქმრისა მიმართ თსისა.  

 

და მესმა მა დიდი ზეცით, რომელი იტყოდა: აჰა, სამკდრებელი ღმრთისა კაცთა თანა, დაიმკდროს მათთანა; და იგინი იყნენ ერ მისსა, და იგი ღმერთი მკდრ იყოს მათ შორის ღმრთად მისსა.

 

და ახოცოს ღმერთმან ყოველი ცრემლი თალთაგან მათთა,  და სიკდილი არღარა იყოს მერმე; და არცა გლოვა, არცა ღაღადება, არცა ტკივილი არღარა იყოს მერმე; რამეთუ პირველნი იგი წარხდეს.’’ /გამოცხ. 21;1-4/

 

საქართველოს მიწაზე უკვე აღმოჩენილ საუნჯეს დაცვა ესაჭიროება, რასაც თქვენი თანადგომა შეუწყობს ხელს.

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE