კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

26 დეკემბერი


 

2004 წლის 26 დეკემბერის დილის საათებში, ინდოეთის ოკეანეში მოხდა მიწისძვრა 9.3 სიმძლავრის რიხტერის შკალით. ეს იყო ერთ-ერთი უძლიერესი მიწისძვრა, რომელიც 10,000 ჰიროსიმაში აფეთქებულ ატომურ ბომბს უდრიდა. ამან გამოიწვია უდიდესი ტალღები ინდონეზიის სანაპიროზე, რომელმაც 230,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ზოგი ინფორმაციით 300,000). მილიონამდე ადამიანი დარჩა სახლის გარეშე, მიწისძვრამ ცუნამი არა მხოლოდ ინდონეზიაში, არამედ მის მეზობელ ქვეყნებში ინდოეთში, შრი-ლანკაში, ტაილანდში და სომალიშიც კი გამოიწვია, სადაც 100 ადამიანი დაიღუპა. 


 

ეხლა კი გაახსენდა მამუკას გიორგის წინასწარმეტყველება: 10 დღეში აღმოსავლეთიდან ტალღა დაარტყავს და დიდი კატაკლიზმებია მოსალოდნელიო.


მთელ გოაში ხალხი ამაზე ლაპარაკობდა, მთელი მსოფლიო შეძრა ამ ამბავმა. დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ დედამიწის წარმოსახვითი ღერძი მცირედით გადაადგილდა. კვლავ ამოუტივტივდა მამუკას გიორგის სიტყვები, რომ ეს გადაადგილება მხოლოდ დასაწყისია და გიორგიმ იცოდა - სად გაივლიდა ეს ღერძი ბოლო წერტილში.


 


27 დეკემბერი, დილის 6:00


გიორგი შემორბის მამუკასთან და აღვიძებს. ადექი ჩქარა, ტალღა უნდა მოვიდესო. ჩქარა! ჩქარა! მამუკა ძილ-ბურანში წამოდგა და გაყვა გიორგის ოკეანეს სანაპიროზე. გიორგი გაცოფებული ლომივით ღრიალებდა და იტყობინებოდა საშიშროებაზე. შემდეგ ოკეანეში შევიდა, ხელები ზეცად აღმართა და ლოცვა დაიწყო. მამუკა გაოგნებული უყურებდა ამ სცენას. არ იცოდა რა გაეკეთებინა, მხოლოდ უყურებდა. ბოლოს რაღაც ქვა, უცნაური შეფერილობის და სილამაზის ამოიღო ოკეანედან გიორგიმ, მოუტრიალდა მამუკას და უთხრა, რომ გადავრჩითო. ოკეანე დავამშვიდე და ღმერთმა მითხრა, რომ არ გაწირავდა ამ ადგილს. ეს ხდება არჯუნას სანაპიროზე, რომელსაც სამოთხე ერქვა.


დილის 9:00 საათზე ჩოჩქოლი ატყდა. ერთმა რუსმა მეგობარმა მოირბინა და ყვიროდა: ტალღა მოდის, ტალღა მოდის, საინფორმაციოებმა გადმოსცესო. მამუკა აფორიაქდა, კი მაგრამ ეს შფოთი მან გიოგრისგან ჯერ კიდევ დილის 6 საათზე იგემა. მართლაც, წყალმა სულ ოდნავ აიწია და დამშვიდდა. გადავრჩით.



2017 წლის შემოდგომა


მამუკა წერს ამ ისტორიას. დასვენება მოუნდა, იფიქრა „იუთუბზე“ რამე საინტერესოს უყურებო. უცებ მის ყურადღებას იპყრობს რუსული გადაცემა, სადაც 2004 წლის მიწისძვრის ამბებია განხილული. რთავს და უყურებს. გადაცემა იწყება ასე: 2004 წლის 26 დეკემბრის მიწისძვრას, გაცილებით დიდი ნგრევა უნდა მოჰყოლოდა. ამას მეცნიერები მათემატიკურად ადასტურებდნენ, მაგრამ რა მოხდა შემდეგ და რამ შეაჩერა ეს ნგრევა, გამოუცნობიაო.

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE