კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

 

საქართველოს გზა მზითა 

და ნათელით მომავლისაკენ 

სახელითა უფლისაჲთა

 

 

 

ვინ არის ის ნეტარი დედუფალი, რომელმან ზე აღმართული გვირგვინი დაჲვანოს თავსა ზედა, რომელმან ახაროს სული საქართველოჲსა, ქუეყანისაჲ, რომელ არს წილხვედრი დიდისა დედა სიწმიდისა, დედა ღმრთისმშობლისა!

 

გამოდი ერო სამსჯავროდ, აღმართე მზე–რა მომავალისა, გამოდი ტყუებიდან სიბნელისა. ქართველნო, დაენთო დღე თქვენს თვალთა წინაშე, დღე მადღევებელი მომავლის ყოველ დღეთა. სიყვარული და სიმართლე დავამზიანოთ საღმრთო საკურთხეველზე, ერის აღდგომის ზარი აწკრიალდა, მსმენელმა ისმინოს და მხედველი ხედავდეს, მხოლოდ სინათლე და აღორძინება - დიადი აღსარებით ღმერთისაკენ!

 

მე ის მინდა ვამზეო, ვინაც კალამითა მიქია,

როცა წარმოსთქვა შეფარვით, მისი სახელი მიქიამ,

ლექსით დალოცა შოთამ, და მე ცრემლებით მიქია.

 

„და შენ, გოდოლი სამწყსოჲსაჲ მაგარი – ასული სიონისაჲ!

შენ ზედა მოიწია და მოვიდეს დასაბამი მთავრობაჲ, პირველი მეფობაჲ ასულსა იერუსალჱმისასა და აწ რაჲსათჳს სცნენ ბოროტნი? ნუ მეფე არა იყო შენდა, ნუ განზრახვა შენი წარწყმდა, რამეთუ დაგიპყრეს შენ სალმობათა, ვითარცა მშობისათა.

 

ილმობდ და განმჴნდი, ასულო სიონისაო, ვითარცა მშობი მით, რამეთუ აწ გამოვიდეს ქალაქისაგან და დაემკჳდროს შორის ველსა და მივიდეს ვიდრე ბაბილონადმდე, მიერ განგარინოს შენ, და მუნით გიჴსნას შენ უფალმან ღმერთმან შენმან ჴელისაგან მტერთა შენთასა. და აწ ზედა შეკრბეს შენ ზედა ნათესავნი მრავალნი მეტყუელნი: მოვსცხრებით, და ზედდახედნენ სიონსა ზედა თუალთა ჩუენთა. და მათ ვერ აგრძნეს გულისსიტყუაჲ უფლისაჲ და არ გულისხმა–ყუეს განზრახვაჲ მისი, რამეთუ შეკრიბნა იგინი, ვითარცა მჭელეულნი კალოსანი.

 

აღდეგ და კალოებდ მათ, ასულო სიონისაო, რამეთუ რქანი შენნი დავსხნე რკინებად, და ჭლიკნი შენნი რვალებად. და დაამწულილნე ერნი მრავალნი და დაამჴუნე მათ მიერ ნათესავნი. და შესუენებულ ჰყო უფლისაჲ სიმრავლე მათი და ძალი მათი უფლისა ყოვლისა ქვეყანისა“. (მიქია: 4; 8–13)

 

ერთხელ კიდევ შემოვკრავ ზარსა და ვიტყვი: შოთა რუსთველი მარადიულობიდან დედამიწაზე შემობრძანებული - მეფე–მოგვია, ის წინასწარმეტყველებათა პოეტურ რანგში განმცხადებელია. მისი წინასწარმეტყველება ბიბლიური ფუძის პოეტური სცენაა საქართველოს მომავლისა და მასში სამოღვაწეოდ შემოსაბრძანებელ გმირთა საქებრად აღსაქმელი მისიაა.

 

ასე ბრძანებს შოთა: „მიბრძანეს მათდა საქებრად, თქმა ლექსებისა ტკბილისა.“ (ვეფხისტყაოსანი)

 

რაღა თქმა უნდა - გამოგონილი გმირების ქებას არ უბრძანებდენ ანგელოზნი შოთას, მას დაევალა რეალური გმირების ქება, რომლებიც უნდა შემობრძანებულიყვნენ ჩვენს დროში და მობრძანდნენ. როგორც წმიდა ისრაჱლი ეგვიპტის ტყვეობაში შთაიქცა ოთხასი წელი, ასევე ქრისტეს საწმყსო შეჰყარეს ოთხასი წლის ტყვეობაში და აართვეს მოტყუებით ქრისტეს ბეჭედი პირჯვრის გამოსახვისა და საძაგელი ნიკონითა და წმიდა ამბაკუმით აღითვალეთ. ლაზარე აღზდგა და წამებული გზა ეგვიპტისა დასრულდა!გამ ოდი ტყვეობიდან, ერო ჩემო, მამისაგან ნაბრძანებას გიყიჟინებ: 

 

აღდგეს ერი და შეუდგეს ჯვრებითა და ხატებით

ბნელეთიდან გამოსასვლელ გზას! 

 განწმენდას! აღსარებას! ნათლისცემას! აღორძინებას!

და დიდი საიდუმლო ქორწილისათვის

გ ა ნ ე მ ზ ა დ ო ს  ერი ქართველი!


 

სამეფო კარისათვის 


 

ვეფხის ტყაოსანი საღმრთო სიბრძნისა და წინასწარმეტყველებათა პოემაა, და ეს წიგნი დაწერილია იმ კაცის მიერ, რომელიც ელაპარაკებოდა უფალსა და ესაუბრებოდა მის ანგელოზებს. ის მიმართავს ღმერთს, როგორც მიმართავდა დავით წინასწარმეტყველი თავის ფსალმუნებში.

 

„ რ ო მ ე ლ მ ა ნ შექმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა;

ზე გარდმო არსნი სულითა, ყუნა ზეცით მონაბერითა;

ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქუს უთვალავი ფერითა;

და, მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე, სახითა მის მიერითა;

ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ, სახე ყოვლისა ტანისა;

შენ დამიფარე ძლევა მეც, დათრგუნვად მე სატანისა.

მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკუდიმდე გასატანისა;

და, ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა“.

(ვეფხისტყაოსანი)


 

ფსალმუნი დავითისი, სოფლის შესაქმისათჳს.

  

 

„აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსარებაჲ *1 და დიდად შუენიერებაჲ შთაიცუ, შეიმოსე ნათელი *2 ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავნი. რ ო მ ე ლ მ ა ნ დართნა წყლითა *3 ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თჳსა, რომელი იქცევის *4 ფრთეთა ზედა ქართასა; *5 რ ო მ ე ლ მ ა ნ შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი–ალად ცეცხლისა; *6 რ ო მ ე ლ მ ა ნ დააფუძნა ქუეყანაჲ *7 სიმტკიცესა ზედა თჳსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე. უფსკრული, ვითარცა სამოსელი გარე–მოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი. *8 შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ჴმითა ქუხილისა შენისაჲთა შეძრწუნდიან. *9 აღვლენან მთანი და შთავლენან ჳელნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი, საზღვარი *10 დასდევ, რომელსა არა გარდაჰჴდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა. რ ო მ ე ლ მ ა ნ გამოადინნა წყარონი* ჴევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი; სუან იგი ყოველთა მჴეცთა ველისათა, განძღნენ კანჯარნი წყურილსა მათსა. მათ ზედა მფრინველთა ცისათა დაიმკჳდრონ, შორის კლდეთა მოსცენ ჴმაჲ მათი. დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან; ნაყოფითა *12 საქმეთა შენთაჲთა განძღეს ქუეყანაჲ. რ ო მ ე ლ მ ა ნ  აღმოუცენა თივაჲ პირუტყუთა, და მწუანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური *13 ქუეყანით. და ღჳნოჲ *14 ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულყოფად პირი, *** და პური *15 გულსა კაცისასა განამტკიცებს. განძღენ ხენი ველისანი და ნაძუნი ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ. მუნ ფრინველთა მართუე–ისხან, და ბუდე ყარყატთაჲ შერაცხილ მათდა. მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებელად ყურდგელთა. შექმნა მთოვარე *16 ჟამთათჳს, მზემან *17 ცნა ჟამი დასვლისა თჳსაჲ. დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მჴეცნი მაღნარისანი, ლეკუნი ლომთანი *18 მყჳრალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა. აღმობრწყინდა მზე *19 და შეკრბეს და სადგურთავე თჳსთა დაადგრიან. გამოვიდეს კაცი *20 საქმესა თჳსსა და შრომასა თჳსსა მიმწუხრამდე *21 ჰქმენ; აღივსო ქუეყანაჲ დაბადებულითა შენითა. ესე ზღუაჲ დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი რომელთაჲ არა არს რიცხჳ, მჴეცნი წურილნი დიდთა თანა; მას ზედა ნავნი ვლენან. ვეშაპი ესე რომელ დაჰბადე სამღერელად მისა. *23 ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი თჳსი ჟამსა; მოსცი მათ, და აღიზრდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაჲ ჴელი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თჳსად მიიქციან. გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი *24 ქუეყანისაჲ. იყავნ დაბადებაჲ უფლისაჲ უკუნისამდე, იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თჳსთა, რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ, რომელი შეახებს მთათა და კუმოდიან.

 

ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე. ტკბილ ეყავნ მას გალობაჲ ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ. მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უშჯულონი ნუღარა იპობიედ მას ზედა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა. დიდება.“ (ფსალმ.103)

 

კანონმორჩილი, ორი უაღრესად ძლიერი სიყვარულის მატარებელი პიროვნება: დავით წინასწარმეტყველი და ასეცა ვთქვათ პოეტი მეფსალმუნე, ხოლო მეორე - ორი ათასი წლის შემდგომ დაბადებული შოთა რუსთველი, წინასწარმეტყველი და პოეტი, ორთავენი, უფალი იესო ქრისტეს, ნაზარეველ მეფეთა–მეფის ტრიუმფალური მსახურების - სრულად დედამიწისას, აღწერენ ამაღლებული ენით პოეზიისათი. უზენაეს ღმერთს ისინი თავიანთი რანგის შესაფერისად ადიდებენ და მიმართავენ გენიალური სიტყვით რ ო მ ე ლ მ ა ნ ,  ანუ დიადი საიდუმლოს მამისა და ძის და სული წმიდის ზეკანონს არ გადადიან; ძე არა არს სხუა, რომელმან მამა იჴილა, არამედ მხოლო შობილი ძეა - მამის წიაღის განმათავისებელი და მჴილველი მამისა.

 

დავითი და შოთა ღმერთს ჭვრეტენ უფალში, როგორც მამის გამოვლინებას უზენაესი ღმერთისასი. ამიტომაც მიმართავენ უხილავს მათთვის, მხოლო ქრისტეთი შეცნობილს, საიდუმლო ლოგოსს - მამაზეციერს, რ ო მ ე ლ მ ა ნ , ამ ლამაზი მიმართვით, თითქოს ვიცით და ვერ გწვდებითო, თავმდაბლურითა განმბედაურებითა.


 

განმარტებანი 


 

1*. აღსარებაჲ – არს ყოველივე რომელთა წარმოიტყოდეს კაცი საქმეთა თვისთა ცხოვრებისათა, ხოლო აღსარებაჲ უფლისა არს სიტყვით აღდგომა მისი.

 

2*. ნათელი – განმანათლებელი დაუფარავი სიკეთე და სიყვარული ცოცხალი.

 

3*. წყლითა – შემოქმედებით განცოცხლებული სამყაროს ნივთი.

ნივთი – ეწოდების ოთხთა კავშირთა: მიწასა, წყალსა, აირსა და ცეცხლსა.

 

4*. იქცევისი – მბრუნავი, ანუ ბრუნვის მქნელი, დასასრულ – დასაწყისთა შემწვნელი, საქციელთა წყარო.

 

5*. ქართასა – ქარის დაუნჯება, საუნჯენი ქარისანი. მიმოქროლი ნივთი აირი სანახავში გამდუმარებული.

 

6*. ცეცხლის ალი – უმაღლესსა პლაზმა, უმდაბლესსა ღვივდალი ეწოდების ცეცხლის, როგორც ნივთის გონიერ სახედ გამოვლინება (სალამანდრების სამყარო ალქიმიაში).

 

7*. ქუეყანაჲ – ცათა შინას მზღუდველი სამყარო დედამიწის გულში, შემოქმედებითი სამყარო, დამსახურებულთა გარდასახ–დასახლებული სამყარო.

 

8*. წყალნი – წყლის ფანტომნი, ფორმა მჭირვალე კაბა სამოსელი აზრისა. წყლის ნივთთაგან განთავისუფლებული ეთერული ბუნების ჭურჭელი, რომელსაც მეხსიერებაში აქუს წყალთან დაბრუნვება.

 

9*. შეძრწუნება – შიშით ათრთოლება. აღშფოთება შიშისა, შეშფოთება

 

10*. საზღვარი – სხვადასხვა არსის მოქმედების კანონთა ზღუდე.

 

11*. წყარონი – წყლის ნივთთა, ცუართა, წვეთთა, წამთთა მთაში განწურვილი გასპეტაკებული წყალი, მაკრო ინფორმაციის მატარებელი განმწმენდი წყალი (ინფორმაციის პირველი პირი).

 

12*. ნაყოფითა – დასრულებული სახე პირველქმნილებისა, შეფუთული მზღვრელით ბუნებისაჲთ.

 

13*. ჴური – ცისა და მიწის, წყლისა და ჰაერის ეთილნაზავი ნივთი არსობისა, შემოქმედებითი ნივთნაზავი.

 

14*. ღჳინოჲ – სიბრძნე უმწიკვლო.

***. პირი – ღმერთის სიბრძნისა და სიღრმის სიტყუათა კარი, ანუ სათქმელის კარი.

 

15*. პური – გულის–პირით მისაღები ძალა, ანუ გულის–ყურით სასმელი სიტყუა ძლიერებით გულძლიერ მყოფობისათვის.

 

16*. მთოვარე – ესე არს უქვემოესთა ცასა ზედა, რომელსა ცასა მას ეწოდების ჭირანო.

 

17*. მზემან – მზის სულმან, მანათობელმან მზემეფეთასი.

 

18*. ლეკუნი ლომთანი – სამეფო მოძღუართა შვილნი, უფლისწულნი, მზექალანი და მზეჭაბუკნი.

 

19*. მზე – ესე არს მეოთხესა ცასა ზედა, რომელსა ეწოდების კოჭიმელი, ხოლო სახესა მისსა იტყვიან მეფისასა გვირგვინოსანსა ჴელთა აქვს ჟინჟღილიო, რომელ არს ამზა.

 

20*. კაცი – დაბადა ღმერთმან ხატებისა და მსგავსაეებრ თვისისა, ნივთებთა მიერ ჴორცნი შემზადა, სულისა გონიერისა და სიტყვიერისა შთაბერვისა მიმნიჭებელმან მისმან, რომელსა საღმრთო ხატებად ვიტყვით, რამეთუ ხატებისაებრობა, ვითარმედ გონიერებასა და თანამფლობელობასა ცხად-ჰყოფს. ხოლო ხატება ღმრთისა არს მოქმედება, სიბრძნე და სიყვარული, რომელსა შორის წმიდა სამება გამოისახვის: მოქმედი – მამა, სიბრძნე – ძე და სიყვარული - სულიწმიდა. ესე არს ხატება ღმრთისა კაცთა შორის, ხოლო კაცი ეწოდების ყოველთავე ზოგად. ესე კაცი განიყოფის მამაცად და დიაცად, რომელ არს მამაკაცი და დედაკაცი.

 

21*. მიმწუხრამდე – მიღამებულამდე.

 

22*. სიბრძნით – ესე სიბრძნე არს მშობელი ჭკუისა, გამსინჯველი ცნობათა და გამსჯელი მოგონებათა.

 

23*. პირი შენი – უფალი მწყალობელის, უფალი მოწყალე სიტყვის მბადი პირმეტყუელ – სიტყვიანი.

პირის წყალი – უაუგოდ ქცევა,

ნამუსი – ქართულად პირის წყალი, ხოლო არაბულად სჯული. რჯული – შჯული არს სიტყვა მბრძანებულობით ვიდრემე, რომელ–რომელთა ჯერ–არს ქმნაჲ; და უარმქნელი უშჯულ არს (ამიტომაც ბრძანებს უფალი: მოიხსენე შჯული მოსესი, რომელ ვამცნე მას ქორებს შინა. და ეს ქორების მთები - საქორიას სერები განათავსნა ღმერთმა მაყვლარიანის მთის ჩრდილოეთით, სოფელ ცხრაწყაროს სამსზღვრამდე, მრგვალ – მინდორის გვერდითა აღმოსავლეთისაკენ, ქალაქი ზესთაფონი ანუ განფონება ზენისა).

 

24*. პირი ქუეყანისაჲ – ქვეყანიდან შესასვლელი კარი ქუჱყანაში, ანუ წმიდა ქალაქ იერუსალჱმში.

პირი არს ბაგე აღხმული, პირად ითქმის პირისახე კაცისა, პირად ითქმის სრულიად სახე დედამიწისა, დედამიწის ზედა პირი; პირად ითქმის ზღვათა და წყალთა კიდური, ნაპირი. პირად უწოდენ ლახვართა და მახვილთ პირთა გამკვეთელთა.


 

შემეწია სულხან საბა,

დავაფიქრიანე ჩემი მახვილი - ორპირ–ლესული.

ფრთხით – ქაჯნო,

არიელი გავამზიანე თქვენი მარცხის საცნობელად!



 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

 

გიორგობის დღესასწაული

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE