კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 


რამდენად საინტერესო დროში შეგვაბრძანა უფალმა, ჩემო მართალო, მართლის მადიდებელო ერო, მთელი სამყარო ქრისტეს სივრცეებში შეფრინდა.

 

დაეცა ცრუ მეცნიერება - ბაბილონის გოდოლი. ვიმეორებ წინა წერილებში აღწერილს: „ღმერთი მეცნიერთა მამაა“ - გვასწავლიან წმიდა წერილები წინასწარმეტყუელთა, მაგრამ რომელ მეცნიერთა?! - აუცილებლად საკითხავია. იცვლება ყოჳლიფერი სამყაროში, 2012 წელიწადი ცვალებადობის დასაწყისის წინა წელიწადი იყო.

 

დავიწყებას მიებარა „დარვინისტების“ დრო, კომუნიზმით „სამოთხისაკენ“ მიმავალი კაცობრიობა, ერთხელ კიდევ აღმოჩნდა უფსკრულის თავზე; მოტყუებულებს, ახალი ტყუილი - დემოკრატია დაუფინეს ხალიჩად: და საოცრება, კიდევ ერთხელ მოტყუვდნენ! დემოკრატიაც, ისევე როგორც კომუნიზმი, ღმერთის წინააღმდგომთა მიერ შექმნილი ცბიერთა სწავლებაა, მას არაფერი აქვს საერთო საღმრთო კანონებთან და სიყვარულთან.

 

წმიდა წერილებში ღმერთის მოწინააღმდეგედ ეშმაკნი არიან დასახელებულნი.


წმიდა მამები ამ ორ სწავლებას: დემოკრატიასა და კომუნიზმს ეშმაკთა მოგონილ სწავლებად მიიჩნევენ, რაც ამჟამად გამჟღავნდა კაცობრიობისათვის. ამ ურჯულოებმა ჯერ დაანგრიეს ღვთაებრივი, იერარქიული და სუბორდინაციული წყობა, დახოცეს ჭეშმარიტი მთავრობა და მღდელნი, ხოლო როდესაც თავიანთი საძაგელი მისია აღასრულეს, შემდგომ სისაძაგლეს მიჰყვეს ხელი - შექმნეს უნივერსალურად ეშმაკური დასმენისა და თვალთვალის ორგანიზმი.


ქრისტეს ეკლესიებში და არა მარტო ქრისტეს ეკლესიებში, თუკი სადმე რაიმე სიწმინდე გააჩნდათ სემიტურ, ქამიტურ და იაფეტურ მოდგმათა წიაღში აღმოცენებულ რელიგიურ სწავლებებს, ყველგან ყველაფერი შებილწეს. „კაგებეს“ არქივები გამოტენილია მათი საბუთებით. თავადაც უწყოდენ, რომ ეშმაკებთან გარიგებულებს მღდლობა არ შეუძლიათ, ეს კი ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობა მათგან ლოცვას კი არ იღებდა, არამედ იწყევლებოდა.

 

ამ დროს ასე აღწერს უზენაესის წინასწარმეტყუელი დანიელი:

 

„რამეთუ მეუფეო, შევმცირდით უფროს ყოველთა ნათესავთა. და ვართ მდაბალნი ყოველსა შორის ქუეყანასა დღეს ცოდვათა ჩვენთათჳს. და არა არს ჟამსა ამას მთავარი, (საღმრთო მთავრობა არ არსებობს, უღმერთო კომუნიზმის და უღმერთო დემოკრატიის ვაკხანალიაა მთელს დედამიწაზე) და წინასწარმეტყუელი, და წინამძღუარი, არცა ყოვლადდასაწველი, არცა მსხუერპლი, არცა შესაწირავი, არცა საკუმეველი, არცა ადგილი ნაყოფებად წინაშე შენსა. (დან. III; 37, 38)

 

დანიელი - წინასწარმეტყველი და მსაჯული, მაგალითად გვიგზავნის ღმერთის ნებას წინასწარმეტყუელებით, ჟამთა აღსასრულის დროს სამსჯავროს საკითხებზე.

 

თავადი უფალი - მესია კაცობრიობისა იესო ქრისტე, მიუთითებს მათეს კალამით წერილში:

 

„რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოხრებისა, თქმული იგი დანიილ წინასწარ– მეტყუჱლისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითჳდეს გულის–ჴმა–ჰყავნ.“

 

დავიწყოთ ჩვენი თავიდან, რა ცოდვა ჩავიდინეთ ქართველებმა, რომ ამისთანა სახელი „საძაგელი იგი მოოხრებისა“ ჩვენი ყოფის სახედ იქცა.

 

ქართველებო, განსაკუთრებით თქვენ გეხებათ ეს კვლევა, ანუ ჩვენია ეს სასჯელი, დროს ეხლავე მიგანიშნებთ, რომ მიხვდეთ ყველაფერს.

 

„მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყუნენ, ივლტოდეთ მთად“.

 

ჰურიასტანი რომელი ქვეყანაა ამოვიკითხოთ:

 

„(ჰური–ნახე ჰაერის მცველი–მცველი)“ (სულხან–საბა)

 

„ჰაერის–მცველი (ჰაერის მცუჱლი, ჰაერის მცუელი) ესენი არიან ეშმაკნი. ოდეს გარდამოითხივნეს, უბოროტესნი ჯოჯოხეთად შთაჴდენ და უდარესნი ჰაერთა შინა დაშთენ, რომელნი მუნცა იტანჯებიან. მათგან არს საოცრებათა ჩვენება და ფეთება, ღამე კაცთა მრავალსახედ ჩვენება, სახლთა და ცხენთა დაუფლება, ქვათა სროლა, ნაკლულის ჭურის აღვსება და ეგევითარნი. მსოფლიონი ქაჯად და ჭიმკად სახელ–სდებენ; ხოლო მაჰმადიანნი (ჰ)ური, ფერი და ყილმანად იტყვიან და ანგელოზად ესვენ.“ (სულხან–საბა)

 

„ეშმაკი – დასაბამად კეთილისა არსებისაგან შექმნა ღმერთმან, არამედ აღზვავნა და ამპარტავ(ა)ნებისა მიერ დაეცა, გარ(დ)მოცვივნეს და ბნელ იქმნ(ნ)ეს. გინა საწუთოდ, გინა ჟამიერად, გინა მჭმუნავად (ნახეთ მათეს მეოთხე თავი. ამ თავში აღმოიკითხება უფლის გამოცდა ეშმაკისაგან და მისი უდიდებულესობისაგან ეშმაკის დამარცხება; საოცარი ის არის, რომ ეს მოხდა ქაჯთა ხევში - საქართველოში, დაფარულ წმინდა ქალაქ იერუსალჱმის კარიბჭის თავზე, აქ მოჴდა პირველი დამარცხება უფლისაგან ეშმაკისა. (ასეთია ეშმაკის დამარცხების გზა: მარხვა, მართალი სიტყუა, წერილის წმიდა აღსრულება, ღვთის ნებით გადაწყვეტილების მიღება, მხოლოდ ღმერთისაგან ნაბოძების მიღება). (სულხან–საბა)

 

„ქაჯი მაცთურთა რასმე იტყვიან საეშმაკოთა, ვითარცა მინოათა, ჭიმკათა, ალსა, კორვიანტსა და ირონსა. მითითება ნახე: ჰაერის მცველი“ (სულხან–საბა).

 

„დევი – სომხურად ეშმაკსა ჰქვიან, ხოლო ქართულად რომელთამე წერილთა შინა დევი გველ–ვეშაპის ადგილს აღუწერიათ და გარეშეთა წერილთა, რომელი საწარმართოჲ აღუწერიათ, ავ–სახე კაცის მსგავსი, რქიანი; იგი მოგონებული ტყუ(ვ)ილია.“ (სულხან–საბა) (წაიკითხეთ და გაარჩიეთ სულხან–საბას ლექსიკონიდან ამ თემასთან დაკავშირებული ყველა სიტყუა).

 

შოთა რუსთაველი აღწერს ამ დროს დევთა და ქაჯთა ომად.

 

წივილ–კივილით დააგლეჯენ თმებს ერთმანეთს, ამათი „ლოზუნგი“ ყბაში მუშტია, და არა კანონი და სასამართლო!

 

რა თქმა უნდა, დასცხებს მეხს უფალი დედა–ღვთისმშობლის ქვეყანაში შემოპარულ ეშმაკებს, დევებს, ქაჯებს, ჭიმკებს, ალებს, კორვიანტებს, მიონას და მიონებს, ჰაერის მცველებს ანუ ჰურიასტანელებს.

 

რას ნიშნავს ჰაერის მცველობა?

 

გავერკვეთ:

 

ჰაერი (ჰაერი, აირი) ესე ჰაერი ერთი არს ოთხთა კავშირთაგანი პირველსა დღესა დაბადებული. ესე არს ნივთი წვლილი და ნოტიო და მჴურვალი (მჴურვალე), ცეცხლისა უკვე უმძიმესი და ქვეყანისა და წყლისა უსუბუქესი, აღმოფშვინვისა და ჴმაყოფისა მიზეზი  (სიტყვის და ხმის გამოცემის არე, აქედან ჰაერის მცველები - სიტყვის მცველები იყვნენ დასაბამიდან, ხოლო როცა დაეცნენ საქმეთაგან საეშმაკოთა და მიატოვეს ჭეშმარიტი გზა უფლისა, დაცემულ ანგელოზებად იწოდნენ; ახლა კი ლაზარეს ენის მკვლელებად მოიხსენებიან, ვინაიდან ჭეშმარიტი ღმერთის და მისი ჭეშმარიტი ენის გზები გადაკეტეს ფარისევლობითა და უკუღმართი მწიგნობრობით).

 

ჰაერი - (უფერული, ორ–სახე, ორ–საჩინო, რამეთუ ნათლისა არს შემწყნარებელი და ბნელისა, მსახური სამთა გრძნობათა ჩვენთანი, რამეთუ მის მიერ ვჰხედავთ და გვესმის და ვიყნოსთ. ხოლო ესე ჰაერი განიყოფების სამად: უქვემოესსა ეწოდების - ჰეარე, საშუალსა – აირი, უზემოესსა – ნიავ–წვლილი). (სულხან–საბა)

 

ეხლა კი დააკვირდით!

 

„რამეთუ მის მიერ ვხედავთ და გვესმის და ვიყნოსთ“.

 

როცა გამოცხადებას ვხედავთ და საიდუმლო სიტყვანი გვესმის, კეთილსურნელოვანს ვიყნოსთ. ვინ არიან ისინი, ვინც იძახის: ვარსკულავთა ხილვა ეშმაკისა არისო, სიკეთე ვიხილე, არ დაიჯერო ეშმაკისა არისო, ანუ თავად ამ „მოძღვრებს“ - მღდლები რომა ჰგონიათ თავიანთი თავი, „უდიადესი“ მცდელობა ჰქონიათ „დაებლოკათ“ ქართველ ერში მესამე თვალის ჴედვა, რომ ჭეშმარიტი ღმერთისაკენ არ ეპოვა ქართველ კაცს და ქართულ ოჯახს გზა!

 

რატომ და „ხელდასხმა“ ჰქონდათ ეშმაკებისაგან, დარვინისტებისაგან, უღმერთო მარქსისტებისაგან ერთ ნაწილს, ხოლო მეორე ნაწილს - უღმრთო დემოკრატებისაგან, ასევე დარვინისტებისაგან. არა გჯერათ?!

 

მოითხოვოს მთელმა ერმა მათი „დოკუმენტების“ ლუსტრაცია და დარწმუნდებით. ეშმაკთაგან ნაკურთხებ დასმენის ორგანოს - „კაკებეს“ მსახურებს ღმერთი არ აძლევს არც მესამე თვალით ხედვას და კურთხევის ძალას.

 

რაოდენ განრისხებულია ღმერთი მღდელთა მიმართ, და რამხელა უბედურებაშია ერი ჰაერის მცველებისაგან, ანუ არე, სადაც მართალმა სიტყუამ უნდა იხაროს და ახაროს, ერი დაკეტილია ეშმაკური, მათი გამოგონილი დოგმებისაგან.

 

წინასწარმეტყველება მალაქიასი გვამცნობს ამის შესახებ: თავი 2

 

„და აწ მცნებაჲ ესე თქუენდა მიმართ არს მღდელთა: 

უკეთუ არა ისმინოთ და უკეთუ არა დაიდვათ გულსა შინა თქუენსა მიცემად დიდება სახელსა ჩემსა, – იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, – და გამოვავლინო თქვენ ზედა წყევაჲ და დავწყეო კურთხევა თქუენი. და დავწყეო იგი და განვაქარვო კურთხევა თქუენი და არა იყოს თქვნს შორის, რამეთუ თქუენ არ დაიდევით გულსა შინა თქუენსა“.

 

გაიაზრეთ და მიხვდებით!

 

სასჯელი რამხელა დაგვაწვა მხრებზე და რამხელა ტკივილი შემოვიდა სულში.


მოწესრიგდეს ყოველივე, ერმა გამოიღოს ნება და შეიქმნას სახელმწიფო საღმრთო უსაფრთხოების სამსახური და კანონის ფარგლებში დაიწყოს დიდი განწმენდა, სხვანაირად არაფერი გამოგვივა.

 

ოთხი ათასი წელიწადია, ეს უძველესი და ღმერთისაგან კურთხეული ერი, გზას ააცდინეს ეშმაკებმა, დააკარგვინეს რანგი და ეხლა ყოველმხრივ ძიძგნიან.


ჩვენთან ერთად გაწამებულია ებრაელი ერიც და მერე მთელი მსოფლიოც.


ჟამიც შედგა და დროც მოვიდა სიმართლემ იზეიმოს, ღმრთაებრივ ჭეშმარიტებას უნდა მივყვეთ მთლიანად მსოფლიო და განსაკუთრებით ებრაელი ერი და ქართველები.

 

ჰაერი ის სტიქიაა, სადაც განხმოვანდება სიტყვა და ჰაერის მცველებს - სიტყვის მცველები ერქვათ. არასწორი სიტყვა, სიბოროტით შეკაზმული, იკრძალებოდა და ამისი მცველები - განმწმენდელები ეთერისა, ანუ მღდელნი იყვნენ. ამიტომ შეცვივდნენ ქრისტეს ეკლესიებში ღვარძლის დასათესად ეშმაკნი - მღდლებად.

 

მათზე განაჩენი რომ არ მოესმინა ხალხს: ერებს, ენებს და ტომებს, თესლებთან ერთად -  მოხერხებულად გაავრცელეს სიტყვა, თითქოსდა მღდელთა გასამართლება არ შეიძლებაო, ნუ განსჯის ერიო! ნურცა მართალი ბერიო! მაგრამ ვაჲ მათ, დაავიწყდათ გამოცხადების მეშვიდე წერილი და მეშვიდე ეკლესიის „ტაბუ“ მათ შესახებ რომ აცნობს მათ მიერ მოტყუებულებს.

 

ჰურიასტანი - საქართველოს უძველესი სახელწოდებაა სულიერი ანუ ცოცხალი სიტყვისა. იყო დრო, როდესაც ჰურიასტანი საღმრთო, ედემური პატიოსნებით იყო რჩეული.

 

ჯერ განწმენდა და სასჯელი, ხოლო მერე ადამის რანგში აღდგომა უწერია ერს.

 

ცნობილია, რომ დავით წინასწარმეტყველი - მეფსალმუნე და უფალი იესო ქრისტე ბეთლემში დაიბადნენ, მაგრამ, რომელ ბეთლემში?! გავერკვეთ, რათა სამუდამოდ მოიხსნას ტყუილის ნიღაბი.

 

წიგნი რუთისა გვამცნობს ამის შესახებ: დასაწყისსა დასასრულს მოვიყვან ამ წერილში, თქვენ კი სრულიად გაერკვიეთ ამ წიგნში.

 

წიგნი რუთისი 

 

1. „და იყო, დღეთა მათ მსაჯულთა შჯასა იყო სიყმილი ქუეყანასა ზედა. და წარვიდა კაცი ბეთლემის ჰურიასტანისაჲთ მწირობად სოფელსა მას მოაბისასა, იგი ცოლი მისი და ორნი ძენი მისნი.

2. და სახელი მისი ელიმელექ და სახელი ცოლისა მისისაჲ ნოომინ, და სახელი ორთა მათ ძეთა მისთა: მაალონ და ქელეონ ეფრათელი ბეთლემით ჰურიასტანისაჲთ, და წარვიდეს ქუეყანასა მას მოაბისასა, იყოფოდეს მუნ. .........

 

მთლიანად რუთის წიგნი - დავითის დაბადების, მემკვიდრეობისა და ზეციური წარმომავლობის ანდერძია საღმრთო.

 

ახლა აღვწეროთ რუთის წიგნის დასასრული, თქვენ კი დაწაფებულნი მოწაფენი აღიკაზმეთ სრულიად.

 

რუთი თავი 4 () 

 

17. „და უწოდეს მას მოძმეთა სახელი და თქუეს: ესუა ძე ნოომინს! და უწოდეს სახელი მისი იობედ. ესე არს მამაჲ იესესი, მამისა დავითისი.

18. და ესე არიან შობანი ფარეზისნი: ფარეზ შვა ესრომ, ესრომ შვა არამ, არამ შვა ამინადებ, და ამინადებ შვა ნაასონ, და ნაასონ შვა სალმონ, და სალმონ შვა ბოოს, და ბოოს შვა იობედ, და იობედ შვა იესე და იესემ შვა დავითი.“

 

საქართველოს ბეთლემშია დაბადებული დავით წინასწარმეტყუელი და უფალი იესო ქრისტეც, ბეთლემს ჰურიასტანისასა. და ეს ჭეშმარიტად ასეა, მოვუსმინოთ იოველ წინასწარმეტყუელს.

 

იოველ წინასწარმეტყველის

აპოკალიფსური გზავნილი

თავი–განი (3)

 

15. მზე და მთოვარე დაბნელდენ და ვარსკულავთა ავლინონ ნათელი მათი.

16. ხოლო უფალმან სიონით ღაღად–ყოს და იერუსალჱმით მოსცეს ჴმაჲ თჳსი, და შეიძრას ცაჲ და ქუეყანაჲ, ხოლო უფალმან ჰრიდოს ერსა თჳსსა და განაძლიერნეს ძენი ისრაჱლისანი.

17. და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, დაკარვებული მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, სიონს შინა. და იყოს იერუსალჱმი წმიდაჲ და სხუაჲ ნათესავნი არღა შევიდენ მას შინა არა მერმე. (ამ საღმრთო ბრძანებით, ყველა სხვა ნათესავს მხოლოდ კარიბჭესთან მოსვლის უფლება აქვს, და ღირსებისდასახედ მიიღებს ლოცვასა და კურთხევას, სიმართლის დამოწმების კანონი უცვლელია უფლისაგან: “ორი ან სამი მოწმის პირით დაემტკიცოს ყოველივე“).

18. და იყოს მას დღესა შინა და მოაწთონ მთათა სიტკბოება და ბორცუნი ადენდენ სძესა. და ყოველნი გამოსატევებელნი იუდაჲსნი ადინებდენ წყალთა. და წყაროჲ სახლისაგან უფლისა გამოვიდეს. და მოჰრწყვიდეს ნაღუარევსა ეკალთასა. ეგჳპტე განსარყუნელად იყოს და იდუმიაჲ ველად განრყუნილებისად იყოს მძლავრებათათჳს ძეთა იუდაჲსთასა მის წილ, რომელ დასთხიეს სისხლი მართალი ქუეყანასა შინა მათსა.

 

ხოლო ჰურიასტანი საუკუნოდ დამკჳდრებულ იქმნეს და იერუსალჱმი ნათესავთამდე ნათესავთასა. და გამოვიძიო სისხლი მათი და არ ვაუბრალოო, და უფალმან დაიმკჳდროს სიონს შინა“.

 

განმარტებისათვის: ეგვიპტე ბნელს დანიშნავს და საერთო სახელწოდება არის მმართველობის ისეთი სისტემისა, სადაც კაცობრიობა დაკაბალებულია ფინანსური სისტემით, ოღონდ მოჩვენებითი თავისუფლება - რაც გინდა წარმოთქვი (სიტყვის ვითომდა თავისუფლება, ეშმაკურად განათლებული საზოგადოების თავისუფალი ვაკხანალიური პოლიტიკა).

 

ვითომ თავისუფლება, ჯაჭვით დაბმულ ძაღლს - ყეფის გარდა არაფერი რომ არ ავალია, ასევე ფინანსურ ჯაჭვებში დატყვევებული, დაბნელებული საზოგადოება, რომელიც ფულის კერპებით იმართება.

 

მაგალითი: თავდაპირველად ევროპიდან გადახვეწილები ახალ კონტინენტზე, ხოცავენ ყველა ადგილობრივ მოსახლეობას - ინდიელებს და აყალიბებენ „დოლარის“ იმპერიას. და ამას ისინი დემოკრატიას ეძახიან. შემდგომში ეს იმპერია შეისრუტავს თითქმის მთელ მსოფლიოს მონებად. მათ ფულსაც დოლარის პირამიდები ახატია და ა. შ. ეს ცნობილია მრავალთათვის.

 

მეორე იდუმეჲა, ესენი ბიბლიურად წითლებად მოიხსენებიან, მეორე სახელია ედომელები - ესავის მოდგმისანი, მძარცველები უღმრთონი, ყველასათვის კარგად ცნობილი წითლები, კომუნისტები, ესენიც „დარვინისტები“, და დავამატოთ ის, რომ ამ ორმა იმპერიამ, საქართველოს ანუ ჰურიას–ტანს (რუსულ ბიბლიაში იუდეიად არის მოხსენიებული) უღმრთობისაკენ, უფსკრულისაკენ განუმზადა გზა და ამას მრავალნი იუდეველნი ანუ ქართველნი ანუ ჰურიასტანელნი შეეწირნენ. (იუდეია ლომის ქვეყანაა, ანუ ლომისობის ქვეყანა, აღსარების სახლი).

 

ჰურიასტანი არსებობდა მანამდე, სანამ ღმერთმა აბრაამი აღძრა

საღმრთო გზებზე, ეს ქვეყანა, იგივე იუდეია - საქართველოა.

 

საქართველოს სახელი - ჰაერის სტიქიასთანაა დაკავშირებული, ქართან და ერთი მისი განმარტება ქართა ველია, ქარის აღძვრის მატრიცალური ველია.

 

ჰურიასტანელნი ჰაერის მცველები იყვნენ და როგორც გითხარით, წერილთა მიხედვით, დაეცნენ და წმინდა ქალაქ იერუსალჱმიდან განიდევნენ, ხოლო ქალაქი დაიკეტა.

 

ეს ის დროა, როდესაც მთელს დედამიწაზე ერთი ენა საღმრთო აღრიცხავდა საკრალურ ინფორმაციებს, წინარე ქართული, ლაზარეს ენაზე წინ არსებული, ედემის ენა, სადაც ღმერთი ადამს ესაუბრებოდა და განსწავლიდა; კაცობრიობის პირველი ედემური რანგის მეფის - ადამის ენა, ხომ ცნობილია, რომ მან დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი.



 

გაგრძელება იქნება მალე

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE