კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა 

 გრიგოლი ნოსელ ებისკოპოსისაჲ კაცისა შესაქმისათჳს,

 რომელი მიუწერა ძმასა თჳსსა პეტრეს ებისკოპოსსა სებასტიელსა

 

თავი  

 

და თქუა მეორისა თავისათჳს: რაჲსათჳს დაებადა კაცი 

უკუანაჲსკნელ ყოველთა [დაბადებულთა]? 

 

 

არღა იყო ჯერერთ დაბადებული ესე და პატიოსანი, კცსა ვიტყჳ, პოვნილ შუენიერებასა შინა არსთასა, რამეთუ არა ჯერ-იყო, რაჲთა გამოჩნდეს მთავარი უწინარჱს სამთავროჲსა მისისა. არამედ ჯერ-იყო ჭეშმარიტად, რაჲთა განიმზადოს სამეუფოჲ პირველ და მაშინ-ღა გამოჩნდეს მეფჱ.

 

 

და ვითარ განმზადა დამბადებელმან ყოველთამან საუნჯჱ სამეუფოჲ და არს ესე ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ხერთვისნი და ესე ცაჲ, რომელი არს მაგრილობელ მათ ზედა. დაიუნჯა საუნჯესა ამას ყოველი სიმდიდრჱ, ესე იგი არს სიმდიდრჱ ყოველთა დაბადებულთაჲ, მცენარეთაჲ და ნერგთაჲ და ცხოველთაჲ და ყოველნი ესე სულ და საშუმინველ. და უკუეთუ გინდეს აღრაცხად სიმდიდრჱ ბუნებათაჲ და რომელი მათგან განშუენდების წინაშე თუალთა კაცთასა.

 

 

მსგავსებაჲ ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ და ესე ქვანი პატიოსანნი და ბრწყინვალენი, რომელნი საკჳრველად წინაშე კაცთა, რამეთუ ესე ყოვლითურთ დაიუნჯნეს კაცისათჳს უბესა შინა ქუეყანისასა, ვითარცა საგანძურნი მეფეთანი. და ამისა შემდგომად გამოაჩინა სოფელსა შინა, რაჲთა იყოს მხედველ საკჳრველებათა მათ, რომელნი არიან მათ შინა, და იყოს კეთილთა მათ ზედა უფალ, რაჲთა გულისხმა-ყოს მოცემული იგი მისი, რომლითა იშუებდეს და ცნას ძალი შემოქმედისა თჳსისაჲ, რომელი მიუთხრობელ არს ხილულთა მათგან და შუენიერებათა დაბადებულთა და დიდებულთა. და ამისთჳს შეიყვანა კაცი სოფლად უკუანაჲსკნელ დაბადებულთა, არა თუ შეურაცხებისა მისისათჳს უკუანა მოაქცია, არამედ, რაჲთა იყოს მეფჱ დაბადებითგანვე მისით, ვითარცა-იგი ვის ჰნებავნ სერისა ყოფაჲ, თანა-აც მას, რაჲთა განჰმზადოს პირველად, რაჲ-იგი უჴმს საჭმლად და მაშინღა მიუწოდოს ჩინებულთა მათ. და კუალად, რაჲთა შეამკოს სახლი თჳსი და ტაბლაჲ ჯეროვნად, და მაშინღა შეიყვანნეს სტუმარნი ჭამად პურისა თჳსისა.

 

 

და ამით ესევითარითა სახითა ყო მზრდელმან მან ბუნებისა ჩუენისამან მდიდარმან და მეუფემან, რაჟამს შეამკო დაბადებული ყოვლითა შუენიერებითა და განჰმზადა საყოფელი ესე დიდებული და პატიოსანი, მაშინღა შემოიყვანა კაცი და მისცა მას საქმედ მონაგები რჩეული, პოვნილი და მომზადებული. და ამისთჳს ყო მას შინა მიზეზი მომზადებული. და ამისთჳს ყო მას შინა მიზეზი ცხორებისაჲ მრჩობლად და შეჰრია საღმრთოჲ იგი ქუეყანისასა მას, რაჲთა იწოდოს და სახელ-ედვას ორთავე მათ: ერთი იგი ღმრთისა ბუნებითა გონებისაჲთა, ხოლო მეორჱ იგი კეთილთა ქუეყანისათაგან შუებად საგრძნობელითა ჴორციელითა. 


 

 

„შატბერდის კრებული“

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE