კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

განწმენდითი კოსმეტიკა 

ანუ მშვენიერება სახისა

 

II

 

მალამო აუცილებელია შედგეს განსაკუთრებულ დროში, განსაკუთრებულ გარემოში, რომელიც აღკაზმულია ბმის უნივერსალური წვდომით, ცაჲ და ქუეყანაჲ-ს ჰარმონიულობის  დასაცავად.

 

წარმოიდგინეთ ხელთა გაქვთ მალამო სახის, რომელშიდაც გათვალისწინებულია დასაბამისეული პირველი წონასწორობა ჟანგვა-აღდგენისა, ფორმულით ჟანგბადისა და ედემური ეთერისა. ედემური წარმომავლობის მცენარეები, თანამოზიარე ეთერულ სუბსტანციაში, ერთი მსგავსებით ბმულნი არიან, ტალღური, ველთა სრული ნაჯერი ანუ კონა, საერთო არეალია ყველასათვის.

 

ამ ედემურ ველთა სიხშირულ არეალშია განხმოვანებული ადამის ენა, თანაზიარი და აღქმადი ყველა სიცოცხლის წარმომადგენელთათვის. დაწყებული, ასე აღვიქვათ, მინერალებისაგან - პლანეტებამდე, პლანეტარული სისტემის ჩათვლით, და მიკროორგანიზმებიდან მაკროორგანიზმების ჩათვლით.

 

სამყარო ერთი დიდი მთლიანებაა მუდმივად თანაზიარი ერთურთთან და ღვთაებრივი სიცოცხლის მარადიულ „სუნთქვას“ ემორჩილება უკიდეგანო დროში, ჩენით და ნებით ღმერთით.

 

დაბადების წიაღს ღმერთი განსაკუთრებული სისრულით ქმნის, ფანტასტიკური შერწყმით ციფრულში გამოვლენილი ცოცხალი ჰარმონიული მთლიანობით: ჩვენთვის შესაძლებელი აღქმისა და ჭვრეტის. თვინიერობით დავიწყოთ ცათა განხილვა შვიდეულში, მოცემული ჰარმონიის პრინციპით. ჩამოვთვალოთ რა მონაცემია ცნობილი ჩვენთვის შვიდეულში:

 

ა) შვიდი კვირის დღე

ბ) შვიდი ცა

გ) შვიდი ვარსკვლავი

დ) ცისარტყელას შვიდი ფერი

ე) მუსიკალური შვიდი ბგერა

ვ) შვიდი საიდუმლო

ზ) შვიდი გასაღები

ჱ) შვიდი საყვირის ხმა

თ) შვიდი ეკლესია

ი) შვიდი ბეჭედი.

 

ყოველი მეშვიდე დღე წმინდა დღედ ითვლებოდა, და ჩვენც ასე უნდა ვთქვათ, ვთვალოთ, ეს ჩვენი განზომილების რეალობაა. დავიწყო ცებით და კონკრეტულად პირველი ცით, რომელიც მთვარის ცაა. რა ვიცით ამ ცის შესახებ?

 

„ცა-ზე აღსახედი“ (1,1 დაბად.)

 

ცაჲ არს გარე შემცველი ყოველთა დაბადებულთა და შექმნილთა ნივთიერთა. (ყოველი ნივთიერება ცის ნიშნის მიხედვით აუცილებლად უნდა იყოს წმინდად წარმოჩენილი, ნამზადი წესით უძველესით და წმინდა ენერგეტიკულ სივრცეში, ამ ნივთიერებებისაგან უნდა შეიქმნას პროდუქტი, რომელიც აუცილებელია მთვარის ცის მცენარეებით დაკომპლექტდეს). ხოლო ცანი შეცულ არიან სასუფეველისაგან, სადა არს საყოფელი ანგელოზთა და წმიდათა, ხოლო მხოლოდ ღმერთი არს ყოველთა შემცველი და გარე-შემოუწერელი ცისასა რომელნიმე ოთხთა კავშირთაგან, იტყვიან შემზადებასა; ხოლო რომელნიმე გარეშე ოთხთა კავშირთასა ქმნილსა შემოქმედისა მიერ.

 

ქვეყანა (ქუეყანა) არს მრგვალი და გარეშეცული ჰაერისაგან, ხოლო ჰაერი გარე-შეცული ეთერისა მიერ და ეთერი მთოვარისა ცისა მიერ, რომელსა სახელ-ედების ჭირანო.“ (სულხან-საბა)

 

ჭირანო - მთოვარის ცა უქვემოესი. ეს დედამიწის თანამგზავრი საოცრებაა შემოქმედებაში. ჯერადად დააკვირდით: მთვარე, მთოვარე, მთავარი და მთოვარი.

 

დაკვირვება ლოგოსური წვდომით გვკარნახობს ამოვიკითხოთ ეთერზეთების განზავებისა და შეზავების რითმს, დედამიწის ბრუნვის ოცდაოთხსაათიან რეალურ დროში, ექვსაათიანი მოქცევისა და მიქცევის ორჯერად საქციელს.

 

(2 x 6 სთ. D ) დ. + (2 x 6 სთ. D)ღ. = 24 სთ. 4D

 

ეს არის ეთერზეთების შეზავების 24 საათიანი ბადე.

 

მალამოს შექმნა კოსმოსური რითმების თანხვედრებით, სადაც გათვალისწინებულია სიცოცხლის მჟღავნება დინამიზმის ბადის მეშვეობით, გრავიტაციის კანონში მოქცეული ინდუქციური ველით თანხმიერება - იწოდება ედემურ მალამოდ.

 

 

 

 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE