კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

სრულიად საქართველოს ვულოცავ ანჩის ხატობას!

 

მრავალს დაგასწროთ ღმერთმა, ჩემო ერო.

 

ანჩის ხატი, ჩვენი ადამიანურობის საღვთო სარკეა, ვუმზერთ ამ ხატს და შთაგვეგონება როგორი უნდა ვიყოთ ჩვენ. ის არის ჩვენი იმედიც, ჩვენი მომავალიც, ჩვენი რწმენა და ჩვენი სიყვარული.

 

პირველად კიდობანის გზაკვალი რომ ვიპოვე და გზა დავაგვირგვინე, სოფელ ჩრდილის ყრანჩის წმინდა გიორგის ეკლესიიდან თბილისში ჩამოვედი - ანჩის ხატის ეკლესიაში და განვაცხადე, რომ გზა ნაპოვნია, მაგრამ წინ გასავლელია ურთულესი აპოკალიპსური დრო.

 

კარგად დააკვირდით რამდენი დრო გავიდა 89 წლის ანჩისხატობიდან დღევანდელ ანჩის ხატობამდე. წინა შრომის წლებსაც თუ დავამატებთ, 33 წელია გასული ხვალინდელ დღემდე, რომელსაც გილოცავთ, ჩემო თბილო და ტკბილო ერო.

 

ტვინი ბევრმა რამემ აგვირია, მაგრამ ღვთის შეწევნით, ბევრ რამეში დავლაგდით, ბევრი რამე გამოვიარეთ და წინ კიდე ბევრი გვაქვს გასავლელი.

 

ღერძი გამოიცვალა დედამიწამ, ეკლიპტიკალური სივრცე აირია, ძალიან მაგარი გონებრივი გამომთვლელი უნდა იყოს მოგვი, რომ ვარსკვლავიერი ამინდი ამოიცნოს და რაიმე მონახაზი გააკეთოს სივრცეში და დროში.

 

თავად უფალმა ბრძანა - ვქმნი ახალს, ახალი ცა და ახალი დედამიწა, მაგრამ მოსალოდნელი და გასავლელი რაც არის აუცილებლად გავივლით, რადგან უფალმა ბრძანა ასეთი სიტყვა: არა წინასწარმეტყველების გასაუქმებლად მოვედი, არამედ აღსასრულებლად.

 

ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს არა მარტო ქართველებს, არამედ მთელ დედამიწას. ჩვენ თვალწინ დაანგრია წვიმისაგან გამოწვეულმა ღვარცოფებმა რაჭა, სვანეთი, გურია, აჭარა. ერის სრულიად გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ.


ერი უნდა იყოს მზად არა ხმლებითა და ფარებით, არამედ ინფორმაციით უნდა იყოს აღჭურვილი. ჟამი შესატყვისია, ქართული ენა საფარველს იხსნის და ნელა-ნელა შესაძლებელი ხდება წმინდა წიგნების წაკითხვა.


ერთი თხოვნა მაქვს, წინ წასულები უკან მოსიარულეებს ნუ დასცინით და უკან მოსიარულები წინ წასულის ნუღარც შური გამოძრავებთ და ნუღარც ცილისწამებაში ხართ ჩაძირული.

 

ლაზარეს ენა - ქართული ენაა, იგი დედა ენაა, ყველას ეკუთვნის ამ ენაზე მოსაუბრეებს, პატარასაც და დიდსაც, ვისაც სურვილი აქვს - დაეწაფოს მის სიბრძნეებს.

 

ღრმად უნდა მიხვდეს ყველა ქართველი, რომ ეს არის პური ჩვენი არსობისა, ჩვენი წინაპრებისგან შენახული ხვთის ნებით, იგი მზარდი შემეცნების ენაა - საღვთო ენად წოდებული. ძალიან უხსოვარი დროიდან მოდის ეს ენა და ძალიან უხსოვარი დროიდან მოდიან ქართველებიც.

 

ყველამ კარგად ვუწყით, რომ მერვე ცივილიზაციის ნაბიჯს გავდივართ, წარღუნვის შვიდი ეტაპი განვიარეთ, ლაპარაკი მაქვს ღერძის ცვალებადობაზე, რომელსაც ქართულად "წარღუნვა" ეწოდება.


მერვე აღიძრა ღერძის წარღუნვა, ჯერ არ დაუმთავრებია სვლა, თუმცა ცვალებადობა თერთმეტი გრადუსი არ არის პატარა მანძილი, ის დაახლოებით ათასორასი კილომეტრია. ეს დიდი სივრცული მონახაზია ჩვენთვის, ადამიანებისათვის, ბუნებისათვის, ცხოველებისათვის, მიკრობებისათვის და მთლიანად ფლორისა და ფაუნისათვის.


დარღვეულია ტექტონურ ქანებს შორის მიზიდულობის ჰარმონია, შეიძლება რომელიღაცა კონტინენტი შუაში გადაიხსნას, ამ მოვლენებს დიდი მიწისძვრები მოსდევს, რყევას კი - წყალდიდობები.

 

ჩვენს წინ ხდება ეს ყოველივე, ვერავინ გაგაფრთხილებთ, ვერ მოასწრებს გაფრთხილებას ვერცერთი კაცი, ამაზე წერია სახარებაში, ორნი იქნებიან ყანაში, ერთი წაყვანილ იქნება - ერთი დარჩება, ორნი იმუშავებენ წისქვილში, ერთი წაყვანილ იქნება - ერთი დარჩება, სახლში შესვლას ვერ მოასწრებთო - გვაფრთხილებს უფალი, მაგრამ დასაწყისი რომ იქნება, ვინც იუდეაში ხართ მთაში გაიქეცითო.

 

რა არის გასაკეთებელი ძალიან კარგად მინდა გაუწყოთ, მოამარაგეთ ყველაფრით მთის მოსახლეობა, არ შეიძლება კოსმოსურ ცვალებადობასთან თამაში. ვცდილობ ნეიტრალურად მოგაწოდოთ ხმამაღალი სიტყვების გარეშე, დაფიქრდით და ისე იმოქმედეთ მომავალში.

 

ღვარცოფები ხოცავენ ცხოველებსაც, ფრინველებსაც და ადამიანებსაც, მკვდარი გვამები ვირუსების და ბაქტერიების გამავრცელებლები არიან.


ერთ ნუგეშს გეტყვით, ეკლიპტიკონის წიგნი ღვთის ნებით გახსნილი მაქვს, შექმნილი მაქვს ყველა ანტივირუსული და ბაქტერიული პრეპარატი, იმედი მაქვს, რასაც ვერ მივწვდი უფალი ჩამომაწოდებს.

 

მთელი ერისაგან ვითხოვ კეთილგონიერებას და მხარდაჭერას ამ უმძიმეს შრომაში. შეწევნის გარეშე მარტოკა რომ ვიშრომო და ვაგროვო, ათას კაცს მოვუმზადებ მაქსიმუმ, მაგრამ თუ მხარდაჭერა მექნება, მთელს ერს დავუმზადებ და ასევე მსოფლიოს.

 

ეს დიდი შანსი მთელი ერისათვის ღვთისაგან ნაბოძები შანსია, ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველი ხალხი გონიერია. ვიმედოვნებ, ეკლესიასთან ერთად ბიზნესმენები დამიჭერენ მხარს. მოქმედების სქემა და პროექტები მზად მაქვს.

 

არ სჭირდება კეთილ საქმეს ყოველდღიური შეხსენებები და არც შორს ვარ თქვენგან, რომ კეთილი საქმეებისთვის სალაპარაკო დრო ვერ გამოვნახოთ. მოვამარაგოთ სრულიად ქართველი ერი და მერე მივხედოთ სხვა ერებს და ენებს.

 

გილოცავთ ხვალინდელ დღეს და უფლის ხატმა დაგაფიქროთ მომავალზე.


ჩაწერილია ქუთაისში, ანჩის ხატობის წინა დღეს, ღვთისმშობლის მიძინებისას.

 

რწმენა და გონიერება აღგემართოს, ერო, სულ ამას ვევედრები ღმერთს!

 

 

გიორგი ჰიონთა ჰიპერიონი

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2020 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE