კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

გიორგი იონთა ჰიპერიონიმა ამოიკითხა, გაშიფრა და გააცოცხლა უძველესი კოლხური მედიცინის საიდუმლოებები.

 

ღვთის საჩუქარია მასი გაცნობა და მოდით, რაციონალურად აღვწერ, თუმცა რაციონალურობა ჩემთვის მხოლოდ მყიფე გააზრება არ არის. მსოფლიოში 2 სიტყვა - მედიცინა და მედიტაცია მედეადან მოდის. მოგეხსენებათ, ის ცოდნა, რასაც აიეტის ასული მედეა ფლობდა -  ლეგენდარულია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანის ფიზიკური სხეული, თანამედროვე კვლევების შედეგად, ფსიქიკიდან იმართება, ფსიქიკის ჰარმონიზაციას და სწორ მუშაობას კი - ადამიანის ცნობიერება განკარგავს.


სამყაროს სიხშირესთან სწორად დალაგებული და ამ ფაქიზი სიხშირის აღმქმელია ცნობიერება. როდესაც ცნობიერება სამყაროსეულ-ღვთაებრივ სიხშირესთან ჰარმონიულადაა აწყობილი, ცნობიერება ჯანსაღია - ადამიანურ რანგშია და თავისთავად ფსიქიკა მდგრადია, ფიზიკური სხეული კი ჯანმრთელი.


დღეს, რაციონალურმა აზროვნებამ შუაზე გაკვეთა სიმრთელე სამყაროსეული ცოდნის და ამის პოპულარიზაციით ადამიანების ცნობიერება დააზიანა, რითაც ფსიქიკა შეარყია და სხეული დაასუსტა. ძლიერი იმუნო სისტემა, გაიძახიან! ძლიერი იმუნო სისტემა უმთავრესია - აცხადებენ და რა განაპირობებს ამას - ნახევარ ცოდნას იძლევიან.


გიორგისთან შეხვედრა მომენტალურად მოქმედებს ცნობიერებაზე და გიცოცხლებს სულში ჩადებულ განძს სამყაროს სიმრთელის და სიცოცხლისას. მყისიერად მკურნალობა იწყება და შემდეგ მისი არაადამიანური უნარით, ვგულისხმობ ზე-ნიჭს, ზე-ცოდნას მცენარეული, მინერალური და საერთოდ ცოცხალი სამყაროსი, ინდივიდუალურად მოგისადაგებთ სამკურნალო (მცენარეული სამყაროს) სქემას. გიორგი უანგაროდ ეხმარება გაჭირვებულებს და შესაწირს იღებს მათგან, ვისაც აქვს (მის მოტყუებას ნურავინ ეცდებით, უბრალოდ არ გამოგივათ).


დღევანდელი მედიცინა  კაცობრიობის მიღწევაა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. არ გეგონოთ, რომ გიორგი ვერ აფასებს სხეულის მკურნალების და ფსიქოლოგების ღვაწლს. ის ესაუბრება მცენარეებს, ის ესაუბრება ცოცხალ სამყაროს, ის იცნობს ბუნების და სამყაროს კანონზომიერებებს და ამით ავსებს და სრულყოფილს ხდის მკურნალობას. მკურნალობა კი, მინდა იცოდეთ, რომ მხოლოდ სხეულის არ არის. სხეულის ფუნქციონირებას - ფსიქიკა განაპირობებს,  ფსიქიკას ცნობიერება და ცნობიერების დაზიანება პირდაპირ მოქმედებს ჯანმრთელობაზე.

 

მე პირადად დიდი გამოცდილება მაქვს, რადგან გიორგი ჩემი მოძღვარია. ვადასტურებ მისი ცოდნის ძალას და მის მიერ გაცოცხლებული კოლხური მედიცინის ცოდნის რეალურ მოქმედებას! დარწმუნებული ვარ, ბევრი კითხვა დაგებადებათ და თქვენც ეძებეთ პასუხები, რადგან თავისუფალი ნება გაქვთ ღვთისაგან მონიჭებული.

 

მე, მამუკა ბაგრატიონი, მართლმადიდებელი ქრისტიანი, ამ სინათლეს ვდებ მაგიდაზე და არ ვფარავ. სიხარულით იარეთ და იყავით ჯანმრთელნი და დღეგრძელნი!

 


P.S. დაიცავით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და ასევე ეწვიეთ და გაიარეთ გა(ნ)წმენდა გიორგი იონთა ჰიპერიონის ნაღვაწით.

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE