კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

წიგნი მეიასაი ძისა ცაკუნისა, ძისა ცაშიშისა შობილი ამათიანდორასაგან.

 

წერილი დღეთა შინა, რომელ დაიწერა გაუჩინარებად. ვზი სამყაროისა იგურდივ შუ და მოსილი აურაბადითა, გარემოვიხილავ ნაფენ ნაბერწყალთა, აღძრულთა დღეთა მათთა შინა, რომელ დღენიც გამოიზომა სათვალავ დაბადებათა.

 

ვნახე და აჰა კაცი მოირბენდა მრთელი და სრული სიმრგულვასა ცისასა, არმედრებული ყურდგელსა ზედა, არა უბრალოსა ზედა არამედ ას-მეტთა მათთა რომელ უხილავს კაცსა დასაბამიდან დღეისომამდე დღისა. ვცვიფრდი ნანახითა და ვაკვირდი გონით-ყოვლად.

 

აჰა ყურდღელი დაბრტხტის ჭენებითა და ზედ კაცი თმაგრძელ და წვეროსანი შიშუელ ვითარცა მხედარი ულაგმო, ხელნი მისნი მჭვიდვარენი ყურთა ყურდგლისათა, ხოლო ყურდგელი მიმდნევარი ნებისა მისი მიმჭენებლისა დაბრტხტით. ასე ერთნებით მიადგნენ ხურელსა გუელისასა, და ზედაით ხურელისა ყურდგელის ფეხთა ბრაგუნისაგან მიწა და ცა იძროდა ყანყუანით, ვერარა იყო შემძლებელ სმენად მოწყვეტილისა ხმისა ფეხთაგან და ვერცა გუელმა უძლო სმენად ზრიალსა თავსდატეხილსა და აქანდა ბუდიდან. ხოლო მხედარმა ყურდგლისამან შიშუელმან ტიბნა მარჯუენა მტევანი ხელისა აღმომძვრალსა კისერსა თავის ძირსა გუელისასა და ზიდნა.

 

და უმალვიედ ჭიმნა გუელი იგი, ხოლო ხელი მარცხენა უტაცა მტევნითა კუდსა.

 

კაცმან შიშუელმან და სრულმან ელითა დამჭიმელმან გუელისამან გამოსდო კლანჭსა ყურდღელისასა კისერი გუელისაი და განძარცვა ტყავისაგან გუელი იგი. შემდგომ განდო ორკაპსა ხისასა და მოჰკიდა გუელი იგი განტყაული.

 

აღიღი კაბა გუელისაა და ცეცხლითა შვიდგზის კვესებულითა აღმომწვრო ზედ წერილი.

 

“გარდაიცვალა ბაბილონი, შუქურამ გაანათა ეგვიპტე, ყურდღელი მივა ჰურიასტანისასა.’’ ამის შემდგომ შეაბა ტყავი გუელისა უკანასა ფეხისა მარჯუენისა და თქვა ზეცად მიმართ: რომელთა ნახოთ ესე ყურდგელი ნაცარა, გენიშნოთ გამარჯუება გუელთა ზედა რამეთუ მიწა დამუნჯდა და ხმა გესმა ზეცათგან ზეგარდამო.

 

მე კი, რა ვიხილე ესენი, ვქმენ წესისაებრ ჩემისა, რომელი მრავალგზის გამოუჩნდა სათნოდ ღმერთსა, ღმერთსა მამა-პაპათა ჩემსა.

 

ხოლო როს მე ვდებდი კუალსა ხილვისასა, აჰა აღმოუჩნდა ქარი - სიონად ზღუარისა და აღიტაცა კაცი სრული, ვითარცა ბაბუაწვერის თესლი მთესველი ქარითგან სიოდ, მიწაცა განეხსნას ახალსა სიცოცხლესა ბაბუათწვერითა. დროა განთესვად და განფენად ქუეყანასა ზედა.

 

 

და მიმოიფურჩქვნიდნენ ყვავილნი მისნი მხილველნი დღისით მზისანი და ღამით ვარსკულავებ მზირნი.

 

და როცა ამა საქმეთამან ვიყავ დაკავებული, რომელი შთაიწერს ნაქროლავს ფიქრისასა, მაშინ მე ვიყავ მთავარმწურთნელი ქალაქსა ჭიანჭველთასა. ვმწყემს რა ჭიანჭველთა, ვივსებ საუნჯესა საწილობელსა ჭინჭველაურთასა.

 

პირველთა ამა დღეთა შინა გამოვცხადნენ ასო ანიოტი, ესე რქა აზიდული მცირე საწყისისაი და ასო მეორე ა რქანი აგრეხილნი. დაიწყო და დასცისიერა ახალი კითხვაი ძუელისა ადამითით ქრისტემდე.

 

შემძლებელმა ხედვისა და შემძლებელმან გამოხატვისა ნახედვარისა ზღვარი შეძლებისა აფართოვა ანუ იაფეტ.

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE