მივედი მარტორქად კურთხეულ ქალაქთან - დაფარულთან, რომლის სახელია იერუსალმი.
მთაში გამოკვეთილ ამ ქალაქს ღმერთი უწოდებს ს ი ო ნ ს.
მოღვაწეობის დაწყების დრო - 27 წელიწადი ჩემი დაბადებიდან, რომელ ათას ცხრაას სამეოცდაერთ წელს აღსრულდა, 27 დეკემბერს.
მივედი ტყეში ღელესთან და ვიწყებ აღქმას, თუ სადა ვარ და სად მომიყვანა ღმერთმა; მახსენდება რაღაც-რაღაცეები ბუნდოვნად და სული იწყებს ტირილს.
მერე ვხვდები, რომ ეს ადგილი, ტარიელის ტირილის ადგილია, და დაკავშირებულია მეფე დავითთან და თვით უფალ იესო ქრისტესთან, ასევე დავით მეფესთან - აღმაშენებელთან!
გასაოცარი მისტიური ადგილია. შედიხარ ამ გლოვის ღელესთან ტყეში, გამდუმარდები და გებადება შეგრძნება, რომ უხილავი თვალი გიყურებს გამჭოლი მზერით.
ახლა წავიკითხოთ ფსალმუნი დავითისა:
“ნეტარ არიან, რომელნი დამკდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი, უკუნისამდე გაქებენ შენ.
ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნა მისი შენგან არს; აღსლვა გულსა თსსა დაიდვა, ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქუა, და რამეთუ კურთხევა მისცეს, რომელმანცა სჯული დადვა.
ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთა სიონს’’. /ფსალ. 83/
წაიკითხეთ მთლიანად, ლოცვაა ამომყვანებელი ჭაობიდან და მიმყვანებელი ღელესა გლოვისასა, ანუ აღმსარებელთა ღელესთან - მამის წინ.