"აფროდიტი, ასპიროს (ასპიროზ) - მესამე ცასა ზედა არს, რომელსა ეწოდების მელტარო, ხოლო ცისა მის ძრვა დასავლით აღმოსავალისა მიმართ (აღმოსავალად) არს, წელიწადსა შინა ერთგზის მოიქცევის. ხოლო აფროდიტის სიდიდე არს ოცდაჩვიდმეტჯერ (37) ქვეყანისა ოდენი.
აფროდიტი (აფროდი) იგი არს, რომელსა ცისკრის ვარსკვლავად უმობენ (ვარსკვლავს უწოდებენ). ესე მოვლის სიმრგვლესა ცისასა ერთსა წელიწადსა.
ოდესმე ვალს ღამე და ოდესმე დღისით. ოდეს საცისკაროდ ამოვალს - ეწოდების მთიები, ხოლო ოდეს სამწუხროდ აღმოვალს ეწოდების აფროდიტი. ხოლო სიდიდე მისი არს ოცდაათშვიდმეტჯერ ქუეყანისა ოდენი. ამისასა იტყვიან სახე აქვს ქალწულისა - ელსა აქვს პურიო." /სულხან-საბა ორბელიანი/
ქრისტეს პაროლი და ორიენტირი სიყვარულია ცისკრის ვარსკვლავით გაბრწყინებული. მის ორცთან საზიარებელი - პურია.
"პური ზოგადი სახელი არს ყოველთა პურთა: გამომცხვართა, გაფუებულთა, გინე უფოელთა ქრთილისათა და სიმინდისათა, ფეტვისათა და იფქლისათა (იფქლთასა), გინა ყოველთა სხვათა ფქვილთაგანთასა. გარნა ერბოთა, ზეთითა და კვერცხითა ნამზადსა ყოველთა არა ეწოდების პური, არამედ მათი სახელნიცა და ცომიანთა და უცომოთა ყოველნივე თვის-თვის ადგილს აღგვიწერია, თუ ვისმე უნდა. არამედ მართალი პური, რომელი არს შესაწირავი ღვთისა იფქლთა, დიაკათა და მახათა და ასლთაგან იქმნებიან, და არცა ქერისა და ფეტვისა და არცა სხვისა ხვარბლისა პური შეიწირვის." /სულხან-საბა/
პურობა ჰქმნას ერმა ქართველმა, უფლის ნადიმი საოცარი, ჩვენ ვართ პურის-მტე ერთმანეთის, ყოველი ზიარებული ქართველი.
“და ვითარცა ჰსჭამდეს იგინი, მოიღო იესო პური, და ჰმადლობდა, და განჰსტეხა, და მისცა მოწაფეთა თსთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჰსჭამეთ, ესე არს ორცი ჩემი.
და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა, და მიჰსცა მათ და ჰსთქუა: ჰსუთ ამისგან ყოველთა.
ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, მრავალთათს დათხეული მისატევებლად ცოდვათა.’’ /მათე, 26, 26-28/
აფროდიტე, იგივე ვენერა, იგივე ცისკრის ვარსკვლავი - მორწმუნეთა ბოლო ნიშანი ქრისტეს გამოჩენამდე, აღსასრულისა და ახლის აღსასრულებელის ნიშანი.
“მე იესო, მივავლინე ანგელოსი ჩემი, რათა გიწამოს ესე, ვითარცა თქუნ ეკკლესიათა. მე ვარ ძირი და ნათესავი დავითისი, და ვარსკულავი ბრწყინუალე განთიადისა.
და სული და სძალი იტყან: მოვიდოდენ! და რომელსა ესმოდის არქუ: მოვიდოდენ! რომელსა ჰნებავს მივედინ წყლისა მის ცხოველისა უსასყიდლოდ.
ვწამებ მე ყოვლსა მიმართ, რომელსა ესმოდენ სიტყუანი წინასწარ-მეტყულებისა ამის წიგნისანი: უკეთუ ვინმე შეჰსძინოს ამათ ზედა, შეჰსძინენ ღმერთმა მის ზედა წყლულებანი იგი მისნი, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა.
და უკეთუ ვინმე მოაკლოს სიტყუათა წიგნისა ამისა წინასწარ-მეტყულებისათა, მოაკლენ ღმერთმან ნაწილი მისი წიგნისა მისგან ცხოვრებისა და ქალაქისა მისგან წმიდისა, რომელ წერილ არიან წიგნსა ამას.
იტყს, რომელი სწამებს ამას: ჰე, მოვალ ადრე! ამინ. ჰე, მოვედ, უფალო იესო!
მადლი ულისა ჩუნისა იესო ქრისტესი თქუნ ყოველთა თანა. ამინ." /გამოცხ., 22, 15-20/
ახლა გავერკვეთ, რა დრო დაინიშნა ცხენის წელიწადმა ვარსკვლავ ვენერათი ანუ აფროდიტეთი.
პლანეტა ვენერამ ცხენის წელიწადი თხის რქის ზოდიაქოს 14 გრადუსში დაიწყო.
შევიდეთ მატრიცაში გონიონითით, მხედველობაში მაქვს ანბანის ეკვატორული დღეღამტოლობითი ჟამის ასტროლოგიური ნახაზი სამაროვანი ქართული ანბანისა.
გონიო მართალი კუთხის საზომი ხელსაწყოა. ვენერა, იგივე აფროდიტა - ცხენის წელიწადს იწყებს მწუხრის ენერგეტიკული კაბის გახდას და ჩაინაცვლებს განთიადის კაბა-ცის დონითით ენერგიას - ახალს, უმწიკვლოსა და ფაქიზს.
გონიოს ერთი წვერი მოერგება 29 ასოს ჩინ-ს, მეორე წვერი კი 20 ასოს სან-ს. ერთი დასაზღვრავს თხის რქის ზოდიაქოს შუა არეს და მეორე - სასწორის ზოდიაქოს შუა არის მიჯნას. ამ ორ არეს შორის, როგორც ვხვდებით - მართალი კუთხის არეა.
სასწორის ზოდიაქოს ამ მიჯნის არეზე ენერგეტიკულად ზემოქმედებს ვარსკულავი, რომელსაც მევენახის ვარსკულავს ეძახიან. (Виндемиатрикс, лат. Vindemiatrix – Винодельница, иногда Vindemiator – Виноградарь – звевда, Эпсилон Девы, положение 10°38 Весов, характер типа Сатурн-Меркурий (по Птолемею).
ვენახის მოვლის, კრეფის და მარანში დაბინავების ვარსკვლავი მევენახე - სასწორის ზოდიაქოზე ახდენს ზეგავლენას. ამ დროს ხდება მოსავლის აწონვა და შეფასება. ხვდებიან ძველი ღვინით, ახვედრებენ ახალს ძველს, საქართველოში ეს ქართული წესი იყო და ვინც წინა თორმეტი წლის ღვინოს დაახვედრებდა - ის შემდგარ მევენახედ ითვლებოდა. დღეს სამწუხაროდ ამდენი მარაგი აღარ გაგვაჩნია. ეს საქმე აუცილებლად უნდა აღდგეს, ვენახის ჯიშების გამოყვანა ქართველთა საქმეა დასაბამში ღმერთისაგან ნაკურთხები.
ამ ვარსკვლავს დიონისეს ვარსკვლავი ჰქვია. უძველეს დროში, სანამ ღმერთკაცთა ანუ ატლანტიდელების სანაოსნო ქალაქი - დიოსკურია ჩაიძირებოდა, საქართველოს ყველა კუთხეში დღესასწაულები იმართებოდა - რთველის დღესასწაულები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა კუთხეში ხარობდა ვენახი. დაე აღდგეს წარსულის სიკეთე ბრწყინვალე ქართულ მომავალში!
დაიწყო მზის დღის სახლის ლომის ეპოქისადმო გზა, ანუ ამ ეპოქაში აფროდიტეს სახელი მთიები იქნება, ანუ მთით-ები, იგივე უმაღლესით ები, მწუერვალთათი ები.
ცხენის წელიწადი მთლიანად ახლის დაწყების ფუძეა ენერგეტიკულად - ენით (ცხე-ენით) საქართველოში. შევეცდები გასაგები გავხადო, თუ რა მოხდა ცაში. უპირველესად მოგურად ვთქვათ: ცაში ზიარება მოხდა პურითა და ღვინით და მართალი კუთხით. გონიო ერთ მხარეს პურია, აფროდიტეს ხელში რომ უჭერია და მეორე მხარეს ღვინოა ძუელი - მევენახის ვარსკულავი შეერთებული გონიოთი ანუ მართალი კუთხით. აღმოიკითხება მსოფლიო მართლმადიდებლობის ზიარების ჟამი და მისი აკვანიდან, ანუ წარსულიდან დღევანდელ დღემდე, ძველი დროის მართლმადიდებლების მამამთავრის, ნოეს დროის - ნოეს ახალ დრომდე. შეესატყვისება გეოგრაფიული ადგილი საქართველოში. მთა აკვანაა - ქვიშხეთის მთაწმინდის (ქვის-ხეთა) სამხრეთ მხარეს, ტაშის-კარის მიდამოებში.
ისიც ვთქვათ, რომ ცისა და მიწის არქიტექტორთა იარაღი მართალი კუთხის საზომი გონიოა, რომელიც გონიონითებით აღმოიკითხება.
“ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა.
ესე შობანი ნოესნი: ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე.’’ /დაბად., 6, 8-9/
ქართული ცის-კაბა-დონითი კაბა-ალითით აღმოიკითხება საჩინო. გავიხსენოთ ზემოთ ნათქვამი მატრიცაზე: გონიოს ერთი ბოლო სან-თან არის, მეორე - კი ჩინ-თან. საჩინო ზიარების დრო - ქართული სამაროვანი ანბანით. დავუბრუნდეთ ბიბლიას და ვნახოთ რა ხდება ს ა ჩ ი ნ ო.
“ ვითარმედ იყოს უკანასკნელთა დღეთა ს ა ჩ ი ნ ო მთა
უფლისა და სახლი ღმრთისა მწუერვალთა ზედა მთათასა და ამაღლდეს ზეშთა ზედათ ბორცუთასა და მოვიდოდიან მისდამო ყოველნი წარმართნი.’’ /ესაია 2.2/
ეხლა წარვთქვათ რასა მზითევს ენერგეტიკულად ქართველთათვის კოსმიური ათვლის ეს ენობრივი საწყისი.
უპირველესად ყველა ქართველ ქალს დაულაგებს ქართულად ცნობიერებას, მისცემს ქართული ანბანისა და ლაზარეს ენის სრულფასოვან შემეცნებას, რათა მერე განსწავლულმა დედებმა აღზარდონ ახალი ცივილიზაციის შიკრიკები ღმერთსა და კაცობრიობას შორის. ქართულ გენშია კოდირებული ლოგოსური ექსტაზის გენი, რომელიც ქართველ ქალებს, მანდილოსნებს და ბანოვანებს, ყმაწვილ ქალებსა და კდემამოსილთ მიანიჭებს სილამაზის ასტრალურ გამოსხივებას, წკრიალა ნათლით შემოსილ ნიმბალურ სამოსელს, აურა-მბრწყინავ გონიონითებას, მელამურ სიბრძნეს და ვარსკვლავიერ ფერადოვნებას.
ქართველი ქალი ცისარტყელას ფერებით შეიმოსება, ყელმოღერებული ღვიძილის პირულს იმღერებს - იავნანასთან ერთად.
საოცარია, მაგრამ ქართველი ქალი მიაგნებს ოქროს მოქაფვის და ძირკვერის საიდუმლოს და ოქროს ნაქაფარი მჭვირვალებითი იქნება. ამ ტექნოლოგიით მოპოვებული ოქრო ახალ სახელს შეიძენს - მჭურვალე ოქრო. აფროდიტეს ხომ “ქაფში შობილი’’ ჰქვია, ცისკრისა გახდა ლომის ეპოქაში - დიდი და დიადი დღის ცისკარი, მთიების ჟამი.
მთიები აზიისა და ევროპის შეხვედრის ადგილზეა დაბადებული, ეს განსაკუთრებული ადგილია საქართველოში რიონთან დაკავშირებული (ზუსტ მისამართს ვერ დავასახელებ, რადგან იქ უდიდესი საიდუმლოა დამარხული). დადგება დრო და იქ მთიების ლვილატი, იგივე ლევილატი აღიმართება. ეს ადგილი იმითაც არის საიდუმლო, რომ აქ ვენერა ძველ - აფროდიტულ კაბას იხდის და მთიების ვარსკულავ-ელფერის კაბას იცვამს.
ქიმიის მცოდნე ქართველი ქალი ქრისეს - “ოქროს’’ საიდუმლოებას მიაგნებს, ის ანბანით ამოიკითხავს ალქიმიურ უძველეს ტექსტებს. შექმნის იეროფანტიდების, მეცნიერ ქალთა საიდუმლო ორდენს - ევსტეფანოსს, რაც “ლამაზად დაგვირგვინებულს’’ ნიშნავს. აფროდიტეს ერთერთი ატრიბუტია ჯადოსნური ოქროს სარტყელი, რომელშიც ყოველი მიწიერი და ციური მომხიბლაობაა ჩაქსოვილი. ამ მოწნულ ოქროს ქამარს უძველეს დროში ქართველი დედები ატარებდნენ, ისინი, ვისაც გვარის გამგრძელებელი უკვე ჰყავდა დაბადებული და ქალური სილამაზის მეორე ყვავილობას იყო მიტანებული. ქართველი ქალები ჯანმრთელი ცხოვრების ბუნებას დაუბრუნდებიან.
როდესაც ერიდამ პალევსის და თეტიდას ქორწილში ოქროს ვაშლი შეაგდო წარწერით “უმშვენიერესს’’ - ჰერას, ათენას და აფროდიტეს შორის დავის გადაწყვეტა პარისს დაეკისრა და მან პირველობა აფროდიტეს მიანიჭა.
სილამაზის კონკურსის უძველესი სახე, პრიზი - განხეთქილების ოქროს ვაშლი, ასე აღიქვეს ბერ-ძუ-ენითებმა, მას კი - ჭეშმარიტების ოქროს ვაშლი ჰქვია ბერ-ძნა-ურად.
უძველეს დროს კოლხეთში იმართებოდა სილამაზის კონკურსები. აფროდიტეს ჭეშმარიტების ოქროს ვაშლი პირველი პრიზი იყო, ნაქსოვ ოქროს სამაჯურთან ერთად. ოქროს სამაჯური, ოქროს ვაშლთან ერთად სიყვარულის საინტრიგო სურვილებს ასრულებდა.