კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

იოველის წინასწარმეტყველება


II

 

 

ახლა დავუბრუნდეთ იოველის წინასწარმეტყველების პირველი თავის მეოთხე სტროფს, იგივე დონ-სტროფი:


“ნეშტნი მგრაგნილისანი შეჭამნა მკალმან, და ნეშტნი მკლისანი შეჭამნა ბუზმან, და ნეშტნი ბუზისანი შეჭამნა გესლმან’’.


დავაკვირდეთ ჯერებით და შევაჯეროთ სიტყუა გრაგნილი და მგრაგნელი ანუ წიგნი გრაგნილი და მისი მწერი ანუ შემქმნელი მგრაგნელი. აქაა განსხუვავება, მგრაგნელი ამ შემთხვევისათვის, რომელმაც ეს გრაგნილები გადასცა ებრაელ ერს დიდი ხანით, ანუ დიდი ხნით კი არა, რაჭულ-ონურად ვიტყვი - პატარა ხანუკათი.


ყველასათვის გასაგებია, რომ ნეშტნი მგრაგნილისანი არ აღიქმება ბაგით მისართმევად, არამედ თვალი აჭმევს გონებას წერილს და ყური აჭმევს გონებას მთხრობელისას, ხოლო შემდგომ მაკე დონით - გონება იწყებს სიტყვის დაბადებას.


დავალაგოთ სიბრძნე გრაგნილისა: ბაგით გადასცა მოსეს მთხრობელმა, რომელი არს ქრისტე - წინასწარმეტყველთა სული გამაერთიანებელი საღმრთოსთან. ეს გადაეცა მოსეს მაყვლარიანის მთაზე, ასე ეწოდება დღესაც, ქვაწერილას ქედის წინ დგას ბიბლიური მაყვლოვანი და გადაჰყურებს ქალაქ ზესტაფონს (ზესთა-ფონი, იგივე პორტალი, სხვა ზეციურ განზომილებაში გასასვლელი); აქვეა მათიელას წყარო - ორი მნიშვნელობის სიტყვა: ერთი მათიელა მოფერებითი სახელია მათესი და მეორე მათიელა ნიშნავს გამთენებელს, ცისკრის ვარსკულავის ამოსვლის დარაჯს; და აქვეა ქორების მთები, იმერულად საქორიას სერები. მაყვლარიანის მთის დასავლეთით დგას მთა, რომელსაც მეგრული კოდით ლაზური სახელწოდება ჰქვია - მაბჟალიას მთა.


ახლა მგრაგნელი და გრაგნილი როს მოვიწესრიგეთ, შევეცადოთ დავაკვირდეთ, არსის შეჭმა მხოლოდ კაცებრივი გონების შემძლებლობაა?! მას მწერი კალია ვერ შეჭამს, ახლა უნდა მივხვდეთ, რომ კალია მწერალთა ტოტემი მწერია.


აი როგორ, დააკვირდით, კალია ხმას გამოსცემს ამინდის მაცნეობით, ანუ რაღაცა ადამიანისათვის - მისი ყურისათვის მიუწვდომელ სიხშირეს იჭერს და შესაფერისად ჭრიჭინით ახმოვანებს. გადამჭედი ჭრიჭინისას ვიტყვით ხოლმე - ხვალ ძლიერი სიცხე იქნებაო, კალიები ღაფვით ჭრიჭინებენო. მაგრამ ამასთან ერთად დააკვირდით სიტყვას კალი-ა! როდესაც ვიჭერთ სიტყვას ანგელოსისას, ჩვენ ჩავდივართ პროცესს წერით მიჯაჭვისას, ვწერთ სიტყვას ფურცელზე ანუ ვკლავთ ერთ განზომილებაში და გადაგვყავს მეორე განზომილებაში. კალი-ა ანუ კალი ანბანური საწყისით - ანით, ე. ი. აქ პირდაპირ სიტყუის დაბეჭვდასთან გვაქვს საქმე, ისეთ სიტყუასთან, რომელიც ზეციურს წარმოადგენს და მხოლოდ გონაბაშია განხმოვანებული გონების ყურთასმენის შემძლებლისაგან. დაფარულში მწერთა ტოტემია კალია.


მაგრამ ამ კალიით იკვებება იოანე ნათლისმცემელი, იგივე ილია წინასწარმეტყველი. ეს კი ნიშნავს, რომ იოანე, იგივე ილია დაფარული საიდუმლოებებით იკვებება.


როგორ და აი ასე: გადავშალეთ წიგნი, ვიწყებთ კითხვას პირველი სიტყვისას, თვალი აცოცხლებს გონებისათვის აღმომკითხველთან ერთად, რომელიც არის კაცის გონება, მცოდნე ქართული ანბანისა და ბიბლიაში ეს პირველი სიტყვაა “დასაბამად’’. სხვადასხვანაირად აღიქვამს “კალიის მჭამელი’’ და ჩვეულებრივი დამწყები მკითხველი ამ სიტყვას.


ისე კალიას მართლა ჭამენ დღესაც არაბეთში, მწუხრის ქვეყანაში. ჩვენთვის კი საკმარისია გავერკვეთ, რომ კალია ტოტემია პირველწყაროთა მწერლებისა, რომელთაც ორგანზომილებიანი წერილის წერა შეუძლიათ - სულიერი და მიწიერი, ზეციური და ქვეყნიერი განზომილებების, ცისა და მიწის ინფორმაციათა თხრობა წერილთა შინა, ანუ დაფარულ წერილთა წარმოება.


“დასაბამად’’ - დონით იწყება და დონით მთავრდება ასაბამა, ხოლო ასაბამა - ასი არსის საბამი, ასი დანიშნულია რანით, ასო - რ. დააკვირდით მზე-რა და რამზესი - ქართული და ეგვიპტური სახელი. პირველად ვიტყვით “მზე-რა’’, ამოვიკითხოთ თვალით ნათელი და მეორე - “რა-მზესი’’, ნათელი მზის შუქით ამოსაკითხავი.


კალი-ურად ასე წაიკითხება ერთერთი დეშიფრაციით - დონით ნათელი დონე.


თორის გრაგნილის საიდუმლოების აღმომკითხველი ილია წინასწარმეტყუელია, იგივე იოანე ნათლისმცემელი, რომელმაც კაცობრიობა თავისი მსახურებით იუდეური მწუხრიდან ქრისტიანულ ცისკრამდე გადაიზიდა.


დღევანდელი დღითა და დღეისდღეობით, ჩვენ ვიმყოფებით ქრისტეანობის ზენიტში აღსავალთან, ამიტომაც დიდი დაცემა გავიარეთ უზენაეს აღდგომამდე.


მიიწურა ერთი დიდი ციკლი კალი-ური - კალიუგად წოდებული, აენთო მზე ახალი ეპოქისა და ახალი ციკლისა, რომელსაც ლომის ეპოქისადმო გზა ჰქვია. ამ დროს აღდგება დავითის სამეფო და გაუქმნდება სიკვდილი და დაენთქმება ჯოჯოხეთი.


ვიდრემდის დრო ცისკრისა გაზენიტდება, სრულიად კაცობრიობა გავივლით გეთსამანიის ცრემლების დროს - კაცებრივ ყოყმანზე ღვთაებრივი სულის გამარჯვების მისტერიალურ გრძნობას.


წიგნის შეჭმის იგავის გახსნას დავუბრუნდეთ, სამ-საფეხურიანი აღმოკითხვის საიდუმლოს. გრაგნილში ჩაბეჭდილია სიტყვა და სიტყვათა მძივნი წინადადებითნი მგრაგნელისა. ჯერ იყო სიტყვა მგრაგნელისა და თვით სიტყვა იყო ღმერთი, რომელმან ჩააფინა სიტყვა წერილით გრაგნილში, რომელ განინეშტა.


და ეს ნეშტი აღმოიკითხა გამნეშტველმა, ანუ მკალმა, ანუ ილია წინასწარმეტყუელმა, რომელმან იცნო, აკურთხა და მოწმე ექმნა ღვთის სიტყუას ღვთის ძის მიმართ.


ხარაბუზი - მკბენარა და სისხლის მწოველი ბუზი, მატერიალურთან შეხებისა და ზიარების საიდუმლოსა და სიბრძნის ზიარებით შემეცნების სიმბოლო მწერისა.


სამივე ასე შეგვიძლია აღვიქვათ წერილის “შესაჭმელად’’, ანუ წიგნის “შესაჭმელად’’ აუცილებელია ვიცნობდეთ ადამიანთა სისუსტესა და მათ დაცემას, რაც აბრმავებს დაცემულებს წერილში შესაღწევად; მათ უნდა უმკურნალო ანუ განუმარტო წერილის გზა. ეს უნდა გესმოდეს, რომ ზეციდან მიიღო უფლება “წიგნის შესაჭმელად’’.


თაფლივით ტკბილია ის სიტყვა, რომელიც წინასწარმეტყველის ბაგიდან გადამარჩენელზე მეტყველებს. ვინც ეს არ უწყის, ანუ ვინაც უფალ იესოს ყანის მუშაკი არ არის და მკა არ ხელეწიფება, ის მკალი ვერ გახდება, რომლის გარეშე ნეშტნი მგრაგნელისანი შეჭამნა მკალმან, ე. ი. იოანემ ამოიკითხა წინასწარმეტყველება და ეტაპებად განშალა და თავად შექმნა ნეშტი მკლისანი, მან-გალა ანუ დაგალა წერილში და ამ სახელს ატარებს ყანის მოსაჭრელიც - მანგალი. მანგალი უკავშირდება მკას, რაიცა ნიშნავს ყანის მომანგვლას, ყანის აღებას, მოსავლის მიღებას.


ხოლო ნეშტი მკლისანი - გავერკვიოთ რისი ნეშტი?!


მკლავი - იდაყვთ წინათი, მართულებას აძლევს ელს წერის დროს განმნეშტებელს.


ნეშტი მკლისანი წერილია იოანეს მიერ დაწერილი, ანუ ილია წინასწარმეტყველის მიერ შექმნილი, დიდი წინასწარმეტყველებაა ბოლო ჟამისა.


ხო და ამ წინასწარმეტყველების ნეშტი შეჭამა ბუზმა.


ბუზის გაშიფვრა ასეა: ბუ ანუ სიბრძნე ზის ამ სიტყვაშიო, თანაც დაფარული, ტა-ბუ-ირებულიო. ბუ სიბრძნის ტოტემია მწიგნობართა. ორი ბუზი შევადაროთ ერთმანეთს: შავი ბუზი და თაფლის ბუზი, რომელი რომელ სიბრძნეს აწარმოებს, შავი ბუზი - ნეხვის სკორეს, წივასა და განავალის ბუზია და უკავშირდება საიდუმლო ნეხვის კარიბჭეს და მოწილე ჰყავს “ნეხვის ჭია’’, ფარაონებს შუბლის დიადემაზე და გვირგვინებზე რომ აქვთ გამოსახული არწივის ფრთებით და აღნიშნავს დაცემისა და ამაღლების საიდუმლოებათა პყრობას. შოთამ ლამაზად აიკრიფა ლექსში: “ვარდსაც და ნეხვსაც მზე ერთნაირად მოეფინებისო’’.


მართალია წერილის შემჭმელს მუცელი უმწარდება, ანუ ნაღვლიანდება, მაგრამ პირში თაფლივით ტკბილი ხდება.


 


გაგრძელებას შემოგთავაზებთ...


უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE