კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

მიჭირს თხრობის დაწყება...

 

ერთი უბრალო, რიგითი მოქალაქე ვარ, რომლის ცხოვრებაც დღესდღეობით საგრძნობლად შეიცვალა, თუ რას ვგულისხმობ ეხლა მოგახსენებთ: 

 

სოციალური ცხოვრებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით, უწინ ჩვეულ რიტმში მიუყვებოდი ამ ცხოვრების დინებას, მეგონა - მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფა იყო ადამიანში ყველაზე უპირველესი და ყველაზე მთავარი,  ფიზიკურ წარმატებას ყველაზე დიდ მიღწევად ვთვლიდი. ერთ დღესაც, მეგობრის მეშვეობით გავიცანი გიორგი ჰიპერიონი.

 

ერთ საღამოსაც შეკრებილები ვიჯექით და ვსაუბრობდით.  ვინც გიორგის იცნობს, ყველა დამეთანხმება, თუ რა მომხიბლავი და მომაჯადოებელი საუბარი აქვს მას. მის წინ ვიჯექი, თვალებში შევცქეროდი და მის წარმოთქმულ სიტყვებს და წინადადებებს გონებაში ვატრიალებდი, ყოველ სიტყვას ვაკვირდებოდი და ვაანალიზებდი. თემას ისე საინტერესოდ და ვრცლად და გაშლილად გადმოგვცემდა, რომ მთელი ყურადღებით და ინტერესით ვუსმენდი. მინდა ავღნიშნო, რომ საუბარში ყველაზე საინტერესო მომენტი და შეიძლება ითქვას „ნაპერწკალი“ ჩემთვის ის იყო, რომ გახსნილ თემაში, ასე ვთქვათ პატარა ინტრიგას ჩაგვიგდებდა, რომლის შემდგომ ინტერესს გიჩენდა, რომ ეს ინტრიგა შემდგომში დამოუკიდებლად სხვა წყაროებიდან მოგეძია, გადაგემოწმებინა და ამოგეხსნა. დამაჯერებელი თვალებით გვიცქერდა მამაშვილურად და რასაც მისი ნათქვამი სიტყვებიდან ვერ ვხვდებოდი, მისი თვალებიდან ვკითხულობდი რასაც გულისხმობდა. 

 

შემდგომში მთელი დღეები დავდიოდი და მის სიტყვებზე ვფიქრობდი, ვფიქრობდი და ვაანალიზებდი, სხვა და სხვა თემებს ერთმანეთთან ვაკავშირებდი და საერთო კავშირს ვეძებდი მის მიერ გამოთქმულ სიტყვებთან. რაც ჩემთვის გაუგებარი ხდებოდა, კვლავ სხვადასხვა ლიტერატურაში ვეძებდი მის ამოსახსნელად, რომ ყველაფერი თანმიმდევრულად დამელაგებინა გონებაში. 

მოკლედ, გიორგის გაცნობის შემდეგ, ჩემი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა. ფიზიკური ზრუნვიდან - სულიერებაზე დავიწყე ფიქრი.  დღეს, თითქოს ჩემს განვლილ ცხოვრებას ზევიდან, სხვა კუთხით ვაკვირდები და ეხლა ვხვდები, თურმე რა არასწორი გზით მივლია ამ ცხოვრების ბილიკზე და რა არასწორი მიმართულებით ვვითარდებოდი. გიორგის გაცნობის და მისი მოძღვრობის შედეგად, ვისწავლე სიკეთის დაფასება, თეთრი და შავის გარჩევა, ვისწავლე თანაგრძნობა, სიყვარულის შეგრძნება და ადამიანისათვის მიტევება, მივხვდი და ვხედავ, რომ გიორგი მოსაუბრეებს, თავისი სწავლებით სხვადასხვა გზიდან სიყვარულისაკენ მივყავდით,  რათა მივხვედრილიყავით და ცხოვრების პრაკტიკაში სიყვარული - ჩვენი სიცოცხლის მთავარი მამოძრავებელი ძალა და წესი ყოფილიყო.  თამამად შემიძლია მოძღვარი ვუწოდო მას.   

 

მადლობა მოძღვარს, რომ განვითარების სწორი მიმართულება მომცა და მთელი ჩემი ცხოვრების წესი სასიკეთოდ შეცვალა,  შეიძლება ითქვას ეკლებით მოფენილი გზა გამიკაფა და ღმერთისაკენ  მიმავალ გზაზე დამაყენა.

 

 

 

ვანო ჭანტურიძე

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE