კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

ფსალმუნით წინასწარმეტყველებაში შეგზავნა

გიორგი იონთა ჰიპერიონისაგან

ქრისტეს ჯარისკაცისა,

არიელ იბერიონისა.



ყურად იღებდეს ანა!


 

წინასიტყუანი


 

აღარავინ ეჭვეული იქმნეს სიტყუათა ამათა შინა! რამეთუ თავად მეფემან დავითმან წინასწარმეტყველმან წარმოაჩინა სასამართლოჲ მეფეთა. ფსალმუნი პირველი და ასორმეოცდაცხრა წარმოაჩენს ამათთა.


ყოველი მეფენი, რომელთაც არა ნებავს დაემორჩილოს რჯულის კანონს, რომელი ამცნო მოსეს უფალმა ღმერთმა ქორებს შინა, სასტიკად დაისაჯოს და ბორკილს მოებას.


დიდებულნი და დიდგვაროვანნი, რომელთაც ვერ გაუგიათ, წუმპის ტბაში მოცურავენი ვერ ეზიარებიან წმინდა წყლებს აღსარებისა და მონანიების გარეშე, ცოდვა დიდი აქვთ, ვინაიდან დაივიწყეს გამჩენი ღმერთი და მაიმუნად მოიხსენიეს უძველესი წინაპარი მათი.


შეიკრან რკინის ბორკილით სიჯიუტისათვის და ამპარტავნებისათვის მათისა - ყოველნი მეფის გზისანიცა და სამეფო გვარისანიც.


თვითეული ვიდოდა წუმპის მორევში, გარყვნილობასა და ვნებას დამონებული, ცხოვარნი კი სანაგვეზე მიყრილნი, ნაგვიდან მათი ნარჩენებით ივსებდნენ მუცელსა.


სამაგალითოდ დაისჯებით ისე, რომ ყოველ ოჯახში უთხრობდნენ ერთურთს, როგორ დაგსაჯათ ღმერთმა, გიენებს როგორ ჩამოგხსნათ ნიღაბი კრავთა და როგორ გაცამტვერდა თქვენგან მოხვეჭილი სიმდიდრე, რომელიც მიიტაცეთ.


დაივიწყეთ დავით მეფის ფსალმუნი, რომელიც სახელმძღვანელოდ გიანდერძათ დავით მეფსალმუნემ:


„ ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოსა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა. არამედ შჯულსა უფლისასა არს ნებაჲ მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე.


და იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანა-წარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თჳსსა და ფურცელნი მისნი არა დასცჳვენ, და ყოველი რაჲცა ყოს, წარემართოს მას.


არა ესრე უღმრთონი, არა ესრე, არამედ ვითარცა მტუერი, რომელ აგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა.


ამისთჳს არა აღდგენ უღმრთონი სასჯელსა, არცა ცოდვილნი ზრახვასა მართალთასა; რამეთუ უწყის უფალმან გზაჲ მართალთაჲ და გზაჲ უღმრთოთაჲ წარწყმდეს’’.


ასე იწყება ფსალმუნით შეგონება და წინაწარმეტყველება მეფე დავითისა, კანონი პირველი ანუ ანი.


ფსალმუნი პირველი, ანუ ანი, ალილუიაჲ!


ულამაზესი ანბანი გაჩუქათ ღმერთმა, სამაროვანი, ერთ რიგში აწყობილი ვარსკულავთა ჰანგით, ქართ–ველურითი ბუნების მზომი.


და ვერ დაიჩივლებთ წერა–კითხვა არა უწყოდით და ვერ წავიკითხეთ, რომ გავრკვეოდითო!


ლაზარეს ენით მოსაუბრენო, ენას - რომელიც ღმერთმა გიბოძათ, ნუ აბინძურებთ და ნუ კორტნით.


დავით მეფემ უწყოდა, უფალი იესო ქრისტე მხსნელი და განმანათლებელი კაცობრიობისა, ძნელი ხვედრით რომ დაიბადებოდა და მოღალატე სულები ჯუარს აცვავდენ მას, მერე აღსდგებოდა და მრავალს აღდგომისათვის და სიხარულისათვის მისცემდა გზას, ხოლო წინააღმდგომნი და განბოროტებულნი თავად მოასკდებოდნენ გარესკნელის გზას - წარწყმედისათვის და კბილთახრჭენისათვის.


სიცრუეში გაბატონებულნო, ძაღლის მწერივით რომ შეესიეთ ჩემს ერს და სისხლსა სწოვთ გლახაკთ, სასჯელი აღმდგარია თქვენს თავს!


აღსრულებაშია დავით მეფის, მეფსალმუნისა და წინასწარმეტყველის სიტყვანი თქვენს თავს.


სასჯელს დაექვემდებარება ყოველი მეფე სიცრუეში აღმდგარი, რომელიც თავითა თვისითა მეფობს და არა უფალის ნებით ცხონდება.


დიდებულნი, რომელთაც აირჩიეს გზა ოქროს კერპისა და მართალთა ჩაგვრისა და ცილისწამების ხარჯზე დიდ–სიტყვაობენ სიცრუით მათი ბაგენი - სასჯელს დაექვემდებარება: ასე წინასწარმეტყველებს დავით მეფე თავის ფსალმუნში.


 

ფსალმუნი რ.მ.თ. (149)


 

„უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაჲ მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა. იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თჳსისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა. აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას.


რამეთუ სთნდა უფალსა ერი თჳსი და აღამაღლნეს მშჳდნი ცხოვრებითა. იქადოდიან წმინდანი დიდებითა და იხარებდე სარეცელსა ზედა მათსა. ამაღლებაჲ ღმრთისაჲ პირსა შინა მათსა, და მახჳლნი ორპირნი ჴელთა შინა მათთა.


ყოფად შურის–გებაჲ წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა, შეკვრად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი – ჴელბორკილითა რკინისაჲთა, ყოფად მათ შორის საშჯელი დაწერილი; დიდებაჲ ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა’’.

 


 

დაიწერა ნინოობას, 2018 წ.

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE