კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ნაწილი  I


 

მოვიხსენოთ სიყვარულით ერთგული მოციქულები უფალი იესო ქრისტესი და გავიხსენოთ თომა მოციქულის წმინდა ნაწილი, კონკრეტულად კი ის, რომ მისი თავის ქალა საქართველოშია - სიონში საგულდაგულოდ დავანებული.


აუცილებლად იმის მაუწყებლად: ერი ქართველი, ბოლო ჟამის მიწურვილს, საღმრთო სასწაულის ძიებაში ჩაერთვება.


გავერკვეთ თომას სახელის მნიშვნელობაში:


თომა - უფსკრული, გინა მიუწვდომელი გინა მარჩბივი. (სულხან-საბა)


თომა - ამ სახელის მნიშვნელობა გვაკავშირებს დასაბამთან.


„დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.

ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ

და ბნელი ზედა უფსკრულთა. 

და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა.“ (დაბადება: 1:1,2)


სამყაროული მოდელით, თომა - უფსკრული სამყაროს დაბადების წიაღია ბიბლიურად.


თომა, როგორც ქრისტეს შემმეცნებელი, მიუწვდომელი უფალის განცხადებას - ფაქტების განხილვით და მოთხოვნით ეზიარება უფლის აღდგომას.


პირდაპირ სახარებიდან აღმოვიკითხოთ ეს მომენტი საბუთის მიღებისა, ანუ სასწაულის ხილულად განხილვისა.


თომა უკავშირდება საბუთის წარდგენას უფლისაგან. და სადაც თომას თავი წმინდა ნაწილად არის დავანებული, იქ, იმ ქვეყანაში ანუ აქ, ამ ქვეყანაში, საქართველოში, სიონის ტაძარში უნდა აღმოჩნდეს და განმჟღავნდეს საღმრთო საიდუმლოება.


უდიადესი ებრაელთათვის, ხოლო ქართველთათვის მშობლიური, მოსეს ნატარების გვირგვინის ანუ დამაგვირგვინებელი ებრაელთა და ქართველთა სამეფო გზაა აღმდგარი.


დააკვირდით აღდგომის საიდუმლოთა აღწერას იოანესაგან -

თავი 20:

 

 

1. ერთსა მას შაბათსა მოვიდა მარიამ მაგდალინელი განთიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას ზედა და იხილა იგი ლოდი აღებული კარისა მისგან საფლავისა.

2. რბიოდა და მოვიდა სმონ პეტრესსა და სხსა მის მოწაფისა, რომელი უყუარდა იესოს, და ჰრქუა მათ: აღიღეს უფალი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დაჰსდუს იგი.

3. გამოვიდა პეტრე და სხუა იგი მოწაფე და მოვიდოდეს საფლავად.

4. ჰრბიოდეს ორნივე ზოდაგ. ხოლო სხუა იგი მოწაფე წინა ჰრბიოდა უადრეს პეტრესსა და მოვიდა პირველად საფლავად.

5. და შთაჰხედა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი; და შინა არა შევიდა.

6. მოვიდა სმონ პეტრესსა შემდგომად მისა და შევიდა საფლავად და იხილნა ტილონი იგი მდებარენი.

7. და სუდარი იგი, რომელი იყო თავსა მისსა არა ტილოთა თანა მდებარე, არამედ

საგან შეკეცილი ერთსა ადგილსა.

8. მაშინ შევიდა სხუაცა იგი მოწაფე, რომელი მოვიდა პირველად პეტრესა საფლავად. და იხილეს და ჰრწმენა.

9. რამეთუ არღა იცოდეს წერილისა, ვითარმედ: ჯერ-არს მისი მკუდრეთით აღდგომა.

10. წარვიდეს უკუე კუალად თსაგან მოწაფენი იგი.

11. ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა. და ვითარ ტიროდა, შთახედა საფლავსა მას.

12. და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუსი.

13. და ჰრქუეს მას ანგელოზთა მათ: დედაკაცო, რასა სტირ? ხოლო მან ჰრქუა მათ, რამეთუ აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი.

14. ესე რა თქუა, მიიქცა გარე და იხილა იესუ მდგომარე და არა უწყოდა, რამეთუ იესუ არს.

15. ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, რასა სტირ? ვის ეძებ? მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს, და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ,  და მე წარმოვიღო იგი.

16. ჰრქუა მას იესუ: მარიამ! მიიხილა მან გარეთ და ჰრქუა ებრაელებრ: რაბბუნი! რომელსა ჰრქან მოძღუარ, და მირბიოდა შემთხუევად მისა.

17. რქუა მას იესუ: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა.

18. მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას.

19. და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისა მის, და კარნი იგი დაშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათს ჰურიათასა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშდობა თქუენ თანა! 

20. და ვითარცა ესე თქუა, უჩუენა მათ ელნი თსნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რა უფალი.

21. რქუა მათ იესუ კუალად: მშდობა თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ.

22. და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდა.

23. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ.

24. ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანნი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ.

25. უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთა არა ვიხილო ელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთა და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს.

26. და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა, და შევიდა იესუ კართა შულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ:

მშდობა თქუენ თანა!

27. მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ელნი ჩემნი და მოიღე ელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ.

28. მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!

29. ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე.

30. მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა

სთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას.

31. ხოლო ესე დაიწერა, რათა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძ ღმრთისა, და რათა გრწმენეს და ცხორება გაქუნდეს სახელითა მისითა.

 

 

 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

 


უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE