გალაქტიკური ცივილიზაცია არის სიცოცხლის თბოენერგომბადობითობაში განვითარებული ისეთი სიცოცხლე ანუ სრულფასოვანი აღქმა სიცოცხლისა სიცოცხლეში, რომლის დროსაც სრულიად გონიერი ცისიერი და მიწიერი კაცობრივი სრულყოფილება მისდევს ღვთაებრივს. სამყარო უსასრულოდ მრავალფეროვანია ღმერთის შემოქმედებით სიცოცხლეში. ჩვენ დავკონკრეტდეთ და ახალის დაწყებას დავარქვათ გაზაფხული - როგორც გამოღვიძების და აქტიურობაში შესვლის სიმბოლო.
პირველ რიგში, აუცილებელია ჩავწვდეთ ჩვენს კაცობრივიდან ადამიანურობისაკენ მიმავალ გზას. ამ გზაზე თითოეულს და თვითეულებს ბევრი პრობლემების გადაჭრა მოგვიწევს. უპირველესად აუცილებელია ვისწავლოთ სიმშვიდე. დაიმახსოვრეთ - წინ მარადიულობაა!!! თუკი სასწრაფოდ რაიმე ზომებია მისაღები - იჩქარეთ მშვიდად! სიმშვიდე შინაგანი მოდელია, ცნობიერების განცდათა ერთგვარი უნძული, რომლიდანაც თქვენ შესაძლებლობის მიხედვით შეგიძლიათ ააჩქაროთ და შეანელოთ თქვენი მოქმედებანი. მაღალი რანგის საქციელს დიდი წრთობა აყალიბებს, რაც დაფიქრებული და დახვეწილი გონებრივი შრომის პროდუქტია…
ახლა გაცილებით რთულს ვიტყვი წინადაგებით: სრულიად სამყაროს გააჩნია ერთი სრულყოფილი გონი, რომელსაც ღმერთი მართავს. მისი მეშვეობით სამყაროში წარმოუდგენელი სისწრაფით აღსრულდება ყოველი ნებადართული გადაწყვეტილება. ამ სამყაროულ ურთულეს ურთიერთობაში შესაღწევი - განსაკუთრებული ლოგოსური ფორმულით არსებობს. ეგრეთწოდებული ცოცხალი ენით შექმნილი მეტყველება, არა აქვს მნიშვნელობა, ღმერთმა გაგვიმჟღავნა თავისი სახელი თუ ჩვენ ან ვიმემ დაარქვა სახელი ღ მ ე რ თ ი . მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ სამყარო ღმერთის შექმნილია და უზენაესის შემოქმედება განამჟღავნა ლოგოსით ძემ და ეს ფენომენალური თანხმობა საფუძვლად უდევს სამების სამყაროსეულ ბრწყინვალებას...
როდესაც თემა ამოწურული იქნება, საუბარი მაქვს ქართულ ენესა და დამწერლობაზე, ყველასთვის და სრულიად სამყაროსათვის გახდება ცნობილი, რომ ქართული დამწერლობა სამაროვანია და ქართული ენა ძემ გადასცა შთამომავლებს - ადამის მოდგმას...
დააკვირდით დიალოგს: და თქვა ღმერთმან - „ვქმნათ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისამებრ". უეჭველია კაცი ღმერთის ხატია და აქედან ყველა კაცს ღვთაებრივი მონაცემი გააჩნია ანუ ღვთაებრივი თესლით არის შექმნილი. ეს თესლი არა მარტო ჰარმონიული და სრული ნაყოფია, არამედ გონ-სახიერია, მსგავსებისაგან მსგავსად ნაყოფი ძისაა და შეიცავს სრულიად დასაბამისეულ არსს (ყველა რთულად გასაგები ინფორმაცია მოცემულია ქართულ ხელნაწერებში, წმინდა მამათა ღვთაებრივ ნაშრომებში). რთულია, მანამ სანამ არ აღდგება, არ გაცოცხლდება ჩვენში „ლაზარე" -ქართული ენა, ქართული დამწერლობა და ქართული სიმბოლიკა. რა თქმა უნდა, ხატწერას დიდი კანონიკური ინფორმაციის გაცოცხლება შეუძლია. ეს არის ჩვენი და ჩვენი ძმებისა და დების ინფორმაციული არქივი... მხოლოდ და მხოლოდ ეს ერთი გზაა მომცველი ფესვის შემეცნებისა ქართული ისტორიის და ქართველი ერის უხსოვარი დროიდან, დედამიწაზე მკვიდრი ღვთის ნების აღმასრულებელი - ენობრივი, ტომობრივი და თესლობრივი ერების მონუმენტური ფუძისა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი უგზო-უკვლოდ დაცემა.
ეს გამოცდის შემზარავი ისტორიული მონაკვეთი, მწამს ნებადართული იყო ღმრთისაგან - ჩვენი დაცემები და ცოდვათა კორიანტელში ჩაძირვა. იცოდა რა ღმერთმა ჩვენი აღდგომის საიდუმლო, რომ არ გავამპარტავნებულიყავით და ეს ცოდვა არ გვეტარებინა მარადიულად, მან, უფალმა უფლებათამან გაგვატარა სასტიკ გამოცდებში...
ჩვენ მართმადიდებელი ერი ვართ, რომელსაც უფალთან ერთად წილად გვხვდა მომავალი წინასწარმეტყველური ეპოქის, ლაზარეს აღმდგარი ენით ანუ ქართული ენით და კურთხეული შთამომავლობით ღმრთის ნების აღსრულება.
„ბაბალო“