სულის ტირილი - დამუნჯებული სხეულის ტანჯვით
მითხარით სიმართლე, ნუ მომატყუებთ,
ყოველი დღე მიზანს მაახლოვებს
და ყველა ძალა მოვკრიფე,
გიჭირთ გამიგოთ რა მაიძულებს,
ფრენას ფრთებ-გაშლით, შეუპოვრობით,
გეტყვით სიმართლეს:
დაუოკებელი ლტოლვა სიცოცხლის,
სინათლის სუნი, ციალთ ტრფიალის,
მერე აჭრა ცისაკენ,
ჩასახუტებლად მზესთან სიმართლით,
რათა მასავით მეც ავკიაფდე.
გიორგი ჰიონთა ჰიპერიონი