კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

არიელი გაეცნოს, განსაზღვროს და განავრცოს ერში.

 

დიდი სტუმართ-მასპინძლობის ზართა რეკვის ჟამია!

თავისუფლების შემეცნება ღმერთსახიერობით იწყება.

მოვიდეს ყოველი, ვისაც სიყვარულით უძგერს გული!

ნათელმა მოიცვას სრულად საქართველო!

 

გარდაკვეცილმა ალამმა გზა კარიბჭემდე მიიყვანა. საღმრთო საიდუმლოებანი ფარდას იხსნიან, იწყებენ სვლას ვეფხისტყაოსანში:


„ ჩემი აწ სცანით ყოველმან: მას ვაქებ ვინცა მიქია;

ეს მოჩანს დიდად სახელად: არ თავი გამიქიქია;

იგია ჩემი სიცოცხლე: უწყალო ვითა ჯიქია;

მისი სახელი შეფრ–ქვევით: ქუჱმორე მითქუამს, მიქია“

(შოთა რუსთველი, ვეფხის ტყაოსანი,

დასაწყისი პირველი, ლექსი კვ. 26)

 

მიქია - სახელია წინასწარმეტყველისა, რომელიც საქართველოს აღორძინებაზე წინასწარმეტყველებს.

 

მიქია - ვითარცა მიქაელი, (ვითარცა მიქაელის თარგმანი)

 

მიქაელი - ერის მთავარი, გინა ღმერთი ძლიერობს ღმრთულად. ღმერთი ძლიერობს ღმრთისაებრ;

მიქაელი - არის - მთავარი ღმრთისა

მიქა - გლახაკი, გინა მკოდოვი გინა მდაბალი, ანუ დამდაბლებული. (სულხან–საბა)

 

გავიხსენოთ და არასოდეს დაგავიწყდეთ, რამხელა ნდობა გამოიჩინა უზენაესმა უფალმა ღმერთმან ჩემს მიმართ, რომ მომანდო ესოდენ დიადი საიდუმლოებანი, ღირს მყო განმეცხადებინა ნოეს კიდობანი - მერვე ნოეს დროში.

 

ვერ-აღმქმელთათვის დავამატებ, სწრაფად გამოვიდნენ შეცდომისაგან ჩვენამდე ანუ მერვე წარღუნვამდე ღერძისა  (შვიდჯერ წარიღუნა ღერძი). ამან გამოიწვია ოკეანის წყლების მიმოქცევა, რაც წარღვნად არის სახელდებული. არარატის მთა, რომელზედაც კაცობრიობა ნოეს კიდობანს ეძებდა, მხოლოდ და მხოლოდ ათვლის წერტილია და ამ მთის სახელი სრულად არ შეესადაგება გადარჩენის, ანუ ვითომდა მოცურავე კიდობანის სახელს, გადამრჩენელს კაცობრიობისა. არ შეიძლება სიკეთე მოიტანოს დაწყევლილმა და შეჩვენებულმა ადგილმა.

 

„არარატი - შერყევისათვის წყევა, გინა შეჩვენება.

შეჩვენება შერყევისა, გინა წყევა შერყევისა.“ (სულხან–საბა)

 

მსოფლიო მჩხრეკელთ და მეძებართ მოგმართავთ: შვიდი წარღუნვიდან, რომელ კიდობანს ეძებთ - პირველს, მეორეს, თუ მეშვიდეს?! ან კიდევ მერვე ნოემ რა ჰქმნას, თუ არარატის მთა კიდობანფარეხია?!

 

ნუ იბრიყვებთ კაცობრიობის წინაშე თავს და ცრუ წინასწარმეტყველებმა, ექსტრასენსებმა და მკითხავებმა დაანებეთ თავი ფუჭ ლაყბობას. მოკლედ გეტყვით: კიდობანი ერთია, ერთი იყო შვიდი წარღუნვისათვის და მერვესთვისაც ისევ ის პირველია.

 

ღმერთის მიერ შექმნილია დედამიწა, საცხოვრისი მისი შვილებისა, და მას გათვალისწინებული ჰქონდა წარღუნვების დროს, ღერძთა ახალ პოზიციებში გადასვლისას, გამოწვეული უარყოფითი მოვლენებისაგან თავდასაცავი ადგილი, რომელსაც „ყუნწივით“ კიდებული-ბანი ჰქვია. დანარჩენზე იფიქრეთ თქუენ, ჩემო ლამაზო, ტკბილო და ძირმწარე ერო.

 

ქართველურითნო ქართველნო! მე ნამდვილად არ მაინტერესებს უცხო აზრი, არაფერია მათში გასათვალისწინებელი და იმიტომ, ხოლო მსოფლიოში ყველა მართალს - ეს საიდუმლოება ღმერთისაგან ეცნობება და იცნობენ. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ აქ ბერთა კლდედ წოდებულ გამოქვაბულებში მოღვაწეობისა და დაყუდების ჟამს, გადმომეცა მელქისედეკის ბეჭედი - როგორც სამი მოდგმის მამას. ეს ადგილი კიდობანის წინკარია, ანუ აღმოსავლეთის აღმოსავალი ცივილიზაციათა, მის წინ მდებარე აღმოშენებული ეკვდური კი - სანახავი იყო ბეჭდისა.


შვიდი ბეჭედი მომახსნევინა უზენაესმა, გადმომცა მელქისედეკის ბეჭედი და აღმადგინა მელქისედეკის ჩინში.

 

მამით, ძითა და სული წმიდით ვლოცავ სამივე მოდგმას

და ვაკურთხებ: სემს, ქამსა და იაფეტს!

 

ამის შემდგომ გამეხსნა გზა უფლის უდიადეს საიდუმლოებებში. მნიშვნელოვანია ის წინასწარმეტყუელებანი მიქია წინასწარმეტყველისა, რომელიც საქართველოსა და ისრაჱლის მომავალს შეეხება: დაფარული ქალაქი, რომლის საფუძველი მთათა შინა წმიდათასა იმყოფება, როგორც გვახსენებს დავით მეფე წინასწარმეტყველი ოთხმოცდამეექვსე ფსალმუნით - კარ-მიგნებულია!

 

ღმერთისაგან ნაბრძანები მაქვს, დავასხნა ხელი დედოფალს,

ანუ მივანიჭო „პირველი მეფობაჲ ასულსა იერუსალჱემისა“.

 

მოვუსმინოთ მიქიას:

 

„და იყოს უკანასკნელთა დღეთასა საჩინოჲ მთაჲ უფლისაჲ განმზადებულ თხემებსა ზედა მთათასა და განსაცხრომელ იქმნეს ზეშთა ზედათ ბორცუთასა და მიისწრაფიენ მისდამი ერნი მრავალნი. და მოვიდოდიან ნათესავნი მრავალნი და იტყოდიან: მოვედით, აღვიდეთ სახიდ უფლისა და სახლისა მიმართ ღმრთისა იაკობისსა და მიჩუენონ ჩუენ გზაჲ მისი და ვიდოდით შორის ალაგთა მისთა, რამეთუ სიონისაგან გამოვიდეს სჯული და სიტყუა უფლისაჲ ისრაჱლისაგან. და შჯიდეს შორის ერთა  მრავალთა და ამხილოს ნათესავსა ძლიერსა ვიდრე შორადმდე. და დაშჭრიდენ მახულებსა მათსა საჴნისად, და შუბებსა მათსა მანგლად და არა მერმე არ აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი და არღა ისწავებდენ მერმე ბრძოლასა.“ (მალაქია; თ. 4).

 

დედამიწაზე ნანატრი დროჲს შემობრძანება ღმერთის ნებით:

 

ქალაქი იერუსალჱმი, მშვიდობის ქალაქი, სვეტიცხოველის ენერგეტიკული ველით მშვიდობას მოჰფენს სრულად დედამიწას. და აღსდგება უფალი იესო ქრისტეს წინასწარმეტყველება: ნეტარ არიან მშჳდნი სულითა, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა.

 

დედუფალმა და მერმე სრულმა შვიდეულმან, აიაგურებმან ადიდონ დიდებულებთან ერთად ღმერთი მამა-პაპათა ჩუენთა!

 

აზნაურმან უფლისამან განამგზავროს სიტყუანი წმინდა ქალაქის მანიფესტის შესახე-სრულებლად, აღდგომით აღდგეს ერი მართალთა, განიწმინდოს და ეზიაროს უზენაესის წმიდა განკარგვათა.

 

წმიდა კარავიდან, არწივმა იაკობის კუერთხის სავანეს დაასუას ბეჭედი აღორძინებისა! ხარებით განივრცოს სიტყუა უფლისა, ერი განმზადდეს დიადი მასპინძლობისათვის, ჩქარობდენ სტუმრები სიმშვიდეში შეღწევასა და მშვიდობის მოფენას კონტინენტებზე.

 

იხაროს დედუფალმან თანადგომობით ერის მართალთა!

აღდგნენ ერის მოურავნი და ცხონდენ საქმენი მათნი!


ციხე-კოშკნი სალოცავ ნავსაყუდელად განთიადით შეიმოსონ მშჳდობისათი და მზის-ქუეშეთს მუზეუმებად განიკარგონ, მშვიდობა და სიყვარული კერის ცეცხლად აღენთონ და აღსდგნენ.

 

მიქია შორსმჭვრეტი წინასწარმეტყველების გადმომცემი წინასწარმეტყველია. ის მოღვაწეობდა იოთამ იუდეველთა მეფის დროს:

 

„სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი იქმნა მიქეაჲს მიმართ მორათისსა, დღეთა იოთამისთა და აქაზისთა, და ეზეკიასთა, მეფეთა იუდაჲსთასა, რომელთათჳს იხილა სამარიაჲსთჳს და იერუსალიმსა.“ (მიქია I; 1)

 

იოთამი-სრული (სულხან–საბა)

სრული (2,1 დაბად.) სრული განსრულებულს ჰქვიან უნაკლულოსა. (სულხან–საბა)

 

ესე მეფე იოთამი - დავით წინასწარმეტყველისა და მეფის ნათესავია და მერვე მეფეა სოლომონის შემდგომ, სოლომონის ჩათვლით ოცდამეორეა ქრისტეს  გენეალოგიაში ზარას გამოკლებით. იოთამი - შვილი და მემკვიდრე მეფე ოზიასი (758–742წ. ქრისტეს მოსვლამდე, იუდეველთა მეფე).

 

„დავით მეფემან ჰშუა სოლომონ ჰურიის ცოლისაგან; სოლომონ ჰშუა რობოამ, რობოამ ჰშუა აბია; აბია ჰშუა ასა; ასა ჰშუა იოსაფატ; იოსაფატ ჰშუა იორამ; იორამ ჰშუა ოზია; ოზია ჰშუა იოთამ; იოთამ ჰშუა აქაზ; აქაზ ჰშუა ეზეკია; (მათე: 6; 9)

 

იოთამი იუდეველთა მეფეა, რომელსაც ცუდი არაფერი აქვს ჩადენილი ღმერთის წინაშე. ამ დროს მოღვაწეობაში შემოდის მიქია წინასწარმეტყველი. ხეზე ასული ვენახი ქართული წარმართობიდან მოყოლებული დღეინდელად დღემდე საქართველოს ედემური ტოტემია. (მიქიას ტექსტის აღქმისათვის)

 

„ბაბილო - მაღალი ვენახი, მაღალი ვაზი, ხეზე ვენაჴი, გინა გრძელი ვაზი, ხის ვენაჴი“ (სულხან–საბა)

 

„დაფარნა მთანი ჩრდილმან მისმან და ბაბილოთა მისთა-ნაძუნი ღმრთისანი“. (ფსალმ. 79, 10)

 

„და განისუენებდეს კაცადი ქუეშე ვენაჴსა თჳსსა, და კაცადი ქუეშე კერძო ლეღვისა თჳსისა და არა იყოს მაშინებელი, რამეთუ პირი უფლისა ყოვლისა მპყრობელისა იტყოდა ამათ; ვითარმედ ყოველნი ერნი ვიდოდიან - თითოეული გზასა თჳსსა, ხოლო ჩუენ ვიდოდით სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა საუკუნოდ და მიერ კერძო.“ (მიქია; თ. 4)

 

მე ვენაჴები ერსა ჩემსა - თქუა უფალმა, ვენაჴითა თქუა ვენაჴები:

მე ვაზივარ ტახტსა მეფეთ-მეუფისა, ვაზითა თქუა ვაზივარო;

ერი უფლისა უმღერს უფალს - შენ ხარ ვენაჴი.

 

მსმენელნი სიტყვისა უფლისაგან, ყურით–ძენნი არიან შესმენილისა, ქართულით ყურძენად მოიხსენიეთ.

 

„მას დღესა შინა იტყჳს უფალი: შევკრიბო შემუსრვილი და განგდებული შევიწყნარო და რომელნი განვყარენ და დავდვა შემუსრვილი ნეშტად და განგდებული ნათესავად ძლიერად და მეფობდეს უფალი მათ ზედა სიონით გამო, ამიერითგან ვიდრე უკუნისამდე.“

 

იყო დრო და უკუღმართმა ჟამთა ბრუნვამ, განყარა მრავალი ერიდან, დაიწყო და დაეწყო დრო სრულიად ქართველთა საქართველოში დაბრუნებისა. სამეფო ქრისტესი საქართველოში აღსდგა და მოქმედებაშია აღმასვლისა და აღორძინებისაკენ.


პირველი აღმდგარი მეფჲას შესახებ წერს მიქია:

 

„და შენ გოდოლი სამწყსოჲსაჲ მაგარი - ასული სიონისაჲ! შენ ზედა მოიწია და მოვიდეს დასაბამი მთავრობაჲ, პირველი მეფობაჲ ასულსა იერუსალჱმისასა“.

 

განვავრცოთ, რომელ დედოფალზე წინასწარმეტყველებს დედამიწაზე ახალი ერის შემოსვლისათვის და ლომის ეპოქისადმი წარსამართავ დასაბამისეულ მთავრობაში.

 

დახასიათება ასეთია:


„და შენ გოდოლი * სამწყსოჲსაჲ **, მაგარი.“

„ *გოდოლი - კოშკი მაღალი, გინა ბურჯი *** ციხე (ცის–ხე).

სამწყსო ** - ცხოვართ სადგური, ცხოვრება, ცხორება - ცოცხლობა, ცოცხალთა სადგური, ასევე სიცოცხლისათვის სადგური.

სადგური - სადგომი, აქედან სიცოცხლისათვის სადგომი და ცოცხალთა სადგომი.

განმარტებისათვის ბურჯი ***

***“ბურჯი - სხვათა ენაა ჟამთაგან მოსული, ვარსკვლავთა ზოდიათა უწოდენ და კედლისასა გოდლედი ჰქვიან.

ქართული არ არის, ჟამთაგან შემოუღიათ. ვარსკვლავთ ბურჯსა ზოდია ჰქვიან. ბურჯსა უწოდენ ათორმეტთა ზოდიათა მზისათა.“ (სულხან–საბა)

 

ამოვიკითხოთ საიდუმლოს გახსნით:

 

და შენ გოდოლი, ანუ კოშკი მაღალი, რაც წვლილსა და მაღალ ცის ხეს გულისხმობს და ამასთან ერთად მზის ზოდიაქალურ სისტემის „ცენტრად“ ანუ შუაგულად წარმოსახავს. ენერგეტიკული მოდელის ხე, კავშირით ზოდიაქოს ენერგეტიკულ თორმეტ სახლთან (სვეტიცხოველშია სამხრეთ კედელზე აღსახული).


„წულილი - წვლილი არს სხეულობისაგან მოვლებული და სახე ბროლისა, ვითარცა სული და აური მისთანანი.“ (სულხან–საბა)

 

დედუფალს ახსენებს ღმერთი, რომ ის წარმოგზავნილია მეათე ცის ძალით, ბროლის ცის სისრულით ზოდიაქალურ სისტემის ცენტრში, როგორც ერის დედაბოძი და სამყაროს დედასვეტი.

 

მონაკვეთი ცათა სწავლებიდან, სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონი:


„პირველი მძვრელი ცა, რომელი ყოველთა ცათა აღმოსავლით დასავალად გარდაბრუნებს და მსგავსი არს ბ რ ო ლ ი ს ა. ხოლო გარეგანი ცაჲ არს სამყარო, რომელი შეცულ არს სასუფეველისაგან“.

 

ნახეთ რაოდენ მდიდარი სივრცისა და სისრულის მიმართვა დაიბეჭდა მიქია წინასწარმეტყველის ჴელით.

 

დედა დედუფალი, დედა ღმრთისმშობლის წილჴვედრ

ქართველთა სამშობლოში,

ქრისტეს დედულეთის რჩეული დედუფალი!


ერთ ენაზე მოლაპარაკე ერები, ენები და ტომები თესლებითურთ, პირველმა ხელთქმნილმა გოდოლმა დასცა და აღურია მეცან-იერებითი მეცნიერება, გარე-გნით წარმკითხველთასი, ვერ-მეცან-იერებითებისაგან, ხოლო ამან - დედუფალმან, რჩეულმან ღმრთისამან, გოდოლმან სიცოცხლისა შეჰკრიფოს საწყმსო გაბნეული და ერთ ენაზე - ლაზარეს ენაზე მიჰძღჳნოს ერს ერთი მიზნითა და ერთი გეზით სვლა მომავლისაკენ, რომელ არს კურთხეული სახელითა უფლისათა აწ ნათლით და სამომავლოდ განსხივოსნებით.

 

დედუფალი გაითავისებს და გაივლის განწმენდისა და მირონცხების გზას

და გახდება თავად მირონმცხებელი - სრულიად საქართველოისა.

 

ყოველნი მსახურნი დედუფლის გზაზე, სახელმწიფოებრივად უნდა აზროვნებდნენ და სამაგალითონი უნდა იყვნენ წესთა აღსრულებაში, როგორც ჭეშმარიტი აიაგურნი, წმიდა შვიდეული - ახალი გზის განკვალვისა. თავმან შვიდეულისამან, ანუ აიაგურთა წინამძღოლმან, განწმენდა გაიარა და შვიდგზის მირონცხება მიიღო.

 

გზა დამილოცია დანარჩენთათვის, დაამარცხეთ ეჭვები და

ამაღლდით ქრისტეს სიყვარულში!

 

წინასწარმეტყველებით მოსული დედუფალი - ღმერთის მფარველობაში შესული დედუფალია და სრულიად საქართველო განემზადოს ამ უდიადესი საჩუქრის მისაღებად და შესამეცნებლად!

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE