“რაჟამს იგი ჰსთქუას: ახალიო და ძუელი
პირველი იგი; დაძუელებადი იგი და
დაბერებადი მახლობელ - არს განრყუნისა.’’
/ებრაელ. 7; 13/
დამთავრდა თევზების წინასწარმეტყველური ერა, ილევა ერათა გადაბმის დროც. 2012-2014 წლებში ყველა წინასწარმეტყველება აღსრულდება. დედამიწისთვის ძნელი გასავლელია ეს წლები, იცვლება ღერძი. ყველა ერში, ენასა და ტომში ძველს ჩაანაცვლებს ახალი.
ქართველები ვალდებულნი ვართ მივხედოთ საქართველოს, დროულად მოვიშოროთ ძველი და განხრწნადი და ღმერთის მეშვეობით მივიღოთ ახალი სამყაროსაგან. თავდაპირველად ხრწნადს მივხედოთ, რათა არ შევიდეთ სასჯელში და ახალ ერას და ეპოქას განწმენდილები შევხვდეთ.
“აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთა, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვა და მოთმინებით ვჰრბიოდეთ წინა განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა.’’ /ებრაელ. 12; 1/
საქართველო მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ერთგვარ შემაჯამებელს წარმოადგენს, რადგან აქ არის ყველა წინასწარმეტყველებათა იდეური ცენტრი. ეს იმის გამო ხდება, რომ “დაბეჭდილია’’ ასე: მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, მოგვთა ენაზე ქალწულის ზოდიაქო, რომელიც ენერგეტიკულად სხეულის ჭიპს წარმართავს, კაბალისტიკურად კი ჭიპი გრაალის თასის სავანებელი ადგილია. ასევე კუართის საგანი, რომელიც არის პერანგი ლბილი და თბილი. ქრისტეს კვართი სელისაგან იყო დამზადებული. როგორი იყო? - თბილი. რისგან იყო დამზადებული? - სელისაგან. შევკრიბოთ ეს ორი სიტყვა:
თბილი + სელი = თბილისელი
ასე გენიალურადაა მოცემული შეხმატკბილებულ არსთა წყობა ამ სახელში და მართლაც თბილისი განსაკუთრებული ქალაქია, თბილისელი კი არა მხოლოდ ამ ქალაქში მცხოვრების აღმნიშვნელი სიტყვაა, არამედ ქრისტიანებისთვის განსაკუთრებული რანგის ქალაქია.
სისხლი სისხლით ინახება და ჩვენში ჩვენი წინაპრების სისხლი შჩქეფს და იხარის. გრაალის თასი სისხლისა და ნაღველის შესანახი ჭურჭელია და იქ ინახება, სადაც მისი სისხლით ნათესავები ცხოვრობენ, თუმცა ქართველები არსად არა ვართ მოხსენიებულნი. ჩვენ დასაბამისეული ერი ვართ და ვგიეთ სამარადჟამოდ როგორც ჩვენი უფალი.
ჩვენი უფალი ჩინით მელქისედეკია ანუ პირველმღვდელი და მეფე. მისი სატახტო ქალაქი მცხეთაა, მელქისედეკის ტახტის საბრძანისი კი - სვეტიცხოველია.
“რამეთუ ესე მელქისედეკ, მეფე სალიმისა, მღუდელი ღმრთისა მაღლისა, რომელი შეემთხვია აბრაამს, მორაქცეულ-იყო იგი მოწყუედისა მისგან მეფეთასა და აკურთხა იგი, რომელსაცა იგი ათეული მიჰსცა ყოვლისა მისგან ნაწილად აბრაამ, პირველად უკუე ითარგმანების მეუფე სიმართლისა და მერმე მეფე სალიმისა, რომელ არს მეუფე მშვიდობისა.’’ /ებრაელ. 7; 1-2/
როგორც ვხედავთ მელქისედეკი ჩინით აბრაამზე მაღლა დგას. აბრაამს შთამომავლობა ჯერ არ განმრავლებია ანუ მარტო-კაცია და მასზე ეროვნება არ ითქმის. მართალია მამა აბრაამი ებრაელი ერის თავშია გენეტიკურადაც და სულიერადაც, მაგრამ ამ დროს ეს ერი ჯერ არ არის დაბადებული. ბიბლიურად რომ ვთქვათ, მთელი ერი აბრაამის წელშია ანუ მის მამრულ წიაღში და მას აკურთხებს მელქისედეკი. გამოჩინდება, რომ ებრაელების მამა აბრაამია, ხოლო მაკურთხებელი პირველი მღვდელი ღმრთისა მაღლისა არ არის ებრაელი (დღევანდელი გაგებით), ის სალიმიდან არის, ჰყავს ერი, რადგანაც სალიმის მეფედ მოიხსენიება, მეუფე სიმართლისა ანუ სიმართლის მადიდებელი მეფე - მართლმადიდებელთა მეფე “რომელ არს მეუფე მშვიდობისა’’.
აბრაამი, ღმერთისაგან რჩეული ებრაელების მამა, განათლებული პატრიარქი იყო, რომელიც შემთხვევით პიროვნებას თავს არ აკურთხებინებდა, აქედან გამომდინარე მას ესმოდა, რომ მელქისედეკი ჩინითაც და წოდებითაც მასზე დიდი იყო ღმერთის წინაშე, ამიტომაც მიართვა ერთი მეათედი - “ათეული მიჰსცა ყოვლისა მისგან ნაწილად აბრაამ’’.
თუ ებრაელები ღმერთის შეწევნით გზას გაისწორებენ, ლევიტური წესის თანახმად მსოფლიოში ერთი მეათედი უნდა აიღონ, ხოლო აღებულის ერთი მეათედი მელქისედეკს ეკუთვნის, რადგან მელქისედეკის გამოჩენის ჟამი დადგა, რომლის სატახტო ქალაქი მცხეთაა, ხოლო სატახტო ტაძარი - სვეტიცხოველია.
უფალმა ბრძანა - მე ვაზივარ სვეტიცხოველში მელქისედეკის ტახტს და გვითხრა, რომ ვაზი - ვარო. მე ვაზიარე ერი ჩემიო, ბრძანა უფალმა და ვაზი-არეში ზუარეა, ხოლო ზუარე - პატრონის ვენახია (სულხან-საბა).
ერი კი უმღერის - შენ ხარ ვ ე ნ ა ხ ი ო !
“რამეთუ ესე მელქისედეკ, მეფე სალიმისა, მღუდელი ღმრთისა მაღლისა, (მცხოვრები ნაზ-არეში, ე.ი. ნაზარეველი, მეუფე ნაზ-არე-ველთა, ვისშიც ქრის ღვთაებრივი იდეა და ქრის - ტე - ში დავანდება, ტე-ვანდება, ხოლო ტევანი ნაყოფია ვენახისა, ამიტომაც ბრძანებს უფალი - მე ვენახები ერსა ჩემსა) .
.. პირველად უკუე ითარგმანების მეუფე სიმართლისა და მერმე მეფე სალიმისა, რომელ არს მეუფე მშვიდობისა.
უმამო, უდედო, ნათესავმოუხსენებელ, არცა დასაბამი დღეთა, არცა აღსასრული ცხოვრებისა აქუს; ხოლო მიმსგავსებულარს იგი ძესა ღმრთისასა და ჰგიეს იგი მღუდელად სამარადისოდ.’’ /ებრალ. 7; 1,2,3/