კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

ნაწილი I

 

აღდგა დრო, რომელმაც უნდა გამოავლინოს ქართული ცივილიზაციის მომავალი. ქართული გენი ერთერთი უძველესია კავკასიაში მკვიდრ ერებს, ენებსა და ტომებს შორის; ამასთანავე გენის მეხსიერება უწყვეტია ადამიდან დღევანდელ დღემდე.


გენის კოსმოსურ არეალში შემყვანი ქართული ენაა, რომელიც ცნობიერ სამყაროს აკავშირებს ქვეცნობიერ სამყაროსთან. ზეცნობიერი და ქვეცნობიერი ბუნება კაცებრივი - დედა-კაცთა და მამა-კაცთა გამოცდილებათა წისქვილია, რომელიც სიბრძნის პურის ფქვილს ფქვავს. ხოლო საფუარი ამ სიბრძნის პურისა სიყვარულია მოყვასთა შორის, რწმენის ცეცხლში ცხვება და ყველა ქრისტიანულ მისტერიას სრულიად ერთი მიზნით გაივლის ქართველი ერი.


პირველი აღმსარებელნი ღმერთის წინაშე ადამი და ევაა, აქედან გამომდინარე კი აღსარებას - სახელი იუდა დანიშნავს. ვხვდებით, რომ პირველი იუდეველები ადამი და ევა არიან.


ისინი ღმერთთან ლაზარეს ენაზე ლაპარაკობენ, ანუ ქართულად და პასუხსაც ღებულობენ და ესმით ამავე ენით. საოცარ საიდუმლოებებთან მიგვიყვანს ქართული ენა როდესაც გავიხსენებთ, რომ ადამმა ამ ენით დაარქვა სახელები მთელ დედამიწაზე ყველაფერს - ფლორასაც და ფაუნასაც.


დღევანდელ დღეს კაცობრიობა წიგნს, რომელსაც სახელთა წიგნი ჰქვია, აღარ იცნობს. მთავარი ნაწილი შენარჩუნებულია ქართულ ენაში, დანარჩენი კი გაბნეულია მსოფლიო ენებსა და ტომებში, რომელთა ადგილობრივი ლოგოსური ტაბუები ინახავენ მრავალ კოდურ სიტყვებს, რომელთა ქართულებრივი დეშიფრაციით შესაძლებელი იქნება მიახლოება პირველად სახელთა წიგნთან.


და ვიმეორებ! თუ ღმერთმა ინება და მოგვცა ადამის წიგნთან მიახლოების საშუალება, მაშინ არა მხოლოდ საქართველო ავა სულიერების ლოგოსურ არეალამდე,  არამედ მთელი მსოფლიოს ენები ღვთაებრივ ლოგოსურ ფრთებს შეისხავენ. არავითარი სხვა გზა არ არსებობს გარდა ერთისა: ქართული სამაროვანი ანბანი ერთი და იგივე დროს შეიქმნა! და ამ მიმართულებით კვლევა მოგვცემს ჩვენი კულტუროსანი ისტორიის სრულ სურათს - ყველა სხვა მცდელობებმა დანაწევრების და დაპირისპირების სახე იჩინეს.


ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ღვთაებრივ “მატრიცაში’’ შესასვლელი მხოლოდ ეს ანბანია დატოვებული - კაცობრიობის განვითარების შემდგომ ევოლუციურ ეტაპში სრულფასოვნად შესაღწევად.


ფრიად მნიშვნელოვანია მეცნიერები გულდასმით მიუდგნენ ამ საკითხს. ლოგოსი, რომლის საშუალებით შეიქმნა ადამიანი, სრულყოფილი ლოგოსია (თუკი შესაძლებელია ასე წარმოისახოს). როდესაც ამ ლოგოსიდან შექმნილი არსება კარგავს სიტყვის შინაარსს და ზედაპირულ მეხსიერებაში იყენებს ასოთაგან წარმოქმნილ სიხშირულ და ვიბრაციულ ჯგუფებს თითოეული სიტყვისას ასიმეტრიული მნიშვნელობით, მაშინ ძალიან დიდი, უარყოფითი სახე იბადება ენერგიისა, იჭედება დრო დისჰარმონიულობაში და მცირდება სხეულებრივი ასაკი, ავადდება ადეპტი, რაც არასწორი აზროვნების შედეგია.


განუსაზღვრელ ენერგეტიკაში იფუთება სწორი ენერგეტიკა, სიტყვები ნაჭუჭებში ექცევიან და განმსაზღვრელი არსი კარგავს თავის ძალას. ქვეითდება სამყაროსთან ურთიერთობის აღქმა და ქაოტიურ დინებას მიყოლილი ადამიანი დროსა და სივრცეში იკარგება. ძალიან დიდი დროის მანძილზე კაცობრიობას ღმერთი ამზადებდა, იმისთვის რომ ეს ანბანი და ენა განემჟღავნებინა მათთვის. მაგალითისათვის ისიც საკმარისია, რომ ღმერთმა მე, ჩვეულებრივ კაცს, ლაზარეს ენის ნამცეცებით მიმაკვლევინა კაცობრიობის მნიშვნელოვანი საიდუმლოებები, მხედველობაში მაქვს ბიბლიური საიდუმლოებები.


პირველი საიდუმლო, რომელსაც ვეზიარე და ვაზიარე ერი, არის კიდებული ბანის საიდუმლო, რომელსაც კ ი დ ო ბ ა ნ ი ჰქვია. პირველადი რეაქცია გამაოგნებელი იყო თითოეული პიროვნებისაგან, ვინც კი გაიზიარა ეს თემა. ინფორმაციის ნაკლებობის გამო აღიძვრა უცნაური კითხვები: არარატის მთაზე არ გაჩერდა კიდობანი? აქ ნუნისში როგორღა მოხვდა?


ერთ რამეს მივხვდი, ამ გრანდიოზული თემის წინაშე მეც ბავშვი ვარ და ჩემს გარშემო შეკრებილებიც. კიდობანი ღმერთმა შექმნა, მისი არქიტექტორი უფალია და მის გარეშე არც არასდროს ყოფილა დედამიწა. რატომ? და აი რატომ! დედამიწა სივრცული სხეულია, იგი ბანოვანია - “დედაა’’ ყველასთვის, ვინც მასთან ერთად ცხოვრობს (ბანოვანი - დედათ-თავადი (სულხან-საბა). მთავარი დედის სახელშია მოცემული: ბანი და ანი. მდედრი ენერგიის ეს ულამაზესი პლანეტა ჩვენი საცხოვრისია. მთელი დედამიწა კიდებული სფერული ბანია, რომელიც სამყაროს იდეის სფეროს უკავშირდება ნათელი სვეტით - სვეტი ცხოველით.


მაპატიოს ღმერთმა ასეთი გამოთქმისათვის: დედამიწის “ყუნწი’’, ვაშლის ყუნწივით თვით ძელი ცვოველია და სვეტიცხოველია მისი მარადიული სახელი. ამ ლამაზ დედამიწას “ყუნწის" ადგილი აქვს და ეს ადგილი კავკასიონია - ქართველთა დასაბამისეული ადგილი, მას საქართველო ჰქვია სახელი და სახ-ელი, ანუ აღსადგომი ერია უფლისა და უფლის ძალით აღმდგომი. სახელის ამ ასტრალურ საიდუმლოს ნოეს უმჟღავნებს და გაითავისე ეს შენ, ჩემო მართალო კაცო!!! - ბრძანებს უფალი ღმერთი.


კიდობანს ღმერთი ქმნის ლოგოსის ძალით, ანუ პირველ დღეს მოყვანებაში იბადება ყოველივე, ნოე მასში კირით-ხუროობას იქმს ძალით ღმრთისათა და ბრძანებითა უზენაესისათა.


აღაშენებს ნოე კიდობანს, კიდებული ბანის “საყუნწო’’ ერთ სივრცეში, ბუდებად ქმნის და ალაგებს ბან და გან სართულებად გან-ბან-ვითად სამყაროში. და მოაწყობს ნოე კიდობანს შიდა წყლების-ზედა, და მოექცევა წყლის სტიქიის ცენტრის თავზე კიდობანი.


ეს ცენტრი წესთა განზავების ადგილია და ფარული ცეცხლის სამყოფელი, მეგამაგტრონი ანუ მატრიცის დრიტა. და აი რატომ! ამ ატამანივით მთავარ ადგილზე (ფიქრთა ატამანი მაქვს მხედველობაში) ატმანთა სამყოფელი, ენერგეტიკული მდედრი ნულია ღელვათა მიმართებაში. მისი ქრისტიანული მისტერიული სახელრქმევა - სიმშვიდის სავანეა. იყავით მშვიდი! ვინაიდან სიმშვიდეში მშვიდი მშვიდობით დაიპყრობს მზერას სასუფევლისას, რომელ არს უხილავის მოქალაქეობრიობის შეძენა, რით-აი-სი-სად-მო ხარ შენ ძე სასუფეველისა.


მონატრებითა ვართ ღმრთისა მიერით აღდგომისადმო, ერო ქართველო, ერავ ქართულითო, ნუგეშის-ცემით ნათლითადმო მღვიძარდი!!!


მოდით და მოინთავისუფლეთ ფიქრი, კიდებული ბანის მკვიდრნო. სფერული ბანი ცხრათვალა მზისქვეშეთში ცხრა ცას მოიცავს, ანუ შვიდ სფეროში მოთავსებულია ცხრა ცა, ისე როგორც გადმოგვცა უპირველეისმა წინაისწარმეტყუელმან - “დასცხრა ღმერთი დღესა მეშვიდესა საქმეთაგან თვისთა’’.


დასცხრა აუცილებლად ამოიკითხავს ყველა ქართულის მცოდნე ცხრას და სიმშვიდისაკენ სვლას, ყოველთა მოქმედებათა დასრულებას. თავად დააკვირდით, დაფიქრდით და მე კარგად ნუ დამეთანხმებით; ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ, ყოველთვის ასე სჯობია. მღვდელმთავრებს კი მოვაკითხვინებ ასეთ უძველეს სიბრძნეს, თივაში შენახული მუგუზივით რომაა:


ისრალი იაკობის გზაა და ეს გზა ნებაყოფლობითით კი არა, არჩევითი და გარდაუვალობითია. წაიკითხეთ ყოველმა დამკვირვებელმა და არ დაგავიწყდეთ - ბიბლიური, ყველა იუდეური ნაშრომი ქართულადაა წასაკითხი!


 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE