ნაწილი IV
ყ) დონ-ყარით ბეთყარი
პირველი და აუცილებელი სიმშვიდის მოპოვებაა საჭირო დღევანდელ სინამდვილეში. ეს შესაძლებელია მხოლოდ გასვლებით წმინდა ადგილებში, გამოქვაბულებში, მღვიმეებში, მთის მწვერვალებზე, ზეგნებზე; ვის როგორ ესმის განმარტოება, ისე შეუძლია მოიქცეს, წყნარ სოფლებშიც შესაძლებელია გასვლა.
ჩემო ტკბილო და ტანჯულო მოფიქრალნო, მთავარია დაიწყოთ და ყველაფს მოგაწვდით ღმერთი. მარტო ცოდნით, რომ ღმერთი არსებობს - წინ ვერ გაიწევთ. აუცილებელია მასთან კონტაქტი და ამის უფლება მოგვანიჭა ძემ “მამაო ჩუენოს’’ ლოცვის შინაარსით. ეს ჩვენი კურთხევაა მამასთან მისასვლელი და ამ კურთხევით ვიწყებთ, შემდგომ კი აუცილებელია ჩაუღრმავდეთ სულიერ პურს და მის გემოს. ყოველი სიტყვა შეიცავს უსაზღვროდ დიდ ენერგიას, თუ შევძლებთ და აღვიქვავთ ამ სიტყვას. რა სიღრმემდეც შეგვიძლია ჩავწვდეთ სიტყვის შინაარსს, იმ სიძლიერის ენერგიას ავიღებთ მისგან.
წვდომას სასრული არ გააჩნია, სიტყვის შინაარსი მთავრდება იქ, სადაც მთავრდება შენი წვდომა.
ადამიანთა ასაკი გაიზრდება და მინიმუმი თითქმის 120 წელი გახდება, და თუკი ქართველებმა შესძლეს ღრმად ჩასწვდნენ ქართულ ენას და ქართულ სიტყუას, არ არის გამორიცხული 200 წელი სი-ჭა-ბუ-კის ასაკად გადაიქცეს. მხოლოდ შეუმეცნებელი სიტყვები განიცდიან ადამიანში სიბერეს და “ფითრივით’’ ცხოვრობენ ადამიანში. შემეცნებაში და შემოქედებაში შეყვანილი სიტყვა ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ეს ასე ხდება, მაგალითისთვის: სამების ძალით დავლოცავ ჩემს თვალებს, რომლებიც უთვალთვალებენ ჩემს კალამს აღძრულს ჩემი თბილი და საყვარელი ერის გასანათლებლად და გულით ვითხოვ შემოქმედისაგან ღვთაებრივი სადავით ეპყრას ჩემი სამოძღვროდ აჭენებული ფიქრების ცხე-ნების ცისარტყელას ფერებში რე-მი. დინჯად და დო-რედ ატარე ჩემი სიტყუათა ნაკადი, შემწე მეყავ მე, და-მი-ფა-რე მე, და-მი-და-რე მე, დო-რე-მითის კუალი.
აგზნეგონურია ქართული სიტყვის აყვავება და ნაყოფი გულ-დარიანია სისრულითა და სიყვარულით.
ყველა გახდეს მხედველი და მსმენელი ქართულისა ენისა და წვდომის ასპარეზი ჩაირთოს ერში. გზა შემეცნებისა აფაეტონებულია და აფოტომითებულია, განევრცოს და ადიადდეს მზითები ქორის წილიდან არწივის წილამდე. მოსახვევითა ვარ ინდური სარით ენის ცეცხლის მოდარაჯე, აღვანთე და ველი, ველებს მი-ნ-დორველებს როდის აციაცინცქლითებს.
ფარდა ვღე, ვჭენე ნებით, ვჭედე ბედით - ამიმართოს უზენაესმა! შემოვდივარ უზენაესით! სიტყვით! მიყვარს სიცოცხლე ჩემი ერისა! ცას აწერია შეხვედრა - დაილოცოს!
შ) დონ-შინით ბეთშინი
ა-მირანდვითა ვარ ახალ სახელზე, ამირ-ბარითა ვარ ამირანის კვალზე. ამირ-ჩიეს მდევრებმა, მე კი ვგუთნე კვალი ცალ-ხარა უღელით წვიმის მერმე. ახლა თავისუფლების სურნელს აფრქვევს გახნული კვალი ამირ-ჩინებისა. მოვამდორე ფიქრი შენი - ჩემი; ჩემი - მათი; მათი და ყოვლარ; კა-ცითგან მი-ადამამდე.
ამო-იღი-ტინოს სიომ ქარამდე, ღიმილმა ჩაყლაპოს ქარიშხალი, ურა-განი შრიალად დალაგდეს.
ამირანის ვარსკულავი ამოცნობილია, დღე დაიწყო ვარსკვლავიერი და ნათელი გალაქტიკისა გზას უნათებს ქართველ ერს, ირემი ახალი ნახტომისათვის ემზადება, მყრალი ქორბუდა ერისა და კარიბჭე გახსნილია! პურისგან იქმნა ნამცეცები და შეაერთეთ ნამცეცები ერთ პურად არსობისად.
მერმე დანამცეცებულო ერო ქართ-ველურითო, შეერთდით ერთ დიდ სადიდებელ სიმართლეში სიყვარულით.
ა და მი გამთლიანდა, ამი-ნათდეს მისით გზა, ამინ ამ - ენით, ამენ.
მიყვა - რას მი-ყვარხარ! მხოლოდ ქართულად ამიხსენით სი-ყვარული, სი-ყვარული სი-მართლისა კაცისა, სი-ყვარული სი-ცოცხლისა კა-ცისა, სი-ყვარული სი-ნათლისა მართ-ალისა, სი-ყვარული სი-მშვიდისა ძალისა, სი-ყვარული სიმ-შვიდისა ჰანგისა.
მოცავტრიალდი ტიალი ცრემლით სავსე და ღრიალით, ხარივით ძალა დავხარჯე უზომო - ზომის ყანაში, ქვეყანა როს გავახარე, არწივს დაუწყე თამაში.
ამომიცნო ყველა სიტყვამ, რომელიც კი ბაგით ვტყორცნე, ქარი ხევში დავიჭირე და გზა-კვალი დავულოცე.
სიცოცხლე ნადარბაზევით სატახტო ქალაქს აცოცხლებს, მითქმა-მოთქმაც კი მიჩუმდა, ხმა დუმილით მოსეირნობს, მხოლოდ ჩემი კალამი არ ისვენებს სამზეოდ, მთვარე მეჩურჩულება და პურს მაწოდებს სადღეოს.
ც) დონ-ცანით ბეთცანი
ცაზე უსახელო ვარსკულავი მოკალათებულა, ნათლიას ელის!
ელის - გულით!
ელის - სულით!
ელის - გონით!
მალე დიდ-ნათლია მოვა, ახალ სახელს იტყვის, მერე აღარ იტყვიან - გამარჯობა ვარსკვლავო! ასე მიმართავენ: გამარჯვება ახალ-სახელიანო!
მშვიდობა შენდა - ლომის გულიანო!
აღდგომა შენდა - ლაზარეს-ენიანო!
საიდუმლოს შემნახველო - არწივის ფრთებიანო!
ხარი - ხნულით შეგიფასდეს, თავად ხარ - ხარიანი. გიორგი ძუელით და ახლით მთლიანი - ავიშენოთ ერთობა, მოვიპოვოთ ჭეშმარიტება, გაღიმებული და მართალთა ფერხულით მოვყვეთ ცის წინაშე ჩვენი წარსულიცა და მომავალიც ნატვრიანი.
ეს დრო შენია, საქართველო!
სტუმარ-მასპინძელის კანონი აღდგა, მოსულს განეღოს და შემხვედრი დატკბეს! სტუმარი ღვთისააო - ასე დაგვიბარეს წინაპრებმა.
ძ) დონ-ძილით ბეთძილი
ამ საუბარში გავიმეორებ ერთ საოცრებას არსარული ველის სისწრაფისა, ფორმულით ლოგო-სითით ამიღიმილდეს.
გაფიქრება წარმოსახავს საფიქრს, წარმოსახული მყისიერად ჩნდება სამყაროს ზღვრული წვდომის სფეროიდში, სრულიად მაკრო სფერულ სივრცეში აპკაურად და აღძვრის სათავეში, ერთი და იგივე მყისში - ეს არის ერთი დიდი ნება ყოველთა დაბადებულთა და დამბადებელთა მსგავსებით - მამით და უზენაესის უფლებამოსილებით.
იგავივით გონების გასავარჯიშებლად მიიღეთ - სამყაროსავით უსასრულოა და ლამაზი. ყოველივეს მიღწევა შეიძლება ღმრთის ნებით, და მოვიდა და აღდგა ის სივრცე, რომელშიც აღარავინ დაკარგავს ღმერთს, სივრცეს სიყვარულისას და გზას სიცოცხლეში მარადიულობის დასათვალიერებლად.
წ) დონ-წილით ბეთწილი
ზეგნებზე ავანების დრონი მოიწნენ, ავეფინოთ ზე-გნებით, ქართული ბუნება იღვიძებს.
ზარი - რეკს! ზარი - რეკს! ზარი - რეკს!
აიღიმილეთ ცრემლის ტბორებიდან, აიკრიფეთ და სევდიანი იალქნებით გაღიმებულ ცისკართან მინავარდითდით.
ესე მართლით მივადგეთ ძუელ დავიწყებულ ნავსაყუდლებს, მთებზე ჯაჭვნი რომაო ჰკიდია. აენთეთ გულით, აენთეთ სულით, აენათინათეთ ფიქრებს, მხოლოდ წინ. უკან დასჯილი ბაბილონია. დედამიწა თავისუფლდება სიმწარეებისა და სიმძაღეებისაგან, ვა იმას, ვინაც ვერავითარით ვერ მიხვდა და წუმპეს უნდა გაჰყვეს.
ჯ) დონ-ჯანით ბეთჯანი
მთებმა მისმინონ, აქლემებივით მუხლნი მოდრიკეთ, დრო მოვიდა, მთებო! შეისხა ჩემი ერი შენს ქედებზე და გადარჩენის ცისკრისკენ სვლაში დუმილით მომყევ.
ამალულითდით, შეპარვით ვიტყვი, ცქვიტდით და უღიმღამობის ნიღბები მოიშორეთ. ამრავალძალითდეს ერის სული, დარიალითდეს კარიბჭით სუნთქვა.
მე მზადყოფნაში ვარ! წარმოთქვას თითოეულმა და განემზადოს თავადი - მომავალიც. ალელუია - წყარომ ჩასძახოს და ცებმა მოიბან ცისარტყელას ქამარი.
ზარი გუგუნებს! ზარი გუგუნებს! ზარი გუგუნებს!
ორომტრიალითდეს უგუნურება! ზე-თენებისაკენ, ერო!
ხ) დონ-ხანით ბეთხანი
ქორის ბუდების ნიშნით ვდებ, ქორ-წილის ნანინავებას.
მზე სხივით გრგნს ჩაეკრას. მთვარემ იცვალოს გუერდი. ვარსკვლავებითაა ხატული ზეცა - ახალი ჩანგით, ახალ სიმღერას ვმღერი.
ფერხულით მთებზე ღმერთს ვესაუბრები და უკან მომყვება მე ჩემი ერი.
მზეთა-მზე ჰქვია ცის-კარის ვარსკულავს, მრავალჟამიერით მილოცავს ერი, აღიმართება სიცოცხლის დროშა და დაისვენებს ჰარი-ჰორამენიცა და კენჭა-ბერიც. დედაბერას კი ღიმილის ბაგით დაუჭერია სიოს ნაბადი, ისევ სიცოცხლის ახალი ძაფით მოქსოვს ცხოვრებას.
დონ-არით ბეთარი
ისრალ, ნუ ნერვიულობ, არ მავიწყდები, მალე კარვის-დგმის დღესასწაულს ეზიარები.
მომძებნე გულით!
მომმართე გონებით!
მეზიარე სულით!
სამი-ზნითა ვარ ერთი მიზნითი, მომენატრა შენთან სამწყესურით ბაასი.
დაგიფაროს მარჯუენამან ჩემმა და დაგაფიქროს მარცხენამან ჩემმა. სუნით მივაგენი შენს ბილიკებს. ნებროთიანითა ვარ დაგეშილი ნადირზე, ახლა ზენიტში სვლის ჟამი გამოწვიმდა. შენთან ერთად ვარ ამ განსაცდელში!
მამით არის მამობის წვრთნა და ძით არის შემდეგი მამობა, სულიწმინდით სიხარულია ნათქვამი. ამიერთდეს ყოველივე შენს საკურთხევლად მთებით.
ჯ) დონ-ჯანით ბეთჯანი
ჯანი მოგცეს ღმერთმა ყველას, ჩემო მსმენელო, ია და ვარდი აღდგეს, ვარდი და ია.
ვარ-დიდ-აია!
ჰარი-ჰორამენით
კენჭა-ბერი
დრო გადაკეცილი ალამივით - ნიშნად დაგებული შოთას სიცოცხლე.