კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

ნაწილი II 

 

ჟ) დონ-ჟანით ბეთჟანი


განსაკუთრებული მატერიის ინერციით მიჰქრის კაცობრიობა მძინარე სულით და ვერც მიმხვდარა, რომ უნდა გამოიღვიძოს. ისევ “ბაბილონის’’ გოდოლი ააშენეს, ამჟამად აგურებით კი არა, არამედ ფულით, ოქროს, ვერცხლის და ძვირფასი ქვების, ანუ ძვირფასი ქვების მეშვეობით იცავენ ფულს, ფულით კი თავს. ეს გოდოლი ადვილზე ადვილი დასაშლელია მარტივ ერთეულებად, საკმარისია მისი არარაობის იმპულსი აღიძრას გონსახიერ - კოდ - მიჩენილში, ადეპტში, რომელსაც შეუძლია ამ ხრწნილების ფესვის დანახვა და მომენტალუეად გოდოლი ფა-ფუ, აიკრიფება ყველა მისი მოჩვენებითი ძალა.


არსად დაწერილა, რომ მევახშეების გაბატონების ჟამია დედამიწაზე და არც იქნება ასე. ეს ცოდვილთა სამაგალითო დასჯის დროა, ვახ - ვა - უ იმას, ვისაც ამ სისტემაში უდგას ფეხი, თავისი გული და ჯიბე. ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად მოავლენს ღმერთი განმანთავისუფლებელ სულს და დაიწყება მევახშეთა გოდება. აპოკალიპსის მთავარი ძარცვითი სცენა გაცოცხლდება, ფანტაზია არ გეყოფათ, ისეთ დღეს დააწევენ ბაბილონის მეძავს.


სტიქიებს მიღებული აქვთ ბრძანება გათანგონ მეძავი და განწეწონ. ღმერთის ნებით ოთხივე წესი ანუ სტიქია: წყალი, ცეცხლი, მიწა და ჰაერი უკვე გამზადებულია. ბილ - ბაბილონის - ბილწების კერპო, მოვიდა შენი რაგანროკის აღმადგინებელი სული.


ცოცხლად შეჭამენ მთლიან სისტემას მეძავი ბაბილონისას ხახა-დაღებული ზეციური ლომები. უსასტიკესი ეს წამი - ბაბილონის დამსჯელი აბიჯდა, ყველას, ყველას დედამიწაზე მოაბეზრე თავი აშეშებულო გველო, შენი შემქმნელი ცეცხლში შთაინთქმება.


რ)  დონ-რაეთი ბეთრაე


სოფელ დიმსა და სოფელ გალს შორის დაუღლებული ღერძი, დედაბერას მთიდან სიბრტყით გადის და დედაბერას ვერტიკალურ ღერძთან კოსმოსის მიმართებით გონიოს ქმნის. შუმერები ამ გონიოსებურ ღერძს ციურ სახსარს, ვეგს - დიმგალად მოიხსენიებენ.


წინა წარღუნვის დროს დიოსქურიის მხარემ დაიწია და ბათუმისამ ამოიწია. ამჟამად ბათუმი დაიწევს და დიოსქურია ამოიწევს. ეს ღერძული სიბრტყის ცვალებადობა წარღუნვების პერიოდს ემთხვევა.


ელექტრონული ანგარიშებით გაბღენძილებს, ელექტრონულ ბარაქას ვერ გადაგირჩენთ, ნაღდი ფულის წონასწორობა გაქრება, ქაღალდად გადაიქცევა. დოლს არ მოხვედრია იმდენი, რამდენიც დოლ-არიას მოხვდება!


ქართველი კაცის ოცნებას ღმერთი აღასრულებს და აღახდენს, კაცი ვერ შესწვდება ამ ძალას. რატომ?! იმიტომ რომ ოცნება ფულით არ იყიდება!


არსარის სიჩქარით ვაზროვნებ და პულსარის მემკვიდრე ვბრძანდები, თბილ-გონიერი ბადობითობის ცენტრის განშლა მავალია.


ცივი არაა ჩემი ბადება, არც ორმაგი სიცივეა - ჩემი ცივი-ლიზა-ცია რომ დაგირქმევიათ, ყვავებო.


ქნარი დათვს უკავია, ცაზე არწივს აბარია. მეექვსე სიმზე ქნარისაზე ლა-ჟღერითზე ვარსკულავი ვეგა კიაფობს.


დავით მეფე ცენტრში დგება, გრეხილსა და წნულ ტალღებში ვეგასაგან სვეტიცხოველისაკენ რომ მოვანდება და იტყს: ვეგალობები უფალსა ღმერთსა, ენის სახსარზე ვიტვირთე სიტყვაო და ჰამბავს ამბობს უჰაააა, რამოტელას. ჯერ სიტყვა იყო და იყო უდარდელად სამ-ოთხეში სანამ იყოო!!!

 

ადამი განძევდა კაცობრივ ცხოვრებაში და დაიწყო კაცობრივი ცხოვრების ადამის რანგში აზიდვა. წინ უსწრებდა კაცებრივის დაცემა და გაპარტახება სისაძაგლემდე.


ადამი რანგია და სახელი რანგობრივი, ადამი რანგობრივი ედემური ზნეობის თესლია კაცობრიობისათვის ქართული ენით გატანილი, ლაზარე ჰქვია უფლის სახარებაში და აღმადგინებელი და მაცოცხლებელი ამ ენისა უფალი იესო ქრისტე ნაზარეველია. როგორ შეიძლება არ უყვარდეს ქართველ კაცს მისი დედა ენის მაცოცხლებელი უფალი. წარმოუდგენელია, სიცოცხლე ჰქვია მას და ყველაზე დიდი სიმდიდრე საქართველოსთვის - მისი რავალჟამიერი და მისი დაბადებიდან გარდასახვამდე და დაბადებიდან გარდაბადებამდე სავალი გზის სინათლე.


ადამის გზებზე მომყევით, ქართველებო, ყველა არაო უფალმა: მჩხიბავები არავითარ შემთხვევაშიო, მაწყევარნი არაო, ბოროტმოქმედნი არაო, მევხშეები არ გვჭირდებაო, ცრუ მოძღვრები არაო, მკვლელები არაო, ცილისმწამებლები არაო, ამპარტავნები არაო, სიცოცხლეში მკვდრები არაო, დამპყრობლები არაო, იქვე კოლონიზატორები არაო!!! ვინც თავი დაიმდაბლოს, ფეხშიშველი და გულგახსნილი მოგყვეს, კიო! ვინც დაითმინა და სიმართლეს უდარაჯა, კიო! ვინაც დედა-შვილობის სიყვარულის ცეცხლს ემსახურა, კიო! სამშობლოს მოდარაჯენი, მცველნი, ჯარისკაცნი, მართლმსაჯულების პატიოსანი მსახურნი, კიო! ცოტა-ცოტა ცოდვები თუ ექნებათ, გავკადნიერდი და ვიკითხე: ის ცოდვა აპატიე, შვილო, რომლის პატიება შენს გულს შეუძლიაო. ტირილით დავიღალე, უფალო, რა ვქნა, რა ვიღონო მე მწუხარემან - შევკადრე უფალს.


რა ჰქმენი და იცინე, მწუხარება ხარებით შეიცვალე, ცრემლს მე მოგწმენდ, ბოლოში ხართ, ბოლოშიო! გაისენეთ, იცინის ის, ვინაც ბოლოში იცინის. ესეა - კი! ისაა-კი! ამიტომაც ისაკი სიცილს დანიშნავს. მხოლოდ ნათლითაა ღიმილიანი მისი უფალი მაცოცხლებელი ჩუენი ენისა.


ს) დონ-სანით ბეთსანი


მოემზადეთ, გამოდით ბაბილონელი მაძავის ქვეყნიდან. მას ღმერთი სჯის და მერე მთელი სამყარო, ყოველი ერი, ყოველი თესლი ამ ერისა, ყოველი კონტინენტი შეიძრა მის დასასჯელად, ერთ საათში დაიწყება მთელი მისი შემოქმედებითი სიმეძავე და სისაძაგლე. ყინულის კაცები შეგჭამენ ჩრდილოეთიდან და შენს ნაძარცვს დაიტაცებენ.


გოლფსტრიმი თორმეტ ნაწილად დაიშალა და განიშალა, დედამიწის ტევადობამ ინდუქციურ კაბაში ცვალებადობა დაიწყო, ელექტრონების გადაადგილებაც კი შეიცვლის მიმართულებას. ყველაფერი იცვლება, თქვენი დალაგებული სიმეტრია დროთა ფაქტორის ასიმეტრიულია უკვე. იცით, ვინაც ხვდებით გარე-სკნელში და კბილთა ხრჭენით გოდებაში - აღიძრა?!


მომსვლელი მოვიდეს, მართალითითი მართლითი და მართვითითი.


ტ) დონ-ტარით ბეთტარი


მიუწვდომელითა ვარ მზე-რა-ონით, გემითა ვარ მოუხელთებელით, გენითა ვარ ქარცეცხლწნულითით, ვარსკულავითა ვარ ახალ-უხებითით, ნებროთის წიგნითა ვარ მონადირე ძუელითზე, ჟამ-ტყებითა ვარ მსჯელი, მამითა ვარ ბავშვი და ვარსკულავებით ვიკვებები.


მიწიერი ფულით ღატაკი ვარ, ზეციური საუნჯით დიდვაჭარი, უსასყიდლოდ მივიღე და უსასყიდლოდ გავეცი.


კენჭა ბერი ვარ და ყოველი კენჭი სალოანი და სახელოვანი მემორჩილება მე. ანდამატის კენჭიდან ქარვა-გიშრიანამდე დაუკაკუნებ კანჭი-კუნჭი-კლანჭის კვერთხით და  სუყველა ჩემს ბეღელში ბეთ-კლდე-ღელეში მოადენენ წკაპანს და კაპწი-კუპწად დალაგდებიან. თამაში მიყვარს მათთან და მითადმო.


ერთ სიბრძნეს გეტყვით ყე, მე კამბეჩოვნელი აბეზარა, თქვენ კი ტყეთ: სიბრტყეს თუ არ მოქსოვ - შეურყეველითით, კუბს ვერ ააშენებთ, და საკურთხეველი კურთხეულს ვერ განინაწილებს, ოქრო განქარდება და მზე თვალს დახუჭავს.


არარაობა ვარ რაობასთან წილნაყარი და მონა ვარ სული-წმიდისა.


ის ნაპერწკალი ვარ ცეცხლი რომ დაანთო და ის მოყმე ვარ გასათბობად ამ ცეცხლთან რომ არ მიმიშვეს.


გიორგი ვარ, გიორგი ვიყავი და გიორგი ვიქნები მარად!


ღმერთს როს ვჭვრეტ, უღინღლო ბახალის სუნთქვით ვსუნთქავ, ფრთიანი ვარ ფიქრით, ლომი ვარ გულით, ვეფხის სამოსელი მაცვია. გონიონითით, ხარის ბაგის ძალითია ჩემი მჭერ-მეტყველება., ობობა ვარ საქმით და მებადური ვარ ვეშაპით მეთევზური.


აქ ვარ! ვარებ! ვხარებ! ღიმილიანობ და ხარ-ხარებ! მთები მოვიაროთ მამით, სამყარო უფლებითა და ნიჭით. ერთადერთი მართალი სიტყვა, რაც გვაბადია, წარმოვთქვათ ერთად: მე ქართველი ვარ! მამით, ძით და სული მნათით.


 დონ-ვიეთი ბეთვიე


ძუელიდან ამოკრებით ვიზიდები, ახალი გზისაკენა მაქვს გეზი, ხრწნილებიდან ამოყვავილებული ყოჩივარდის ყვავილითა ვარ სუნთქვით. მწარეზე მყნობელი ერის შვილი ვარ, ძირი მწარე მაქვს, ბაგე კისკასი.


დედანის კანონითა ვარ მამა, დედა - ბოძითა ვარ კი-სკასი. ამოუცნობელი ხერხით მოუგე ბრძოლა გუელ-ვეშაპს, ქაჯეთის კარი შევლეწე ოდეს.


ახალ სამყაროს გალული თესლი გულის სითბოთი გამოუღვიძე. მე მოვედი და ის აღმოცენდა, როს გამიხსენეს მთებმა ფიქრებში.


ქორბუდა ირმის ახალ ნახტომით, წამში - მყისიერ, ახალი ფრთებით, ახალ-უხები ფრენის სივრცეში, არწივის მზერით გარდვიზიდები. მომყევით ჰაოსის თავზე ქართლოსის ცხენით, ქართული ენით, მღერითა და ღიმილიანი მზერით. ჰაინა! ინა-ინა ნანინა! დიო-რამ გან დიო, დიო-რამ დონ დიო. ჰაინა!


უ) დონ-უნით ბეთუნი


დიდი და დიადი მე რაღა ცა ცი სამეფო და სამეუფეო, მეფეებმა რომ არა უწყიან! თვალითი თვლითი და უთვალავითი ვწყე, ვაწყე, ვწნითე, ჭევე, ვაციალითე, ვგნე და ვტყუევე ქურა - უმითით სამოგვო, ისეთი, ისეთი რომა არცერთმა ცერა - თმითმა მოგვმა დედამიწაზე გვერდში ვერ ამოიდგას.


ისეთი სიტყუა დავწერე, კალამში ძლივს გამოეტია, ახლოდან ვინც დაინახა, სახლში ვერ დაეტია, ზოგმა თვალით ლომი ლანდა, ზოგს კი ყეფად ჩაესმინა, პირდა-ფჩენილ მოსე-მწერლებს ამისთანა სანახავი სხვისგან არსად მოესმინათ. მის დანახვაზე მატლები პეპლებად იქცნენ მყისიერ, ფერად-ფერადი ფერებით, ფრთებით სამყაროს აეკვრნენ, ვარსკულავნი გაბრწყინებულნი სულ აქეთ-იქით მიწიეს.


უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE