II
საქართველოდან დახმარების არმიას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შემოწმებული მოხალისეებისგან, ცენტრს, რომელშიც ისინი იმოღვაწებენ, ჯვარი ვაზისა და ცისკრის ვარსვლავი ექნება დასმული დროშაზე.
ყოველი პატიოსანი, სამშობლოს მოყვარული დედაკაცი თუ მამაკაცი, მნიშვნელობა არა აქვს - ქართველნი, ადამის მოდგმისანი ვართ, ამიტომ ჩვენი ვალია დავეხმაროთ მამა თეოდორეს და მის ლაშქარს კეთილ საქმეებში, ეპიდემიებთან ბრძოლაში, გავანთავისუფლოთ საქართველო და განვწმინდოთ სრულიად სამყარო, ჩვენი დედამიწა.
ქრისტეს რწმენითა და წმინდა გიორგის შუბითა და მახვილით დავამარცხოთ ბოროტი და დემონური სულები, ქრისტიანობაში ერთიანობით, ძმური სიყვარულითა და ლოცვით.
გამოვიყენოთ დიდი გამოცდილება ქართველი ერისა, აღვდგეთ უფალში და ფეხზე დავდგეთ, დავდგეთ საღვთო მეცნიერებით შეიარაღებულნი, ჭეშმარიტი მამის ძის, უფალი იესოს გადამარჩენელი ლაშქრის ღირსეული წევრები.
ყველას, ვაზის ჯვრისა და ცისკრის ვარსკვლავის რაინდებსა და ბოროტებასტან მებრძოლ მლოცველ დედებს, ვლოცავ სამებით, მამით, ძით და სულიწმინდით. ამინ, ამენით!
ვმოქმედებთ მარტივი პრინციპებით, შესაძლებლობების მქონეთ - სააფთიაქო ფასს გადავახდევინებთ, ხოლო უმწეოთ - ეს ინფორმაცია საჩუქრად, მათ სახელზე ვწერ, ხოლო მოგროვილი თანხით, ახალი იწარმოება და დაუგროვდება გლახაკებს, რომელთაც გამოქვაბულში დამზადებული პრეპარატები მიეწოდებათ უფასოდ. განწმენდის ყველა პრეპარატი სოფლებსა და დაბებს მიეწოდებათ გამგეობებში არსებული სიების მიხედვით.
საბანკო ინფორმაცია, რის მეშვეობითაც უნდა აწარმოოთ ქველმოქმედება, დაიდება გონიონის საიტზე (gangeba.com). ყველა პრეპარატი და მასზე ზეციდან მოწოდებული ინფორმაცია დამუშავების და დამზადების სათვეს იღებს 1989 წლიდან, ნოეს კიდობანის სასტუმრო გამოქვაბულებში, ბერთაკლდედ წოდებულ კლდეში, ხარაგაული რაიონი, სოფელი ნუნისი (ნუნ - ღვთაებრივ საშოსაც ნიშნავს, საიდანაც ახლიდან დაიბადნენ დედამიწაზე ცივილიზაციები, სულ 7 წარღუნვითი გადასვლაა ცნობილი ბიბლიური ინფორმაციით. ეს გადასვლა მერვეა, რომელსაც ცხრიანში გადაჰყავს ანუ ცხრომაში (და-ცხრა).
ვიაროთ ერთად, ვიაროთ სიყვარულით, ვიაროთ ქრისტეს გამარჯვებით, ვისაუბროთ აღმდგარი ლაზარეს ენით, ვმადლობდეთ უფალს, ვადიდოთ მისი შემოქმედება და წინ, გამართული ნაბიჯებით ახალი ცივილიზაციისაკენ კი არა - თბოენერგობადებისაკენ, ნათლით ბადებისაკენ, რომელიც წიაღ-იორდანეში იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე განათლა თუ არა, მყისიერად მთელი სამყარო ნათლობის მაღალი შეღწევადობის სულით განიმსჭვალა.
სინათლით ენერგობადებისაკენ დაგილოცავ გზას,
საყვარელო დედამიწავ!
ლიხის ქედზე არის მთა - მზეთა-მზე, ეს მთის კოდური დასახელებაა, როგორც მეფეთ-მეფე და უფალთ-უფალი. ყოველმა აღმქმელმა აღიღაღადოს დიდება შენს გამოჩინებას, უფალო იესო ქრისტე, მეფეთ-მეფეო და უფალთ-უფალო, მზეთა-მზეო ჩინებულო, ამინ ამენით.
ამინთია ყველა უფლის მოსიყვარულე გულები ამინდობით, მზით.
დამილოცია ინფორმაციის გამავრცელებლები, საიდუმლო სახელის მატარებელი „ჩიორა“, ამოუდგით ძმებმა საშველი ძალა, გაგეწიოთ ხარების გუთანი.
ასევე უპირველესი თანაშემწეობით მოღვაწე ქალბატონი ლალი, ჩემი მეგობარი ქრისტეში და გონიონის საიტის „განგების“ მთავარი არქივარიუსი, წერილობითი ინფორმაციებით და ახალი შემოთავაზებებით მიმართეთ მას.
განწმენდის პრეპარატებზე ჩაეწერეთ მასთან და ის დაგაკვალიანებთ.
შეგონება
ნუ იქნებით საღმრთო სწავლების უარმყოფელები, ეს დიდი ცოდვაა და მფარველობის გარეშე იტოვებს თავს ყოველი ასე მოქმედი.
ნუ დაამონებთ თქვენს თავს ვერცხლს და ოქროს ანუ მატერიალურ სიმდიდრეებს, თორემ უარყოფითი ველით განიმსჭვალებით და ზუსტად ამ ველით გაჟღენთილებზე ნადირობენ ჰადესის ბაქტერიები და ვირუსები. ისინი ეძებენ ცილისწამების ანუ სიცრუის მწარმოებლებს და მათში შედიან, რათა მათი მეშვეობით განევრცნონ.
მსგავსი ველი აქვთ: ცრუებს, ბოროტების მთესავებს, მაგინებლებს, ბილწსიტყვათა დამბადებლებს, შურიანებს, მატერიაში, ფულთან ურთიერთობაში ღორებს, სხვისი ქონების დამტაცებლებს „კანონის“ გამოყენებით, ობლებისა და ქვრივების დამწიოკებლებს, ღორმუცელობისთვის მოღვაწეებს, მარტო თავის თავს რომ აქცევენ თითქოს და ყურადღებას. გეშინოდეთ მხოლოდ ღმრთის და სიყვარული შემოქმედისა არასოდეს დაგეკარგოთ მარადიულობაში, სიცოცხლეში სიცოცხლის ხარებით.
მიენდეთ უფალს ყოველი მკვიდრი დედამიწისა, იხარეთ თქვენც ქართველებთან ერთად, ინება ღმერთმა - საქართველო დედაღვთისმშობელის ბაღად გამოცხადდა. ამ ქვეყნიდან ლოცვას, პირველი ისრალის შვილები უსმენენ, ძუელი აღქმისანი და იაფეტის მოდგმა, რომელთაც ავალიათ სახარების კანონთა განვრცობა. ხატაელები მიიღებენ ჯვარს და ინდოელები სულში ჩაიკრავენ ქრისტეს!
რუსეთი დაწყნარდება და საქართველოს მცველად გამოაცხდებს თავს, ციმბირის კუთხე-კუნჭულებშიც კი ტკბილად მოიხსენიებენ ღვთისმშობლის კუთვნილ ბაღს - საქართველოს.
9. ეპიდემიის დროს მისაღები ნაყენები
რა სახის ჩაები ანუ ნაყენები უნადა ვსვათ ეპიდემიების დროს: აბზინდის ნახარშში შეათქვიფეთ თაფლი და ამ შერწყმულ პროდუქტს დაუმატეთ ცხელი ბადაგი შავი ღვინისა, მიიღეთ დღეში სამჯერ ყავის ჭიქით (დილით, შუადღისას და საღამოს). აქტიურ პროდუქტებზე დამზადებული პრეპარატების ხმარებისას, წნევას მიაქციეთ ყურადღება და მარეგულირებელი წამალი დააყოლეთ სწორი წნევის შესანარჩუნებლად.
მომზადება: გავაკეთოთ აბზინდის ნახარში, 3 სუფრის კოვზი ხმელი აბზინდა ჩაყარეთ ემალის ჭურჭელში, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, წამოადუღეთ და ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ გაწურეთ, გააცივეთ და შეურიეთ 1 ლიტრი თაფლი, შეინახეთ სიგირილეში და სიბნელეში. აიღეთ დღის ნორმა, შავი ბადაგის 200 გრ. ცხელი სითხე, დაუმატეთ 3 ჩაის კოვზი აბზინდისა და თაფლის ნაზავი. მიღებული სითხე გაყავით სამ ნაწილად და მიიღეთ დღეში სამჯერ.
70 გრ. ნაყენის მიღება დღეში სამჯერ, 10 დღის განმავლობაში აამაღლებს იმუნიტეტს. ვისაც თეთრი ღვინის ბადაგი აქვს, მან თაფლის მაგივრად იხმაროს მაყვლის მურაბა, ზემოთ აღწერილი დადგენილი ნორმებით.
რუსულენოვანი ერების, ტომებისა და ქვეყნების მარეგულირებელი და მიმწოდებელი, მედეას ბაღის რელიგიური თანამშრომელი და მამა თეოდორეს კურთხევით დანიშნული რაულის ასული მედეა გოგილავაა, რომელიც გიორგი იონთა ჰიპერიონის პირადი მოწაფეა და ემორჩილება საღვთო კანონებს. ჩემი დობილი და მედეას დაქალი უხელმძღვანელებს ინტერნეტ მაღაზიას, თავის ოჯახთან ერთად - რუსულ არეალში, ხოლო უკრაინასთან კონტაქტების ხელმძღვანელად დაინიშნებიან მისი ქალიშვილები.
ისევე როგორც მძინარე ხორბლის მარცვალი გაიღვიძებს მიწაში, ამოჰყოფს მორჩ თავს და თავთავის სიმრავლისაკენ დაძრავს სიცოცხლის წყლის ძალას, თავის სადინარებში შეივსებს, რათა თავთავი დაამწიფოს და ახალი ნაკადი მიაწოდოს, ასევე დღევანდელი კაცობრიობა ასწევს თავს გამოღვიძების შემდგომ, დაიხსნის ბორკილებს მატერიისას და ქრისტეს სულიერი სივრცის მთლიანობას ეზიარება, რათა მიეცეს გულს სიხარული და თავით თვისით თქვას: ამინ, ამენით ამენთოს სიყვარულის გზა.
თემის გაგრძელე იქნება...
გიორგი იონთა ჰიპერიონი
ილია თეზბიტელის სახელობის საქველმოქმედო ცენტრის
კოსულტანტი ბიბლიური მედიცინის დარგში.
განწმენდითი პრეპარატებისთვის დაუკავშირდით მამა თეოდორეს და „ჩიორას“.