კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ნაწილი III

 

 

მწუხრის ჟამია და ცისკარს ელის ტარიელი, იგი ტირის და ტირის იმ დიდ გასაჭირზე, რომელიც დასტეხია მის ერს თავს. მან იცის, რომ დიდი გაჭირვება ადგას იმ ერს, რომელმაც უნდა იტვირთოს იერუსალჱმის სიხარული. მან იცის სადა ზის და ტირის ღმრთაებრივ საქმეს, რომელსაც ემსახურება - ძნელად თუ მიხვდება ვინმე.


დავაკვირდეთ რას ტირის ტარიელი იერემიას წინასწარმეტყველებაში:


„ვინ მოსცეს თავსა ჩემსა წყალი და თუალთა ჩემთა წყაროჲ ცრემლთაჲ? და ვსტიროდი ერსა ამას ჩემსა დღე და ღამე მოწყლულთა ასულისა ერისა ჩემისათა.


ვინ მომცეს მე უდაბნოს შინა სადგური უკანასკნელი? და დაუტევო ერი ჩემი და წარვიდე მისგან, რამეთუ ყოველნი იმრუშებენ კრებულნი შეურაცხმყოფელთანი.


და მორთხმულ-ყვეს ენაჲ მათი, ვითარცა მშჳლდი. ტყუილი და არასარწმუნოებაჲ განძლიერდა ქუეყანასა, რამეთუ ბოროტთაგან ბოროტთა მომართ გამოვიდეს და მე არა მიცნეს, - იტყჳს უფალი.


კაცადი მოყუსისაგან თჳსისა ერიდენით და ძმათა თქუენთა ნუ ესავთ, რამეთუ ყოველი ძმაჲ წიხლითა წიხლვიდეს და ყოველი მეგობარი ზაკულად ვიდოდის.


კაცადი ძჳნად მოყუსისა თჳსისა მოკიცხარობს, ჭეშმარიტება არა თქუას. ისწავა ენამან მათმან თქმაჲ ტყუილისაჲ. მიჰხუეჭდეს და არა მოაკლეს მიქცევად.


ვახში ვახშსა ზედა, ზაკუაჲ ზაკუასა ზედა. არა ინებეს ცნობაჲ ჩემი, - იტყჳს უფალი.


ამისათჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ. აჰა, მე გავაჴურვნე იგინი და გამოვცადნე იგინი, რამეთუ ვყო პირისაგან უკეთურებისა ასულისა ერისა ჩემისა. ისარ მწყლველ.


ენაჲ მათი, მზაკუარებ სიტყუანი პირისა მათისანი მოყუასსა თჳსსა ჰზრახავს მშჳდობითთა და გულსა თჳსსა შორის აქუს მტერობაჲ.


ნუ ამათ ზედა არ მივიხილოა? - იტყჳს უფალი, - ანუ ერსა ზედა ესევითარსა არ შური იგოსა სულმან ჩემმან?


მთათა ზედა აღიღეთ ტყება და ალაგთა ზედა უდაბნოჲსათა გოდება, რამეთუ მოაკლდეს არყოფისაგან კაცთა მრავალთაჲსა. არა ისმინეს ჴმაჲ მყოფობისაჲ მფრინველთაგან ცისათა და ვიდრე საცხოვართამდე განჰკრთეს თქრომით.


და მივსცე იერუსალიმი გარდასახლებად და სამკჳდრებლად ვეშაპთა და ქალაქნი იუდაჲსნი უჩინოსაქმნელად დავსხნე არდამკჳდრებისაგან.“ (იერემია: 9).


ტირის ბიბლიური გმირი ტარიელი. მას აწუხებს ის დიდი სასჯელი, რომელიც თავს უნდა დაატყდეს წმინდა ქალაქს, სასუფევლის ძენი არიან დანაშაულში მონაწილეები და ძალიან ძნელია ამ პროცესის - დანაშაული მაქვს მხედველობაში, შეჩერება. ოცდაათი წელიწადია ვქადაგებ ამის შესახებ და ნული ყურადღება.


სასუფევლის ძეთა დასჯა ანუ მღდელთა დასჯა მითითებულია სახარებაში. ჯერ წარმოიდგინეთ წმინდა მიწა და მერე იერუსალემი და იერუსალემში დამკვიდრებული ვეშაპები.


იერემია: „და მივსცე იერუსალიმი გარდასახლებად და სამკჳდრებელად ვეშაპთა და ქალაქნი იუდაჲსნი უჩინოსაქმნელად დავსხნე არდამკჳდრებისაგან.“ (იერემია 9.11)


ვტირი და მოუწოდებ, ვქადაგებ და ვიღწვი, მეორდება ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა-შინა.


ამ საღმრთო წერილში არის უდიადესი გზა ორენიანი, ერთი მიდის წარწყმედისაკენ და მეორე ხსნისაკენ.


დღე-ღამ ტოლობის დღეები, შვიდი უცნაური დღე,

ვეშაპის თანავარსკულავედი იერუსალემის თავზე.


თუ ვხვდებით ამ სასჯელს იერუსალიმისას, ვაჲ დედამიწის მკვიდრთ! ტირის ტარიელი ტექსტში და ვტირივარ მე რეალურ დროში რეალურ სამყაროში. და ვხვდები, რომ ამ სამყაროს მბრძანებელის უზენაესი ღმერთის ნების ტალღაში მივცურავ.


მრავალი მოძღვარი - ბიბლიის მჩხრეკელნი წარმოთქვავენ უგუნურებას, თითქოსდა იერემიას წინასწარმეტყველება ყველა აღსრულდაო, მაგრამ ასე არ არის. ხვდებით ალბათ, აქ აღწერილია წარღუნვა და ამ პროცესის წინაშე ვდგევართ მთელი მსოფლიო. ოქროს ხარს ისე შეეჩვიე, ჩემო ისრაჱლ, რომ საღმრთო ერთი მეათედის გაღებაც კი გიჭირს, და მეც მანდა ვარ, ვტირი, რათა თხოვნა აღმისრულოს უზენაესმა და შემაძლებინოს შენი დაბრუნება ღმერთის წმინდა გზაზე.


მდიდ არეში ამყოფე, ღმერთო, ყოველი შემსმენელი შენი სიტყვისა! თვალხილულ მყვენ, უფალო იესო ქრისტევ, სიცოცხლის აღსაქმელად და შენი მიზნების საჭვრეტად, ღისრ მყვენ ვიყო შენი მხედარი!

 


 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE