ნაწილი II
ამ ადგილს მუხასთან აქვს კავშირი: „მოკუდა დებორა, მზარეული რებეკასი, და დაეფლა იგი ქუემოკერძო ბეთელსა ქუეშე მუხასა. და უწოდა სახელი მუხასა მას „მუხაჲ გლოისაჲ“.“ (დაბადება 35,8)
ადგილი ტირილისა გამოვიძიოთ:
ვიცით მუხასთან კავშირი და ადგილი, რომელსაც ბეთელი ჰქვია.
მუხა - დავაკავშიროთ მუხათგვერდთან, რატომ მუხათგვერდთან და არა მუხიანთან.
მუხათ + გვერდი = მუხათგვერდი
აქ ამ სიტყვაში გვერდი მიგვანიშნებს ევას ანუ ქალის განკაცების ანუ დედაკაცად ქმნის პროცესს და აი ასე:
„დასდვა ღმერთმან გ ა ნ კ ჳ რ ვ ე ბ ა ჲ ადამს და დააძინა: მოიღო ფერცხალი ერთი გ უ ე რ დ ი ს ა მისისა. და აღმოუვსო ჴორცითა მის წილ.“ (დაბადება: 2,21)
საძებნი მისამართები „მუხაჲ გლოისაჲ“ მუხათ-გვერდი, ევას შექმნის მისტერია გუერდიდან დაბადების. და განსაკუთრებული ადგილი ბეთელი.
„ბეთელი - სახლი ღვთისა“ (სულხან-საბა)
ჩემს მიერ აღმოჩენილი კარიბჭე, რომელიც განვწმინდე, ქალაქის შესასვლელი დიდგორისა და მუხათ-გუერდის საზღვარი, სადაც ტარიელი იჯდა და ტიროდა. აქ რა მინდა ვთქვა: ტარიელი კარიბჭესთან ჩამომავალი ღელის ნაპირზე ზის განსაკუთრებულ ადგილას და ტირის.
ეს ის კარიბჭეა ქალაქისა, რომელიც დავით წინასწარმეტყველსა აქუს აღწერილი, ადგილი ტირილის სიხარულად შეცვლისა, დასავალ-აღმოსავალის ადგილი, ზენიტიდან ნადირისაკენ და ნადირიდან ზენიტისაკენ ვარსკულავთა ენერგიის ჩაფენა-ამოფენის ადგილი, ძაძის ტარების დროის გასვლა.
სამეფო სახლის განახლებასთანაა დაკავშირებული
სრული ღმრთის ქალაქის კარიბჭის მისტერია.
ფსალმუნი კთ, გალობაჲ განახლებისა სახლისა დავითისი:
- აღგამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა.
- უფალო ღმერთო ჩემო, ღაღად-ვყავ შენდამი და განვიკურნო.
- უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი და მიჴსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღჳმესა.
- უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი და აუვარებდით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა.
- რამეთუ რისხვაჲ არს გულის წყრომასა მისსა და ცხორებაჲ არს ნებითა მისითა; მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან.
(ტირილიდან სიხარულისაკენ, მწუხრიდან ცისკარისაკენ, ავიდან დილისაკენ, ავთან-დილა (ავთანდილობა)).
- ხოლო მე ვთქუ განგებულებასა ჩემსა: არა შევიძრა მე უკუნისამდე.
- უფალო, ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი; გარე-მიაქციე პირი შენი ჩემგან და მე შევძრწუნდი.
- მე შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო და ღმრთისა ჩემისა მიმართ ვილოცო.
- რაჲ-მე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა? მიწამან ნუ აღგიაროს შენ, ანუ უთხრასა ჭეშმარიტებაჲ შენი?
- ესმა უფალსა და შემიწყალა მე და უფალი იქმნა მწე ჩემდა.
- მოაქციე გლოვაჲ ჩემი სიხარულად ჩემდა; განხეთქე ძაძაჲ ჩემი და გარე შემარტყ მე სიხარული.
- რაჲთა გიგალობდეს შენ დიდებაჲ ჩემი და არა შევინანო, უფალო ღმერთო ჩემო, უკუნისამდე აღგიარო შენ. დიდება.“
გაგრძელებას შემოგთავაზებთ...