კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

 

უფალო ღმერთო, რომელი ხარ! წმიდა ხარ! ინებე! ვბრძანო სადიდებელი სახელისა შენსა, რომელ წარმოსთქვა დაფარულმა რჩეულმა შენმა, რომელმან ისმინა ბრძანება შენი: „იქმენინ ნათელი“! - „და იქმნა ნათელი.“

 

მას შემდგომ აეხადა ფარდა ბნელსა და განქარდა მწუხარებაჲ უნათლოჲ, ნათელი ბრძანებას დამორჩილებული, სიცოცხლის ჩინებაა,რამეთუ მას ვხედავთ და მისით ვეზიარებით ხედვას ბრძანებითა ღმრთისათა.

 

რომელმან, დაფარულით იხილა ნათელი, მან მზერით მიიღო მისი უხრწნელი ბუნება, რომელითაც დაითესა სინათლე კაცთა შორის. აღდგა სახილველი ნაყოფის ჟამი, მხილველი იხილვეს მზერათა დამატკბობელი, სამზერველი მარად-ჟამს, მთესველი ველური წამითა და დღე და ღამ წამ-წამითა.

 

მზერამ ჩაყლაპა სამყარო და მას შემდგომ ვერარაჲთ უჩინარდება. სიცოცხლემ მარადიულობა გაიმჟღავნა და უსასრულობას დაედევნა, მას შემდგომ - ვერაფერითით ვერა ჩერდება.

 

უსასრულობა ყოველთვის ზედმეტად სავსეა, ამიტომაც არაფერს კარგავს, ამიტომაც განიცდის ყოველივეს ერთში.

 

უსასრულობაში დაიბადა ა! თუ ამ განსაზღვრა უსაზღვროება და მარადიულობამ შეიმოსა ა!

 

ა – არის ის, ვინაც აავსო სიცარიელე და გამოხატა მსმენელი ა!

ამ შეკრა ის, ვინაც აავსო სიცარიელე და გამოხატა მსმენელი ა!

ა სხივია ვრცობაში, როდესაც მსმენელით აისადგურება, ა მიმართულებაა მამით, მისამართია ძით და მგზავრობაა სული წმიდით.

 

ა – სიცოცხლის მჟღავნებაა მარადიულით, მხოლოდ პირველშობილს ეკუთვნის ყველა ასათვლელი სივრცის საწყისი. სიცოცხლის მჟღავნებაა მამითი, სმენა და ბაგითებაა ძითი, ხოლო სისრულით სული წმიდითია გემო ა – სი.

 

პირველშობილი ა - მაცოცხლებელია ყოველივესი და უსასრულოდ მზარდია მისი ბუნება.

საკუთარი თავის აღმოჩენასავითაა ა!

 

ხილულს მოსავს ი! და ეს ი, ჩინების მტკიცებულებაა აი – თ.

უსასრულო სამყაროში უსასრულოდ მრავალია – ა და ამ ა – თა შორის, ყველა ა – ს ერთი ა ჰყავს მშობელი თავად ხოლოშობილი, მსგავსებისა და შედარების ანდერმატორი ყველას ა – სი.

 

დავიწყოთ ფიქრი ა – თი, ნიშნავს უფსკრულიდან ფასკუნჯირებას, ყოველი მხრიდან გულის წიაღში, თვით ა – მდე და ა – თი.

ა მკურნალია თავრევის, დაასაბუთებს საწყისს, რადგანაც მამით ჩინდა ჩენადი, ძეში გამოიძერწა და სრულფასოვანმა ძემ ა – ითვისა სრულად, ა – ს ჭურჭელი აღავსო სულმა წმიდამ მამისაგან ძეში და ძე გახდა მამა, რომელმან უწყის ვინ იყო ა დაბადებამდე, რადგანაც ა – ს მან მიუბოძა სახელი ა!

 

ვერავის მოიძიებთ სამყაროში, რომელმაც ა არ გამოხატოს ა – დ, რადგანაც პირველი მისამართია - ღმერთისაკენ სავალი გზისა.

 

ა – ს ჩინებაა ი! და აღტაცებაა აღმოჩენით აი!

აი – ერთი ზომილი აღწონვაა ფერთა, ბგერათა და ფორმათა.

 

ფერთა, ბგერათა და ფორმათა აღმწონველი და მტევია აია!

 

აია – ზღვრული სამყაროს ნიშანია და იგი არასოდეს არ გადადის მიჩენილ ზღვარს, მას ვეზიარებით წვდომის საფასურით, რადგანაც წვდომის ზღვარშია სამყარო თვითეულისათვის.

 

შინაარსიდან გამოსვლაა აი! და – ია! შინაარსის უტყუარი ღირსებაა აღწონვილის. აი ჩინდა მჟღავნებით ია!

 

ა – დასაწყისია, ი – დასასრული რომელიც ისწრაფის საწყისისაკენ ანუ ა – სკენ, ამიტომაც აია – სამით შეყრილი ერთია სამყაროდ შებმაქებითი.

 

აია იაი ანუ აი აია ია იაი!

 

პირველი საქციელი ფიქრისა აქედან იქ – აი და იქედან აქ – ია. ძუელითით ია უფალია, იაიაი – უფალი უფლებათა და ია – იაი - უფალთ უფალი.

 

აია – სამყარო ღმერთისაგან აღწონილი საქციელში.

ია – სამყაროს მჭვრეტელი, თბილი თვალებითა და გამჭოლი მზერით.

ა – თვალადი გზის საწყისია მარად დინებისაკენ ფიქრისა.

ი – კარიბჭეა გზით მიღწეულის, ახალ უხებელ, ახალუხებით, ახალ საწყისთან მიმყვანი;

აი –––> ერთი ჩქამია დროით;

აი –––> ერთი ნაბიჯია სუნთქვის;

აი –––> ერთი გამონათებაა წამ – წამებიდან;

აი –––> ცისკრის მოფენაა ცის კარიდან;

აი –––> გაღვიძებაა ლოტოსის სიზმარიდან;

აი –––> დანახულის მოსმენაა თვალით;

აი –––> მოსმენილის დანახვაა ყურით;

აი უყურეთ – აიას შვილია, როგორც აღწერა ეს – აიამ.

ია – იესოს პირველი ნაბიჯია და სახელია ლამაზი, ცეროდენა ყუავილისა. აღძრულით ჩენილის სახელია ანი, სულმოფენილითით - ანნა.

 

ეს გზა კავშირია საწყისთან საწყისით, ერის გზას ღმრთისაგან კურთხეულს ანნა წინაუძღვის; ლაზარეს ენის მესაუნჯე – ერის დედუფალია ანნა, მშვიდობა მორტყმული ლოცვით, აიას დედუფალია ანნა.

 

თბილი სიონის ასულია ანნა!

 

სიოთა ქარად შობის საიდუმლოა საქართველო, სატახტო ქალაქია თბილი სიოთა სავანე -  თბილისი.

 

ი – ინ – ია, ა – ან – ია, ხოლო ინან – აა აღსარების სათავე და პირველი აღმსარებელია გეთსამანიის მეფე იუდეველთა, მეფეთმეფე ია.

 

იაკობისა და ანგელოზის ჭიდილის მანდილის მფენია ანნა ანუ ისარი ელიას კალმით ისრაელის მეფეაჲ.

 

მოვიდეს ანნა! მოეფინოს მისი სიყვარული მის ერს; მოიტაცოს მან ღიმილი მამასი, ღიმილი, რომელიც დაბადა ძემ და აღავსო სულმა წმიდამ. ეს მოხდეს გვირგვინის გჳრგჳნოსანისაგან შესხმისას, ათენდეს მას სამეფოში, ათინათდეს მრავალთათვის მისი გზა!

 

მცხე თავსა მირონი უფალო, მცხეთას, უძველეს სატახტო ქალაქში, რომელი კარიბჭის მცველი ქალაქია იერუსალჱმითთა.

 

კაბა დონიანი, სხივთა სიმებით მოფინილი, შვიდვარსკულავიანი მოსვით ანნახატდეს ცით, ანნა დედუფლის ადამის მოდგმის ტანის სამოსველად. გვირგვინოსან ყვე უფალო, ეს დღე, როს შენი უფლებამოსილებით დაიბეჭდა აია.

 

ოქროს ეშვებიანი ტახის წელი – წადი მოქრის, დავხვდეთ სამ სატახტო ქალაქში: მცხეთაში, ქუთაისში და თბილისში, დიდი მომიზნებადი მზადებით.

 

ს – აია – ვარ, დოთი ვბეჭდავ ამ სიღრმეს ფასკუნჯით, ღიმილის სითბო გულებს ანათებდეს.

ისრაელმა მიინიჭოს სითბო გულისა, მოსებით ატაროს ყველა ერი ამ სიყვარულით.

 

ფართოება ჰქვია იმ მოდგმას, რომელმაც ახალი რანგის ქალაქი, რომლის სახელია იაფეტიდა, უნდა აღაშენოს მერეთში, რომელიც კვიცივით შემოჭენდება.

 

დედუფალმა მიიღოს კენჭი საფუძველისა, ბრწინვალე ქალაქისა, კენჭა ბერის დალოცვილი ჴელით უფლისაგან, კენჭი იყოს ბე კავშირით დასაბამთან და ქვაკუთხედთან.

 

დედუფალმა ჰარი – ჰორეთს, აღმოსავლეთს, ჰარალისა და ჰარი – ჰარალოს მიაპყროს მზერა, მზემ გაიმეოროს სახელი მისი ანნა!

 

ცისკარზე ვარსკულავის შემოფენისას მოხდეს ეს, ამინთია თორელთა ამინით და ფარ – თორელთა ნიჭით; სოლომონივით სიბრძნით, წელში გამართული იარე ისრაჱლ!

სრული საწყმსო დარ – დიანით სიხარულისაკენ, იქ სადაც ნებროთის ვარსკულავი, ჩრდილოეთის გვირგვინისა, სამხრეთის გვირგვინის ვარსკულავებს უმზერს. იქ, აიას დედაქალაქში, ისრაელმა და საქართველომ ანნა დედუფალის ბეჭედით მზის ბანზე, ძუელი ეპოქა წარსულში გააცილოს რაირა – ორერას ჰიმნით.

 

არიელ ბაგრატიონმა, იასონ ბაგრატიონთან ერთად, მიაბრძანონ დედუფალი კარიბჭის სავანესთან, დღეს ეწოდოს, ცის კარიბჭეზე დაკაკუნების დღე! გამღებმა განაღოს, დამხვედრი დახვდეს და ღიმილი ღიმილს შეეგებოს.

 

მამა თეოდორემ ლოცვით მოფინოს სადიდებელი მამისა და ძისა და სული მნათი, სული წმიდის.

 

გადაგარჩენთ ყველას მამა, ჳინაც მის გზაზე მომავალს - ანნას ნათელი მზერით განსჭვრეტს დედუფლად და მის საღმრთო ერის დედობის დედ – უფლებით მიირქმევს.

 

სამყაროულ ოკეანეს სიღრმიდან ამოტივტივდეს ქართული სიბრძნე, ლაზარეს ენით ფრთებშესხმული და დაესხას ბეჭთა – დაფებს, ანნა დედუფალის! მეფეაჲ ცხონდეს უფლის ჴელდასხმით, ცათა შინა, მზესავით ბრწყინვალებით.

 

ისრაელმა მიიღოს ისრაჱლის მშვიდობა, სიონის ასულის ხელით მიძღვნილი, შვიდმა ბეჭდის მპყრობელმა, შვიდი ბეჭედის მპყრობელს მარადიული ზავის საწილო მიჰფინოს, რაჲცა კუთვნილებით სიმართლითდეს. ამ დღეს იცეკვოს ისრაჱლმა, დავითის სახლთან ერთად - სალემის კარიბჭის ბანზე.

 

მე ვლოცავ ებრაელ ერს ასე: აღარასოდეს დაგატყვეოთ ბნელმა, რომელ არს ეგვიპტე, გულით მისწვდით ღმერთს, გონების – გოდოლი არასოდეს აღგაზევებდეთ, ბაბილონის მაგივრად

ბაბალოვანის ქვეყნის სტუმარ – მასპინძელნი იყავით რჩეულნი, ხიდი ერებს შორის სიმართლის სიმტკიცით და მოსესავით უფლის მოსილნი. ამინ, გეტყვით ძმებო, ჭეშმარიტად ჩვენი დედუფალია ანნა!

 

დავიწყოთ ნდობითა და საქმემან ჩემმან აწონოს სიტყვა ჩემი. ქედს ვუხრი უფალს! შევხარი დედუფალს ანნასა და ჩემს ერს.

 

ახალი მარანით, ახალ ერაში, დედუფლის სახელობის, განახლებული ვაზის ქვეყანაში დაიდგას: ცისა და მიწის კავშირთა საიდუმლოების მარანი - დაფარული სიბრძნის საკურთხევლად.

 

დაულოცველად ვერავინ შეაღწევს დაფარული ქალაქის წიაღში, ვერც ფიზიკური სხეულითა და გვამით, ვერავინ, და ვერც სულიერი სხეულით.

 

ვერ გეტყვით არარაობა და მატლი ვარ სამყაროში ღმერთის წინაშე, ვერ მოგატყუებთ, არ შემიძლია! მე ვარ მარად ტანმდევი მამისა, ძე კაცისა, ადამის რანგის აღმადგინებელი ედემში და ქალაქ იერუსალჱმის მცველ მეომართა მამა და მოძღვარი, შვიდი ცის, შვიდ – ბეჭდიანი მოძღუარი, ნიშთ – სასწაულთა თანაზიარ მჭვრეტელი უფლის – უფლებამოსილების ძალით მოსილი და მმოსველი მრავალთა.

 

წინ, ჩემო დედუფალო! წინ, ჩემო საყვარელო ერო, წინ!

 

სიცოცხლის მოტრფიალე ებრაელებო, წინ! საყვარელო იაკობ, დავითის დროშითა და მაჴვილი მსაჯული გონებით, დაე სინათლე გასხივოსნდეს ყველა ისრაჱლის შვილთა გულებში, გონებით სიმშვიდით შემოსილი მოსეს მაგვარად. აღდგეს სიმართლე და სიცოცხლემ მშვიდობით დაიტიოს,  ალილუიაჲ!

 

 

 

 

 

ნებროთიანული მშვილდითა ვარ მოსილი, ჩასაფრებული ოქროს ეშვებიან ტახზე სანადიროდ. სამ უმშვენიერესი ქალაქითა ვარ სამზადისით, სამ სატახტო ქალაქს, სამ ტახს ვუძღვნი სატახტო ქუეყანის აღსადგენად. ერთი ღვთაებრივი ისარით, სამგზის მოვინადირებ სამ ტახს, რათა სამაროვანი ტახტით შემობრძანდეს ახალი ერის სივრცეში – დედუფალი ანნა.

 

სამი ჭის ადგილის დედითა ვარ აიაში, კურთხევისა და მირონცხების, ქრისტესთან ამაღლების, სამების ნების აღსრულების, სამ ქალაქში: მცხეთაში, ქუთაისში და თბილისში -  ლაზარეს ენითა და მირონით, კურთხევით მავალ ერში და მადიდებელი სამებისა.

 

მოიმწიფეარა დრომ! ატიტინდა ბავშვივით ნათელი. სიონის ასულნო ისმინეთ, საკუთარი მუცლებიდან ჩაგესმენ სადიდებელი და საგალობელი ღმრთისა, თქვენს ნაყოფთა. ეს საოცრება შედგა, დედის მუცლიდან ჩვილნი, დედასთან ერთად იგალობენ ახალ საგალობელს, სამყაროს გადამრჩენელ ძისა. ერთი იქნება სისავსე, სიხარული და სიტკბო ნათელითი სულით მნათით, სული წმიდით.

 

უკიდეგანოა ჩემი საჩუქარი საქართველოსათვის და გასაოცარია ისრაჱლისათვის მიძღვნილი გზა; მშვიდობისა და ამაღლებისა, ნებით მამით, სიყვარულით ძით და ზიარება აღმავსებელი სულით წმიდითა და მნათით.

 

ეს დღეინდელი დღე, ნათელი უმწიკვლო დღევდა, ფარდა ცისა გაიხსნა და სიონის ასული შემობრძანდა ცებზე ასაფრენად, კურთხევითა და მირონცხებული არწივის ფრთებით. დღეგრძელობის მზემ აიტაცოს ცაში, დედაღვთისმშობელის წარმოგზავნილი დედუფალი -  მის სამშობლოში.

 

ცოცხალია ჩემი ერი, ცოცხალია ისრაჱლი, ცოცხალია სიონის ასული, დედუფალი სრულიად საქართველოჲსა და სიხარული იერუსალემისა. ცოცხალ ვარ მე, ცოცხალი ღმერთის ცერა თითის აღმართული ანაბეჭდი და მისი ნეკა თითის ძალის მეკჳრთხჱ.

 

მარტო შეიმეცნე დედუფალო ანნა და მოასმენინე სამი სიტყვა შენს ერს:


მე მოვედი შენთან!

 

კარიბჭე გახსნილია! გახსენით გულები, მირონის სურნელება აღიძრა დედუფალის შუბლიდან, ცისკრის ვარსკულავის სხივივით მშვენიერი სურნელებით. დედუფლის სადღეგრძელო ითქვას ახალ მარანში, რამეთუ ანნამარნია მიზანი. ეს ასე ითქმის აღსრულებისათვის? ინება უფალმა, რათა აღსრულდეს მამის წინასწარმეტყველით ნაბოძები ბრძანება:

 

სიონის ასული იყოს პირველი მეფეაჲ, დედუფალი ანნა!

 

 

 

 

გზაზე ერთმა წვეთმა, ვაზის ნატირალმა ჩაიარა და თან წაიღო კაცობრიობის სევდა. ყველამ იგონა, ალბათ უკან დაბრუნდება შურის საძიებლად, მტერთა წინაშე! შეცდენ და დაავიწყდათ, ეს იყო სამყაროდან ოკეანეს გამომხმობი ქრისტე, რომელსა იესოსა ნაზარეველად ხმობენ. ღმერთმა გეთსამანიაში, ცრემლიანი ძე აზიარა ნაღვლიან გზას და ისევე ღმერთი დააბრუნებს გეთ – სამ – ანით ღიმილიანს. გულიანია ეს ამბავი!

 

გონიერნი განჭვრიტავენ მას, ყველა კუთხეში ნათელი, მხოლოდ მეხუთე კუთხე კურთხევით, აღმართის ნათლის სვეტით - ხუთკუნჭულამ.

 

გიშრისფერ თმიანმა ქარვისფერ თმიანს აღდგომა მიულოცა. მელოტს ჩაეცინა, ფაჩუნიერი კინაღამ კის – კისიი გადაჰყვა, გიშრისა და ქარვის მძივი კისერზე მოირთო და მომავლის აღმართს შეუყვა.

 

მზემ წვეთს თავი დაუხარა და ღიმილით ოკეანედ ქცევა მიულოცა.

 

რატომ აიმიზნა ღმერთმა ანნა?! - ვიკითხე და ეს მეპასუხა: სავსეა გული ნათელით ცისკარისა და მწუხრმა ბნელმა მიატოვა, რათა ყოველ გულს ეცნობოს ხარებით სახარება. ერმა იზეიმოს გამართლებული მომავალი, დიდი გამარჯვების წილი დადო ისრაჱლმა. შეეკითხეთ ერთმანეთს და აღმოჩნდება ერთი ნათლის შვილები ხართ ყოველნი, ერთი ზეციერი მამის სრული ხატებანი. და მერე? ... გიხაროდეთ!

 

ჯერ ასე ითქვა: გიხაროდეს მიმადლებულო დედა მარიამ! უფალი შენთანა!

 

ახლა ასე ითქმის: გვიხაროდეს სამშობლოო, უფალი ჩვენთან არს, ჩვენში არს და ჩვენებური არს! მოვიდა შესაძლებლობა მსოფლიომ შეიძინოს უფალი იესო ქრისტეს სტუმრის სტატუსი, აქ, ამ ლამაზ ქვეყანაში სასტუმრებელად.

 


 

ისევ კენჭაბერულად,

სიყვარულით

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE