კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

მოგესალმებით იბერიის ნახევარკუნძულის მკვიდრნო: ესპანელებო, ბასკებო, პორტუგალიელებო, იბერებო, კელტიბერებო, კატალონიელებო, გალისიელებო, პირიანელებო!

 

ამ მისალმების განსაკუთრებულობა ის არის, რომ იბერიიდან (საქართველოს ძველი სახელწოდება) იბერიის ნახევარკუნძულის მკვიდრ მოსახლეობას გესალმებით.

 

მეორე განსაკუთრებულობა შემდეგში მდგომარეობს: თუ დავაფიქსირებთ ერთნაირი ტერიტორიული სახელწოდების მქონე ევროპის იბერიის ნახევარკუნძულისა და კავკასიის იბერიის (ქართველური ტომები, იგივე ძველი იბერები) დასახლებულ ტერიტორიებს,  წერტილებით ავღნიშნავთ ევროპის უკიდურესი დასავლეთით მდებარე კონცხს, რომელსაც რ ო კ ი ჰქვია (ძველ იბერიულად როკი გამაგრებულ ადგილს ჰქვია, ისევე როგორც ხის გამაგრებულ კოჟრებს), ხოლო მეორე მხარეს - კავკასიის იბერიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე როკის მთას (იგივე როკის გვირაბი, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას აკავშირებს) და მათ შორის ხაზს გავავლებთ, ამ ორი წერტილის (ხრახნული ბიჯის) შემაერთებელი მონაკვეთის შუაში მდებარეობს ქალაქი რომი.

 

მესამე განსაკუთრებულობა ბედისწერასა და ისტორიას ეხება: იბერიის ნახევარკუნძულის მოსახლეობა რომის იმპერიის ანუ ბიბლიურად პირველი რომის იმპერიის კოლონია იყო, ხოლო კავკასია - მესამე რომად წოდებული - რუსეთის იმპერიისა.

 

ამოვწეროთ ბედისწერის პარალელები:

  1. იბერიის ნახევარკუნძული პირველი რომის ყოფილი კოლონია;
  2. კავკასიის იბერია მესამე რომის ყოფილი კოლონია.

გეოგრაფიული განსაზღვრებით ჩვენ (ქართველები) აღმოსავლეთ იბერიელები ვართ, ხოლო თქვენ დასავლეთ იბერიელები.

 

ეს კი გვავალდებულებს ერთმანეთს მხარში დავუდგეთ და მივეხმაროთ ამ ურთულეს დროში ქრისტეს სიყვარულით და სამების თანაგრძნობით.

 

აღმოსავლეთ და დასავლეთ იბერიის ერებმა და ტომებმა კარგად ვუწყით, რომ დადგა ნოეს დრო ანუ წარღვნის დრო, ვინაიდან ორივე გეოგრაფიული იბერია ქრისტიანულ სამყაროს ეკუთვნის და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ცნობილია ძველი და ახალი აღთქმის წმინდა წერილები. ისტორიულმა კვლევებმა დაამტკიცეს, რომ ერთერთი უძველესი დამწერლობა დედამიწაზე, ძველი დროის კავკასიის იბერიის ტერიტორიაზე არსებული კოლხეთის სახელმწიფოს დამწერლობაა.

 

ინფორმაციისათვის გაგახსენებთ, რომ კოლხეთის სახელმწიფოს ასაკი დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წლიდან აითვლება, ე.ი. დღევანდელ დღემდე 4000 წ. გავიდა. თუ ბიბლიურ ფორმულას გამოვიყენებთ: “წელი ათასი ვითარცა ერთი დღე უფლისათვის’’, მივიღებთ 4 უფლის დღეს.

 

ახლა დავაკვირდეთ რას უკავშირდება უფლის 4 დღე. ვიცით, რომ ღმერთმა ოთხი დღის გარდაცვლილი ლაზარე აღადგინა მკვდრეთით. უძველეს ხელნაწერებში, რომლებთანაც კავშირი ჰქონდათ ათონელ ბერებს, ასურელ ქრისტიან მამებს და ვატიკანის ბიბლიოთეკის არქივარიუსებს, აღწერილია შემდეგი - ლაზარეს სახელწოდების ქვეშ იბერიული ენისა და დამწერლობის აღდგენის ანუ გაცოცხლების საიდუმლო იმალება.

 

ოთხი ათასი წლის წინ მოგვები მიაძინებენ ლაზარეს ენას (სამარხებში გადამალავენ წიგნებსა და ანბანის საიდუმლოებებს) და  ასპარეზზე ანუ მსოფლიოს ღვთაებრივი მანიფესტაციის გზაზე შემოდის აბრაამი და შემოაქვს ახალი ენა და ახალი დამწერლობა. ღმერთი მამა აბრაამს სათავეში აღძრავს ანუ  იგი ახალი მოდგმის მამამთავარი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისი გაგება შესაძლებელი იქნებოდა, როდესაც კალიუგა დამთავრდებოდა ანუ 4000 წელი გავიდოდა, ხოლო ამ დროის განმავლობაში ადამიანები ღვთის წერილის გარეშე რომ არ დარჩენილიყვნენ, ღმერთმა აბრაამი და ახალშექმნილი ერი - ისრაელი გამოიყვანა ასპარეზზე.

 

ამ 4000 წლის განმავლობაში ისრაელმა პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და თავისი ბედისწერით ძველი და ახალი აღთქმის წერილები შემოგვინახა, მაგრამ ვინაიდან წარღვნის დროს “ებრაელი’’ ერი ანუ ისრაელი არ არსებობდა, ისინი სრულ ინფორმაციას წარღვნაზე არ ფლობენ.

 

სრული ინფორმაცია მხოლოდ იბერიული კოდიფიკაციის გახსნით წაიკითხება, რომლის სათავედ მსოფლიო “ოქროს საწმისის’’ ქვეყანას ანუ კავკასიას აღიარებს და ბიბლიურადაც ნოეს კიდობანის მინიშნება, კავკასიის სამხრეთით ანუ მცირე კავკასიონის არარატის მთებშია.

 

წინასწარ ბოდიშს მოგიხდით იმის გამო, რომ ნელ-ნელა მიწევს ინფორმაციის მოწოდება დროის სიმცირის გამო და მხოლოდ თავისუფალ დროს ვახერხებ წერილების წერას.

 

ამ ინფორმაციული კავშირის მიზანი შემდეგში მდგომარეობს: ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, წინა წარღვნის დროს, რომელსაც “მეშვიდე ნოე’’ ედგა გადარჩენის პროგრამით სათავეში, თავის შეფარება განსაკუთრებულ ადგილებში მოხდა კატაკლიზმების დროის გასვლამდე. კვლევებმა დამარწმუნეს, რომ ეს ადგილები მთიან მხარეებშია, მაგრამ არა ზეგნებზე, არამედ მიწის ქვეშეთში ანუ გადასარჩენად გამოყენებულ იქნა დღემდე დაკეტილი საიდუმლო მიწისქვეშა ქალაქები, რომლებიც “მერვე ნოეს’’ ელოდებიან, რათა გახსნილ იქმნენ და ყველა, ვინც კი ღირსია - ამ თავშესაფარში მოხვდეს.

 

არსებობდა ბიბლიური ცენტრალური გადარჩენის ადგილი და მას დაქვემდებარებული მეტროპოლიები, ანუ მიწისქვეშა “ქალაქები’’, რომელთაც არ სჭირდება არც მზე და არც მთვარე, რადგან იქ არ არსებობს დღე და ღამე. ძველი იბერიული დამწერლობით შესრულებული წერილების კვლევის შედეგად აღმოჩენილი მაქვს ცენტრალური გადარჩენის ადგილი -  ქალაქი კავკასიაში, აღმოსავლეთ იბერიაში ანუ საქართველოში. ჩატარებული მაქვს ასტრონომიული და ასტროლოგიური კვლევები და მათ საფუძველზე მოვაწყვე ექსპედიციები, ჩავატარე არქეოლოგიური გაწმენდითი სამუშაოები და მივაგენი კარიბჭეებს. თუ სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ მესტუმროთ და დაგათვალიერებინებთ.

დასავლეთ იბერიაშიც ანუ იბერიის ნახევარკუნძულზე არსებობს საიდუმლო მეტროპოლი ანუ მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც ამ წარღვნის დროს თავშესაფარად უნდა იქნას გამოყენებული. დრო ძალიან ცოტა გვაქვს, თუმცა ჩემი ცოდნა მოგვცემს შესაძლებლობას მალე მივაკვლიოთ ამ ქალაქის კარიბჭეს, რათა ვინც ღირსია გადარჩეს. მცირედი სამზადისი დაგვჭირდება: პროდუქტი, პირველადი დახმარების აუცილებელი ნივთები და აფთიაქი. თუ დროულად ვიმოქმედებთ, მოვასწრებთ და თუ არ ვიმოქმედებთ, ჩვენს თავს დავაბრალოთ - ესე იგი არ ვყოფილვართ ღირსნი.

 

ჩემი აზრით, დაახლოებით ერთი თვე დაგვჭირდება ექსპედიციის მოსაძებნად, ამდენივე გასახსნელად და დარჩენილი დრო სამზადისისთვის უნდა იქნას გამოყოფილი.

 

განგიმარტავთ, თუ რას ვგულისხმობ, როგორც წესი წარღვნის დრო 40 დღეში ეტევა, ხოლო ურთულესი პერიოდი ხუთ თვემდე შემოკლდება ღვთის ნებით. ეს დაახლოებით ნახევარი წელიწადია, სადღაც 200 დღე ანუ 144 + 40. საჭიროა ამ დროში მოსახმარებელი საკვებისა და წყლის მარაგის განსაზღვრა, გარდა ამისა სხვადასხვა საჭირო ნივთები და “აფთიაქი’’ ანუ სამედიცინო დანიშნულების ყველა ნივთი თუ პროდუქტი.

 

კარგად ვიცი, რომ ამ წუთისოფლის მდიდრებმა უკვე გაიკეთეს თავშესაფარი, უბრალო ხალხის გადარჩენა მათ გეგმებში არ შედის, მაგრამ მიხარია ჩვენი გზაც რომ გამოჩნდა - ღვთის წყალობით.

 

P.S.   ძველი წყაროებით თუ დაინტერესდებით, კოლხეთის სამეფოს უძველესი საიდუმლო მიწისქვეშა ქალაქი აღწერილია აპოლონიოს როდოსელის წიგნში - “არგონავტიკა’’ და საერთოდ “ოქროს საწმისის’’ ინფორმაცია მთლიანად წარღვნის მისტერიის გასათვლელი ასტრო-მითოლოგიური ინფორმაციაა.

 

 

პატივისცემით გიორგი ჰიპერიონი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE