8 ოქტომბერია, მთვარე ხარშია, მზისკენ მიისწრაფის, მე-19 მთვარის დღეა, სიმბოლო - მებადური, მონანიების და ძუელი ცოდვების მოშორების დღეა. ამ დღეს სახლის განწმენდაა კარგი, თუ ასტრალურად ამას ვინმე შეძლებს - ძალიან კარგია, ჩვენებურად - დაფარულში ლოცვა ჰქვია, როდესაც წარმოსახვითი ხელოვნებით და სიტყვის ძალით აკურთხებ შენს გარემოს.
კიდევ ერთი რამ, ქართული ანბანი სამაროვანია და ვარსკვლავიერი ზეცის საიდუმლოებათა ანბანს წარმოადგენს, ანუ კაბა-დონითია და მას ფეხდაფეხ ისრაელის ან-ბანი მოჰყვება, რომელიც კოდური მოდელით სამაროვანი შვიდეულის შინა-არსით იკეტება და ბოლოში ასო „შინი“ კრავს (მზე-შინა და მზე-გარეთა, მზევ - შინ შემოდიო, დაფიქრდით და იმოგზაურეთ ისრაელის სივრცეში). მათემატიკურად ასე იწერება: (7+7+7)+1=21+1 (ტანი+ანი=ტანიანი).
ტანიანებს ესაჭიროებათ სამოსელი, ანუ ბერებს - კაბა, მოგვთა ბერებს - კაბა-დონიანი, ცის-კაბა-დონიანი სამოსლები ეცვათ (ნიშნებით აგებული კოსმოსის საიდუმლოებანი: ნაქსოვში, ნაქარგში და საერთოდ ხელოვნებაში საღმრთო გზით). ყველაზე მკაფიოდ ქართულ სამოსელში - ხევსურულშია გამოკვეთილი საიდუმლო სიმბოლოთა ორნამენტიკა.
ებრაელების დამწერლობით სამოსელს კაბა-ლა ჰქვია, ჰოდა ამ ლას ზარებას ანუ ლა-ზარეს ასეთი ხილული შვიდი გასაღები აქვს:
- კაბა-დო; დო-ზარე,
- კაბა-რე; რე-ზარე,
- კაბა-მი; მი-ზარე,
- კაბა-ფა; ფა-ზარე,
- კაბა-სოლ; სოლ-ზარე,
- კაბა-ლა; ლა-ზარე;
- კაბა-სი; სი-ზარე.
მუსიკალურ ბგერებს შეესატყვისება ფერები:
- დო - წითელი,
- რე - ნარინჯისფერი,
- მი - ყვითელი,
- ფა - მწვანე,
- სოლ - ლურჯი,
- ლა - ცისფერი,
- სი - იისფერი.
ამ მიმართულების აზროვნება განსაზღვრავს ორ-პოლარიან ყოფას სიმდიდრით ან სიღარიბით. თუ ცოდნას დაეწაფები სი-მდიდ-დრით, ანუ მოძღვრებას ედრები საქციელით და გონების სიკაშკაშით იძახის შინაარსი სიტყვისა - სიმდიდრე. ხოლო თუ ცოდნას არ ეწაფები, მაშინ არ გაგაჩნია ღარი წყაროს წყალის დასალევად. მაგრამ წინაამკაზმელმა ჩუენი ენისა თვით სიღარიბეში ჩადო გასაღები სი-ს აბი ღარიო ბე-კავშირითო, რომაო სი-ღარი-ბე დასძლიო ცოდნითაო!
ამიტომაა ჭეშმარიტების მაძიებელი მართლის მადიდებელი და ჭეშმარიტების მსახურს - მწყემსს ეძებს, რათა მოძღვრებაში შეიზიდოს და ქრისტეში განსხივოსნდეს.
ამ წერილის დაბადების ჟამს, ამ დღეს - 8 ოქტომბერს, მე და მამუკა (ბუკა) იბერიონ-ბაგრატიონი, მცხეთას გავემგზავრეთ.
სტუმრად მივედით დაფარულში, ბაგრატიონთა ოჯახის სახლში, რათა ვარსკულავიერი ზეცის ნიშანნი ამოგვეკითხა და ლოცვითა და კურთხევით განგვეწმინდა ხევ-ხუვებიდან აღძრული ტურული კრჩხავილის ველი და წუნკალი ენაყმუილება.
მისტერია ქრისტეს ლოცვის ძალით აღასრულა ბაგრატინ მამუკამ, რომელმან გაიარა დაფარული რანგი საღმრთო წოდებით - ბუკა იბერიონი, ქრისტეს რაინდი და ფუძე-ქართველი.
ვლოცავ და ღმერთს შევავედრებ საქართველოს სახელმწიფოსა და მის მოსიყვარულე ბაგრატიონთა ოჯახს.
ექიმი-ბერი და მწმენდი სამეფო-საღმრთო გზისა
გიორგი იონთა ჰიპერიონი
კენჭა-ბერი
მეფის ოჯახს მცხეთის სახლში
ვარსკულავებმა სხივებით,
გულ-მკერდ-სარტყელი სამეუფეო გარდასჭიმა.
ზენიტში ვეგა, ვეგალობებით უფალს,
გალაქტიკამ რძე ჩრდილოეთის მხრიდან
სამხრეთისაკენ - საქართველოს გადაასხურა.