კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 


რათ არ მაგებთ - დონით!

მითით არა, ვარ არმაგედონით!

 

დონითია უფალის ჩენა, დონდეს-ბას-ია, დონბასია საწერტელით კვეთილი დონე.

 

დონე - დონედმოკაზმული ცის-კაბა-დონია, დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი, დემონთა კრატერი იყოს მათი შემწუელი. ხალხის ძალაუფლება მარადიული შფოთის სავანეა, უდონოა მათი საქციელი და არა აქუს სიმშვიდე და მშვენიერებას ვერარიგ სჭურეტენ.

 

დაეცნენ ვიდრეღა წარმოდგნენ და უკანიქცენ ვიღამ წინდგნენ. ასეა განმარტებული მათი ამაო ფარფატი ფიქრთა.

 

მოწვენით-დეს ყოველი ვერა-მეთი მავალი, ბრძოლა ამო-არ-მაგე-დონით-დეს, შფოთდეს დედა-მიწა, დრო დაიჭმუჭნა, ბაღებითი წინასწრებით იქარგა, სევდა ამოიწურა, ყიჟინა გააფთრდა, გარესკნელი დამისამართდა.

 

ვწურავ ფიქრს კალამში და ვაცნობიერებ - ურგები შეირგეს, ეს ბოლოა. გარდაცვლილ ცივილიზაციაში იბრუნონ პირი, სუნით იცნობთ მყრალით. მთებს შევთხოვ - გაერიდეთ! მსმენელი დონით შეიფაროს, კალთებს შეეფარეთ, ამაღლდით წუთი-სოფელზე - ისე ადით მაღლა დონით.

 

ფართოება მოვიდეს, განსვენებამ აკურთხოს ახალი სივრცე, მივფრინავ მომავალში, ვაკურთხებ ზენით - სანამ თქვენში დაიბადება. მრუშება სჯულთან ჯერ გაიყინა, მერე გალღ და დაიწრიტა.

 

ვწერ ახალს არა ქუაზე, არამედ მინაზე - ისიც ცეცხლის ძეა, მინა-ხეთ გეზი. ახალი მოცომდა, თონე - ხურს, მეპურე მომზევდეს - ერი მომსდევდეს.

 

შეხედენით - დაგეწუხნათ თვალნი, ერთმანეთისაგან ამორჩეულნო და არა მლალველით, იუდეველობა დაიბრალეთ, ბრალს დაეხვიეთ და დიდით შარა-შარში გაეხვიეთ. შეგეყინებათ ღიმილი, როცა მნახავთ ტანით - ჯანით კაჟდანიანს.

 

ვეშაპი დავადუმე, დადნენ ზრახვანი, მე აქა-ველითი ვარებ და ვარაიებ.

 

მამითია ძე და სულითაა წმიდათი სიყვარული, ვინც შემოდგომით შემოვიდეს - მოდგმით არდეს, იხაროს ნაზამთრით, ჭირნახული ლხინდეს, ვინც ამომიკითხოს - თავად დონდეს. აღემართენით!

 

და იყვნენ თქვენდა ყოველნი ესე ნაბნავნი სიტყუანი წიგნებითისა ამის დაბეჭდულისანი, რომელნი-იგი მისციან კაცსა ზედმიწევნულსა წერილთასა და ჰრქუან: აღმოიკითხე ესე! და ჰქვის: ვერ ძალ-მიც აღმოკითხვად, რამეთუ დაბეჭდულ არს.

 

და მიეცეს წიგნი ესე ელთა კაცისა არ ზედმიწევნულისა წერილთასასა და ჰრქვან მას: წარიკითხე ესე! და თქუას: არ ზედმიწევნულ ვარ წერილთა.

 

და თქუა უფალმან: მახს მე ერი ესე, ბაგებითა პატივ-მცემენ მე, ხოლო გული შორს, შორს განყენებულ არს ჩემგან და ამაოდ თნობენ ჩემდამო მასწავლელნი ნამცნებთა კაცთასა და მოძღუარებათა. ამისთს, აჰა, მე შევსძინო გარდაცვალება ერისა ამის და გარდავცვალნე იგინი, და წარვწყმიდო სიბრძნე ბრძენთა და გულისმის-ყოფა გულისმიერთა დავფარო.

 

მე მატებითა ვარ ფართო და კლებითა ვარ გზა ხსნილი, გამრავლება ჩემია და გაყოფა პატიოსანი ვიცი.

 

არაფერითა ვარ დასაბამში და ყველაფერია საჩინოდ საძღვნო, რაც კი გან-ითესა ჩემით.

 

მოსმენით არ ამოიკითხება აწმყო, ხელით ხნულში ოფლითა პირისაითა ხდოდით და მომავალი ნუ დაგასწრებთ მოსვლას, არამედ შეეგებებოდით.

 

მზემ აჩინოს ნათელი და მთვარემ ისმინოს წყაროთა წკრიალით ჩურჩული. მოგნახავთ ახლით, ჩემო ერო, სტუმრები გამერიდონ დასასჯელად. ავაფორიაქე ისტორია თქვენით დანახული, სიმართლე ჭენებით ვიდოდეს, მხედარით ხედავდეთ სახედველს მხედრულს. მთებსა შევძახე - ვა, რომელნი ღრმასა განზრახვასა ჰყოფენ და არა უფლისა მიერ. აღანთებს ექო - ვა, რომელნი ღრმასა განზრახვასა ჰყოფენ და არა უფლისა მიერ, არამედ არიან ბნელსა შინა საქმენი მათნი, და იტყან: ვინ გლხინა ჩვენ? და ვინ გცნნეს ჩვენ, ანუ რომელთა ჩვენ ვჰყოფთ?

 

 

 

 

არა ვითარცა თია მეკეცისა შეირაცხოსა? ნუ ჰრქვასა აღზელილმან აღმზელელსა: არა შენ აღმზილე მე? ანუ შექმნულმან შემოქმედსა: არა გულისმიერად შემქმენ მე.

 

ეს ესე ესევდიანოს, ბეთ-ან-იით ვიზომე, ბეთ-ბან-იით ვზარდე, ბეთ-გან-იით განევრცოს ახალ-ხედ. მიცისარტყელდეს მზე-რა.

 

არღა მერმე მცირედ ჟამისა, და გარდაიცვალოს ლიბანი, ვითარცა მთა ქერმელი, და მთა ქერმელი მაღნარად შეირაცხოს.

 

ქართ-ველურად ვწნე და მერეთი ვარქუ:

 

და ისმენდენ მას დღესა შინა ყურნი სიტყვათა წიგნისათა და ბნელისშინანი და ნისლისშინანი თვალნი ბრმათანი ხედვიდენ.

 

და იშუებდენ გლახაკნი უფლისა მიერ მხიარულებით, და განწირულთა კაცთაგანნი სიხარულით.

 

მოაკლდა უშჯულო და წარწყმდა ამპარტავანი და მოისრნეს, რომელნი უშჯულოებდეს უკეთურებასა ზედა, და რომელნი მცოდველ-ჰყოფენ კაცთა სიტყვისა მიერ, ხოლო ყოველთა მამხილებელთა ბჭეთა ზედა საბრესა დაუდებენ, და გუერდქცეულყვეს უსამართლოთა მიერ მართალი.

 

კავკასიონში ისმინეთ მისგან - ვინც იხილეთ, ვინც მომნახოს - გადარჩეს! ამისთს ამას იტყს უფალი სახლსა ზედა იაკობისსა, რომელი განისაზღვრა აბრაჰამისაგან: არსირცხლეულ იქნეს აწ იაკობი, არცა პირი გარდაცვალოს აწ ისრალმან, არამედ ოდეს იხილნენ შვილთა მათთა საქმენი ჩემნი ჩემთს, წმინდა-ყონ წმიდა იგი იაკობისი, და ღმერთსა ისრაელისასა ეშიშვოდიან.

 

და ცნან სულითა ცთომილთა გულისხმის-ყოფა, ხოლო მდრტნავთა ისწაონ მორჩილება და ენათა ბრგვნილთა ისწავონ თქუმად მშდობა.

 

ეს დღე წვიმამ დააგრილოს და მწვიმებელმან შემიწყალოს შესაწირით. ქართულით მინდა ვიმღერო ახალი ცისა და ახალი ქუეყანითის ჩინების დღე, ერთი მართალი დიდი დროის განათებით. ჩემი მარანი აღშენდეს და აღიმართოს საწნეხელით -

ელით.

 

კენჭა-ბერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE