დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ გიორგის. მის მიერ შექმნილი უნიკალური პრეპარატის წყალობით, განიკურნა ჩემი უმცროსი შვილი.
მკურნალობამდე აწუხებდა ცხვირიდან გამონადენი, რაც სუნთქვის არასტაბილურობას უქმნიდა, განიცდიდა დისკომფორტს და თავის ტკივილებს. ერთხელ, სრულიად შემთხვევით, ჩემ მეგობართან, ჩიორასთან ვთქვი ჩემი პრობლემა. მან ამიხსნა პრობლემის მიზეზი და მირჩია ბატონი გიორგის მიერ დამზადებული პრეპარატი. მართალი გითხრათ, გამაკვირვა მისი მოხმარების დღეების რაოდენობის სიმცირემ, სამი დღის განმავლობაში დღეში სამჯერ გამოყენებამ. დიდი რწმენით და იმედით ეს წამალი მიიღო ჩემმა შვილმა, შედეგი შეუმჩნეველი არ დარჩა, განკურნებას მოყვა გაოცება.
დიდი მადლობა, ბატონო გიორგი.
ქრისტინა ხურცილავა
მადლობა იმ უსაზღვრო სიკეთისთვის, სიყვარულისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჩუქრებისთვის, რჩევა-დარიგებისთვის, ღიმილისთვის, დაუვიწყარი საათებისთვის, მეგობრობისთვის, თანადგომისთვის და სურვილის ასრულებისთვის, რომელიც ჩავიფიქრე და მჯეროდა არასდროს ასრულდებოდა. სიზმარი მგონია ახლაც, მაგრამ ამისრულდით. მაპატიეთ, რომ გულმა თქვენსკენ გამომიწია, მაგრამ ლაღი გრძნობებით ხელებგაშლილი ვერ დავტოვე გოგონა, რომელიც ჩემს ჩასახუტებლად მოემზადა, მაპატიეთ ჩემი მცირე ან მეტი სითამამე თუ გამოვიჩინე თქვენს მიმართ, მაპატიეთ უნებლიე შეცდომები დაშვებული ურთიერთობებში. თქვენს მოსვლას სიყვარულს დავარქმევ, გაზაფხულივით მზიანს და მწვანიანს. მადლობელი ვარ სწავლისა და შეგონებისთვის, მადლობელი ვარ ჯერ არ შობილი დღეებისთვისაც, რომელიც სასოებას ბადებს თქვენი სიტყვით, ქმედებით. მადლიერი ვარ ღმერთის, რომ გამოჩნდით ჩემს ყოველდღიურობაში.
ნატალი ზურაშვილი