კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ლოცვა მამუკა ბაგრატიონისა

ინდოეთიდან შემობრუნების თორმეტი წლის

თავს.


 

ავის ჩენებისი დასასრულსა

და ცის–კარის დილის

დაბადების ჟამს,

უფლის – ავთანდილობა.


 

წარდგომილმან მამუკა ბაგრატიონ იბერიონმა, ილოცა ასრეთ, – უფლისა მიმართ დიადისა და დიდებულისა, იუდეველთა მეფისა და მეფეთ–მეფისა, მეუფისა მეფეთასა და მწყემსმთავართასა, და აღმაღებელმან პირისა თვისისამან შორის უსამართლობის ცეცხლისა თქუა:


კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო, და ქებულ და დიდებულ არს სახელი შენი საუკუნეთამდი, მუხლმოყრით შენს წინაშე წარდგომილი მე და სრულიად საქართველოს რაინდთა ლაშქარი!


ვაღიარებთ თითოეული ცოდვასა ჩვენსა, რამეთუ მართალ ხარ ყოველთა ზედა, რომელნი მიყვენ ჩუენ, და ყოველნი საქმენი შენნი ჭეშმარიტებ და წრფელ გზანი შენნი, და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებ.


და მშჯავრითა ჭეშმარიტებისათა ჰყავ ყოველთაებრ, რომელნი მოაწიენ ჩუენ ზედა, და ქალაქსა ზედა წმიდასა მამათა ჩუენთასა იერუსალიმსა, და რამეთუ ჭეშმარიტებისა მიერ და მსჯავრისა მოაწიენ ესე ყოველნი ჩვენ ზედა ცოდვათა ჩუენთათვის, რამეთუ ვცოდეთ - ვიუსჯულოეთ განდგომილთა შენგან და ვცოდეთ ყოველთაგან,


და მცნებათა შენთა არა ვისმინეთ, არცა დავიცევით, და არცა ვყავთ, ვითარ–იგი მამეცენ ჩუენ, რაითა კეთილ იქმნეს ჩუენდა.


და ყოველნი, რავდენნი მოაწიენ ჩუენ ზედა, და ყოველნი რავდენნი მიყვენ, მართლისა მიერ მსჯავრისა მიყვენ.


და მიმცენ ჩუენ ხელთა უსჯულოთა, ფიცხელთა, განდგომილთა და მეფისა ცრუსა და უსჯულოესსა უფროის ყოვლისა ქუეყანისა.


და აწ არა არს ჩუენი აღება პირისა, სირცხვილი და ყუედრება იქმნა მონათა შენთა და მმსახურებელთა შენთა.


აღივსო ქუეყანა ჩუენი სისაძაგლეებითა, კაცმან იბრალა მღვდლობა და შენ არა გიცნა, არცა გზანი შენი შეიმეცნეს და არცა შენგან შენახული, მუგუზივით ნაცარში დაფარული, ოჯახი სამეფო შეიწყნარეს.


ნუ განმცემ სრულად სახელისა შენისათვის და ნუ განაქარვებ აღთქმასა შენსა,

და ნუ განმაყენებ წყალობასა შენსა, უფალო იესო ქრისტევ, დიდო ნაზარეველო და მეფეო–მეფეთაო, აბრაჰამისათვის, შეყუარებულსა შენ მიერ, და ისაკ მონისა შენისა და ისრაილ წმიდისა შენისა!


რომელთა სთქუ მათდა მიმართ მეტყუელმან: განვამრავლო თესლი თქუენი, ვითარცა ვარსკვლავნი ცისანი, და ვითარცა ქვიშა ბაგისა თანა ზღვისა, რომელ არს კარიბჭის წინარე სიავი, კარიბჭისა, სამების ქალაქისა, სადა მიყვანებულ ვიყავ დავითის შვილად წოდებული, რათა შევდგომოდი გზასა ბაგრატოვანთასა.


მაპატიე უფალო სიბრმავე ჩემი, და ბორკილნი გულისა ჩემისანი, რამეთუ პირველწოდებული მყვენ, წინარე კარიბჭისა და საშინელისა განსაცდელისა.


თორმეტი წელიწადი შევვარდი ამაოების მორევში და შენ არა მიმატოვე, ისევ მომეც უფლება - დაკარგული შვილი დავბრუნებულიყავი შენთან.


ახლა წარდგომილი წინაშე შენსა: შეწყალებასა ვითხოვ ერისა ჩემისასა და აღმადგინებელსა გზისასა წარმოგზავნად ჩვენდამო.


რამეთუ, მეუფეო, შევმცირდით უფროს ყოველთა ნათესავთა და ვართ მდაბალნი ყოველსა შორის ქუეყანასა დღეს ცოდვათა ჩვენთათვის.


და არა არს ჟამსა ამას მართალი მთავარი, და მართალი წინასწარმეტყუელი, და მართალი წინამძღუარი, არცა ყოვლადდასაწველი, არცა მსხუერპლი, არცა შესაწირავი, არცა საკუმეველი, არცა ადგილი ნაყოფებად წინაშე შენსა.


და პოვნად წყალობაი, არამედ სულისა მიერ შემუსვრილისა და მბერვისა სიმდაბლისასა შემიწყნარე, ვითარცა ყოვლადდასაწველებისა მიერ ვერძთა და კუროთაისა, და ვითარცა ბევრებისა მიერ კრავთა პოხიერთაისა, ესრეთ იქმენინ მსხუერპლი ჩუენი წინაშე შენსა, უფალო, დღეს, და სრულ–ჰყავ შემდგომად შენსა, რამეთუ არა არს სირცხვილი მოსავთა შენდამი.


და აწ შეგიდგთ ყოვლისა მიერ გულისა და გეშიშვით შენ და ვეძიებთ პირსა შენსა.


ნუ მარცხუენ ჩვენ, არამედ ყავ ჩუენ თანა სახიერებისაებრ შენისა და სიმრავლისაებრ წყალობისა შენისა,


და განმარინენ ჩუენ მონათა შენთა ძვირებისა და კდემულ იყვნენ ყოვლისაგან მძლავრებისა, და ძალი მათი შემუსრენ.


ვცან უფალო მე! მამუკა ბაგრატიონმა და სრულიად სახლმა ბაგრატიონთა, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი მხოლო და დიდებული ყოველსა ზედა მკვიდროანსა.


სრულიად სამეფო ოჯახი ბაგრატიონთა, ვითარცა ერთისაგან პირისა აქებდეს და აკურთხევდეს და ადიდებდეს ღმერთსა!


საქართველოში მეტყველნი:


კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, და ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა, და კურთხეულ სახელი დიდებისა შენისა წმიდაი და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა;


კურთხეულ ხარ ტაძართა შორის წმიდისა დიდებისა შენისასა, და ზეშთა ქებულ და ზეშთა დიდებულ საუკუნეთა;


კურთხეულ ხარ მხედველი უფსკრულთა, მჯდომარე ქერაბინთა ზედა, და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა;


კურთხეულ ხარ საყდარსა ზედა მეფობისა შენისასა და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა;


კურთხეულ ხარ სამყაროსა შორის ცისასა და ზეშთა ქებულ და ზეშთა ამაღლებულ საუკუნეთა.


აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით ანგელოზნი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით ცანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით წყალნი ყოველნი ზეშთაზენი ცათანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით მზე და მთოვარე უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით ვარსკვლავნი ცისანი უფალსა, ზეშთა ამაღლებით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით ყოველნი წვიმანი და ცუარი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით ყოველნი ქარნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით ცეცხლი და სიცხე უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით ნეფხუა დამწველი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნესა;


აკურთხევდით ცუარნი და ღრუბელნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით ყინული, ნეფხვა უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით თრთვილნი და თოვლნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით ღამენი და დღენი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით ნათელი და ბნელი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით ელვანი და ღრუბელნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით ქუეყანაი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით მთანი და ბორცვნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით ყოველნი მცენარენი ქუეყანისა შორის უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით წყაროები უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით ზღვანი და მდინარენი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით ვეშაპნი და ყოველნი მოძრავნი წყალთა შორის უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით ყოველნი მფრინველნი ცისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით მხეცნი და ყოველნი საცხოვარნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით ძენი კაცთანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით ძენი ჰიპერიონისანი, იბერიონთა საძმო და წევრნი ოჯახისანი, უფალსა იესო ქრისტესა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით ძენი ისრაელისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით ძენი და ასულნი სამეფო კარისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით მღდელნი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;

აკურთხევდით მხედარნი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით მონანი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით სულნი და მბერვნი მართალნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით ღირსნი და მდაბალნი უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა;


აკურთხევდით გიორგი, მამუკა, ანა - უფალსა, უგალობდით და ზეშთა ამაღლებდით მას საუკუნეთა, რამეთუ განმარინნა ჩვენ ჯოჯოხეთისაგან და ხელისა სიკუდილისაისა მაცხოვნნა ჩუენ, და გამომიხსნნა ჩუენ საშუალ მგზებარისაგან ალისა და საშუალისაგან ცეცხლისა მიხსნნა ჩუენ.


აღუარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.


აკურთხევდით მსახურებელნი უფალსა ღმერთსა ღმერთთასა, უგალობდით და აღუარებდით, რამეთუ ყოველთა საუკუნეთადმი წყალობა მისი.


ამინ!

 

 

იბერიონი ბუკა ბაგრატიონი

 

ცისკრის მოლოდინში

გახსნილი ლოტოსის დღე,

რაინდთა გზის რიჟ–რაჟი

ძუელის დასასრული და ახლის დაწყების ჟამი.

დედოფალ ანას გზის მკვალავთა დღე.

 

კურთხევით –– გიორგი იონთა ჰიპერიონი

 

 

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE