ჩვენს მიერ ყოველივე თქმული დაფუძნებულია ბიბლიის ძველ და ახალ აღთქმებზე, იოანე-ზოსიმეს წინასწარმეტყველებაზე, შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანზე’’, შუმერულ ხელნაწერებზე, მითზე “ოქროს საწმისის“ შესახებ და ათონის მთაზე დაცულ უძველეს ხელნაწერებზე.
“და ვიხილე, აჰა, ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა, აქნდა მშლდი, და მიეცა მას გრგნი; და განვიდა ძლევითა, რათა ჰსძლოს’’. /გამოცხ. 6-2/
ვისაც ყური აქვს ისმინოს!
საქმე ისეთ საიდუმლოებას ეხება, რომელიც უფლის ნების გარეშე არ ვლინდება.
იბერიონთა საძმომ, 1989 წლის 29 აპრილს, ბერების კლდის წინ აგებული ეკვდერიდან პირველი დამღა-ნიშანი ამოიღო. ეს არის სამ-ალმიანი, ქვაში გამოკვეთილი საქართველოს გვირგვინი, რომელსაც ერთი ალამი წაკვეთილი აქვს.
“აჰა, ინიშნე ნიშანი, შენეულისა რიდისა!
გადმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა,
ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა,
რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა."
(1296)
ის, ვინც ჩვენ ლაზარეს საიდუმლოებასთან მიგვიყვანა, ვისაც აპოკალიფსური საიდუმლო ეუწყა, უფლის საყვარელი მოწაფე - ღვთივკურთხეული მოციქული იოანეა, რომელიც მეორედ მოდის საქართველოში, მსოფლიოსათვის მესამედ, მსოფლიოს ეზოთერულ მოძღვართათვის კი - მეოთხედ. და ეს იოანე - შოთაა!
დასამტკიცებლად წმინდა წერილს მოვიშველიებთ:
“და ვითარცა მოვიდა იესო ბეთანიად, ჰპოვა იგი (ლაზარე),
რამეთუ ოთხი დღე აქნდა საფლავსა შინა.’’ /იოანე; 11-17/
წმინდა წერილიდან ცნობილია, რომ ლაზარეს სამარხი გამოქვაბულია, რომელზედაც ლოდია დადებული, მსგავსად ბერთა კლდისა, რომლის ძირში აღმოჩენილია ლოდით დახურული საიდუმლო შესასვლელი.
“ხოლო იესო კალად ვითარცა განრისხებული თავსა შორის თსსა, მოვიდა საფლავსა მას. ხოლო იყო ქაბი, და ლოდი ზედა ედა მას.
ჰრქა მას იესო, აღიღეთ ლოდი ეგე. ჰრქა მას მართა, დამან მის მკდრისამან: უფალო! ჰყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს.’’ /იოანე; 11-38,39/
ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესიიდან ბერების კლდემდე მანძილი ზუსტად ემთხვევა სახარებაში აღწერილს. ამ ტაძრიდან გამოქვაბულამდე გზა გვირაბით შემოდის, რომელიც ამჟამად დაკეტილია.
სწორედ ამაზე მიგვანიშნებს შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანიც’’:
“ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გადასწვდებიან,
გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან,
დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან,
მათთა შემბმელთა დახოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.’’
(1287)
“ვეფხისტყაოსნი’’ ლაზარეს საიდუმლოებასთან ქართული დამწერლობის კავშირსაც ეხმიანება, რასაც შოთა რუსთაველი პიეტიკურად გვაუწყებს:
“ჰე ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები,
ტანი კალმად მაქვს, კალამი - ნავღელსა ამონაწები,
მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები,
გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!’’
(1280)
სახარების მიხედვით ლაზარეს საიდუმლოს ფარდის ახდა დათქმულ დრომდე აკრძალული იყო:
“და ვერ ვინ შემძლებელ-არს ზეცათა შინა,
და არცა ქყანასა ზედა,არცა ქსკნელთა შინა,
განღებად წიგნისა მის, და არცა მიხედად მისა.’’/გამოცხ.5-3/
სახარებისეული “ლაზარეს აღდგინება’’ მავანს პირდაპირი მნიშვნელობით აქვს გაგებული, ზოგს - უბრალოდ სიმბოლიკა ჰგონია, ერთეულებმა კი იციან, რომ ეს მისტერიული წინასწარმეტყველებაა და მის აღსრულებას ელოდებიან.
“ლაზარე’’, “ოქროს საწმისი’’ და “ინანა’’ - ერთ დიდ საიდუმლოებას უკავშირდება, რომელსაც განდობილთა განსაკუთრებული წრე ფლობდა. სამივე ერთიდაიგივე მისტერიის სხვადასხვა ინტერპრეტაციაა. არა აქვს მნიშვნელობა ეს ინფორმაცია ასოებით იყო შენახული თუ სიმბოლური დამღებით, მთავარი ისაა, რომ ყოველ მათგანში სამყაროს დასაბამისეული ცოდნაა ჩადებული. საიდუმლოს იდენტურობა იმითაც დასტურდება, რომ დღემდე არსად არ გამჟღავნებულა არც “ლაზარე’’, არც“ოქროს საწმისი’’, არც “ინანა’’ და კიდევ ერთხელ მართლდება იოანე-ზოსიმეს მიერ გადაწერილი წინასწარმეტყველება.
ეს დიდი საიდუმლო უფლის გადაწყვეტილებით რჩეული ერის გულშია დაფარული და დღემდე ტაბუდადებული “ლაზარე’’ იმ კლდის ძირშია, რომელსაც “საქომარი’’ ჰქვია და საქართველოს ცენტრში მდებარეობს.
ქართულ ენაში უდიდესი კოდია ჩადებული, რომელიც “ლაზარეს’’ ანბანის მეშვეობით კოსმოსის საიდუმლოებასთან გვაკავშირებს. აი რას წერს “ქება და დიდება ქართულისა ენისა’’-ში იოანე-ზოსიმე: “...და ესე ენა შემკული და კურთხეული სახელითა უფლისათა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისასა...’’.
მრავალი მსგავსი შინაარსის წინასწარმეტყველება არსებობს, რომლებიც დროის სხვადასხვა პერიოდებშია შედგენილი და სხვადასხვა საკვანძო მოვლენების გასაშიფრად არის შემუშავებული. ეს ის სისტემაა, სადაც მოცემულია გასაღები (კოდი), მაგრამ სამწუხაროდ სკეპტიკოსებს არ სჯერა ყოველივე ამის და არც ცდილობენ არსებული მითითებების დანიშნულებისამებრ გამოყენებას. გასაღების მოპოვება კი, რომელიც თავისუფლების კარიბჭეს გაგვიხსნის, მხოლოდ დიდი სიყვარულით არის შესაძლებელი.
ეს მცირეოდენი დასაფიქრებლად... ლაზარეს თემას კიდევ მრავალჯერ დავუბრუნდებით, რათა საფუძვლიანად განვიხილოთ ქართული ენის საგანძურში ჩამარხული საღვთო საიდუმლო.