კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

ნაწილი X 

 

არს კაცი პეტრეს თემიდან, ბარელი მრავალძალიდან, ათორმეტ-წელ სიყმილს შემდგარი, უფლისaგან გამოცდად ძარღნი გონებისანი - ხილვათა ასატანად; ამბის მთხრობელი, ერთგზის სამოთხის სტუმარი - აქა-ველიდან იქა-ველამდე და მიპირბრუნ მოსილი ამათიანებში.


წმინდა წყაროს წყალთა მსმელი, ერთგული, მოსიყვარულე და ძმობაში ამთენებელი გულისა, გიორგი - პეტრესი; საიდუმლო გზათა დაცვის სამსახურის უფროსი, აბრეშუმის გზის ტოტ-გზათა მდინარების არეალში.


ნიჭით შეიმოსა და უფლებამოსილდა ჭვრიტოს ყოველი გარიგებანი, რომელ კურთხევამოსილებით შესაქმებს ზღვრებს ქუეყანათა და ქუეყანასა ზედა თანამდევებით კავშირებს: ქვეყნებს, ერებს, ტომებსა და თესლებს შორის.


ვაკურთხებ! და ვიტყვი ხელაპყრობილი მზირალი სამხრით, მარჯუენა ჩემი მთვარისა აღმონათებისაკენ და

მარცხენა ჩემი აღმოსავლეთად მზისა, ხელის გულებითა გულსა შემავალი სითბო მზისა და ნათელ მთვარისა, კურთხეულ იყოს მარადჟამს საქციელი შენი, არა ყოყმანდე! იყავნ ძე სერზე მდგომარე, შეაღმართებით მიმოიცადე.


არა დაბრკოლდე დაბადებიდან დაბადებამდე და განსვლა ნებითა ღმრთისაითა ცისკარდეს შენი.


გულიდან ამონადენი ცრემლთა საფასური იყოს შენი სამსხრპლო, ვინაც გინდეს-ყე - ცოდვათაგან ანთავისუფლე, ეთანხმოს ბაგე შენი ბაგებად უფლის რჯულის კანონთა შენათანხმებას.


ჩვენს სამშობლოზე ვიტიროთ ერთად, ცოდვათა მორევს ცრემლით ვწმენდდეთ და უზენაესს აღვეპყროთ ლოცვით, სევდიან ბილიკთ მოვლილი მზერით.


მე შენ გაბარებ ყმაწვილთა ღიმილს - იმ კარიბჭესთან, შენ რომ დალეწე. შენმა მარჯვენამ ლოცოს შუბლები ანთებულ გულთა, დაუღალავად გზას უნათებდე. ასფა-ნაქსი ხარ ჩემს სიტყვის ძალით, ვერვინ დაგარღვევს. მტკიცე მარჯუენით ვწერ მე ამ ნაგზავნს, ილვათა შორის გამოვლილ სულით.


და მინდა გითხრა! სიყვარულია უშრეტი ძალა, ძმობის სათავე, გულთა კარიბჭე.


მახსოვს ის წამი, გაკვირბული რომ მიყურებდი, როს ამოვგლიჯე გველეშაპს ა, და ნისლეული საოცარ დღისა მთელ დედამიწას მოედი ცვარად.


ათასწლეულთა ჯარი მოგისმენს, როცა მოჰყვები განცდილს და ნანახს. მართალი ლუკმის ზიარში ვიყავთ, როს ზეციდან ვღვრიდი ლაზარეს ცვარ-ნამს.


სამცვარას კლდეში - ჩანჩქერის უბეში განბანილო, იმავ ადგილას დანიშნე კრება და ყველა მეომარს უფლის ლაშქრიდან ამოუგრილე ცხელი წარსული.


ლეგენდა არის: სამცვარას წყალი ნაბძოლ მეომართ ცრემლით იკრიბა, ფიქრთა ნაქარმა, მერე ნაქარგმა მოინახულა დიდი ო-კრიბა.


იცოდე! მალე უზენაესი საზღაურს დასთესს, აღმოცენდება! ბარა-რქის ძალა გაუნაწილე - ვისაც რა-უნდეს, მიეც ნიჭს ფართო განვრცობის ძალა.


აგიკენწლია შენ ყველა მტერი, ანთავისუფლე ერით-ერება. ქვესკნელის ძალა შთანთქავს სიცრუეს, თავისუფალი სიმართლის დროშა იერუსალმის წინ - კარიბჭესთან მონაბერ სიოს აითამაშებს.


გაუძელ! გეძლოს! გაუძლებელი გარდავიარეთ!


ნახვამდის - ვხედავ როგორ თამაშობს თავისუფლებით ეგ შენი სული.


ამზევდი! არსად დაგრჩება აჩრდილი ლაქად.


ეს ყველა ასო ქვას დააკაწრე, ბარულ-ნარჩევი ნაბადი კლდისა, რომ დაუტოვო შთამომავლობას ვალგადახდილი წარსული დღისა.


ამინ! ა-მინწერით დარდი განქარდეს! მზე ისვენებდა, როცა ვშრომობდით უფლის სავანეს.  გაღვიძებულნი, ბუნების ძალნი ჰანგებს გვიკრავდნენ დუმილის ძარღთ და საოცარი მოგონებები, მამით ნაბოძი სიცოცხლის წყალი ძის ფიალიდან რძედ ჩაგვეღვროდა სული მნათით და სული წმინდით.


მიზნით თენდება!


სამიზნით ვუმზერთ ახალ ვარსკულავებს! სამოთხით ისმის ლაზარეს მღერა! საქართველოში ყველას გპატიჟებთ, ვისაც კი გესმით ჩვენს გულთა ძგერა!

 


 



 

კენჭა-ბერი

მზე - გულით და

მთვარე - გონით

ბაგე - კიბორჩხალას

ნისლეულში თბება.

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE