ნაწილი IX
ნათლითა და გონმჭვრეტ სძალით ამოვანთოთ ახალი ძუელითითიდან და მზეოთ წყალობა ღმრთისა, რათა ვიუნჯოთ შეწყალება ისრალისა, სამყაროს უმთავრეს გზაჯუარედინის განვლის ჟამიერობას.
შეწყალება თანამდევითობაა გზასაცდენილის გამძაფრებისაგან ასაცილებლად და გონსახიერი გადაწყვეტილებაა უზენაესის - შვილთა მიმართ.
ისმინე ისრალ, შეიმეცნე ისრალ, გაითავისე ისრალ, მეკეცის ჭურჭელივით დაიმსხვრეს შენი ფუჭი სიჯიუტე, აღიდგინე ყურთასმენა, ნუ გაიუქმებ პატიებისა და აღსარების სიხარულს! ცის-კარით-დი და ამოინათე!
ნუ გიჭირს შენი წარსულის ტრთის მოხსნა და გალაღება სიმართლეში, მხოლოდ მწყალობელ ღმერთს ძალუძს წყალობა მოგანიჭოს, გულის-ყურით უსმინე მამას, იგრძენი ძის სიყვარული და კარი გულისა გაუხსენი სულიწმიდას!
შორიახლოდან ნუ მიმზერ მარტო, შემოდი! წესთა აგების ჟამს ეზიარე, მოძიებულია! რასაც ეძებდი და რამაც აგანთო - იმით მოსვითდი.
მზეებთა ოჯახების ფერხული მიგრძვნია და ჟამთა დაბადების ბავშვობა ვჭვრიტე, სი-ბერითია ცხოვრება ჩემი, ამომრანგე! შენზე შევთხოვე მე პატიება, უზენაესთან, ფარულ ტრაპეზზე.
სამგზის ჩაგძახებ: ისრალ! ისრალ! ისრალ! მკვდრეთით აღსდექი, გამოიღვიძე, გამოიფხიზლე - მამით მომყევი! - ახალ-ტიკებით, ახალ-უხებით, ახალ-შენებით. მამის წამით იზომე, შენს წამს ნუ ეწამები, გახსნილ წამ-წამში მზე-რამ ინათოს.
არ დაღამდება ისრალისთვის, თუ მიცან-გზებით ამო-მიცანი, და ღამე მოვა მოლოდ სიმშვიდით, ცისკრის ზარებით განთიადს გადასცემს ბე-ღლით შენახულ სიმშვიდის ძალას იერუსალმის სადიდებელით.
გაუკვალავ თოვლიან გზებზე შენი ბავშვობის კვალი მომყვება, ნუ ჩამორჩები, მალე სამყაროს გაზაფხული დაგვივანდება.
ის კუერთი შენი, ისრალ, მავილითა და მშლდითა, რომელ დაიპყარ ამორეველთაგან, და შემდგომითადად მიუპყარ იოსებს, და რომელსაც იუდა იცავს - არ დაკარგულა!!!
მისი სახელია: საამო ძლევა აღმდგარი ღმერთისა.
კურთევის ძალით კურთის საიდუმლომ თავი იაკობის გულს შეაფარა.
ისრალის საიდუმლო ძმათა კურთხევის საიდუმლოს ამონაკუანძშია გონებისათვის ჩაწვენილი, ხოლო ამ საიდუმლოს გასაღები გულს აბარია.
აღსარებით გული ჯერ აღორძინდება ანუ ეფრემის ლოგოსურ მისტერიას შეერთვის, რის შემდგომაც ადამის ცოდვიდან - კაცამდე ჩადენილ ყოველ ცოდვას დავიწყება ემოსება მანასეთი.
ეს განწმენდის გზაა იაკობის გულში გამავალი. ცოდვა შეუმეცნებლობის შვილია და განწმენდა ქრისტეს სულში აღდგომაა - ლაზარეს გაცოცხლების შემდგომ.
მანასე დავიწყებულის მცველია. იგი პირმშოა, სიტყუაცა - პირიდან შობილია! ეფრემი - ნაწერია, ანბანია და სიტყვათა ნეშტია, თვალი აღადგენს და გონება მხილველი ღმრთისა ანუ სიტყვისა ისრალი და დავიწყებულს ანუ მანასეს გაიხსენებს.
ეს არის ფორმულა ისრალისა, ან ასე ვთარდეთ ის-რა-ლი, ან ის ნათელი ფიქრი აღმდგარ ღმერთზე, იაკობისაგან დამისამართებული - სიტყვისა და კურთხევის ძალით.
მან ასე (მანასე) წარმოთქვა ტოლად სიტყვა ნაწერი, ანუ ფრედ ანუ უფრო რემით - ცხენთა ტოტემით, ცხე ენით - ცხებული ენით. (ეფრემი)
მანასეს სიტყვას ყური ისმენს პირმშოობისას და ეფრემის ნაწერს თვალი კითხულობს, ამიტომაც იტყვიან - უყურე, როს უნდა ჩასწვდე ნათქუამს ნაწერში. თვალი და ყური ქართულად ერთნი არიან - იაკობის თვალყურის დევნაში ისრალით.
გლახაკმაც კი იცის შეკითხვით რქენა, რა შუაშია ყური, თუკი თვალით უნდა დაინახო?! უყურე შენა! ამიტომაც, ცოცხალი ღმერთის ხილვა ისრალს ძალუძს, ნათლობის სახელი აქვს ასეთი და მითადმო.
ეფრემისა და მანასეს დალოცვისა და კურთხევის საიდუმლო გადაჯაჭვულია რუბენისა და სმეონის სახელთა და კურთხევათა საიდუმლოსთან.
რუბენი - მხილველობას ძისასა დაჰნიშნავს, ასევე სულსა ძისასა აღნიშნავს წერილში, ძე დამბადებელი სიტყვისა და ანბანისა ღვთაებრივისა, ანუ ლაზარეს ენისა, სამყაროული ღვთაებრივი ენისა, პირველშობილი ენისა - ქართულისა, დედა ენად წოდებულისა, რომელი გამოღებულ იქმნა მამა ენისაგან, ისე, ვითარცა ევა ადამისაგან.
რუ - ესე არს წყალი სარწყავად გაღებული, პირველწყაროდან კვალით გატანილი ცოდნა და ეს კვალი ანბანურია. გაიხსენეთ ასომთავრული, რომელიც რუნალდიკური დამწერლობის სათავეა. მიწადმოქმედთა და მიწადმზომელთა ცა-თ აღსახედია კუთხის, რკალის, კვეთის და სივრცის თანშეწყობითა და გონის ჭერით დონეში, ცის მზომელობითი დამატრიცება ვარსკულავ-პუანსონითით.
ასევე აღიქმება რუებად დაკვალიანება, გაცემა ცოდნის წყაროსი მცოდნელი პირისაგან ყოველი პირის მიმართ.
“ხოლო წყარო აღმოვიდოდა ქვეყანით და რწყვიდა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა.’’ (დაბად. 2,6)
რწყვიდა ანუ რუებად აკვალიანებდა ნათელს, ცოდნას და სიტყვის ჭეშმარიტებას.
ასე არს რუ - წყალი სარწყავად გაღებული მწყალობელი ღმრთისაგან.
ახლა რუ-ბენი - ბენით ვიხილოთ, ბე - ენით ანუ ენის საწინდარით. ეს კი დაზავების მცირე საჩუქარია, რადგან ბეს განვიღებთ, როდესაც ქალწულს საქორწინედ ვაჟისა დავეწინდებით. მაგრამ ამ ბე-ს ენისას ქართულად არაონი ჰქვია ანუ არაა მზისაო. ონ - ძუელ კოპტურად და ძუელ ეგვიპტურად მზის სახელწოდებაა, ონი კი ქართულად მზის ნათელს ჰქვია. იგი მზის ქალაქის სახელია და ბიბლიაში მას ილიოპოლსაც ეძახიან ანუ მზე-მეფეთა-ქალაქი, იგივე ელი - აღმდგარი ღმერთი და პოლი - ქალაქი. მისი გამოკვლევა ვარსკულავ ვეგასთან დაგაკავშირებს, ისრალო! ვარდნილი არწივის ალფა ვარსკულავთან, რომელიც ჰანგის თანავარსკულავედადაცაა ცნობილი, მისი ჰანგის მეექვსე სიმზე, იგივე ლირას ლა-სიმზე გამოსახულია ვარსკულავი ცისფერი გასაღებით, მისი სახელია ვეგა. ამიტომაც თქუა წინასწარმეტყუელმან: ვეგა-ლობები უფალსა ღმერთსაო!
გამოიტანეთ შინაარსი მივიწყებულიდან - მანასედან ეფრემში და აი ასე დაბ-ლობი და მაღ-ლობი და ვეგა-ლობები. ვეგა-ვარსკულავი ვარსკულავიერი გუმბათის ცენტრში იმყოფება. ის სივრცის სიმეტრიისა და სიმაღლის დამნიშვნელია და დაბ-ლობიდან უფრო მაღლაა, ვიდრე მაღ-ლობიდან.
მთის წვერით მაღ-ლობრივად უახლოვდებით ვეგას ვარსკვლავიერი გუმბათის ცენტრს და არა პოლარულს.
ბე-ენით, ბენი-ამ-ენით - ბენიამინი, რომელი ენითაც იკითხება იმ ენით, როგორ და ასე - რუ-ბე-ნით:
ცოდნის წყარო გაცემული სამარად საწინდარის საფასურით, ბე-თი და ენით - ბე-ენით, ამ ენით - ბენი-ამენით. ბენიამენი - ამ-ენით, ამინ! ამინთვია! ამენ-ახოს! ა-მინ-ახოს და ამონახოს ყოველმა!
“ხოლო მდინარე გამოვალს ედემით მორწყვად სამოთხისასა, მიერ განიყოფვის ოთხად თავად’’ (სახელი ერთისა - ფისონ, სახელი მდინარისა მეორისა - გეონ, და მდინარე მესამე - ტიგრისი, ხოლო მდინარე მეოთხე - ევფრატი) (დაბად. 2; 10, 14)
არ არსებობს დედამიწაზე არცერთი ადგილი, სადაც მდინარე იყოფოდეს ოთხ მდინარედ, თანაც აღნიშნული სახელებითა და გეოგრაფიული განსაზღვრებითი სახელრქმევით.
დეშიფრაციისას წაიკითხეთ ასე:
მდინარე - მდინარედ ითქმის სწავლის ქადაგებათა სიტყვანიცა, ე.ი. ღვთაებრივ განმანათლებლურ ცენტრზე მიდის ქადაგება - ედემის მსოფლიო განმანათლებლური ცენტრი, გინდა ცივილიზაციების დაბადების ცენტრი.
ასე გეკითხოს, ისრალ - მალე გავალთ ფონს, თანაც ზესთა-ფონს.
ძველმა წიგნებმა, წინ-გნებით ვერანი,
თაროებიდან დაიწყეს ცვენა ვერაგი,
მათი დამწერი კაცნიც, თან გაჰყვნენ ვერმარგნი.
ცისკარის დროა, ჭენების დროა,
წინ-წინ-წინ, მხოლოდ წინ - ქართულ მერანით!
კენჭა-ბერი