ნაწილი VIII
ბეჭედი - და - ბე - ჭედვით
დაუვუწყარი ფერისცვალება მოახლოვდა, გამეფდა ლაზარეს ენა - ითქუმის და აღესრულება. მახლმა გაიღვიძა აღმასრულებელმა, ისრალი ცნობს ჩემი მახლის ძალას. იკითხეთ და განგემარტივებათ ჩანაზრახისი! თვალებითა გცნობთ თითოელს, საფიქრებელი მაქვს მზე-რა თთ-ეულისა. მოვედი, რათა მოვხარო მშვილდი სამი-ზნით გამზადებული ისარი - მელისა.
გუთნის-დედამ დამლოცა სარის-გებითა. მე კი ჯიუტი ბალღივით ეზე შევესი ბაბალოვანით ხერგულითა, მიმოდარე მანათობელითა მზითა და ზეზნითა.
ვა ბაბილონს მეძავს! მახვილი უზენაესისა აღიძრა შენს წინააღმდეგ, მშიერმა უფსკრულმა დააღო ხახა ცეცხლოვანი, შთანგთქავს შენ, ბილწო და აშეშებულო გველო.
სიტყუა, რომელი თქუა უფალმან ბაბილონსა ზედა, ქუეყანასა ზედა ქალდეველთასა ელითა იერემია წინაწარმეტყუელისათა.
მიუთხრენით წარმართთა შორის და სასმენელ-ყვენით და აღიღეთ სასწაული, ასმინეთ და ნუ დაჰმალავთ. არქუთ: აორდა ბაბილონი ბილ უშიში, შუებულ მიეცა მეოდახ. ჰრცხუენა კერპთა მისთა, ჰრცხუენა ქანდაკებულთა მისთა, რამეთუ აღმოვიდა მის ზედა ნათესავი ჩრდილოთ. მან დადვას ქუეყანა მისი მოსაორებელად, და არა იყოს დამკიდრებული მის შორის კაცითგან მისაცხოვართამდე, შეირყინეს, წარდეს.
მათ დღეთა შინა, - იტყს უფალი - და მას ჟამსა შინა მოვიდენ ძენი ისრაილისანი, იგინი და ძენი იუდსნი ერთბამად მოარულნი და მტირალნი, წარვიდენ მაძიებელნი უფლისა ღმრთისა მათისანი. ვიდრემდის სიონს იკითხონ გზა, რამეთუ აქა მისცენ პირი მათი და მოვიდენ და შეივლტოდიან უფლისა მიმართ, ღმრთისა მათისა, რამეთუ აღთქმა საუკუნო არა მოაკლდეს.
ცხოვარებ წყმედულებ იქმნა ერი ჩემი, მწყემსთა მათთა
განადნეს იგინი, მთათა ზედა შეაცთუნნეს იგინი, მთათაგან
ორცუთა ზედა ვიდოდეს, დავიწყდა სადგური საწოლი მათი.
ყოველნი მპოვნელნი მათნი განლევდეს მათ. მტერთა მათთა თქუეს: არა ულხინოთ მათ მის წილ, რომელ შესცოდეს უფალსა. შჯული სიმართლისა შემკრებელი მამათა მათთა უფლისა.
უცხო იქმნენით შორის ბაბილონისაგან და ქუეყანისაგან ქალდეველთასა, გამოვედით და იქმნენით, ვითარცა ვეშაპნი წინაშე პირთა ცხოვართასა.’’ (იერემია 50; 1-8)
გზა წერილში შესაღწევად:
“ვეშაპნი წინაშე პირსა ცხოვართასა’’ - გაკრვებით აღსაქმელია წინააღბეჭდილი წინადადება, სად ვეშაპნი და სად ცხოვარნი. აქ უნდა გაგახსენოთ წინა წერილები, რომელნიც პრესაში იბეჭდებოდნენ; ვიმეორებ, ნოეს კიდობანს ვეშაპის ფორმის გიგანტური მთა აქვს დაშენებული. საერთოდ, ამ ფორმის მეგალიათური სალოცავები ცნობილია ქართული წარმართული ისტორიისათვის უხსოვარი დროიდან და მრავალ ქართველ მკვლევარს აქვს ნაჩხრეკი და ყურადღება გამახვილებული თავიანთ ნაშრომებში ვეშაპის ფორმის სამლოცველოების შესახებ. უბრალო მკითხველისათვის გავარკვიოთ, რომ თევზნი და ცხოვარნი სხვადასხვა სტიქიაში ანუ სხვადასხვა სტიქიურ განზომილებაში იმყოფებიან. (ვეშაპი - თევზია დიდი ზღვასა შინა უკიანესა, რომელმან იონა შთანთქა (იონა, 2, 1) (სულხან-საბა)
იონას სასწაულზე უფალი იესო ქრისტე მიგვითითებს, როგორც ბოლო ჟამის ერთადერთ სასწაულზე.
“რამეთუ ვითარცა იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ-დღე და სამ-ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისა გულსა ქუყანისასა სამ-დღე და სამ-ღამე.’’ (მათე 12, 40)
მთის გულს მღვიმე ჰქვია, მაგრამ ისმის შეკითხვა - ქუყანის გული სად არის? და რა არის? ან რა სასწაულია ამისთანა მთელ მსოფლიოს რომ უნდა ეუწყოს და მისი კოსმოსური მნიშვნელობა კაცობრიობის განმაცვიფრებელ რანგსა და რაობას იძენს!?
მოდით, გავიხსენოთ რა არის ცხოვარი.
(ცხოვარი, ცხვარი) - ცხოვარსა მამალსა ეწოდების ვერძი და დედალსა ნერბი; ხოლო შვილთა მათთა - კრავი. (სულხან-საბა)
სიმბოლურად მწყემსი ზეციური უფალია და სამწყსო მისი ცხოვარი ანუ ცხვარი. რა თქმა უნდა უფალი ლაპარაკობს ჩვენს შესახებ და გვეუბნება: ბოლო ჟამისათვის მთა-გამოქვაბულთან მიდით “ვეშაპის’’ სალოცავთან, ბერთა კლდეს რომ უწოდებს ქართველი.
არსებობს კიდევ ერთის საიდუმლოება, რომელიც ვეშაპს ცასთან აკავშირებს და დროისა და დროებათა განმამჟღავნებელია.
ვეშაპის თანავარსკვლავედს ცის სფეროზე, ციური ეკვატორის ორსავე მხარეს დიდი სივრცე უჭირავს. მისი მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილია მოქცეული ჩრდილოეთის ნახევარსფეროზე, რომელიც ყველაზე უკეთ ოქტომბრიდან იანვრამდე ჩანს. იგი გარემოცულია მერწყულის, თევზების, ვერძის, ღუმელის და მოქანდაკის თანავარსკულავედებით. ჩამოვთვალოთ:
ა) ვეშაპი, რომელიც ზღვაში ანუ ოკეანეში ცხოვრობს და ცხვრებთან არავითარი შეხების წერტილი არ გააჩნია, მარტივად და ფანტაზიების გარეშეც რომ დავაკვირდეთ.
ბ) საქრთველოს შუაგულში, დიდი კავკასიონისა და მცირე კავკასიონის შუაგული, თავ-რას მთასა და იალ-ბუზის (ასე რატომ გაკითხებთ მალე მიმიხვდებით, როდესაც ბუზის თანავარსკვლავედს აღვწერთ, მომიტევეთ გადახვევისთვის).
მთის შუაგული, მთა დედაბერა, ბერთა კლდე, ხარის გულის რაიონი, ხარგული, ხარაგაული და ხორაგაული (სხვადასხვა დროის კუთხური სახელწოდება, რომელიც ხართან კავშირშია). ამავე დროს სახარება ოთხთავია და ოთხი ტოტემით არის დაბეჭდილი: მათე - ანგელოზი (ხატება, სახება უსხეულო), მარკოზი - ლომი (იუდეველთა სამეფო ტოტემი), ლუკა - ხარი (მიწადმოქმედთა სიმბოლო, გიორგიანთა საკულტო), იოანე - არწივი (არ წივის და არ-კივის, არამედ საიდუმლოს ინახავს, ანტი-ტოტემი - ჭარტალებს. “ჭარტალი - მრავალ-მეტყუელ კაცსა ჰქვიან, იგივე ჭარდალი არს რიტორი, გინა ცხად-მოუბარი, გინა საჩინო მოლაპარაკე, გინა გამომცხადებელი, გინა სწორედ მთქმელი ანუ სიმართლის მადიდებელი - მართლმადიდებელი.
ოთხი ტოტემის სახელწოდებიდან აღმართულია სახელად სახარებისა - ხარი. (ერთი პატარა ჩანართი, ხარი - ვეშაპის თანავარსკულავედის მოსაზღვრეა, ამას დააკვირდით. ეგვიპტურად წმინდა ხარს აპისი ჰქვია, ერიდებოდნენ მის
გამძნვარებას ანუ გავეშებას ანუ ვეშ-აპისი - გამძვინვარებული ხარი, ასე ითარგმნების ასტრო-მითოსური კვლევისათვის).
ყველა ქართველს, და რა თქმა უნდა მართლმადიდებელს (სხვებსაც, მაგრამ ამ სფეროში ქართულ ენაზე, ქართველთა გასაღვიძებლად ვიღწვი, ამასთან ისრალის სიფხიზლე ფრთებს მასხავს). აგვიპყრია მზერა ტაძარში გუმბათისაკენ, ცენტრში მაცხოვარია გამოსახული და ოთხივ კუთხით ოთხი მოციქული: მათე - ანგელოზთან, მარკოზი - ლომთან, იოანე - არწივთან და ლუკა - ხართან. გუმბათზე გამოსახული ნიშნები ნიშნები მთავარი გასაღებებია ოთხივ კუთხისა და ოთხთავისა.
ოთხი ტოტემი ერთად შერწყმული: ხარი, ლომი, არწივი და სახება ანგელოზი ანუ მაცნე - წარმოადგენენ სფინქსს.
დაკვირვება სახარებისა მიგვახვედრებს, რომ ეგვიპტეში ლტოლვილი იოსები ოჯახით - შემთხვევით მისტერიაში არ ხვდება.
“ხოლო იგი აღჰსდგა, და წარიყუანა ყრმა იგი და დედა მისი ღამე, და წარვიდა ეგპტედ, და იყო მუნ ვიდრე აღსრულებამდე იროდისა.
რათა აღესრულოს სიტყუა იგი უფლისა, თქმული წინასწარმეტყულისა მიერ: ეგპტით უწოდე ძესა ჩემსა.’’ (მათე 2; 14, 15)
ფორმულირება ასეთია: ისრაელმა გაიარა ეგპტე და მისმა მხსნელმაც გაიარა ღმერთის ნებით ეგვიპტე. პირველ შემთხვევაში ეგპტე დამატყვევებელის როლშია, ხოლო მეორე შემთხვევაში - შემფარველის როლში.
ამ დაკვირვებით შესაძლებლობა გვეძლევა, რომ ვივარაუდოთ ორი ეგვიპტე კვლევის დასაწყისში: ერთი ნამდვილი, დაფარული ეგპტე და მეორე - სახელმწიფოებრივი, სოციალური ეგვიპტე.
რა თქმა უნდა, კვლევა მინიმუმ ორ სხვადასხვა ეგვიპტემდე მიგვიყვანს, მაგრამ ეს თემა ცოტა მოგვიანებით აკადემიურად გასარჩევი იქნება. ეხლა კი ისევ ვეშაპის თანავარსკულავედის გარშემო მოძიებულ ინფორმაციებს დავაკვირდეთ.
უპირველესად მოძებნეთ ინტერნეტში ცის რუკები და ვეშაპის თანავარსკულავედი. ეს რუკები ბევრია, მაგრამ მოძებნეთ ის რუკა, რომელშიც ვეშაპის თანავარსკულავედი ურჩხულსა ჰგავს, კრებითი სახე აქვს - ძველ მოგვთა შედგენილია.
კუდი იოტის მსგავსად აქვს მოდრეკილი, სახეზე ვირთხის ნიღაბი უხატია - ჩაკვირვებით ამოიცნობა. პირი ღია აქვს და სამალმიანი ენა აქვს გამოყოფილი - სამაროვანი ენის სიმბოლოდ (მოვნიშნე ძიებისას).
მივმართოთ ერთ დოგმას მართლმადიდებლობისას - მამა არავის უხილავს, მხოლოდ მის წიაღში მყოფმა ძემ იხილა დაფარულში ღმერთი.
მხოლოდ შობილი ძე - უფალი იესო ქრისტე ნაზარეველია!
დასაბამის შემოქმედება უეჭველია იხილა ძემ. ჩვენთვის და კაცობრიობის დღევანდელობით ინფორმაციულ ველში განხილული არ არის ის, რომ დასაბამი თვით უფალის - იესო ქრისტეს ნაღვაწია, ანუ მან იხილა მამის წიაღში შემოქმედება. დოგმა ამკვიდრებს ამ აზრს და უტყუარს ხდის! რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელიც სადავო საკითხად რჩება, ეს არის ორი კითხვა: 1. ვინ დაწერა ბიბლია? და 2. რომელ ენაზე დაიწერა?
რა თქმა უნდა იესოს გარეშე არ მომხდარა ბიბლიის კაცობრიობისათვის გადმოცემა. აქ ორი მხარე უნდა განვიხილოთ: პირველი მხარე ეყრდნობა შესაძლებლობას, რომელიც ზეციურ ხილვასთან არის დაკავშირებული. მაგ. უფალი ეცხადება ვიღაცა მმოსველს ამ ცოდნისას, ვისაც ეს ენა ღვთაებრივი ესმის ზედმიწევნით კარგად და ღრმად შინაარსობრივად, თანაც მისტიურ ენობრივ სიმბოლიზაციაში გარკვეულია, აქვს ნიჭი ღმრთისაგან იყოს ხედვადი და თანაც არსობრივი პიეტიკა სრულყოფილად აღიქმება მისი ხელით.
მეორე, ჩემი აზრით, უფრო ჭეშმარიტი და ყურადღება-მისაქცევი არის ის, რომ თავად უფალი ასრულებს ამ საოცარ შემოქმედებით აქტს და სავარაუდოდ საიდუმლო განკაცებაშია, ანუ ის დედამიწის მკვიდრია, ოღონდ დაფარულში მოღვაწე, შემოსულია დაბადებაში, რათა განამჟღავნოს კაცობრიობისათვის მამის გზა.
ამ გზას ადამის რანგში კაცობრიობის აღყვანების გზასაც უწოდებს წმინდა წერილები.
დღევანდელი დღის გადასახედიდან, დასაბამი კაცობრიობისათვის უხსოვარ დროშია შექმნილი. ამას ნელ-ნელა და დიდი შრომის ფასად ჩასწვდება ჯერ ქართველი ანუ ამ ენაზე მოლაპარაკე და მოაზროვნე, ხოლო შემდგომ ეს გამსოფლიურდება.
ერთერთი მესიონერული ვალი ქართველი ერისა ღმრთის წინაშე არის ის, რომ განაცოცხლოს თავის თავში ენა ქართული, იგივე ლაზარე და შემდგომ დიდოსტატის კურთხევით გახდეს მოძღვარი მსოფლიოს რომელიმე ენისა, ტომისა და თესლისა, და ეს იმისდა მიხედვით, თუ რომელ ენაზე შესძლებს გადათარგმნოს ქართულში ნანახი, ან თუნდაც ნაპოვნი, ვთქვათ, ჭეშმარიტება.
წინააღმდგომთა ცრუთა და მემრუშეთა ჟამნი გარდაიცვალნენ, სიყვარულის უზენაესობის დრომ შემოირიჟრაჟა. დასაჯერებელია ისიც, რომ მე თქვენზე ნაკლები ნიჭით ვარ დაჯილდოებული, ერთი კი მაქვს - ჯიუტი ვარ მიზანთან.
არ დაგავიწყდეთ - დედამიწა ფანტასტიკური, დიადი და განსაცვიფრებელი ხომალდია, რომლის მფლობელი უზენაესი ღმერთია და ძე მისი მხოლოდშობილი - ამ გემის კაპიტანი.
ამ გასაოცარი სიცოცხლის სიცრცეში “ნავიგაციას’’, ასე ვთქვათ მოგზაურობას, უდიადესი სიყვარულის მიზანთან ლტოლვა ამშვენებს სიცოცხლით. ყველას კეთილ მოგზაურობას დაგილიცავთ თვალუწვდენელ სამყაროში - მრავალფეროვან ღელვათა მსოფლიურ ოკეანეში.
ცოდნის შემმოსველთაგან, დიდ და ღირსეულ წინასწარმეტყველთაგან აუცილებელია დავასახელოთ ილია წინასწარმეტყული და წინაწარმმეტყული, ვინაიდან თვით უფლმა იესო ქრისტემ ჰრქუა ისრალის შვილებს: დასაბამიდან დღევანდელ დღემდე არ აღმდგარა ილია წინასწარმეტყულზე დიდი და არც აღდგებაო.
დოგმატიკური საიდუმლო კანონები შესაძლებლობას გვაძლევენ დავეყრდნოთ მისტიურ ჭეშმარიტებას და ასე გამოვთქვათ აზრი: ლაზარე კოდური სახელია ქართული ენისა სახარებაში. ლაზარე აღადგინა უფალმა იესო ქრისტემ, ე. ი. ქართული ენა აღადგინა იესომ; აღადგინა, რადგან თავად სრულყოფილად ესმოდა ქართული.
ლაზარე საიდუმლოებათა საუნჯეა, ქართული ენა - საიდუმლოებათა საუნჯეა (დამატებით ვიტყოდი, რომ ეს ენა გასაღებია ყველა დაუნჯებული ენის საიდუმლოებათა და მთავარი აღსრულდა - გაცოცხლდა ლაზარე. დასრულდება თუ არა მისი აღქმის დრო და ჟამი, თვით ენას მიეცემა საშუალება ყველა მკუდარი ენა აღადგინოს).
ახლა საკმაზივით დავამატოთ კიდე ერთი რა-მე, მხილება ლაზარეს ენით მოხდება ბოლო ჟამს ანუ ქართული ენა ღვთაებრივი მართლმსაჯულების ენაა, ქართველი კი - მართლად მსჯელისა და მართლის მადიდებელის რანგია. ამიტომაც განიწმინდენით, აეშვით უღმრთოთა გზებიდან და დაყენდით თქვენს ბრწყინვალე მომავალში, ნათესაო ძირმწარევ და კისკასო.
რაც შეეხება ისრალს, მე ვიტყვი და ამით დავადასტურებ ჩემს პირად კვლევას და აზრს: ის რჩეულია, ის სიყვარულის ნაყოფია და არა სიძვისა, ის მზე-რაა გონებისა ღმერთის წინაშე, ის პიროვნული ბუნების წარდგომაა სიჯიუტით შემკობილი, ის აღმდგარი ღმერთის ყრმაა უღალატო, ის ელის რა-მზე-სითებას მომავლისას, ის მონატრებული შვილია შორი-გზებიდან სახლში უკვე დაბრუნებული.
დიახ უკვე! ჩემი გონების თვალი სჭვრეტს ამას!
სითბო გადმოგეცი გულით, ჩემო ისრალ და დაგითბე გზანი მზიანი. მალე მომანიჭებს ღმერთი ამ სიხარულის განცდას, როდესაც გულში ჩაგიკრავ და ახალ - უხები საიდუმლოთი შეგმოსავ, რათა გითხრა, ყე იარე და მოსე, ძლევა-მოსილებით გამხნევდი. ბრძანებაა, ყველა ნავსაყუდელმა მიგიღოს და გეზიაროს წმინდა სიყვარულში, კაშ-კაშა - მზით კაშ-ერნი შეგიძმობილდნენ, ცელქო! ისრალმა დაამოწმოს და მსოფლიომ მიიღოს უტყუარ საბუთად!
ამ ტექსტის დამწერი ვეშაპთა ნათლიაა, ვინაიდან თავადმან უბოძა სახელი, დანარჩენს ადამი არქმევს სახელს, ანუ მხოლოდ ვეშაპები არიან სახელრქმეულნი მთხრობელის ბაგითა და კალმით. და ასე, ისევ ლაზარეს ენით ჰქვია ვეშაპს ვეშაპი და რაც მთავარია, ვეშაპს ღმერთი ეძახის ვეშაპს.
მხოლოდ ამ დაძახილზე მოდიან ვეშაპნი, ვეშაპნი სცნობენ თავიანთ ნათლიას, ნუ გაგიკვირდებათ - ვეშაპნი ლოცულობენ, და არა მარტო ლოცულობენ, არამედ ხილვებს ხედავენ და უკავშირდებიან თავიანთ და-ძმებს, წინაპრებს, დედ-მამას - უკვე სხვა განზომილებაში გასულებს ანუ გარდაცვლილებს.
ეხლა დააკვირდით დასაბამის ტექსტებს:
“და თქვა ღმერთმან: (დააკვირდით ღმერთმა თქვა და ამას ისმენს “ჩვენთვის უცნობი’’ და აღწერს, სხვანაირად რომ ყოფილიყო, ეწერებოდა - ვთქვი ღმერთმა, პირველ პირში მთხრობელისაგან. უეჭველია ისმენს და თხრობს წერილით ნებადართული პიროვნება, რომელიც ეზიარება ღმერთის შემოქმედებას). გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალები
სამშნველთა ცხოველთა და მფრინველნი ფრინვალენი ქუეყანასა ზედა სამყაროსაებრ ცისა. და იქმნა ეგრეთ.
და შექმნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი და ყოველი სული ცხოველთა ქუეწარმავალთა, გამოიღეს წყალთა ნათესაობისაებრ მათისა ყოველი მფრინველი მფრინვალენი ნათესაობისაებრ, და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.
და აკურთხნა ღმერთმან მეტყუელმან: (კურთხევა - არს გადიდება სახელისა მისისა, გინა ლოცვისა მიღება, გინა განცხადება, გინა განსრულება, გინა განმრავლება, გინა მოახლება ღმერთისა, გინა მიახლება ღმერთისა მიერ; მეტყუელი - მოლაპარაკე (სულხან-საბა); მოლაპარაკე ღმერთი ლაზარეს ენით, სრული სამყაროული ენით - ენა-ფუძით) აღორძინდით და განმრავლდით და აღავსენით წყალნი ზღსანი. და ფრინველნი განმრავლდედ ქუეყანასა ზედა. (დაბად. 1, 20 – 22)
პირველი კურთხევა ქართულ ენაზე აენთო სამყაროში და ეს მოვლენა კი არ არის, არამედ ჭეშმარიტებაა დასაბამისეული. პირველი ვეშაპის ნათლიის ენაზე ვლოცავ დედამიწას და სრულიად საქართველოს!
ვეშაპის თანავარსკულავედი ეკვატორული ვარსკვლავთკრებულია. აქ, ამ სივრცეში განსაკუთრებული ენერგია აღიძვრება სხვადასხვა პერიოდული სისტემით. ჩვენთვის საკვლევია დრო წარღუნვიდან წარღუნვამდე, ე.ი. დასაზუსტებელია დედამიწის ღერძის მანევრირების დრო. ჩვენ ამჟამად გალაქტიკურ სამყაროთა გზაჯვარედინზე ვიმყოფებით, ანუ ამ სივრცეს გავდივართ. ამის ამოცნობა ქართული ენის გაცოცხლების და მერე მისით ინფორმაციის ველის ამოკითხვის გარეშე შეუძლებელია.
გალაქტიკა (ბერძ. “რძიანი’’, “რძიული’’) - ვარსკვლავთა და ვარსკვლავთშორისი სივრცის მილიარდვრსკვლავიანი სისტემა, რასაც უწინ ექსტრაგალაქტიკურ ნისლეულს ეძახდნენ. მზე და მზის სისტემის ცთომილნი შედიან ამ რძიული გზის ანუ ირმის ნახტომის ლოკალურ გალაქტიკაში. მაგელანის ღრუბლებად წოდებულ ორ სხვა ნისლეულთან ერთად, ის ქმნის ლოკალური ვარკულავეთის სამმაგ სისტემას. ყველაზე ახლობელი გალაქტიკური სპირალური ნისლეული - ანდრომედას ნისლეული დაახლოებით ორი მილიონი სინათლის წლითაა ჩვენგან დაშორებული. (საქართველოს ტერიტორიიდან ყველაზე უკეთ შემოდგომაზე მოსჩანს).
შემოდგომაზე დღეღამტოლობიდან ორმოცი დღის შემდგომ, ანდრომედას სპირალური გალაქტიკიდან მოაღწევს ორი მილიონი სინათლის წელიწადის დროის უკან გამოგზავნილი ენერგეტიკული ინფორმაცია, რომელიც ცისკრის ვარსკულავის, ანუ ცის-კარის ვარსკულავის მწუხრიდან განთიადამდე გადაზენიტების დროს დ ა ე მ თ ხ ვ ე ვ ა !?!?!?
სანამ ფრენას არ გასწავლით - ვერ მოგეშვებით!
მარტო ფრენა მოსაწყენია - ასე დაუბარებია ფრიდონს!
კენჭა-ბერი
შვიდი წელი ამ გამოქვაბულში ვცხოვრობდი და უფლის სიტყვას ვეზიარებოდი.