კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


ნაწილი VI


გაიღვიძე ისრალ ფაჩუნიერის ხმაზე!

 

ქართველი ერისთვის სამზადისი რაიმე ახალი მოვლენის მიმართ, რომელიც კონკრეტულად ერის ცხოვრებას ეხება - დღესასწაულები და სტუმარ-მასპინძლობის რიტუალები, არასოდეს ყოფილა უცხო ხილივით შესასწავლი და შესათვისებელი.


ეხლა დადგა დრო, როდესაც ამ ერმა უნდა გაითავისოს ისეთი რამ, რაც გენეტიკის დონეზე მეხსიერებაში უდევს. ქართული გენის მაქსიმალური აქტიურობა გამოვლინდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ერი ღვთაებრივ და კოსმიურ მთლიანობაში - მიწადმოქმედებასთან ერთად გაამთლიანებს თავის მოღვაწეობას, მოვალეობის გახსენების შემდეგ.


მოვიდა დრო, როდესაც ამ ერს მსოფლიოში ყველაზე მეტი სტუმარი ეყოლება მისაღები. დიდი სტუმრიანობა მოულოდნელი რომ არ აღმოჩნდეს, დიდი “თადარიგია' დასაჭერი. მოვლენები ისეთი სისწრაფით განვითარდება, როდესაც მრავალრიცხოვანი პილიგრიმები აღიძვრებიან მსოფლიოს ყველა კუთხიდან დღესასწაულზე, რომელსაც ბიბლიურად კარვის აღმართვის დღესასწაული ეწოდება. ეს კარავი აღიმართება იერუსალიმის კარიბჭესთან (ერთერთთან რა თქმა უნდა). ყველაფერი ცის ქვეშეთში ღმერთის ნებაზეა დამოკიდებული, ასე გვასწავლიდა უხსოვარი დროიდან ჩვენი წინაპარი. რა თქმა უნდა კარვის აღმართვის დრო გამოცხადდება და ეცნობებათ ეს ამბავი სრულიად ყოველ ერს, ენებსა და ტომებს. ამერცხლდება ინფორმაციული ჭიკჭიკით ყოველი საინფორმაციო საშუალება. იმდენად რეალური ურთიერთობები დაიწყება, რომ სტუმრებს გაუკვირდებათ, როდესაც რამეს შეეკითხებიან ჩემს ერს და ერი პასუხს ვერ გასცემს! ამიტომაც გთხოვთ ყურადღებას მოწოდებულ ინფორმაციაზე, ვითხოვ არა გულუბრყვილოდ მიყოლას, არამედ ჯანსაღი კრიტიკითა და გამჭრიახი გონებით აღქმას მომავალი მისტიური პროცესების აღსაქმელად. ნურავინ ნუ დაბრკოლდება, ძალიან ადვილად შესძლებთ ქართულ ენაზე ყველა წინასწარმეტყუელების და წმინდა წერილების შინაარსის გათავისებას.


ქართველ სამართალდამცველებს დიდი და უსაზღვროდ შრომატევადი საქმეების შესრულება დაევალებათ, თუმცა იმდენად  დიდი იქნება მოდინება პილიგრიმებისა სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომ აუცილებელი იქნება სხვა ქვეყნების სამართალდაცვის სამსახურებს ვთხოვოთ დახმარება.


დაისაწყისა დრომ, აუცილებელი თანადგომა გამოიჩინეთ ყველამ ერთმანეთის მიმართ. ბევრი ადამიანი თავიდან დაიბნევა, თუმცა ისეთი არტიფაქტები გამომზიურდება, რომლის მნახველს გაოგნება გაუასმაგდება. საქმე თხრობაშიც კი ძნელად მისაწვდომია და ცოტა ზღაპრული თხრობა უნდა გამოვიყენო, რათა მიგახვედროთ, თუ რა თემაზე ვსაუბრობ.


ძალიან-ძალიან დიდი ხნის წინ, როდესაც ღმერთის შვილები ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, მათ ააშენეს საოცარი ქალაქი, რომელსაც ღმერთის შვილთა ქალაქი ეწოდება.


ეს ქალაქი იმდენად “ძველია’’ და იმდენი საიდუმლოებების მომცველი, რომ ათასი მეზღაპრე რომ შეუდგეს მის აღწერას, ასი ათასი წელიწადი დასჭირდებათ ზედაპირულად რომ აღწერონ თუ რასთან აქვთ საქმე.


თანაც აკვიატებული იდეის ნაყოფი არ არის ამ ქალაქის აღშენება და არც არქიტექტორი ჰყავს უბრალო. “ტვინი გამომეღრიცაო!’’ - იტყვით ქარაგმით გაფიქრებაზე ხილულისა და მოყოლილის აღქმის შემდეგ. მისი არქიტექტორი თავად უფალია და მისმა კალამმა გამოსახა ყველა ხაზი ამ ქალაქის პროექტისა.


ყველაზე დიდი რაც ამ ქალაქს ავალია არის ის, რომ ამ ქალაქში შეგიძლიათ გვამი სპეციალურ “კამერაში’’ დატოვოთ და ნებადართვის შემდგომ სამყაროში(!), ვიმეორებ სამყაროში იმოგზაუროთ.


აქ, მის კარიბჭესთან სიკვდილი გაუქმებულია და ჯოჯოხეთი მტვრად არის ქცეული. თუ შემეკითხებით მართალს ვთხრობ, თუ არა, გიპასუხებთ რომ სიმართლეს გიყვებით, ოღონდ ნაკლულოვნად, რადგან შეუძლებელია რამოდენიმე წინადადებაში დაატიო ამ ქალაქის სიდიადეცა და განსაკუთრებულობაც.


მოვიდა ის დრო, როდესაც ღმერთი პირადად ძის ბაგით დაგველაპარაკება და მნათი სული წმინდა შეგვმოსავს ედვით. ამას ახედვინებს გონების თვალს პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ მიწერილ წიგნში:


“მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე ღმერთი ეტყოდა მამათა წინასწარ-მეტყულთა მიერ, ხოლო უკანასკნელთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩუნ ძისა მიერ თსისა, რომელი იგი დაადგინა მკდრად ყოველთა, რომლისაგანცა შეჰქმნა ღმერთმან საუკუნენი.


რომელი იგი არს ბრწყინვალება დიდებისა და ხატი არსებისა მისისა, უტრთავნ ყოველნი სიტყთა მით ძლიერებისა მისისათა, თავისა მიერ თსისა განწმედა ცოდუათა ჩუნთა ჰყო, და დაჰსჯდა იგი მარჯუენით საყდარსა დიდებისასა მაღალთა შინა, ესოდენ უმჯობეს-იყო ანგელოსთა, რავდენცა უდიდებულესი მათსა დაიმკდრა სახელი.


რამეთუ ოდეს სადა ვის ჰრქუა ანგელოსთაგანსა: ძე ჩემი ხარი შენ, და მე დღე მიშობიე შენ. და მერმე იტყს: მე ვიყო მისა მამა, და იგი იყოს ჩემდა ძე?


და ოდეს კუალად შემოჰყავს პირმშო იგი სოფლად, იტყს: და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი ანგელოსნი ღმრთისანი.


ხოლო ანგელოსთათს იტყს: რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად, და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.


ხოლო ძისათს იტყს: საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე; კურთხი გ ა ნ გ ე ბ ი ს ა და კურთხი სუფევისა შენისა.


შეიყვარე სიმართლე, და მოიძულე უჰსჯულოება: ამისათს გცხო შენ, ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა უმეტეს მოყუასთა შენთა.


და კუალად: შენ დასაბამსა,უფალო, ქუყანა დააფუძნე, და ქმნული ელთა შენთანი ცანი არიან.


იგინი წარხდენ, ხოლო შენ ეგო უკუნისამდე, და ყოველნი, ვითარცა სამოსელნი დაჰსძულდენ. და ვითარცა შესამოსელნი ჰსცუალნე იგინი, და იცუალნენ: ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადთა შენთა არა მოაკლდეს.


ოდეს სადა ვის ანგელოსთაგანსა ჰრქუა სადმე: დაჰსჯედ მარჯუნით ჩემსა, ვიდრემდის დავჰსხნე მტერნი შენნი ქუშე ფერხთა შენთა?


ანუ არა ყოველნივე არიანა მოხარკე სულებ მსახურად, მოვლინებულ მათთს, რომელთა იგი დამკდრებად არს ცხოვრება?’’ (პავლე მოციქულისა წიგნი ებრაელთა მიმართ, თავი I)


აქვე მოვიგონითებ მრავალსა მსახურებასა ერთი კაცისასა, რომელმა ტვირთი როჭიკისა იტვირთა და გზა მართალსა და ძნელსა შეუყვა უფლისათვის და დიდებისა მისისათვის, ბუზღუნ-ბუზღუნით ატარა უფალმა და მიზანთან მოიყვანა სამი-ზნის შესამეცნებლად. გიორგია სახელი მისი, ლეონიძის გვარის გამგრძელებელი. ძალიან ბევრ ადამიანს უპატრონა ამ გაჭირვებების ქარტეხილებში. პირველი მე ვუხდი მადლობას და გზაბედნიერად ვლოცავ, მას განსაკუთრებული ხედვა აქვს, როგორც სიკეთისა, ასევე წერილთა შინაარსში ჩაწვენილ სიბრძნეთა.


ამ პიროვნების ღრმა სულიერი მიზანი - სიკეთით შეჯავშნული სიყვარულია.


მორწმუნეთა შორის ამაღლებული, მჭვრეტი და დაფიქრებით შემმეცნებელია. არა უჭირს რა, როდესაც შესაძლებლობას აძლევს ღმერთი - მოწყალება იესოს, სიყვარული ავლინოს და სიკეთე მართალთა წილხვედრად აქციოს.


ხელ-პირის დასაბანად შეგიძლიათ მიმართოთ, მანაც უწყის წმინდა წყლების ფასი ცოდვათა ჩამოსაბანად. დღეს ის მე დავასახელე პირველად თქვენთვის, ვინაიდან იგი არის უფლის გზის ღირსეული მსახური, ბუზღუნა და მოწყალე. მას დაფარულში საიდუმლოებათა გამზიარებელი, უსაყვარლესი არსება - და მისი, ძალი და გონების ხმევის მადლი.


არ ძალმიძს ერთად არ დავლოცო გიორგი და ლია ლეონიძეები, ღვთაებრივი კურთხევით აღვსილნი და მოთმინებით მომლოდინენი ჟამისა, როდესაც ესავთან დაბრუნდება იაკობი. დაფარულიდან თითო წვეთი სიმართლის აღმოდინება სამყაროს ოკეანეს ანათებს, ამ პროცესს - განცისკროვანება ეწოდება.


პავლე მოციქულის წიგნმა უნდა გაგახსენოთ უფალის რანგობრივი მოწოდება მამით და უფლებამოსილება ანგელოზთა წინაშე, დამსახურებული სიყვარულითა და თავდადებით.


ვეზიარებით უფალს - ვეზიარებით სიყვარულს; ვეზიარებით ძე კაცისას - ვეზიარებით კაცობრიობის მამას; ვეზიარებით ძე ღმრთისას - ვეზიარებით ძმობას მამის წინაშე.


საქართველოში განსაკუთრებულად ეპყრობიან სტუმარს, ერს უყვარს განსაკუთრებული სტუმარი, მაგრამ ერთი საინტერესოდ და პარადოქსალურად აღსაქმელი ისაა, რომ ეს სტუმარი ძუელი მასპინძელია ამ მიწაზე ქართველთათვის.


“და ოდეს კუალად შემოჰყავს პირმშო იგი სოფლად, იტყს: და თაყუანის-ჰსცემდენ მას ყოველნი ანგელოსნი ღმრთისანი’’.


მრავალგზის შემოსულა სოფელში უფალი, ჩვენთვის განცხადებული იესო ქრისტე ნაზარველი. მეფეთ-მეფე და უფალთ-უფალი, ჩინით მელქისედეკი, აღმშენებელი და დამაარსებელი ქალაქისა, რომელ არს სალიმი.


ზეცაში და მიწაზე, დედა-მიწაზე შედგა ის განცისკრება - მოლოდინის ლოდის გადამაგორვებელი.


საქრთველო მთლიანი, სრული, ძუელ საზღვებში აღსდგება, როგორც ამარანტების მთების მცველი ქუეყანა. ეს ქვეყანა სამი კონტინენტის - ევროპის, აზიის და აფრიკის დამაკავშირებელი გზაჯვარედინია, ამასთან ერთად ცივილიზაციების აკვანია და ყველაზე მთავარია ის, რომ დედა ღვთისმშობელის, დედა-ზეციური-დედოფალის წილხვედრი მიწა-წყალია.


ჩვენი ცივილიზაციის ფუძემდებლის ქვეყანაა, მას ნოე ჰქვია სახელად. ნოეს შვილების: სემის, ქამის და იაფეტის მეშვეობით გავრცელდა და განივრცო დედამიწაზე სამი მოდგმის კულტურა და რელიგიური მეხსიერება. სემიტური და ქამიტური მოდგმები, იაფეტურ მოდგმასთან ერთად წარმოადგენენ ძირ-მწარე ცხოვრების პატრიარქის - ნოეს საიდუმლოებათაგან ნაშობ სამ შტოს ერთი ფესვისგან. არ დაივიწყოს მსოფლიომ, რომ ახალი ცივილიზაციისათვის ნოემ დარგო ვენახი, მერე დაწურა და მერე მიირთვა. კი განშიშვლდა, სიშიშვლე ედემში დაბრუნების საიდუმლოების მფლობელის ღმერთის წინაშე ღირსებით ჩენაა.


შიშ-ველი და შიშუ-ელი ორი სხვადასხვა ეტაპია განკრვებისა. ნოემ იილა მომავალი ცივილიზაციისა და მოიცვა შიშმა ანუ შიშის ველში მოექცა, დაინახა რა ღმერთის უდიადესი განზრახვა. ამას ვერც გადმოსცემს ვერავინ და არც არავის აქუს ნება ამაზე ამეტყველდეს.


აქ ერთია მთავარი მისაგნები: “შიში შეიქმს სიყვარულსა’’ (შოთა). გრძნობა განკრვებისა, ანუ ღირსმოსილება ღმერთის სიდიადე განსჭვრიტო.


ავხსნათ ეს სიტყვა:


განკრვება - ესე არს შიში დიდისა ოცნებისაგან.

 

ადამის პირველი გრძნობაა განკრვება და ამ გრძნობას ეზიარა ნოე, როგორც ახალი ცივილიზაციის მამა და ძუელის დამმარხველი.


“დასდვა ღმერთმან განკრვება ადამს და დააძინა.’’ (დაბად. 2,  21)


განკრვება - კოდური სახელრქმევაა გრძნობისა, რომელსაც სამი მკვრელი და შემაწებებელი სიტყუა კინძავს: განკრა, რვა; დასასრული ერთი ეტაპისა - გან-კრა ანუ დასცხრა დღესა მეშვიდესა - კრა  დღეს და სიმშვიდე მოჰფინა სრულიად შემოქმედებას, განკვირა (განღმრთობა, განკაცება, განცვიფრება).


ეს მეგა-პროცესი ამ ჟამისათვის მერვე ეტაპზეა, წმინდა წერილით მას მერვე ნოე ჰქვია.


ამისამართებს ბოლო ჟამს განკ-რვება, “ცალკე ნანკ სწორგვერდისაგან შექმნილი სფეროიდია რვაწვერულზედ ნაგები სახელ ედების - მერკაბა.


რა - ერთი შვიდეული’’ (საბა)


დასრულდა ერთი დიდი შვიდეული ცივილიზაციებისა, შემოდის მერვე ნოე და აღდგა წარღუნვა ღერძისა, ანუ კრვება, შვიდეული გარდამავალი რვაში, და რვით ანუ -თი.


რიგი, რანგი, დრო და პროცესი ერთდროულად არის გადმოცემული განსაცვიფრებელ განკრვებაში, რომელსაც ფუძედ აბია შიში დიდისა ოცნებისაგან.


“შიში, სიში - ხოლო შიშიცა განიყოფების ექვსად: მცონარებად, კდემულებად, სირცხვილად, განკვირვებად, განცვიფრებად და უღონოებად.


განკრვება - შიში დიდისა ოცნებისაგან;


განცვიფრება - შიში უჩვეველისა საოცრისაგან (იოანე დამასკელის წიგნში ეწერა);

ხოლო ნემესიოს წიგნში განკრვების ნაცვლად - წყლვა წერია.’’ (სულხან-საბა)


იგივე განცდას შეეზიარა აბრაამიც. “აბრამ -ზე ამაღლებული’’ (სულხან-საბა)


“ხოლო დასვლასა მზისასა განკირვება დაეცა აბრაამს და, აჰა, შიში ბნელი დიდი დაეკუეთა მას’’ (დაბად. 15. 12)


ხოლო იაკობი განკრვების წყაროს ანუ პირველმიზეზს შეეყრება, ამ დროს იბადება სიტყვა ისრალი.


ეს არის ახალი სახელი აიკობისა ღმერთთან მორკინალისა, ისრაელი. ახალი სახელით კურთხევა მიიღო ესავის საცხოვრისში, საიდანაც აღიძრა თვითონვე ანუ საქართველოში. ეს ავი დრო განილია და ავთან დილამ მოიწია, ანუ ცისკარი შემოვიდა - დრო არს საოცრებათა აღქმისა.


“ხოლო ჰკითხა იაკობ და ჰრქუა: რა არს სახელი შენი? და მან ჰრქუა: რასათს იკითხავ სახელსა ჩემსა? და იგი არს საკრველ. და აკურთხა იგი მუნ.’’ (დაბად. 32, 29)


აღმოჩენილია და დაწმენდილია ადგილი განკრვებისა. ამ განცდას გაატარებს მთელს მსოფლიოს უზენაესი ღმერთი.


იჩქარე იაკობ! იჩქარე ისრალ! წინამორბედდით აბრაჰამის ძენო! ცის-კარს ეწვივნენ დავითის ძენი, ფაჩუნიერის სახლი მასპინძლობს.


განახლება შედგება!


არა მრავლითა სიტყვითა სცხონდე ისრალ, არამედ ჭეშმარიტებამან გაცხოვნოს!

ნუ დამაჯერებთ რომ ვერ გაგაღვიძეთ!!!


კენჭა-ბერი

 

 

 

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE