ნაწილი V
მამით, ძით და სულიწმინდით მიგნებულია დასაბამისეული - სამყაროს საფუძველი, გალაქტიკური რანგის დედაქალაქი, ქუეყანასა შიგან, რომლის სახელია სალიმი, სალომი, იებუსი, იერუსალმი. ეს ქალაქი მეფეთ-მეფის ქალაქია და მას მეფედა ჰყავს მეფე - ჩინით მელქისედეკი. ქალაქი საკრალურია და წარმოადგენს მსოფლიო მეფეთა განმანათლებელ ქალაქს.
უპირველესად დავიძიოთ, თუ რა საიდუმლო დევს ამ ქალაქის სახელში: “სალიმ-აღმოდინება’’ (საბა). ეს ის ადგილია, სადაც მიწის წიაღიდან აღმოცენდება ენერგია, რომელიც ამოზიდავს და იზიდავს წიაღის წყალს.
“ხოლო წყარო აღმოვიდოდა ქვეყანით და რწყავდა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა’’ (დაბადება 2, 6)
გაიხსენეთ სიტყვები: პირველწყარო, სიცოცხლის წყარო, წყარო ცხოველი, წყაროს თვალი, მადლის წყარო, უბერებელი წყარო, გამაახალგაზრდავებელი წყარო, საოცრებათა წყარო, მოლაპარაკე წყარო, ზღაპრული წყარო, წყალობის წყარო, მშვიდობის წყარო და ა. შ. ეს სახელები მრავლად შეგხვდებათ წმინდა წერილებში და მითოლოგიურ წყაროებშიც, არა მარტო ქართულში, არამედ მსოფლიო ლიტერატურაშიც.
ამ განსაკუთრებულ ადგილზე შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი, კაცი - როგორც სულიერი არსება და არა როგორც თარგი და ჭურჭელი, როგორიც დაბადების წინა თავშია აღწერილი:
“და შექმნა ღმერთმა კაცი სახედ თსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი.’’ (დაბად. 1, 27)
ჯერ წერილით გვაქვს მოცემული იგი და კაცის პირველ სახელსაც წარმოადგენს:
“იგი კაცისათვის ითქმის იგია დედაკაცისათვის’’ (საბა)
იგი - არს ღვთაებრივი ასტრალური თესლი - კა-ცისა, ძალა ცისა, ლანდ-ფორმა, მჭვირვალე ფორმა, ენერგეტიკულ ბმათა არსი და შიდა არსი. “სხეული - არს შემზადებული და ყოვლად განფენილი სამკერძოვე, ესე იგი არს, რომელსა აქუნდეს სიგრძე, სივრცე და სიღრმე, რომელ არს სიზრქე’’ (საბა)
სამგანზომილებიანი მატრიცა კაცისა, რომლისა სახელი არის - იგი, ისევე როგორც გია ან გიორგი, თუმცა ყველა სახელი სხვადასხვა მატრიცალურ ენერგიას ატარებს და სხვადასხვა გამოვლინებათა შესაძლებლობა ავალია.
“მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი’’ (დაბდ. 1, 27)
მამაიგი და დედაიგია, თუ ასე შევიაზრებთ - “ქმნა იგინი’’, გამოდის, რომ იგინი სახელია დაბადების უჯრედისა, რომელსაც გააჩნია მონაცემთა ბაზა დასაბადებლად დედაკაცისა და მამაკაცისა.
აწ წმინდა შემოქმედების ღრმა შინაარსს ადევს ტაბუ, რომელიც დაბადების წმინდა ცხრაკლიტულს წარმოადგენს. არასწორად მომხსენიებელს ან განმრყვნელს ვეტყვით ხოლმე - ნუ იგინები!
“ხოლო წყარო აღმოვიდოდა ქვეყანით და რწყვიდა პირსა ყოვლისა ქუეყანისასა’’ (დაბად. 2, 6)
ხოლო წყაროდ, სინათლის წყაროდ, ცოდნის წყაროდ, სიტყვის წყაროდ, წყალობის წყაროდ - ითქმის უფალზე. აღმოვიდოდა ქვეყნით, საიდან აღმოვიდოდა? - დაფარული ქალაქიდან, რომლისა სახელი სალიმი? იქნებ დედამიწის საშოდან? რომლისა სახელია ნუნ, იგივე თევზი, იგივე დედაბერას მთა, ან ბერთაკლდეა მისი აღმოსავალი? (აღმოსავალი და არა აღმოსავლეთი).
“ხოლო იესოს შობას ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა იროდი მეფისათა. აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალიმად და იტყოდეს: სადა არს, რომელი იგი იშუა მეუფე ჰურიათა? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით (მოცემულია განსაკუთრებული კოსმოსური, ვარსკულავიერი დრო ზოდიაქალური მონაცემით) და მოვედით. (ისინი აღმოსავლეთიდან კი არ მოვიდნენ, არამედ აღმოსავალიდან.) (ბაბალოვანი ანუ ბაბალ, ჩემი შეიტყე სახელი, ტყეში მეძახის მე საძმო) თაყუანის ცემად მისსა.
ჰურიათა მეფე, იგივე იუდეველთა მეფე, უფალი იესო ქრისტე ნაზარეველი, ღმერთი ჩუენი.
გამოვიძიოთ ვინ არიან ჰურიები, სადა-ურები არიან, აქა-ურები არიან თუ იქა-ურები, იქედან აქ მოსული ურები არიან თუ აქედან იქ წასული ურები.
სიტყვის ძალითა და დამაფიქრებელი სიტყვითა ვიტყვი - ესენი არიან უფლის სიტყვის მსმენელები და არა წამკითხველები წმინდა წერილისა. პირველწყაროს მხედველნიცა და მომსმენიც. მოისმენენ ყ-ურებით, დატკბებიან ყურებით (ხედვით), უყურებენ და ხედავენ, მერე ნეშტვენ ანუ წერილად ავანებენ უფლის საიდუმლოს; უფალი, მათი მასწავლებელი ეუბნება მათ: დაგსჯით თუ წერილს შეცვლით ან გადააკეთებთ და აგიწევთ ყ-ურებს! ასეთივეა იუდაც, ვისაც შეუძლია სიმართლითა და რანგით ელაპარაკოს უფალს; იუდა აღსარებას ნიშნავს, ეს კი - უფალთან გულგახსნილს ჰქვია. ყველა შუამავალი, ვითომ შუამავალი, რომელიც ჰაერში ისვრის სიტყვებს, თითქოს ღმერთი მოვალეა, მისი ამობაგული მოისმინოს და ამით აღმსარებელს შეეწიოს - არ არის იუდეველი, ის მხოლოდ იუდას ნიღაბის მქონეა. თუმცა ღირსებით მსგავსი - მსგავს ღირსებულს პოულობს.
ური წარმომავლობა დანიშნავს, მაგ. თბილისური საქციელს შემოქმედებისას სიტყვისას და მრავალი სხვა. აღმოცენებითა და განკერძოვებით ვიტყვით: თბილი-სელი. თბილისელი კაცი თბილისურად ლაპარაკობს და თბილისურად იქცევა. ეთნო-ტოპონიმური მიმართულება განათლებისა, სადაც ელი - განსაზღვრავს. ეს ნიშნავს: სადაც კაცად აღდგა - იქაურია ეს პიროვნება ანუ თბილისელია დაბადებით, თბილისური ბუნებით, თბილისური გაგებით.
განმსაზღვრელი კი ღმერთის სულია, ელია ჰქვია აღმდგარი ღმერთის სულს.
თბილის-შიდაც ღმერთი აგზავნის განკაცებულ ჭურჭელში სულს, რათა აღდგეს ძე კაცისა და ძე ღმრთისა - დედაკაცად და მამაკაცად.
ამიტომაც ელიაზე თქვა უფალმა: “დასაბამიდან არ აღმსდგარა მასზე დიდი და არც აღსდგება, ხოლო ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდიაო!’’
გადავიზიდოთ შემდეგ იერარქიაში დაბადებისა, სადაც კაცი გამზადდება მატრიცაში და მისი ლანდური გამჭვირვალე სხეული იწყებს ეგრეთწოდებულ გამატერიალურებას. ის პირველადი ნაწილაკები, რომლებიც დღეს აღმოაჩინეს დიდი კოლაიდერის მეშვეობით - მათ ქართული სახელი გააჩნიათ ბიბლიაში და უფალი მათ მტუერს უწოდებს.
“და შექმნა უფალმან ღმერთმა მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისა. და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად.’’ (დაბად. 2, 7)
ტანიანი ხდება კაცი, არა აქვს მესამე ნაწილი - გვამი, აქვს მხოლოდ სხეული, ტანი და სული და არა აქვს გვამი. დედაკაცისა და მამაკაცის ნაშობს გააჩნია გვამი - მოკვდავი ჭურჭელი, ქვეყანასა ზედა საცხოვრისისათვის, სკაფანიერი. აბრაამიც პურითა და ღვინით არის ზიარებული და ეს ზიარება ნიშანია მომავალი უდიადესი ზიარებისა, როდესაც ისარლი დუბრუნდება აბრაამის კურთხევის ადგილს საზიარებლად უფალთან.
წელგამართული ივლი მას შემდგომ, როდესაც დაემთხვევი ზიარებას აბრაამისას და მიიღებ ახალ მოსებას, სამო-სელისა ახლისა მოსილისა, ძლევა-მოსილითადმო მოშე-ნებით საფუძველთან სახლისა, რომელ საშო აღძვრად სიცოცხლისა იაკობისა, ისრალ განახლებულისა.
“და მელქიზედეკცა, მეფემან სალომისმან, გამოართუნა პურნი და ღნო, ხოლო იყო მღდელი ღმრთისა მაღლისა.
და აკურთხა აბრაამ და თქუა:
კურთხეულ არს აბრაამ ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცა და ქუეყანა, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ელთა შენთა. და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან.’’ (დაბად. 14, 18-21)
ცისკარმშვიდობისა ისრალ, ათენდა - შენი გზა აღიძრა, ამოისუნთქე ათასწლეულის ტანჯვა და შეისუნთქე ედემის ნეტარი სურნელება. ქართველი ერი ძმებს ელის და სიხარულისათვის ზიარებაშია.
კენჭა-ბერი
ლოცვანი შეუჩერებლად ვლინდენ