კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


ნაწილი III 

 

ათას-ცრაას-ოთხმოც და ცხრა წელს მოიხსნა პირველი ბეჭედი ეკვდერშიგან, ოც-და-ცხრა აპრილს, ხარის ზოდიაქალურ განფენის ჟამში, ვარსკულავი ალდებარანი მზეჭაბუკს უკან მისდევდა.


ცის-კაბა-დონის ანაბანითით, ბანის თანავარსკუდვედი მეორე რიგის მიხედვით. მზე ამ თანავარსკულავედში 21 აპრილიდან 21 მაისამდე იმყოფება.


მთვარე ამაღლებაშია ხარის სახლში, ვენერას მწუხრის სახლია - ღამის სახლი. ბიბლიურად მწუხრის სახელია არაბია (არაბია (II ნეშტთა 26, 7) მწუხრთაგან) - სულხან-საბა.


“ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა’’. (შოთა)


წაიკითხება ასე: 

 

ამბავი პირველი როსტევან მწუხრთა მეფისა, და განიმარტება კითხვით - ვენახს ფესვში ნაყოფი არაბია, საერთოდ ფესვში ნაყოფმოუსხმელ ხეზეა საუბარი.


სიდონიას მისტერია იწყება, სი-დონეშია მისაყვანი და მითადმო. როს ტევანს გამოიბავს, ნაყოფი დაგვირგვინდება (როსტევანი); გაზაფხულიდან შემოდგომამდე დროის ღერძის ცვალება - გაზაფხულზე რქას იბავს, შემოდგომაზე მტევანს.


ვინაა მწუხრთა მეფე?! - ვინაც დასაბამი აღწერა. უახლოვდებით ახალ ცას და ახალ მიწას, ახალ დასაბამს, ადამიდან ადამამდე დროის განსვლას ვსაზღვრავთ.


“დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცა და ქუეყანა. ხოლო ქუეყანა იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისა იქცეოდა ზედა წყალთა. და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი. და იხილა ღმერთმან ნათელი: რამეთუ კეთილ. და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა. და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი  და იქმნა განთიად დღე ერთი.’’ (დაბადება 1, 1-5)


ამ ტექსტს მთხრობელი ჰყავს, რომელსაც არა აქვს სახელი განმჟღავნებული, მაგრამ ვხედავთ რომ შემსწრეა ღმერთის შემოქმედებისა.


ქართული მითიური აზრთა გებით, ღვთაებრივი, ცეცხლოვანი ცოდნის წყაროს ზეციდან ჩამომტანი კაცობრიობისათვის - ამირანია, ღვთაებრივთან ზიარებული გმირი, რომელიც ქართველია და თავისი ერის თავდადებული გმირია; ორთოდოქსალურად კი - შემოქმედი სამებაა. მამა შემოქმედებს, სული წმინდა, სული ნათელი - გადასცემს ძეს და ძე თანამოაზრე და თანამონაწილე, თანამზრახველი აღწერს ხილულს დასაბამისეული დამწერლობით - სამარუანითა და ენით ქართულით.


მამა - საბაოთ უფალი,

ძე - უფალი იესო ქრისტე,

სული წმიდა - აღმავსებელი ყოველივესი,

ადვილად აღმოსაცენებელი ფორმულაა!


შოთა რუსთაველი “ვეფხისტყაოსანში’’ ფარულად გადმოგვცემს ქრისტეს გზას, მეფეთ-მეფის საიდუმლოა აღსახული შოთას კალმის ნაშრომში. წიგნი ღვთაებრივი სამეფოს აღდგომის მისტერიალურ გზას გადმოგვცემს. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წიგნი მეფის წიგნია, მეფეთაგან შესასწავლ-განსაჭვრეტი.


“იყო არაბეთს როსტევან: მეფე ღმრთისაგან სვიანი’’ - განვკოდოთ ტაბუ, მივწესოთ წერილი ახალი აღმოკითხვისთვის: იყო მწუხრში როს-ტევან, ანუ ფესვში იყო მტევანი, თესლის ძალაში იყო არსი, ქუეყანისა იყო ფესვი და არა სჩანდა ქუეყანასა ზედა. მეფე ღვთისაგან სვი-ანი - ანი დასვი მეფევ ფესვად და ისე აღადგინე მწუხრიდან განთიადი, იძრას სი-დონებით, სი-კეთითადათ, სი-მართლით სიყვარული, სი-ნამდვილე, სი-ნათლით.


ანი - ანბანური პირველი ასოა და დანიშნავს ვერძის თავარსკვლავედის რიგის ნომერს, ერთს, კაცის თესლის ჩასხვის პირველი გაწამწამებაც ანს ანუ ვერძს ეკუთვნის; ის ჯერ ვერ ძეობს, თუმცა განკაცება უკვე დაწყებული აქვს კვერცხუჯრედში. სიცოცხლის ხარება დაწყებულია (ქართველი მოგვები და ქურუმები ითვლიდნენ ჩასახვის ასტროლოგიას, ანუ ზოდიაქოს). არის, მაგრამ ჯერ ვერ-ძეა (ვერძი - ანი).


“მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი’’:


ა) “მაღალი - დიდი მეფე, ანუ ძლიერი მიანობა’’ (სულხან-საბა)

ბ) უხვი - უხ - მრავლის გამცემელი, უხვად მოწყალე (სულხან-საბა)

გ) მდაბალი - უზვადიო, არა ამპარტავანი, თავმდაბალი.


წავიკითხოთ ახსნილად: დიდი მეფე, ძლიერი მიანობა, იგივე ლოგოსის მეფე, ძე უფალი იესო ქრისტე, ძლიერ უტეხ სიტყვათა წარმომთქმელი, ჭეშმარიტების მეუფე, მამის ძე განკაცებული, არა ზვიადი, არამედ თავმდაბალი (გაიხსენთ თავმდაბლობა

უფლისა იესო ქრისტესი, როდესაც მოციქულებს ფეხებს ბანს).


“რამეთუ თვალნი უფლისანი მაღალ, ხოლო კაცი მდაბალ. და დამდაბლდეს სიმაღლე კაცთა და ამაღლდეს უფალი მხოლო მას დღესა შინა, რამეთუ დღე უფლისა საბაოთისა მოიწიოს ყოველსა ზედა მაგინებელსა და ამპარტავანსა და ყოველსა ზედა მაღალსა და განსაცხრომელსა, და დამდაბლდენ...


და დამდაბლდეს ყოველი კაცი და დაეცეს სიმაღლე კაცთა და ამაღლდეს უფალი მხოლო მას დღესა შინა.’’ (ესაია, თავი II)


“ ლაშქარ-მრავალი, ყმიანი’’:


ა) ლაშქარი - დიდი ჯარი სამტერო

ბ) მრავალი - ურიცხვი

გ) ყმიანი - (ყმა - მის ალაგში, აგარაკში მოსახლე), (აგარაკი - ადგილ საყანური, გინა სავენაე, გინა დაბა).


ახლა გავარკვიოთ ვის უწოდებს უფალი ყმას:


“მოისენენ ესენი, იაკობ და ისრაელ, რამეთუ ყრმა ჩემი ხარ შენ. აღგზილე შენ ყ მ ა დ ჩემდა. და შენ, ისრალ, ნუ დაივიწყებ ჩემსა, რამეთუ აჰა, აღვოცე, ვითარცა ღრუბელი, უშჯულოებანი შენნი და, ვითარცა ნისლი, ცოდვანი შენნი.


მოიქეცი ჩემდამო და გამოგისნა მე შენ. იშუებდით ცანი, რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ისრალი და ჰნესტუათ საფუძველთა ქვეყანისათა. მა-ყავთ მთათა მხიარულება, ბორცუთა და ყოველთა ხეთა მათშორისთა, რამეთუ ისნა უფალმა იაკობი, და ისრაელი იშუებდეს.


ესრეთ იტყვის უფალი, მსნელი შენი და გამომზელი შენი მუცლითგან:


მე ვარ უფალი, შემასრულებელი ყოველთა, გარდავართხ ცა მარტომან და დავამყარე ქვეყანა.’’ (ესაია 44, 21-24)


ახლაღა ერთი სიტყვაც მოვიძიოთ, რომელიც ისრაელსა და იაკობს ეკუთვნის და მერმე შოთას “ტექსტიც’’ წავიკითხოთ:


ყრმა - კაცთან ნახე, აქვს წელს ზეით თვრამეტ წლამდე ყმაწვილი (ყმაწულსა).


“ხოლო ყრმა იგი აღორძინდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა, და აღივსებოდა სიბრძნითა, და მადლი ღმრთისა იყო მის ზედა’’. (სახ. ლუკასი I, 2, 40)


თვით უფალი იესოც განივლის ყრმობას და იგი მამა ზეციერის ყრმაა ანუ შეგირდი, ასე ხსნის წერილიც.


ასევე სიტყუა ლაშ-ქარ განისაზღვრების წერილით, ღრმად ჩაჭურეტით სიტყუისა.


ა) ლაშა - ქუეყანის მანათობელი

ბ) ქარ - ქარა ნაკაფი ხისა (სულხან-საბა)

(სიდონია - ნაკაფი ხის ფესვშიგან ავანია კვართთან ერთად).


ლაშ-ქარ - ქუეყანის მანათობელი (საბა) ენერგია ნათელი, გამომავალი სულიწმინდით მამისაგან და გამრცობი ანუ მომფენი ნათლისა მრავლად შეგირდთა მიმართ. განმანათლებელი მამად ითქმის, იგულისხმება სვეტიცხოველი, სვეტი ნათელი.


ყრმა და ყმა - ისრაელისა და იაკობის მიმართ არის მოწოდებული. სიტყვა დანიშნული:


იესო - ქუეყანის მანათობელი, ნათელმფენი და როგორც იუდეველების მეფე, ასევე მხედართმთავარი, ანუ ჯარის წინამძღოლი. იერემია წინასწარმეტყუელის მიხედვით ებრაელები ყმობას ანუ შეგირდობას გადიან  იუდეველებთან, იუდას მთავართან და უფალთან. ამ წერილშიც გაგახსენებთ, რომ იუდა ახსარებას ნიშნავს. სარზე ვენახის ასვლაც აღსარებაა. ის ვაზის საყრდენია - სარი, სარა კი სახელია აბრაჰამის მეუღლის. იუდას ტოტემი ლომია. ლომისობის დღესასწაულს მხოლოდ საქართველოში ზეიმობენ, აქვეა ლომის მთაც. იუდაც, ვითარცა ქართული ენა - ლაზარე მიწოლით-მიძინებულ იყო.


საქართველოს ბიბლიური სახელია იუდეველთა ქვეყანა.


“იუდა შენ გაქებდეთ ძმანი შენნი ელნი შენნი ზურგსა მტერთა შენთასა; თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი.


ლეკ ლომის იუდა, მცენარისაგან, შლო ჩემო აღმოედ. მიწოლით დაიძინო, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან ვინმე აღადგინოს იგი?’’ (დაბადება)

 

აქ შეფარვით კოსმოსური დროცაა მოცემული, დააკვირდით ლომის ზოდიაქოს, მიწურვილს ზაფხულისას! “მიწურვილ იყო ზაფხული ქუეყანად ამოსვლა მწუანისა’’ (შოთა), ასევე ბოკვერის ანუ პატარა ლომის თანავარსკულავედს - “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია’’ (შოთა).


“არა მოაკლდეს მთავარი იუდასაგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა’’. (დაბადება)


იუდეველებთან მოდის ქრისტე და იუდეველები ვართ აღმსარებელი ქართველები. აღსარება - ღმერთის წინაშე სინანულია ცოდვათა გამო. ტექსტის კურთხევა გვამცნობს: არა მოაკლდეს მთავარი იუდასაგან და ეს კი, როგორც უწყით საქართველოა! ასევე ვიდრემდე მოვიდეს მოლოდება წარმართთა, ქრისტეზეა საუბარი და მეფეთა გზის აღდგომაზე საქართველოში.


“და გამოაბას ვენასა კიც მისი და რქასა ვენაისასა კიც ვირისა მისისა, განრცხეს ღნითა სამოსელი თსი და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თსი.


მხიარულ არიან თუალნი მისნი ღნითა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროს სძისა.’’ (დაბადება 49;8-12)


რომელ ვენახთან მოდის?! რომელი ვენახის ღვინოსა სვამს?! - რომელიც ნოემ დარგო, წარღუნვა გამოატარა, თავადაც დათვრა და მიწოლით მიიძინა! - კავკასიაში მოდის და კერძოდ - საქართველოში!!!


ახლა იუდეველთა და ებრაელთა ურთიერთობის წინასწარმეტყუელებას იერემიასა დავაკვირდეთ! შოთას ნაწერიდან გამომდინარე: “მაღალი, უხვი, მდაბალი’’ - იუდეველთა მეფე, უხვად მწყალობელი, “ლაშქარ-მრავალი, ყმიანი’’ - ნათელ-მომფენი ქუეყანასა ზედა, ქარ - ქარაგმაა ქართველისა, ანუ ქართველი. აღურაცხელ ყმათა გამზრდელი, შეგირდთა მეფე, მასწავლებელი იუდეველთა. ებრაელების და ქართველების შემატკბობელი კაცი ღმრთისაგან, მწუხრთა აღმქმელი და განთიადთა მხილველი - უფალი!!!


“სიტყუა ქმნილი იერემიას მიმართ უფლისა მიერ, შემდგომად სრულყოფისა  მეფისა სედეკიასაგან, აღთქუმასა ერისა მიმართ იერუსალიმს შინასა წოდებისათს მიტევებისა.


რათა განავლინოს კაცმან ყრმა თსი და კაცადმან ყრმაა თსი, ებრაელნი და ებრაელა თავისუფალნი, რათა არა ჰმონებდენ იგინი კაცსა იუდასაგან, ძმასა მათსა.’’ (იერემია, თავი 34)


ებრაელნი, ქალნი თუ კაცნი, არა აქვს მნიშვნელობა, მიტევების შემდგომ, რომელიც აღსრულდება უზენაესის ნებით, ითვლებიან განვლინებულად თავისუფლებით. მათ  მხოლოდ ღირსეულ იუდეველ მთავართაგან შეუძლით მიიღონ შეგირდის წოდება, ანუ განისწავლონ საღვთო სიახლენში.


ყველა, ვინც დაიმორჩილებს ებრაელს მონებად - სასტიკად დაისჯება და დასჯის მას:


“მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული გ ა ნ გ ე ბ ი ა ნ ი .’’ (შოთა)

 

 


 

 

შემდგომი შემდგომისათვის

აღსრულებით აღსასრულისა.

სრულ არს ცა და ქუეყანა

ახალი მომავალი ზეციდან!

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE