კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

გალობა მოსეს, კაცისა ღმრთისა

 

ა. 1. უფალო, შესავედრებელ-მეყავნ ჩუენ ნათესავითი ნათესავადმდე.

    2. პირველ მთათა დაბადებამდე, შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ.

    3. ნუ მიაქცევ კაცსა სიმდაბლედ და სთქუ: მოიქეცით, ძენო კაცთანო.

    4. რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე, რომელ წარდა და, ვითარცა საუმილავი ერთი, ღამესა შინა.

    5. წელნი მათნი შეურაცხებით იყვნენ, განთიად ვითარცა მწუანე წარდეს,

ბ. 6. განთიად აღყუავდეს და წარდეს, მწუხრი დაჭნეს, და განმეს და დაცვეს.

    7. რამეთუ მოვაკლდით ჩუენ რისხვითა შენითა და გულისწყრომითა შენითა შევძრწუნდით.

    8. დასხენ უსჯულოებანნი ჩუენნი წინაშე შენსა და ცხორება ჩუენი - ნათელსა პირისა შენისასა.

    9. რამეთუ ყოველნი დღენი ჩუენნი მოაკლდეს, და რისხვითა შენითა მოვაკლდით ჩუენ; წელნი ჩუენნი ვითარცა დედაზრდილი იწურიდეს.

    10. დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათი შრომა და სალმობა; რამეთუ მოვიდა ჩუენ ზედა სიმშდე, და ჩუენ განვისწავლენით.

გ. 11. ვინმე უწყის სიმტკიცე რისხვისა შენისა და შიშითა შენითა გულისწყრომისა შენისა აღრაცხვა?

    12. მარჯუენე შენი ასრეთ მაუწყე მე და გულითა სწავლულითა - სიბრძნე შენი.

    13. მოიქეც, უფალო! ვიდრემდის? და ნუგეშინის-ცემულ იქმენ მონათა შენთა ზედა.

დ. 14. აღივსენით ჩუენ ცისკარს წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ.

    15. ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლენ ჩუენ და წელთა, რომელთა ვიხილეთ ჩუენ ძრი.

    16. და მოხედენ მონათა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა.

    17. და იყავნ ნათელი უფლისა ჩუენისა ჩუენ ზედა, და საქმენი

 ელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა და ქმნული ელთა ჩუენთა წარგმართე.


დავით წინასწარმეტყუელი

მეფე ღმრთისაგან რჩეული და არა კაცთაგან.

დავით მეფე მოძღუარი

ყოველთა მეფეთა და გლახაკთა ღმრთის წინაშე.

დავით მმოძღვრლი

მღუდლთა და მოგთა, ამადარებელი ჭეშმარიტებისა, ანუ ქრისტეს მჭვრეტელი და შორეთის მხედველი.

დავით სა-დავით მჭენებელი,

ნა-დავით გამართლებული ფსალმუნთა შინა,

დავით-არებს ჭეშმარიტებასა უფლისასა.

დავით-მოთ გზანი ფსალმუნთა შინა ნაკარნახები.

აწ აღდგეს!


რამდენად მართლიად მოაღწია ჩუენამდე წმინდა წერილებმა, ჩუენ არა უწყით. აქედან გამომდინარე, ყველა ანბანური გასაღების მორგება წერილის ზუსტად ამოსაკითხავად შეუძლებელია.


მაგრამ შესაძლებელია მამით, ძით და სული მნათით - სულიწმიდით, დიდება მარადიულ სამებას ერთარსებას!


ამასთან ერთად, აქ მიმღები ინფორმაციისა დღევანდელ დღეს, მართალნი კაცნი, დედა-კაცნი და მამა-კაცნი ერთ მიზნად

დასმულნი ღმერთმა უნდა ინებოს.


ჩუენცა შევეცადოთ და გავამთლიანოთ საღრმთო და-ძმობანი.


დავიძიოთ ერთი მართალი არსი დღისა და დავადგინოთ, რაითადმოა წერილთა შინა გამოხაზული ასოთა განმასხვავებელი წყობით სიტყუა დღე. წერილობით წყაროებში შევისწრებთ აღმოკითხვისას დღის გამომსახველ სიტყუის ორ სახეს - (დღე და დღ).


დავუშვათ, რომ დღე - ჩვენი, კაცთა საცხოვრისის დღისიერობის აღმნიშვნელი ასოთა წყობაა, ხოლო დღ, ღვთაებრივი მატრიცალური დღ - ნათელმმფენობის აღმნიშვნელი ასოთა წყობა.


ნურავინ გაიკვირვებს დამცინავითა განუჭვრეტელობითა, არამედ გამჭრიახად დააკვირდით ორ სხვადასხვა დროს:


ორ-ონებას - ორიონებას, ანუ ორ-იონებას დროთა სივრცეში.


განსაცვიფრებელია ის ფაქტი, რომელიც გვაძლევს დროთა განზომილების ფორმულას, კერძოდ და კონკრეტულად კი ჩვენი დროის ღვთაებრივ დროსთან კავშირს. პარალელურ სამყაროებში გასასვლელი ფორმულა წინ გვედო და ვერა ვუწყოდით, გეტყთ მე.


“ერთიმცა ესე ნუ დაგავიწყდების, საყუარელნო, რამეთუ ერთი დღე უფლისა მიერ, ვითარცა ათასი წელი, და ათასი წელი, ვითარცა ერთი დღე.’’ (კათოლიკე პეტრესი II: 3, 8)


ერთი დღე უფლისა მიერი ჩვენს ათას წელს განზომავს. ამ განზომილებათა ბმა შემონახულია ქალაქ მცხეთაში, სამთავროს ეკლესიაში. შესრულებულია მატრიცალურ ჩუქურთმაში, მას ღერძალური ანაფრთეება (16) ათექუსმეტი აქუს. წრე თექუსმეტ ნაწილად არის დაყოფილი აღსაწონად ნათლისა ანუ დღ-ისა, რომელსა თანა არა ახლავს ნათელსა - ბნელი. (გაიხსენეთ შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი’’: რაღაა იგი ნათელი, თუკი თან ახლავს ბნელიაო!)


ამაზე ანუ ღვთაებრივ ნათელზე წერილობითი ცნობა შემონახულია წმინდა წერილებში.


სულიერი ნათელი, სულიერი დღ, საღმრთო სივრცე ანუ “ცათაშინა’’ - რეალური, განსაცვიფრებელი სავანეა!


საღმრთო სავანე ეს ის ქალაქია, რომელსაც არ სჭირდება არც მზე და არც მთვარე ნათლის მოსაპოვებლად, არამედ უფლის დიდება ანათებს მის დღ-ს.

  1.  “და ვიხილე ცა ახალი და ქუყანა ახალი; რამეთუ პირველი იგი ცა და პირველი იგი ქუყანა წარხდეს, და ზღუა არღარა არს მერმე.
  2.  და მე, იოანე, ვიხილე ქალაქი იგი წმინდა იერუსალიმი ახალი, გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან, განმზადებულ ვითარცა სძალი, შემკული ქმრისა მიმართ  თსისა.
  3.  და მესმა მა დიდი ზეცით, რომელი იტყოდა: აჰა, სამკ-დრებელი ღმრთისა კაცთა თანა, დაიმკდროს მათთანა; და იგინი იყუნენ ერ მისსა, და იგი ღმერთი მკდრ იყოს მათ შორის ღმრთად მისსა.
  4.  და ახოცოს ღმერთმან ყოველი ცრემლი თუალთაგან მათთა, და სიკუდილი არღარა იყოს მერმე; რამეთუ პირველნი იგი წარხდეს.
  5.  და მრქუა მჯდომარემან მან საყდარსა ზედა: აჰა ესერა, ყოველსავე ახალ ვყოფ, და მრქუა მე: დაწერე; ვითარმედ ესე სიტყუანი სარწმუნონი და ჭეშმარიტნი აიან’’. (გამოცხადება იოანესი თ. 21; 1-5)

 

ღმერთის კაცთან დაბრუნება  არაა მარტივად აღსათქმელ-აღსაქმელი მისტერიალური დრო, იგი დღევანდელი რეალობაა.


“არა ჰყოვნოს უფალმან აღთქმისა მისგან, ვითარ იგი ვიეთმე დაყოვნებად შეურაცხიეს; არამედ სულ-გრძელ არ თქუნთს, რამეთუ არა-ვისი ჰნებავს წარწყმედა, არამედ ყოველთა სინანულად მოსლუა.


ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისა, ვითარმცა მპარავი ღამისა, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარჰხდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ, და ქუყანა და მას შინა საქმენი დაიწუნენ.


რაჟამს ესე ყოველნი ესრეთ დაზულებოდენ (დაზულენ - ჩამოინგრენ (სულხან-საბა) რაბამთა ჯერ-არს თქუნი ყოფა წმიდითა ქცევითა და კეთილითა მსახურებითა, რათა მოელოდეთ, და ისწრაფდეთ მოსლუასა მას დღისა, მის ღმრთისასა, რომელსა შინა ცანი მხურვალენი დაისნენ, და წესნი დაიწუნენ და დაჰსდნენ?


ახალთა ცათა და ახალსა ქუყანასა მჰსგავსად აღთქმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკდრებულ-არს.’’ (კათოლიკე პეტრესი II: 3; 9-13)


სინანულისათვის მოემზადოს სრულიად მართალთა კრებული ერი და მართალი სიტყვით მავალი მართლმადიდებლობა!


გამოიღვიძეთ! გამოფხიზლდით! განეშორეთ: სიბრმავეს, შურს, ღვარძლს, ვერცხლისმოყვარეობას, სიცრუეს, ღალატს და ყოველ დამცემ ცოდვას!


აღსდგეს უფალში ერი ქრისტესი, აღდგომით განასხივოსნოს ღმერთმა დღ!

 

გაგრძელება მოისწრაფის!

 

 


უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE