კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

ლაზარე, ენა ქართული, არა მარტო ჩვენი გადარჩენის ენაა, არამედ მთელი მსოფლიოსი. დედა ენაა, ანუ მამა ენაც არსებობს! სხვანაირად წარმოუდგენელია არსებობდეს სრულფასოვანი დედა, თუ არა ჰყავს ღვთაებრივი მეწყვილე.


გასაგებად გადმოცემულია, რომ სახარებასა შინა ქართულ ენასა ლაზარე ჰქვია - კოდირებული სახელი. ჩვენთვის ცნობილია ეს ჭეშმარიტება, მარტივი და გასაგები, რომ ლაზარე მამაკაცის სახელია. დიახ ეს ასეა, ე.ი. მამა ენა ანუ თესლი ენისა განიხრწნა და მოკვდა, ასეა აღწერილი. დაფიქრება და დაკვირვებაა საჭირო ლოგიკის დახმარებით.


დავიწყოთ: უფალმა აღადგინა ლაზარე. ლაზარე საიდუმლო ენაა, რადგან ყოველი საიდუმლო ამა ენასა შიგან დამარხულ არს. ლაზარე მამრი ენაა. ყველა ქართველი აღვიზარდეთ დედა - ენით და არასოდეს გაგვიგია მამა - ენა (მამრი - ენა). მდედრისა და მამრის განმასხვავებელი მართლწერა გაგვაჩნდა, მაგ. წინაწარმეტყუელი მამრია და წინასწარმეტყუელა - მდედრი. და ასე სხვა მრავალი შეგიძლიათ მოძებნოთ წმინდა წერილობით წყაროებში.


ლაზარე ოთხისა დღისა მკუდარი იყო (მკუდარი და არა მკვდარი). კაცია ლაზარე და კაცობრივი დროით საათობრივად გვექნება 4 X 24 სთ. = 96 სთ. ლაზარე, როგორც კოდური სახელი ქართული ენისა, შექმნილია და შემდგომ აღმდგარია უფალი იესო ქრისტეს მიერ, ე.ი. ღვთაებრივი ენის, ჩუენთვის განკუთვნილი ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულ საიდუმლოებებსა და ეტაპობრივ გასაღებებს, ასევე ტაბუებისა და საიდუმლოებებისას ატარებს. ამ ენის ტოტემია ცხენი ქუეყანასა ზედა, დაწყებული ჭაობის ცხენიდან, რომელსა ჰქვია: ა) ბეჰემოთი, ბ) ბეგემოტი, და ა.შ.


თემა მრავლის მომცველი ინფორმაციული ველის მატარებელია და დაინტერესებულ მკითხველს ნელ-ნელა, მცირედ-მცირედით შეუვსებ ინფორმაციას ზღაპრული თემა სიცოცხლეში რომ გაუცოცხლდეს. გეტყვით ჰეს და მითხარით ჰერი-ჰერი.


რამდენი დროა გასული მას შემდგომ, რაც ქართველ ერს სრულფასოვანი წვდომა ამა ენისა შეუჩერდა ანუ პაუზალურ სიკუდილში “მიიძინა’’. ვიხმაროთ ფორმულა დროთა და ჟამთა წონასწორობისა ღვთაებრივისა კაცთა დროში განშლილისა და კაცობრივი ევოლუციური დროის ღვთაებრივ მატრიცაში აღსახვისა.


კოდი მოცემულია ისრაელის მეფისა და წინასწარმეტყველისა, და აქ ხაზგასმით ვწერ - წინაწარმეტყუელისა დავითის ოთხმეოცდაცხრა ფსალმუნში, რომელიც დასათაურებულია “გალობა მოსეს, კაცისა ღმრთისა’’. ამ დასათაურებას მიეძღუნება ცალკე თავი გარჩევისა და ფრიად გაიხარებს გამზიარებელი, გამზიურებული, გამაზიარებელი და გამა-მზიარებელიცა და გამა-მზე-არებელიც. ეს ფსალმუნი მინდა გადმოვიწერო თავიდან კუდ-არებამდე, ანუ ბოლომდე. თან შეგვეწიოს მისი განჭურეტის ლოცვის სძალი და აღმონათება - ერიკა რომა ჰქუია იქეთაურების ენაზე.


დავაკვირდეთ ოთხმეოცდაცხრა ფსალმუნის დასათაურებას - “გალობა მოსეს, კაცისა ღმრთისა’’.


გალობა მოსეს, ე.ი. გალობა შემოსეს და არა მოსეს გალობა, როგორ დაწერდა დავითი მოსეს გალობას, დავითმა თავად იშნა გალობა და შემოსა.


შემოსილი გალობა პიეტიკურ საფარველში გახვეული ფსალმუნია, რომლის ტაბუც ფილოსოფიური და ლოგიკური დამისამართებით იკითხება. ყველგან სხვათა ენაში თარგ-ქმნილთაში ანუ ნათარგმნში შეცდომით არის აღქმული (შეგიძლიათ გადაამოწმოთ).


მაგალითად: მე მოსილი ვარ საიდუმლო ცოდნით, მოვიდა შეგირდი და მთხოვა - შემმოსე ოსტატო, მეც დავთანხმდი და ვმოსე, ვმოსე და შევმოსე, და როდესაც მოსილ იქმნა მოსებითი სძალით, ვუთხარ, ყე აღიღე შენი მოსითება და სხვაცა მოსე.


ახლაღა მეორე ნაწვდენი არსი: “კაცისა ღმრთისა’’ აღმოვიკითხოთ. ჯერეთ ვნახოთ კაცი: “კაცი - დაბადა ღმერთმან ხატებისა და მსგავსებისაებრ თვისისა, ნივთებთა მიერ ორცნი შემზადა და სულისა გონიერისა და სიტყვიერისა შთაბერვითა მომნიჭებელმან. ხოლო კაცი ზოგად ყოველთა ეწოდების. ესე კაცი განიყოფების მამაცად და დიაცად, რომელ არს მამაკაცი და დედაკაცი, რამეთუ რა მამაცსა დიაცი მირთხოვოს, ეწოდების მამაცსა ქმარი და დიაცსა ცოლი, ხოლო შობილთა მათთა შვილი, შვილსა მამალსა ძე და დედალსა ასული, რომელთა სიბერემდე ძესა ვაჟი და ასულსა ქალი ეწოდების. ვიდრე ხუთს წლამდე ვაჟსა ჩჩვილი და ქალსა ჩჩვილა (დააკვირდით ქართულში დაკარგული მდედრობითი და მამრობითი სქესის აღმანიშვნელობის მიფუჩეჩებას  მწიგნობართაგან და მერე გაქრობას ანუ დაკნინებას ქართულისას). ხუთის წლით ვიდრე ათ წლამდე ვაჟსა - უსუარი და ქალსა უსუარა; ათის წლით ათხუთმეტამდე ვაჟსა ნინველი და ქალსა ნინველა; ათხუთმეტის წლითგან ვიდრე ოცამდე, ვაჟსა ყრმა და ქალსა ყრმა, ოცის წლითგან ვიდრე ოცდაათამდე ვაჟსა - ჭაბუკი და ქალსა ჭაბუკა და შემდგომად სრული კაცი, ვიდრე ორმეოცდაათამდე.


და შემდგომად ეწოდების ვაჟსა - მოხუცებული და ქალსა - მოხუცებულა, და შემდგომად ვაჟსა - ბერი და ქალსა - ბებერი, რომელ არს მამაბერი და დედაბერი. და წვერთეთროსანსა ჭარმაღი და მცოვანი ეწოდების.’’ (სულხან-საბა ორბელიანი)


მოვძებნოთ მეორე სიტყუაი “კაცისა ღმრთისა’’.


“ღმრთისა - ღმრთაება - ითქმის ყოველთა მხედველი წინაგამგებელობისათვის, ვითარ ყოველსავე მოიხილავს და შემოკრებით აღავსებს თვისითა მოწყალებითა და იპყრობს.’’ (სულხან-საბა ორბელიანი)


ახსნითი არსით თუ წავიკითხავთ მოცემულ სათაურს “გალობა მოსეს, კაცისა ღმრთისა’’, მივიღებთ წინადაფენილ არსს:

 

ა) სიმართლით, მართლმადიდებლობით სიტყუით წარდგომა, სიმართლით შემოსილისა, ხატად ღმრთისად ქმნილისა, ღმრთის ნებით ძე კაცისად ქმნილისა, მის წილად სანახავისა ყოველმხრივ მჭურეტისა.


რატომ? და აი იმიტომა რომა! დააკვირდით რასა დაჰნიშნავს გალობა.


ბ) “გალობა არს თვისისაებრ უკვე სიტყვისა მა რამე ყოვლისავე

მისა მიერ მატკბილობით თქმული და ყოველივე ორღანოთა მუსიკებრივთა მადლობა; გალობა არს რაოდენი რა ხედვისა მაღლისა ღმრთისა მეტყველებითისა მქონებელ იყოს; გალობა არს მა ავაჯიანი შეწყობით აღტევებული თვინიერ ხმაცემისა რომლისავე ორღანოსა; გალობა არს მართლმადიდებლობითთა შჯულთა მიერ ღმრთის მეტყველება, რომლისა თვით თავით თვისით იწვრთიდეს შეწირვასა ღმრთისასა სულისა სრულისა ვისიმე. გალობა არს თვისისაებრ უკვე სიტყვისა მა რამე ყოვლისავე მისა მიერ მატკბილობით თქმული და ყოველივე ორღანოთა მუსიკებრივთა მადლობა.’’ (სულხან-საბა)


ცოდნას დაწაფებულმა იკითხოს, როგორ დავით წინასწარმეტყუელი და მგალობელიც მართლმადიდებელიაო? დიახ, ეს ასეა! რანგი ღმრთისაგან არჩეული მეფისა, თუგინდ ზუსტადაც ვთქუთ - ზეციდან გამოგზავნილი მეფისა, ანუ უკვე ღმერთის განზრახვით უკვე მეფედ დაბადებულისა მართლის მადიდებელის რანგია.


წარღუნვის შემდგომი მოდგმა - არიული რასა და ცივილიზაცია მართალმა კაცმა გადაარჩინა, ანუ მართალი კაცი დადიოდა ღმერთის წინაშე - ნოე. ამისდა გამო ყოველი ღვთის მეტყველი ცდილობდა ყოფილიყო მართალი ღმერთის წინაშე. სიმართლე და მართლმადიდებლობა გადაარჩენს დღევანდელ კაცობრიობას. ახლოა დრო აღსრულებისა ამ წინასწარმეტყუელებისა, რაც ბრძანა ღმერთმა “მართალთა დაიპყრონ ქუეყანა’’.


მიეჩვია მართლმადიდებელი მკითხველი დროის ტაბუს ისეთ გამონათქუამს, როგორიცაა “ათასი წელი ვითარცა ერთი დღე და ერთი დღე ვითარცა ათასი წელი.’’ (II პეტრესი 3,8)


ჩვენი საკვლევია, რა დროის მარაგს შეიცავს 1 დღე უფლისა, სადაც არა მანათობლად მზე და მთოვარე.


“და ქალაქსა მას არა უმს მზე, ანუ მთოვარე მნათობად: რამეთუ დიდებამან ღმრთისამან განანათლა იგი, და სანთელი მისი არს კრავი იგი.’’ (გამოცხ. იოანესი 21,23)


აღწერილია ქალაქი, რომელიც არ საჭიროებს მზესა და მთვარეს, არამედ ღვთაებრივი “ენერგეტიკა’’, იგივე ძალა, იგივე სიბრძნე ანათებს მას. აქ სხვა დროა, ამაზე ინფორმაცია ამოიკითხება დავითის ფსალმუნში, რომელსაც შევეხეთ -


დავითის ფსალმუნი 89 “გალობა მოსეს, კაცისა ღმრთისა’’


“1.უფალო, შესავედრებელ-მეყავნ ჩუენ ნათესავითი ნათესავადმდე.


2. პირველ მთათა დაბადებამდე, შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ.


3. ნუ მიაქცევ კაცსა სიმდაბლედ და სთქუ: მოიქეცით, ძენო კაცთანო.


4. რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე, რომელი წარდა და, ვითარცა საუმილავი ერთი, ღამესა შინა.’’


დავიანგარიშოთ, დღე უდრის 12 საათს, საუმილავი 4 საათს, შევკრიბოთ, მივიღებთ 16 საათს, რომელიც უდრის ერთ ღვთაებრივ დღეს და საათობრივად დავადგინოთ რამდენი ხნის უკან შევიდა დაფარულში ლაზარეს ენა - დაიძინა და მოკუდა. დავიწყოთ:


ათასი წელი უდრის ერთ დღეს უფლისას - 16 საათიანს.


ლაზარე 4 დღე სამარეშია, ე.ი. ოთხჯერ 24 საათი ჩუენის დღის განზომილებით უდრის 96 საათს. რომ მივხვდეთ უფლის რამდენ დღეს შეიცავს, ეს რიცხვი გავყოთ 16 საათზე.


96 : 16 = 6 დღე უფლისა


6 დღე უფლისა შეადგენს 6000 წელს. როგორც ვიცით ათასი წელი ერთი დღეა უფლისა, ანუ ექვსი დღე უფლისა უდრის ექვსი ათას წელს ქრისტეს შობამდე. დრევანდელ დღემდე კი მარტივად დაუმატოთ ჩვენი წელთაღრიცხვა - ორი ათასი წელი და მივიღებთ 8000 (რვა ათას) წელს.


ეს კვლევა თანდათან გართულდება და მრავალფეროვანი გახდება, ძალიან ბევრ ტაბუს აეხდება ფარდა. მომარჯუენდება გონება და გულით ელოდეთ მომავალს.


გაგრძელება თხრობისა შემდგომში.


კენჭა ბერი

 

 

 

 

 

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE