კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

კოლხური მედიცინის მოხმარების მარტივი და გასარკვევი სქემა


 

12 ზოდიაქოს შვილები და მათი პრობლემები:

 


დავიწყოთ ზოდიაქოს პირველი ნიშნით: ვერძი - იდეის სახლი. მრავალმნიშვნელოვანი სიტყვა - ვერძი (ქართული დასახელება) დეშიფრაციის დროს უკავშირდება გალაქტიკას, სახელწოდებით ირმის ნახტომი (სადაც დედალ ირემს ნახტომისას რძე დაეღვარა). ამ ზოდიაქოში ხდება იდეის დასაწყისთან ზიარება. დააკვირდით: ვერძე - ვეღვინე, რაც სიბრძნესთან ზიარებას ნიშნავს. ვერძე ანუ რძის მისტერიაში, ჩვილობაში გადავედი ანუ ქრისტესთან მივედი. ვერძის ზოდიაქოს წინ ქრისტეა გამოსახული სვეტიცხოველში.

 

რძე სიტყვიერი პაროლით გვაკავშირებს გალაქტიკასთან (Млечный путь, Milky way). მეორე შიფრაციით: ჯერ არა ხარ ძე, ვერ-ძე ანუ ჯერ ვერა ხარ ძე (ანუ გალაქტიკის მიმართ ძე ვერ ხარ). ქრისტე კარიბჭის მცველია: „მე ვარ კარიბჭეში, ვინაც ჩემით მოდის - მამასთან მიდის“.

 

მსოფლიოში ყველასგან განსხვავებული ზოდიაქალური ინფორმაციული მარაგი გაგვაჩნია ქართულ ენაში ქართველებს.

 

ვერძების პრობლემაა ჰაიმორიტული და ფრონტიტული ღრუების დანაგვიანება, რაც სხვა ზოდიაქოს ნიშნებზეც ვრცელდება. სუფთა ეკოლოგიურ გარემოში დამზადებული ნედლეულით, შემდგომ გამოქვაბულში შეზავების საიდუმლო ტექნოლოგიით მზადდება ჩჩვილი, ჯერ უკურთხებელი და მოუნათლავი კრემი. შემდგომ გადაიტანება ელია თეზბიტელის სახელობის მონასტერში და საღვთო მუშაკნი - მამა თეოდორეს ხელმძღვანელობით აკურთხებენ მას. მალამო ხდება ღვთაებრივი, განშორებული ყოველგვარი სიბილწისაგან ანუ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი გარდაიქმნება ღვთაებრივ პროდუქტად.

 

ამ მალამოების საიდუმლოსთან ზიარებული იყო მეფე მელქისედეკი, აბრაამის მაკურთხებელი და განათლების მიმცემი. ეს ცოდნა მჟღავნდება ლევიტელებში (ვიცით წმინდა წერილიდან), რომლის ხელმძღვანელი იყო მოსე.

 

ჩვენი მიზანია მიგიყვანოთ კოსმიურ მედიცინასთან, რომელიც საღვთო წესითაა კურთხეული. ვიწყებთ კოსმეტიკას სახის პრობლემებით. ყველა მალამო სახიდან გამოიტანს უარყოფითს და ჩაანაცვლებს დადებითით, მაგრამ აქვე აღიძვრება ერთი პრობლემა, თუ მომხმარებელი ხშირად ცივდება, არასტაბილურია ვირუსების მიმართ, უმეტეს შემთხვევაში ხდება მისი ჩირქოვანი ნალექით დანაგვიანება. თუ ჩვენს მალამოს დანაგვიანებულ სახეზე იხმართ, ადვილი შესაძლებელია მან ორგანიზმში არსებული ნალექი გამონაყარის სახით გამოიტანოს. ამიტომ გთავაზობთ 3 – 7 დღიან ფრონტიტული ღრუების მკურნალობა-განწმენდას.

 

კოსმეტიკური მალამოთი გამშვენიერების დაწყებამდე, გთავაზობთ განწმენდას, რომელშიც შედის 12 მალამო, თავისი ხმარების წესით, წასმის წინა და წასმის შემდგომი მისაღები ბალზამებით, ჩაით და ელექსირებით. მთავარია მოგვაწოდოთ თქვენი დაბადების თარიღი და ინდივიდუალურად შეგერჩევათ დანიშნულებისამებრ პრეპარატები, რომლებიც ჯენდონის სერიიდანაა და კომპონენტური სხვაობით 144-ს შეადგენს.

 

ერთი კვირის განწმენდის შემდეგ, თამამად შეგიძლიათ იხმაროთ გამაახალგაზრდავებელი კრემები.

 

ჰაიმორიტული და ფრონტიტული ღრუს სრული პაკეტი არა რთული პირობებისთვის ღირს 50 ლ.; ამას დაემატება შერჩევითი კოსმეტიკა (+50 ლ.) და შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ფეხი შედგით გალამაზებისა და გაჯანსაღების პროცესში.

 

ჩვენი მიდგომის წესი განთავისუფლებთ უსარგებლო რიგებისგან, ფასიანი კონსულტაციებისგან, განუწყვეტელი ძიებისაგან, თქვენ სახლში მოგართმევენ ყველა ამ პრეპარატებს. თუ დაგჭირდებათ მაღალი დონის სახის მასაჟი, თვით ნაოჭების აკრეფვამდე, გარკვეული თნხა - დანიშნული პრეპარატების მიხედვით, შეგიძლიათ გადაიხადოთ ადგილზე.

 

ჩვენი ბონუსი და საჩუქარი შემდეგია: განწმენდის, სრული კოსმეტიკური მომსახურების სიაში რიგის გარეშე ხვდებით. მეორე საჩუქარი - თქვენი ორგანიზმის, კანის, სახის ფერის პრეპარატებით მომარაგება ურიგოდ იქნება შესაძლებელი და ე. წ. გარემოს სტერილურობა (ოთახის დასუფთავება ბაქტერიებისგან, მავნე მიკრობებისგან, ტოქსიკური დანალექებისგან დაგისუფთავებთ საცხოვრისს). გაიაზრეთ, ყველა პრეპარატი ექსკლუზიური და დეფიციტურია.

 

ჩვენს პროგრამას ადამის რანგის პროგრამამდე მივყევართ: სრული სული, სრული სხეული, სრული ჰარმონია (გადაყარეთ ნეგატივი). სითბო და ღიმილი არ მოგაკლოთ უფალმა, სიმშვენიერესთან ერთად!

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE