კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 


ნაწილი III 

 

 

 

აღმოჩენილია მთავარი ქალაქი იერუსალმი,

საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა,

დედად ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა;

დედაქალაქი კაცობრიობისა,

და მიმდინარეობს კარიბჭის მანიფესტი.

ღმერთის ქალაქი საფარველს იხსნის მისისვე დავალებით.


გიორგი იონთა ჰიპერიონი

 


 


მრავალი ინფორმაცია მოიძებნება, როდესაც სწორად მივუდგებით თემას. დღეს, ამ წერილში, სახედარის ანუ ვირის ერთ სახელსაც შევეხოთ - კარაული.


კარა-ული და კარ-აული ქამიტელთა კოდით გადმოითარგმნების როგორც კარი - სავალი და კარი - საცხოვრისი.


მთავარია მაინც დავაკვირდეთ ზეცას და ვარსკულავებს, ჯერ განვიკრით და მერე განვკ-ვირდეთ.


გაბაონის ბორცვის ცხ-ვირს, შობის ღამეს თავს დაჰყურებს კირჩხიბის თანავარსკულავედის ორი ვარსკულავი: ჩრდილოეთის ვირი და სამხრეთის ვირი, ან ასე ვთქვათ - ჩრდილოეთის კარაული და სამხრეთის კარაული.


კლდოვანი ქედის დასაწყისს, ჩამოზიდულს ძირამდე - ცხ-ვირი ჰქვია. ქედის ეს ცხვირი ეშვება ქვის ქვაბის ყურთან, რომელსაც რომ დავხედავთ, კაცის ყურის მსგავსია, თითქოს განიშნებს - უყურე და მიხვდიო, მიხვდი ქართულად - ლაზარეს ენითო.


ამ უშველებელი ქვის ქვაბის ყურს კარბა ჰქვია. აქაც კარია ფუძეში, ბა - კი უსახელო, სახელ-დაურქმეველი სულის აღმნიშვნელია (ქართ. ბა-ვშვიო (ბავშვი).


კარ + სული = კარსული


ანუ სულეთში შესასვლელი კარი, ან კიდევ სულიერად აღსაქმელი კარი. მართლაც და აქ, მარხვისა და ღვაწლის დროს სულმა გონებას დაანახა კარიბჭე ამოკეტილი.


კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ - თავის ქალა და ქალა-ქი. მივაშველოთ ისიც, რომ კლდის ცხვირი ამ ხევში ჩამოდის, როგორც ავღნიშნეთ. მივყვეთ ცხვირს, ორი ვრელი გააჩნია: ერთი მთვარის პრანის, მეორე კი მზის პრანის.


მისი სახელია ნესტო.


“ნესტო - ცხვირის ვრელი’’. /საბა/


ისევ ნესტან-დარეჯანის წერილი გავიხსენოთ: “გზა გ-ვირაბითა შემოდისო’’ და ლოგიკურად მივყვეთ ლოგოსურ ლაბირინთს. დავაკავშიროთ: ქედის ცხ-ვირი, ორი ნესტოს ხვრელი, გ-ვირაბი, დაბმული ვირები ვენახზე, იუდას კურთხევა იაკობისაგან; გაიხსენეთ “ვენახები ერსა ჩემსაო’’ - ესეც გაიაზრეთ, დაუმატეთ “მე ვაზიარე ერი ჩემიო, ბრძანა უფალმა’’ და ერთი სიტყვაც მივაშველოთ: ცხ-ვირის ორ შესასუნთქს - მთვარისა და მზის ენერგიების ორი კარი უნდა ჰქონდეს, ანუ კარკარი.


“კარკარი - წყლტუ კლდე,


სალი წყლტუ კლდე, გინა მყართა კლდეთა სალი კლდე, კარკაროვანი წყლტუ კლდოვანი’’. /სულხან-საბა/


მინდა ერთი განსაკუთრებულობაც დავამატო - იაკობსაც ამ კლდის სახელი ჰქვია:


“ჰრქუა იაკობ რებეკას, დედასა თსსა: არს ესავ, ძმა ჩემი, კაცი ფაჩუნიერი და მე, კაცი წყლტუ’’. /დაბად. 27; 11/


წყლტუ კაცი - უთმო კაცია ტანით, ხოლო წყლტუ კლდე - მცენარეთა გარეშე კლდეა.

 

მოხვალთ, იხილავთ და განიხარებთ!


აქ, ამ კლდის თავთან ბანია და მცირე წარსადგომელი, ხელთა აღპყრობით წაიკითხება ლოცვა თვალდახუჭული - “მამაო ჩუენო...’’ შვიდგზის.


დაკარგული შვილის დაბრუნების მისტერიალური კურთხევის ადგილია და ამ ადგილს “მამის სიხარული’’ ჰქვია. მე და ჩემმა თანამზრახველებმა, რომელთაც დავითი ამოუძღვა (მისი მეორე სახელია ძე-რა), ვიხილეთ ცისარტყელა კართა-ზედა, ანუ კარის ცისარტყელა - ნიშანი ღმრთისა, სიყვარულისა და გადარჩენისა, უპირველესად ჩემი ერისა და მერმე კაცობრიობისა.


ჩემო სითბოს და სიყვარულს მონატრებულო ერო, ჩემო ცეროდენავ - სამყაროს ოკეანეში, ერთერთო ლამაზო კუნძულო სამოთხისაო, გაიხარე, გლოცავ ცათა-შინით, მამით, ძით და სული მნათით, სული წმიდით, სული ჭეშმარიტით, რომლის სახელია სამება-ერთარსება.


ეს ის ადგილია, სადაც წარსულის მზე - მომავლი მზეს ხვდება.


ნახეთ, როგორ იტყვის ამას ზაქარია:


“და იქმნა სიტყუა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა,  მეტყუელი.


ამათ იტყს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, ვაშურვე სიონსა და იერუსალიმსა შური დიდი და გულისწყრომასა დიდსა ვეშურვე მას. (“წარსულის მზე’’)


ამათ იტყს უფალი: მოვიქცე სიონსა ზედა და დავემკდრო შორის იერუსალმსა და ეწოდოს იერუსალიმსა ქალაქი ჭეშმარიტი და მთასა უფლისასა, ყოვლისა მპყრობელისასა, მთა წმიდა’’ (“მომავალის მზე’’). /ზაქარია, 8; 1, 2, 3/


ამ კურთხეულ ქალაქში შეისმება ღვინო ნაკურთხი, და შეისმინება სიტყვა ნაკურთხი. ატარებდნენ ქართველები გამარჯვების კვერთხებს, ყველა თავის საქმეში ძალაუფლების მპყრობელნი!


კვერთხნი ნიშანივით ეპყრათ: მეფეებს, მოგვებს, მღდლებს, მეღვინეთუხუცესებს, მეფუტკრეთუხუცესებს, მთავრებს, მჭედლებს, მეომართ, კირითხუროებს, მწყემსებს და ა. შ.


საქართველოში კვერთხი საღმრთო სიმბოლოდ ითვლებოდა და ის შესაფერის ხეთაგან კეთდებოდა, შესაფერისი სიმბოლოებით, თვლებითა და მეტალით განწყობილი; ასტრალურ იარაღადაც იყენებდნენ - ციდან ფალოტური ენერგიის ჩამოსაზიდად, რათა ყანების ნაყოფიერება გაზრდილიყო. (ეს ცოდნები დაკარგულია, ანუ აღსადგენია).


ოჯახში კვერთხით მოსული სტუმარი, საქმით მოსულ სტუმრად ითვლებოდა. ეს კულტურა ისე იყო დახვეწილი, მასპინძელი შეხედავდა თუ არა სტუმრის კვერთხს, დაუფიქრებლად შეეძლო ეთქვა: კეთილი იყოს შენი  მოსვლა ჩემს ოჯახში, დიდო მეღვინეთ-უხუცესო! და თავადაც კვერთხით გამოეგებებოდა, რის შემდგომაც ასეთ პასუხს მიიღებდა: დიდო მეპურეთ-უხუცესო, მოვედ შენს სახლში სტუმრად, უდიადესი ღმერთის სახელით!


პირველ შეთავაზებათაგან აღსანიშნავია მოსასვენებელი ეზოისა, ზამთრისა და ზაფხულისა. სანამ ოჯახში სუფრა გაიშლებოდა და გაირკვეოდა, აქვს თუ არა სტუმარს დრო დაყოვნდეს მათთან ერთად, რადგან იმ დროს სხვის დროს პატივს სცემდნენ და გაგებით ეპყრობოდნენ.


ეს დრო დაბრუნდება, ასე ბრძანა ღმერთმა ზაქარიას პირით და წერილით წინაწარმეტყველებისათი:


“ამათ იტყვის უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე სხედნღა მოხუცებულნი და მოხუცებულანი უბანთა შორის

იერუსალმისათა: თთეული კუერთხისა თსისა მქონებელი

ელსა მისსა სიმრავლისაგან დღეთასა.


და უბანნი ქალაქისანი აღივსნენ ყრმებითა და ქალებითა მომღერლებითა უბანთა შორის მისთა’’. /ზაქარია, 8; 4, 5/


ამ ადგილას უძლური ადამიანი, ძალას იძენს, მშვიდდება, იწყებს განკურნებას, ირთვება ენდოკრინული სისტემა ორგანიზმისა და იწყება განწმენდა. შვიდი ფერი, შვიდი ბგერა და შვიდი (ჩაკრა) ენდოკრინული ჯირკვალი ჰარმონიისაკენ იწყებს სვლას - შვიდი ცით.


“ამათ იტყს უფლი, ყოვლისა მპყრობელი: უკეთუ უძალოობდეს წინაშე ყოველთა ნეშტთა ამის ერისათა მათ დღეთა შინა, ნუ წინაშეცა ჩემსა უძალოობდეს, - იტყს უფალი ყოვლისა მპყრობელი’’. /ზაქარია, 8; 6/


აქ ბრძანებს ყოვლისა მპყრობელიო, ე. ი. დაიპყარ თავი შენი, დაიპყარ შვიდი ფერი ცისარტყელისა, დაიპყარ შვიდი მუსიკალური ბგერა, დაიპყარ შვიდი თონე შენი, სადაც სხვადასხვა არსის პურია ჩაკრული. არა გმართოს ვნებამ, არამედ უფალ იქმენ შენს ვნებათა ზედაო და შემმეცნებელი და წარმდგარი წინაშე ჩემსაო, ნუ იქნებით უძალონიო - “ნუ წინაშეცა ჩემსა უძალოობდესო’’.


ძლევამოსილი წარდექ, ერო ჩემო!


საქართველოს უძველესი სახელია ქუეყანა აღმოსავალთა და ქუეყანა დასავალთა, მოგვთა ქვეყანა და არა აღმოსავლეთისა და დასავლეთის. განსხვავებული, მაგრამ მიმსგავსებული სიტყვებია; თუმცა აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი - ქვეყნის მხარეებია.


აღმოსავალი და დასავალი კი კოსმოსური პროცესებია, ეს მზის გაზენიტებიდან ნადირამდე და ნადირიდან ზენიტამდე აღსავალ-დასავალია.


ამასთან ერთად აქ არის კოსმოსური მოვლენის განსაკუთრებული მომენტი, როდესაც კაცობრიობა ჩადის პარალელურ სფერულ სამყაროში ანუ ცათა შინა, იმ დროს, როდესაც ღერძის წარღუნვა ხდება. ამ დროს მონაცვლეობით მოქმედებს ოთხი სტიქია: წყლის სტიქია წყლების აღშფოთებას იწვევს. დაკვირვებების ნიადაგზე აღმოაჩინეს ეს მოვლენა, მაგრამ მაშინ, როდესაც მე ამ საკითხებზე ვქადაგებდი ოცდაათი წლის წინ - სამეცნიერო წრეებს ეს სასაცილოდაც არ ეყოთ.


მხოლოდ ერთი კაცი მიმიხვდა, რაშიც იყო საქმე. მას მე გავუგზავნე წარღუნვის ვერსიაც და გამოკვლევებიც თავის კოორდინატებთან ერთად. ეს კაცი - ჯონ მალხაზ შალიკაშვილია, მან, ნატოს გენერალმა საპასუხო სამადლობელი წერილი გამოგვიგზავნა.

 

 

 

 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...


უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE