ნაწილი III
კარმელის მეორე სახელია ქერმელი. ამ სახელში ჩაწვდომისას აღმოიკითხება დრო ვარსკვლავიერი, ასე მაგალითად: ქერ - მელი
შევიდეთ ამ ორი მონაცემის შინაარსში:
1. ქერ - ი
“ქერი - გაზაფხულის ნათესს ქერი ეწოდება, ხოლო შემოდგომისას ქრთილი’’. /სულხან-საბა/
2. მელი
მელი - მელა - მელია - აქედან მელანი
ტაბუირებული ნაწერის ტოტემალური ლოგოსური ნიღაბი - მელიაა.
შავი მელნით ნაწერი, ანუ ნულის კვალის გაკეთების კიდევ ერთი ტოტემალური სახელია - ჯილღაო (“ჯილღაო - შავი მელი. წითელი და შეღებილიც ჯილღაოდ ითქმის’’. /სულხან-საბა/)
ამ დაფარული საღმრთო წერილის მწერი ანგელოზი - არწივის ფრთებიანი და არა გედის ფრთებიანი ხატწერაში ელია წინასწარმეტყველია. ჩვენ მიძინებული ლაზარეს ენის გამოღვიძებაში ვირჯებით.
“ჯილღა - უფრთო ერქვანია, უიცრო ერქვანია.
სანველი - ერქვანი, ჯილღა, ოქოქა და მისთანა.
სახნისი - სანისი - სანველის სათხროლი’’. /სულხან-საბა/
მინდორი - ყანა სანისით სამუშაო ადგილი - იგივე ფურცელი კალმისთვის, სათხროლი და მერე აღმოკითხვის მერმე სათხრობი.
“ჰრქუა მას იესო: არა ვინ დაჰსდს ელი სანულსა, და ჰხედავნ იგი გარეშე უკუნ, და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა’’. /ლუკა 9; 62/
ბედის-წერის საიდუმლოებანი და წინასწარმეტყუელთა წერილები განსაკუთრებულ პროცესებთანაა დაკავშირებული. ჯერებულად დავწეროთ წერილიდან, სადაც აღწერილია კარმელი და ქერმელი.
“და აღმოუდა მეხუთე წილი ნათესავსა ძეთა ასერისთასა ტომად-ტომად მათა. და იყვნეს საზღვარნი მათნი: ქელკათი და ოული, და ბატნა, და აქსაფი, და ლიმელიქი,
და ამადი და მასალი და მიიწიოს კარმელად ზღთ კერძო და სიურდ, და ლაბანათდ, და სამდ’’. /ისო ნავესი 19; 24-26/
მეხუთე წილი ანუ ენ წილი ანბანურითა რიცხვითა და რიგითა; მარტივად ენის წილი, ანუ ენით, ქართული ენით, დეშიფრაციით ქართულით ამოიცნობა - ეკუთვნა ასერის ძეთა.
“ასერი - ასერ - ნეტარება, გინა ბედნიერი ძე იაკობისი, გინა მდიდარი’’.
კარმელის მთა ნეტარებისა და ბედნიერების განცდის მთაა, მდიდ-არეში გადამყვანია, მდიდი არის.
ასერი კავშირშია სერთან, მაგალითისათვის გვაქვს გრძელი გორა, სახელსარქმევად მონიშნული და იმისდაგამო რომ ამ გორას პირველს ვარქმევთ ახალ სახელს - სერს, ვიღებთ და წინ ერთიანის აღმნიშვნელ ასოს უწერთ (მოგური ქმედებაა საწყისთა დასანიშნად).
ა + სერი = ასერი, უპირველესი სერი
კარმელის მთა - უმართლესად წარზიდული გორაა, ხოლო ახალსახელით სერია და რადგანაც უპირველესია სერთაგან, ვამატებთ ა-ს. ა+სერი=უპირველესი სერი. აქ ასერს ესერა, სერობა ექმნა.
“სერი - ესე არს მიმწუხრი საზრდელის მიღება: სერს უწოდენ მოგრძედ წარზიდულ გორასა: სერს უწოდენ მეცხოვრენი ცხოვართ ყურის დაჭდევასა’’. /სულხან-საბა/
საიდუმლო სერობა, საიდუმლო სერზე და ასერის საიდუმლო წილი, მეხუთე ანუ ენისა, კარ-მელის მთის წინ სერობის ლოდზე მოესრულა. აქ, ამ ლოდზე ვაზიარე ყველა, ვინც ამ საიდუმლოებაში შემომყვა.
“საიდუმლო - ხვაშიადი, გინა დაფარული.
საიდუმლო არს ხვაშიადი, ხოლო საიდუმლო ღმრთისა პირველ იდუმლად მოსწავებული, აწ საანჯმნოდ გაცხადებული’’. /სულხან-საბა/
ასე ვიგვარიანოთ: კარმელის მთა არის საიდუმლო სერობის მთა, უძველესი და უპირველესი. აქ, ამ მთაზე ჩატარდა რამოდენიმე საიდუმლო სერობა. ამ ჟამისას უახლეს საიდუმლო სერობის თავში ვიყავნ მე და უფალი ღმერთი ჩემი, ჩემს მეინახეებთან ერთად.
“და ჰოინი, და ქერმელი, და ზიფი: და ატტა, და იეზრაელი, და იეკდაამი, და ზანო, და ეკიმი, და გაბა, ქალაქები ცხრა და დაბნები მათი’’. / ისო ნავესი 15; 55-57/
ქერმელი - ეს სიტყვა გვაკავშირებს გაზაფხულთან, ქერი გაზაფხულის ნათესია, ასე თუ შევხედავთ:
ქერი - ერმი - ელი
მცენარე - გაზაფხული - თესლი
ერმი - ვარსკვლავი - მერკური - ჰერმესი
ელი - მოლოდინი - ელია - უფალი ღმერთი ჩემი
გაზაფხულის არე: თევზების ზოდიაქო, ვერძის ზოდიაქო და ხარის ზოდიაქო; ამ სამივე ზოდიაქოს ესაზღვრება ვეშაპის თანავარსკვლავედი.
მართლაც მონადირე მელია, რომელსაც ბატი ჰყავს კუდით დაჭერილი, ჩრდილოეთით სამი გველის თავს უმზერს, ხოლო მის ჩრდილო-აღმოსავლეთით არის დაკბილული კლდე, რომელშიც გიგანტური ვეშაპია გამოკვეთილი; ამ ტალღებში მოცურავე ქანდაკს კლდის პირამდე აქვს ჩაყვინთული, კუდის სიგანე ოთხი წყრთაა, ძირში, თავთან კი იონას კელიაშია შესასვლელი.
აქ, ამ კელიაში აღსრულდა იონას წინასწარმეტყველება. აქ, ამ კელიაში სამ-დღე და სამ-ღამე ვებრძოდი ვეშაპსა.
აქ, ვეშაპის ხახაში გადის უარყოფითი ენერგიის მერიდიანი, რომელიც მთელ დედამიწას შემოუვლის და თავსა და ბოლოს ამა ნიშნულსა შეიკრებს.
აქ აღსრულდა... დაეცა ენერგია ბაბილონის სიმეძავისა, აქა ვსწყვიტე ძარღ სიმეძავისა მისისა - სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ!
იონას სასწაულის კელიის თავზე, დაკბილულ კლდეზე, რომლის სახელიცაა ბიბლიური სენი - სენის კლდის ჩრდილოეთ მხარეს დგას ქვის ფალოსი, მის გვერდით კი ჩამოსხმული და გამოკვეთილია ქალის საშო, მდედრი და მამრი ენერგიების სიმბოლო, ინ-ისა და იან-ის ცენტრალური ადგილი გაყოფს არეებსა და მხარეებს. აქედან აითვლება გაზაფხულის არე, ზაფხულის არე, შემოდგომის არე და ზამთრის არე; თანხვედრილად კი: აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი; ვერტიკალური ღერძის მიმართ კი - აღმოსავალი და დასავალი.
“სენი - სენად ვიტყვით ყოველთა ქცეულებათა ბუნებისათა. სენ + არე = სენნაარის მთა’’. /სულხან-საბა/
“და აღსავალსა, რომელსა უმზირდა იონათან ფილისტიმელთა, დასხმად იყო ორ კონცხ კლდისა, ერთი იმიერ და ერთი ამიერ და სახელი ერთისა მის კონცხისა ბაზეთ და მეორისა მის - სენაჰარ.
ერთი იგი კონცხი იყო ჩრდილოთ მაქმასით და ერთი იგი კონცხი იყი სამრით გაბაონით’’. /I მეფეთა 14; 4, 5/
“კონცხი - კუნცხი, ესე არს ცხვირი კლდეთა მაგარი და ძნელოვანი’’. /სულხან-საბა/
ამიერ კონცხსა, რომლის სახელია სენაჰარ, აღმართულია ფალოსი და საშო მის გვერდით (ქვიშაქვისაა). იმიერ კონცხსა, რომლის სახელია ბაზეთ, გამოსახულია ვეშაპის კუდი.
ამიერ კონცხის აღმოსავლეთის ფერდობზე აღნიშნულია ადგილი წარსადგენი მლოცველისა, მის გვერდით, მაცქერალი დასავლეთისაკენ - გამოკვეთილია წინასწარმეტყუელთა, მეფეთა და მოგუთა ფეხსაბანი.
მლოცველის წარსადგენელის წინ, მთელ ფერდზე კონცხისა გამოსახულია ასო ასომთავრულად, მერვე სახლი ზოდიაქოსი - მემკვიდრეობისა და სიკუდილის სახლისა, სადაც განცხადდა გარდაცვალება ძუელი ცივილიზაციისა და ახალის - ახალ-უხების შემოსვლისა, ზოდიაქო ღრიანკალიასა, რომელიც გველისმჭერის თანავარსკულავედის მესაზღვრეა.
გაგრძელებას შემოგთავაზებთ...