I
შეინანე, სულო ჩემო!
ტჳრთმძიმენო, უღელი ფიქრთა მონებისა გადაიგდეთ ქედიდან თქუენიდან, სიოთა სიმსუბუქეს მიეფაქიზოს ნაზარეველი, სულთა ერო, საზეპურო, ფიქრის ბეღელო! დროთა ქარიშხალი ვერ აგართმევს რწმენას, იქმნეს ნათელი! დაფარულთა შინა, მზისებრი სიცოცხლის სიკაშკაშით, ღიმილით სავსე სამშობლოს კურთევა აღანთე!სამყაროს მეუფეო, მზეთა-მზეებრო სხივთა მფენო, იესო! ძეო! ჭეშმარიტი სიყვარულის მატარებელო, ხატებაო მამისა ჭეშმარიტისა, დიდება შენს გამოჩინებას, უფალო! დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ამენ, ამენით ჩაგეხუტებით.
დღე წმიდა არს, დღე მეფობს მარადიულით ხარებით, დაიძრა მზე ჩასაჭყიტებლად ჭასა შიგან, დიდებითა და კურთხევითა მზომელი ქუეყნიერების, ძმობის, სიყვარულისა, ზაზა მერნისა მხმობელი, ჩრდილოთა კავკასთა მხმობელი, გულითადით მზომელი მამითადისა, თეოდორესი და ექვთიმესი, აღდგნენ მსოფლიო წყალთა შინა ამამაღლებელი ქრისტესი, ამანათებდეს მამუკა.
II
ათენდა -
გაიღვიძე აია!
მოვლენენ ძენი შენი ხარებით, მახარა მახარობელმან, კუტაიაში, ხვამლისა მთაზე ვიხილე შუქურა ცისკენ მკვლევარი. თორმეტი ცხენით მოჰქროდა დიდი გიორგის შიკრიკი.
მაჲტათ! ცაში ავღმართო დროშანი გამარჯუებისანი. გონებაში თეთრად ვწერე, ოქროს ფერი იკრა მზეზე, სიმხნევით კი გამახსენდა ძალის, ამიყვანე მთებზე! ყოველთვის ასე მემართება, როცა ვჯდები მე თეთრ ცხენზე.
ქუთაისი ახალს ბადებს, სიმძიმე მოხსნია ქედზე. ყველა გახარებულია, აღარ ჩივის თავის ბედზე. ისევ ძველი მეგობრობა - ისრაელმა სიყვარულით შემოირტყა ქამრით წელზე. ახალი აია შენდება, ძველი უდარაჯებს გზებზე.
III
ვულოცავ საქართველოს!
დღეს თენდება ულამაზესი დღე, ორი ათას ცხრამეტი წლის - თორმეტი მაისი. დედა მარიამის, ღვთისმშობლის ტაძრის კურთხევის დღე, მახათას მთაზე მისი სილამაზე და სრულყოფილება - ბროლის ცაზე აიზიდება.
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩვენი, უწმინდესი ღვთისმშობლის ხატი - კარიბჭის ღვთისმშობელი, ჩამობრძანებისთვის საქართველოში რომ განამზადა. როგორც ცისკრის ვარსკვლავი მწუხრიდან ცისკარისაკენ გადაცურდება, ასე ღმრთის ნებით, ეს ბრწყინვალება სულისა საქართველოში ჩამობრძანდება.
ქედს ვიხრი ცის დედუფალის წინაშე, მუხლმოდრეკით შევხარი მის მიზნიან გზას, სილამაზისა და სიყვარულისა, წმინდა გზად წოდებულისას.
რაინდთა სიხარულს, დედათა სითბოს და საქართველოს ნუგეშისმცემელს - დედას მარიამს! ლოცვითა ვარ თამამი, დედავ საყვარელო, სულის სიტკბოვ, წმიდაო მარიამ!
პატარა სანთელივით ანთებული
გული გიგლიბუცასი
IV
დავალება მოწაფეთათვის
ქართული დამწერლობა სივრცული დამწერლობაა, კალენდარული საზომით შეითავსებს ფერისა და ბგერის სიხშირულ თანხვედრას. სრულად მოქმედებს გრძნობათა სამყაროში, თითოეულ ასოს აქვს კუთვნილი სუნი და გემო ტრანსცენდეტალურ აღქმაში.
ანბანი სიბრტყეში გვაქვს გამოსახული, როგორ გამოიყურება თვითოეული ასო სივრცეში? ეს არის ახალი დავალება მოწაფეთათვის. ვინც მიაგნებს - ინიციაციას გაივლის მჭვრეტისას.
ააგეთ სივრცული ნახაზები თქვენი ხედვით და გამოაქვეყნეთ ნაფიქრი სივრცული ანბანომეტრიის.
გიორგი იონთა ჰიპერიონი
V
ედემი, ცივილიზაციის
სათავე, ანის და ჰოი-ს
ა) შეხვედრის ბ) შერწყმის
გ) თანახმოვანების
-(მატრიცა)-
დაბადების - დაბადების
მარადიული აწმყო
წარმმართველი, სრული წინაწარმთქმელი - უფალი იესო ქრსიტე.
რა ბრწყინვალეა შენი შემობრძანება უფალო!
სიმშვიდის კურთხევა გვიბოძე, იესო - ჭეშმარიტის ძეო.
ამინ!