თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა
გრიგოლი ნოსელ ებისკოპოსისაჲ კაცისა შესაქმისათჳს,
რომელი მიუწერა ძმასა თჳსსა პეტრეს ებისკოპოსსა სებასტიელსა
უკუეთუმცა ჯერ-იყო დიდებაჲ სათნოვების მომგებელთაჲ. პატივითა მონაგებთაჲთა, იპოვნესმცა ყოველნი სიქადულნი საფასეთანი უნდო, რაჟამსმცა შევატყუთ სათნოვებათა შენთა თქუმულსა მისებრ სოლომონ ბრძნისა, რამეთუ უზეშთაეს პატივისა მის საფასეთაჲსა არს მადლი იგი ღირსი, შენდა. და აწ მაწუევს ჩუენ დღესასწაული. წმიდისა და დიდებულისა აღესებისაჲ ჩუეულებისაებრ პირველისა მოწყალებასა მეგობრებაჲ შენი და ჩუენ წინა-უყოფთ დიდებულებასა შენსა, ჵ კაცო ღმრთისაო, ძღუენსა კნინსა და ვითარ-იგი შენდა ღირს-არს, ხოლო არა თუ უკნინესსა ძალისა ჩუენისა. და ესე ძღუენი თქუმულ არს ვითარცა სამოსელი შეურაცხი მოქსოვილი გონებისაგან გლახაკისა შრომითა. და მიზეზსა ამის თქუმულისასა ვჰგონებ თუ მრავალთა აგონონ, ვითარმედ სილაღით იქმნა ჩუენი ესე დაწყებაჲ, რომლისა-იგი არა ღირს-ვიყვენით და თანამდებ. ხოლო არავე შორს არს თანამდებებისაგან სამართლისა წმიდაჲ ბასილი – მამაჲ და მოძღუარი ყოველთაჲ – იგი ხოლო მარტოჲ გამოიკულევს დაბადებულთა შინა ღმრთისათა მართლად დაბადებული მსგავსად ღმრთისა ჭეშმარიტად, რომლისაჲ-იგი სული არს ვითარცა ხატი დამბადებელისა თჳსისაჲ. გამოაცხადა მცნებაჲ დაბადებულთა ღმრთისათაჲ დაფარულთაჲ და ყვნა იგინი გამოჩინებულ და გულისხმის-საყოფელ მათთჳს, რომელნი ეძიებდენ მას. ხოლო ჩუენ დავაკლებთ საკჳრველებათა მისა მიმართ, რომელი ზედა გუედების დიდებულებათაგან და საშინელებათა მისთა.
და ჯერ-გჳჩნდა თანამდებისაგან სამართლისა, რაჲთა განვასრულოთ ნეშტი იგი პირველისა მის გამოცხადებულისაჲ მოძღურისა მის ბრძნისაჲ შესაქმისათჳს კაცისა.
არა თუ დაკლებულად ვხედავთ თქუმულსა ამას მისსა, რომლითა-ესე მონაწილე ვექმნენით თქუმულითა ამით ჩუენითა. ნუ იყოფვინ ესე დიდებულისა მისთჳს პირისა, ვითარმცა შეურაცხ-იქმნა გინა ნაკლულევან თქუმულითა ამით ჩუენითა. ხოლო რაჲთა არა ეგონოს ვისმე, ვითარმედ დიდებაჲ მოძღურისაჲ დაკლებულ არს მოწაფეთა შორის მისთა, და უკუეთუმცა ნანდჳლ თქუმული მისი ნაკლულევან იყო, რომელი-იგი თქუა შესაქმისათჳს ექუსთა მათ დღეთაჲსა და არავინმცა მოწაფეთა მისთაგანმან იღუაწა განსრულებაჲ ნეშტისაჲ მის, დაშთა გამოუჩინებელად მის მიერ, იყომცა ღონჱ და მიზეზი მოძღუარსა ზედა, ოდეს არა ყო მოწაფეთა შორის მისთა ძალი გულისხმის-ყოფად და გამოთქუმად.
და ამისთჳს თავს-ვიდვათ კადნიერად, რაჲთა განვასრულოთ დაშთომილი პირველისაჲ მის. და უკუეთუ იპოვოს რაჲმე თქუმულსა ამას ჩუენსა შინა, რომელი ღირდეს თქუმად, ვითარმედ ესე სწავლისაგან მისისა არს, უკუე არს იგი მტკიცჱ მისა. და უკუეთუ არს თქუმული ესე ჩუენი განზრახვათა მისთა წულილადთა, უკუე არს იგი უბრალო, რაჟამს არა იპოვა მოწაფეთა მისთა შორის ძალი მიწდომად. და (ჩუენ) ვიყვნეთ ბრალეულ და აღუვაროთ ნაკლულევანებაჲ ჩუენი მაბრალებელთა ჩუენთა, რაჟამს არა დაიტია გულმან ჩუენმან სიბრძნჱ იგი მოძღურისაჲ.
და ჯერ-მიჩნდა, რომელი-ესე ვაზმენით თქუმულისა ამის ჩუენისაჲ არა თუ უნაკლულეს საკჳრველებათა მათ, რომელ არიან დაბადებულთა შორის, არამედ უზეშთაეს და უაღრეს ყოველთა მათ გულისხმის-საყოფელთა, რამეთუ არარაჲ არს არსთა შორის მსგავს ღმრთისა, ვითარ შესაქმჱ კაცისაჲ, და ამისთჳს უფროჲ[ს] ვიყვნეთ შენდობილ სიწმიდის მომპოვნებელთაგან, ვიდრე-ღა არა მსმენელთაგან. და უკუეთუ იპოვოს თქუმული ჩუენი დაკლებულ უფროჲს ჯერისა მის, რომელი თანა-გუაც, რამეთუ ჯერ-არს გამოძიებაჲ პირველისაჲ მის გარდასრულისაჲ და რომელი-ესე აწ ჰგიეს და რომელი-იგი მერმე ყოფად არს, რაჲთა არარაჲ დაშთეს გამოუძიებელად არსთა შორის, რომელსა ვაზმენით გამოკულევად და მითხრობად საქმენი დამტკიცებულნი კაცთა შორის, არამედ რომელი საგონებელ არს, ვითარმედ გარეშჱ არს თქუმულსა ამას წიგნთასა, რომელსა-იგი ზედა დაებადა კაცი დასებასა, რომელ-ესე არა ჩანს მას შინა აწ.
ხოლო ჩუენ გამოვაცხადოთ წიგნთაგან და რომელი მოვიღოთ საუნჯისაგან გონებისა, რაჲთა შეერთოს თქუმული ესე ჩუენი ყოვლით კერძო შეწევნითა საღმრთოჲსა ძალისაჲთა, რომელმან-იგი მოსცის ძალი ცნობად და სასოვებაჲ მიწდომად მიუწდომელთა და მიუძღჳს მუნ, სადა არა არნ ღონჱ. და ჯერ-მიჩნდა, რაჲთა დავდვა თქუმულთა ამათ ჩუენთა განყოფაჲ სახეთაჲ, რაჲთა იცნობოს მათგან ძალი ყოველთა მათ დაწესებულთაჲ თითოვეულად მწრაფლ.
Ⴀ: თავი ა: ბუნებისათჳს ქუეყანისა ერთ ნაწილად და გამოცხადებაჲ წულილადი, რომელნი დაებადნეს უწინარჱს კაცისა.
Ⴁ: თავი ბ: რაჲსათჳს დაებადა კაცი უკუანაჲსკნელ ყოველთა დაბადებულთა.
Ⴂ: თავი გ: რამეთუ ბუნებაჲ კაცისაჲ უპატიოსნჱს არს ყოველთა შორის, რომელნი გამოჩნდეს დაბადებულთაგანნი.
Ⴃ: თავი დ: რამეთუ შემზადებაჲ [კაცისაჲ] მოასწავებს მთავრობასა ჴელმწიფებისასა ყოვლით კერძოვე.
Ⴄ: თავი ე: რამეთუ კაცი მსგავს არს მეუფებასა ღმრთეებისასა.
Ⴅ: თავი ვ: გამოძიებისათჳს, რომელნი შეარწყუმენ გონებასა ბუნებასა თანა და მას შინა არს და[ჴსნაჲ] თქუმათაჲ მწვალებელთაჲ.
Ⴆ: თავი ზ: რაჲსათჳს დაებადა კაცი შიშულად საჭურველთაგან მისთა და სამოსლისაგან ბუნებითისა.
Ⴡ: თავი ჱ: რაჲსათჳს შემზადებაჲ კაცისაჲ მართლ არს განმარტებულ და რამეთუ ჴელნი დაებადნეს საზრახავისათჳს და გამოძიებაჲ განყოფათათჳს სულთაჲსა.
Ⴇ: თავი თ: რამეთუ გუამი კაცისაჲ დაებადა ჭურად საზრახავისათჳს.
Ⴈ: თავი ი: რამეთუ გონებაჲ იქმს საქმეთა თჳსთა საგრძნობელთაგან.
ႨႠ: თავი ია: რამეთუ ბუნებაჲ გონებისაჲ უხილავ არს.
ႨႡ: თავი იბ: გამოძიებაჲ საუნჯისათჳს გონებისა და სიტყუაჲ ბუნებითი სიცილისათჳს და ტირილისა.
ႨႢ: თავი იგ: ძილისათჳს და ფქნარებისა და სიზმართათჳს
ႨႣ: თავი იდ: რამეთუ გონებაჲ არა ერთკერძოსა გუამისასა ჰგიეს და განყოფაჲ აღძრვათაჲ სულიერთა და ჴორციელთაჲ.
ႨႤ: თავი იე: სულისათჳს ჭეშმარიტად სახელ-ედების სული მეტყუელი მართლად, ხოლო სხუანი იგი სახელ-დებულ არიან სულად ზიარებითა ხოლო სახელთაჲთა და რამეთუ ყოველი ძალი გონებისაჲ განფენილ არს ყოველსა შინა გუამსა თითოვეულსა ასოსა მსგავსად ძალისა მათისა.
ႨႥ: თავი ივ: გამოძიებისათჳს, რომელი თქუა ღმერთმან: „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა“. და მას შინა არს ძიებაჲ იგი მსგავსებისათჳს გინა ვითარ ჰგავს ვნებადი იგი, რომელსა არა თანა-აც ვნებაჲ, და მოკუდავი უკუდავსა მას, გინა ვითარ ეგების ყოფად მსგავსთა შორის ღმრთისათა მამალი და დედალი.
ႨႦ: თავი იზ: რაჲ მიუგოთ, რომელნი იკითხვიდენ განთესულობისათჳს და შობიერებისა, უკუეთუ შემდგომად ცოდვისა იქმნა და უკუეთუმცა კაცსა არა ეცოდა, ვინაჲმცა იყვნეს სულნი?
ႨჁ: თავი იჱ: რამეთუ აღძრვაჲ პირუტყუებრი დამტკეცილი ჩუენ შორის არს მიზეზითა მახლობელობისა ჩუენისაჲთა მათა მიმართ.
ႨႧ: თავი ით: მათთჳს, რომელნი-იგი იტყჳან, ვითარმედ საშუებელნი იგი კეთილნი მერმისანი საჭმელთაგან და სასუმელთა ყოფად არიან, რამეთუ კაცი დასაბამსა ბრძანებულ-იქმნა, რაჲთა ცხოვნდებოდის ამათ ორთაგან.
Ⴉ: თავი კ: რაჲ არს ცხორებაჲ იგი, რომელ არს სამოთხესა შინა, და რაჲ არს ხჱ იგი, რომლისაგან დაეყენნეს.
ႩႠ: თავი კა: რამეთუ დაჯერებაჲ აღდგომისაჲ მოსალოდებელ არს განმრავლებითა სახეთაჲთა შემდგომითი შემდგომად უფროჲს თქუმულისა მის წიგნთაჲსა.
ႩႡ: თავი კბ: მათთჳს, რომელნი იკითხვიდენ: უკუეთუ აღდგომაჲ კეთილ არს და ტკბილ, რაჲსათჳს არა აწვე იქმნა, არამედ მოველით მრავალთა ჟამთა შემდგომად?
ႩႢ: თავი კგ: მათთჳს, რომელნი აღიარებენ დაწყებასა სოფლისასა უნებლიაჲთცა, თანა-აც აღსაარებად აღსასრულიცა მისი.
ႩႣ: თავი კდ: სიტყჳს-გებაჲ მათა მიმართ, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: ნივთი დაუსაბამოჲ არს ღმრთისა თანა.
ႩႤ: თავი კე: ვითარ შეიწყნარონ უვარის-მყოფელთა შჯულისათჳს თქუმული წიგნთაჲ აღდგომისათჳს.
ႩႥ: თავი კვ: რამეთუ აღდგომაჲ არა თუ თანა-მდებ არს.
ႩႦ: თავი კზ: რამეთუ ეგების, რაჲთა კუალად ეგნენ გუამნი კაცთანი ოთხთა მათგან ნივთთა ქუეყანისათა შემდგომად დაჴსნისა მათისა და განიყვანნენ ერთსახენი თითოვეულად ნაწილად ყოველთაგან.
ႩჁ: თავი კჱ: მათთჳს, რომელნი იტყჳან, ვითარმედ სულნი დაებადნეს უწინარჱს ჴორცთა, გინა თუ ჴორცნი უწინარჱს სულთა. დაჴსნაჲ სიტყჳსა მათისაჲ, რომელნი დაამტკიცებენ, ვითარმედ სულნი დაადგრენ მრავალთა შინა გუამთა.
ႩႧ: თავი კთ: გამოძიებაჲ, რომელი მოასწავებს, ვითარმედ სულისა და ჴორცთაჲ ა[რ]სებაჲ შეერთებულ არს.
Ⴊ: თავი ლ: სიტყუაჲ მკურნალთაგან, რომელი მოასწავებს ასოთა გუამთა კაცთასა დაბადებასა შინა მათსა და არს იგი სიტყუაჲ მწრაფლი.
[თავი] Ⴀ
თქუა პირველსა თავსა ბუნებისათჳს ქუეყანისა ერთ ნაწილად
და გამოცხადებაჲ წულილად, რომელნი დაებადნეს
უწინარჱ[ს] კაცისა
თქუა წიგნმან: „ესე არს წიგნი შესაქმისა ცისა და ქუეყანისაჲ“, რამეთუ განსრულდეს ყოველნი ხილულნი და წარვიდა თითოვეული არსთაგანი თჳსა ადგილად და განიყო. და მერმე შეიცვა ყოველივე გუამმან ცისამან და იქმნნეს გუამნი იგი მყჳრტენი და ზრქელნი, ესე იგი არს ქუეყანაჲ და წყალი საშოვალსა მას სამყაროსა შემტკიცებულ ურთიერთას. და იყო სიმტკიცჱ და სიმაგრე მათი - სიბრძნჱ ღმრთეებისაჲ და ძალი ბუნებასა შინა ყოველთასა განსაგებელად ყოველთა. და ესე ძრვითა და წყნარებითა ღონისძიებულ იქმნა არსად მოყვანებულ დაუბადებელთა დასაშთომელად დაბადებულთათჳს, რომელნი შეიქმნნეს ბუნებისა მისგან ზრქელისა, რომელი არა შეიძრვის, არამედ არს იგი ურმის თუალი, ესე იგი არს ძრვაჲ ცისაჲ მალიადი და მავლინებელი მრგულად და დამმარხველი ურთიერთას, შემაგრებული ძალითა სიმტკიცისაჲთა, რომელსა ზედა იქცევის ძრვითა მალიადითა და არს იგი ქუეყანაჲ. ხოლო სამყაროჲ ცისაჲ, რომელი არა დადგების, არცა დაეწყნარების დგომით, რომელი არა შეიძრვის დაცემად მარადის. და ძრვაჲ დაცემისაჲ ზედა-აც და ზარი იგი საქმისა მათისაჲ, რომელნი-ესე საჩინონი არიან, სწორად არს. ბუნებასა მათსა ვიტყჳ და საცემელსა. და ძრვაჲ იგი, რომელი არა დადგების, ხოლო ქუეყანაჲ არა შეიძრვის სიმტკიცისაგან თჳსისა და ცაჲ არა დაეწყნარების ძრვისაგან თჳსისა.
და ესენი დაებადნეს დასაბამსა სიბრძნითა შემოქმედისა მათისაჲთა და განაზოგნა ყოველნი ბუნებანი, რომელნი შეიცვალებიან და გარდაიქცევიან. და იყო, ვითარ ვჰგონებ, შემკულებაჲ სიტყჳსაჲ, რომელი-იგი თქუა მოსე წინაჲსწარმეტყუელნმან, ვითარმედ: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ, რამეთუ ყოველნი საჩინონი და ხილულნი დაბადებულთაგან იყვნეს ძრვითა და წყნარებითა.
ხოლო რაჟამს იქმნნეს ცაჲ და ქუეყანაჲ არა ერთ საქმითა, არამედ წინააღმდგომ ურთიერთას, მრავალ იყვნეს დაბადებულნი იგი შორის მათსა შეერთებულ და შეძერწულ და შემაგრებულ ურთიერთას და მით შეიერთნეს კიდენი იგი საჩინოთანი, ესე იგი არს ცაჲ და ქუეყენაჲ. და რამეთუ ჰაერი ჰგავს სინაზუქესა ცეცხლისასა, მარადის მოძრავსა, რამეთუ ბუნებაჲ ჰაერისაჲ ნაზოქ არს, მსგავს არს ძრვისა მის ცეცხლისა და არა ჩას ზრქელად, არამედ ვითარცა განმასაზღვრებელი და განმყოფელი ჰგიეს შორის საჩინოთა მათ. და ესრევე სახედ იქმნა ბუნებაჲ იგი ნოტიაჲ, ესე იგი არს წყალი შეერთებულ ორითა მით ბუნებითა წინააღმდგომელითა. ხოლო სიმძიმისა და ზრქელობისა მათისათჳს ვამსგავსებ ქუეყანისასა ფრიად და სინოტიისა და დინებისა მათისათჳს ვამსგავსებ ბუნებასა ჰაერისასა მოძრაობასა. და ამისთჳს ჰპოვნე ორნი იგი ბუნებანი განშოვრებულნი შეძერწულ საშუვალსა მას მათსა. არამედ ჭეშმარიტი სიტყუაჲ მიწდომილი ესე არს, რამეთუ ბუნებაჲ წინააღმდგომთაჲ შერეულ არს მართლ ურთიერთას, რაჲთა იყოს დაბადებულთაგანი ყოველივე მიდევნებულ ერთი ერთისა და შეერთოს დაბადებული ბუნებასა თჳსსა, დაღაცათუ თითოვეულებაჲ მათი წინააღმდგომ არს. და რამეთუ ძრვაჲ არა იცნობების წრაფისაჲთა ხოლო, არამედ შეემთხუევის გარდაქცევაჲ და შეცვალებაჲ და კუალად ფუფუნებაჲ უძრავი, რაჟამს იყოს არა შემწყნარებელ ძრვისა გარდაქცევისასა. შეცვალა სიბრძნემან ღმრთისამან თითოვეულებაჲ ორთაჲ მათ, და იქმნა მოძრავი არა გარდამაქცეველ და უძრავი-შემცვალებელ. და მისთჳს განიგო ესე, რაჲთა არა იყოს თითოვეულებაჲ ღმრთეებისაჲ, რომელი შოვრ არს შეცვალებისაგან და გარდაქცევისა დაბადებულთაგანსა რასმე შინა, და საგონებელ იყოს და ბადებული დამბადებულად, რამეთუ რომელი გარდაიქცევის და შეიცვალების, არა არს ღმერთ. და ამისთჳს ქუეყანაჲ უძრავი არს და გარდაიქცევის, ხოლო ცაჲ არცა გარდაიქცევის და არცა უძრავ. და ამის ჯერისათჳს შეცვალა ძლიერებამან ღმრთეებისამან თითოვეულებაჲ ორთაჲ მათ: უძრავი შემცვალებელად და მოძრავი უცვალებელად, რაჲთა შეაერთნეს ურთიერთას და განაშოვროს მათგან საგონებელობაჲ ღმრთეებისაჲ, რამეთუ ღმერთი გარეშე არს ორთა ამათგან საქმეთა - შეცვალებისაგან და უძრაობისა. და მას ჟამსა იქმნა ყოველივე სრულებასა და საზომსა თჳსსა, ვითარ-იგი თქუა წიგნმან, რამეთუ იტყჳს: „აღესრულნეს ცაჲ და ქუეყანაჲ“. და შეიმკვნეს ყოველნივე შუენიერებითა მისითა: ცაჲ - მბრწყინვალებითა მნათობთაჲთა, ხოლო ზღუაჲ და ჰაერი - ცხოველთა მათგან, რომელნი იქცევიან მას შინა, და ქუეყანაჲ - მცენარეთაგან და ფერად-ფერადთაგან ნერ[გ]თა და ყოველთა მათგან, რომელნი იშვებიან ქუეყანისაგან და მყის განძლიერდის ნებითა ღმრთისაჲთა. და იქმნა ქუეყანაჲ სავსე ყუავილთაგან შუენიერთა, რომელნი გამოკჳრტვიედ პირველ ნაყოფისა. და რაჟამს აღმოჴდის ქუეყანით, აღერდის და მოისწრაფინ სრულებად. და არნ ყოველი დაბადებული მხიარულ ბრძანებითა ღმრთისაჲთა, რაჟამს აღორძნდის ყოველივე ნერგი და მცენარჱ და ყოველნი, რომელნი ძოვედ ფერად-ფერადებითა მათითა, რომელნი მიისწრაფიედ კლდეთა და ნაპრალთა, და ყოველნი, რომელნი არიან მფრინველნი მჴმობარნი და მტრიობალნი, რომელნი მიისწრაფიედ მაღნართა და ოლოვანთა. და კუალად ხილვაჲ ზღჳსაჲ, რაჟამს დაემთხჳის ყუდროდ და დაწყნარებულად შემდგომად აღძრვისა მისისა და შეკრებულად საძირკუველსა თჳსსა მოცვულ და მოზღუდვილ მქჳშათა მათგან ბრძანებითა ღმრთისაჲთა და კუალად ძრვაჲ იგი ნაღელავთაჲ მათ მარილოვანთაჲ ყუდროდ, რომელი მსგავს არნ შუენიერებასა ყოველთასა, რომელნი ირყევიედ ნიავითა მით ჰამოჲთა და არა მავნებელითა და დაიკეცებიან იგი ზურგსა ზედა წყლისასა ყუდროდ, და ყოველნი სიმდიდრენი დაბადებულთანი იქმნნეს განმზადებულ ჴმელთა ზედა და ზღუათა და არა იყო ჯერერთ მფლობელი იგი ამათი გამოჩინებულ.
„შატბერდის კრებული“