კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


ნაწილი II 

 

აქედან და, ანუ დონან (დ + ა) არის ანის ნაფიქრთა დონეში მომყვანებელი, რაც არის მონაცემთა შარავანდედი - ღმერთისაგან აღზრდილი კაცისა.


ამას ამჟღავნებს ღმერთის პირველადი სახელი მან ასომ. ჯერ ადამს ღმერთის სახელი არა აქვს განმჟღავნებული და არ წარმოუთქვია, მხოლოდ საქციელებრივ სახელს ამჟღავნებს ადამი დასაბამის აღწერისას. ღმერთისაგან ანუ უდიადესი სცენარისტისაგან ადამი, როგორც არსისა და აზრის რეჟისორი აღწერს დასაბამს და ამჟღავნებს ღმერთის სახელს ტექსტობრივი შეფარვით და-საბამ-ად, რაც კიდევ ერთხელ ასე გავშიფროთ:


საბა - გამარჯვებული ღმერთი, და - დონან ანუ დონიანი, მონაცემით სრულით ანით. გაიმარჯვა ანის დონეში მოყვანით ად - ით.


გავიმეოროთ  და - დონან დონიანით საბამ - გამარჯვებულმა, ად - ანდონ ანის დონეში აყვანით გაიმარჯვა და ეს ანდო ადამის მოდგმას ქართული ენით, ქართველ ერს, ღვთაებრივი დონის მართვა.


წინ ამაღლების გზაა!


წინ ამაღლებული სიყვარულის სუფევაა!


წინ ქართველი ერის აღდგომაა!


წინ ცისარტყელებიანი მომავალია!


წინ სიხარულის ტრიუმფია!


ლამაზად საჟღერი და სანატრელი სიტყუაა - ა დ ა მ ი ა ნ ი. ა და მი სხივურ -კოსმიური განმარტებით მთვარისა და მზის ურთიერთ-კავშირია მი-ბგერის (მუსიკალურად აღწერილის) ანუ ყვითელის, უფრო ზუსტად კი - ოქროსფერი სხივით.


ეს სხივი ქმნის ცისქვეშეთში ხილვადობის განზომილებას გარეგან შემოსვითისას, დაფარული მონაცემისას ანუ ანისას, პირველი ცის ბაზა.


მი - მი-მართებაა, მი-ზნისა, მი-სამართებული, მი-რქმისა. შვიდი ფერი  ერთმანეთში ჩაწვენილი მი-შვიდებული - მშვიდებული ფერია მზისა და მზე-მეფეთა შარავანდედის ცისკროვანებაა.


ადამი - ედემის პირველი მეფეა და ის არის ედემის ნათლიმამა. წინასწარმეტყუელების აღსრულების ჟამსაც და გვირგვინოსანი უფალის გენოილოგიის ბოლო მამაც.


აქ, ამ წერილში, დაკვირვების თვალს აღგანთებინებ, ჩემო ტკბილო, ქართული ეკლესიის შვილებო. დააკვირდით მათეს სახარების გენიოლოგიურ კავშირთა ჰარმონიას და ლუკას გენიოლოგიის ედემით დამამთავრებელ გენიოლოგიურ გზას. მათესათან იოსების ძეა უფალი და ლუკასთან - ადამის ძე.


 

სახარება მათესი


 

  1. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი;
  2. აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი;
  3. ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისაგან; ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ;
  4. არამ შვა ამირადაბ; ამირადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ;
  5. სალმონ შვა ბოოს რექაბისაგან; ბოოს შვა იობედ რუთისაგან; იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე;
  6. დავით მეფემან შვა სოლომონ ურიის ცოლისაგან;
  7. სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა;
  8. ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა  იორამ; იორამ შვა ოზია;
  9. ოზია შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია;
  10. ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია;
  11. იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი - ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა;
  12. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ;
  13. ზორობაბელ შვა აბიუდ; აბიუდ შვა ელიაკიმ; ელიაკიმ შვა აზორ;
  14. აზორ შვა სადოკ; სადოკ შვა აქიმ;  აქიმ შვა ელიუდ;
  15.  ელიუდ შვა ელიაზარ; ელიაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ;
  16. იაკობ შვა იოსებ,  ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესო, რომელსა ჰქან ქრისტე.
  17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისადმდე ნათესავი ათოთხმეტ და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ, და ტყუენვითგან ბაბილოვნისათა ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.

 

შევადაროთ მათესა და ლუკას სახარების გენიოლოგია,  მერმე ფიქრთა აღკაზმულობას ავეშენოთ უფლით.


 

სახარება ლუკასი

 

თავი 3


23. და თავადსა იესოს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, (იაკობისა), ელისა, მატათანისა, ლევისა, მელქისა, იანასა, იოსებისა.

მატათისა, ამოსისა, ნაომისა, ელისა, ნაგესა, მაათისა, მატათიასა, სემისა, იოსებისა, იუდასსა, იოანასა,  რესასა, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა, მელქისა, ადდისა, კოსამისა, ელმოდამისა, ერისა, იოსესა, ელიეზარისა, იორემისა, მათტატისა, ლევისა.

მეონისა, იუდასა, იოსებისა, იონანისა, ელიაკეიმისა, მელვასა,

მანანისა, მატათასა, ნათანისა, დავითისა, იესესა, იობედისა, ბოოსისა, სალმონისა, ნაასონისა, ამინადებისა, არამისა, (იორამისა), ესრომისა, ფარეზისა, იუდასა, იაკობისა, ისაკისა, აბრაჰამისა, თარასა, ნაქორისა, სერუქისა, რაგავისა, ფალეგისა, ებერისა, სალასა, კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესა, ლამექისა. მათუსალასა, ენოქისა, იარედისა, მადელეილისა, კაინანისა, ენოსისა, სეთისა, ადამისა და ღმერთისა.


ბეჯითად დააკვირდით, ჩაუღრმავდით დაფიქრებით, იკითხეთ პატიოსან მოძღვრებთან, გაერკვიეთ ლექსიკონებით, ჩაჰკირკიტებდეთ და ხარობდეთ, ეზიარებით საიდუმლოებას ქრისტესას და ამაღლდებით ღვთის თვალში.

 

 

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE