კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

ერთობა ქართველი ერისა უპირველესად ღმერთის სიყვარულით განსხივოსნდება. ერთია ჩვენი სამშობლო, ჩვენი!!! მსოფლიო ერებსა და ენებში ერთობით საცხოვრისი.


ერთია მამა ქართული მოდგმისა და მას ადამი ჰქვია.


ადამის რანგის ენა - ქართული ენაა, რომელმაც ადამი ადამიანობის რანგში აიყვანა.


როდესაც მიგვითითებენ ადამიანურად მოიქეცითო - გვახსენებენ ჩვენი რანგობრივი შემეცნების საქციელებს. არა აქვს მნიშვნელობა - კაცია, ქალი, ბავშვი თუ მოხუცი, ამ მიმართებით იმწყემსება და აქედან გამომდინარე, ადამი რანგის აღმნიშვნელი სახელია.


აღვწეროთ რა რანგია ეს. უპირველესად, ადამი მარადიული მოწაფეა ღმრთისა, უმთავრესად კი, ის პირდაპირ ელაპარაკება უფალს. დავსავთ კითხვა, რა ენაზე ელაპარაკება?! ლაზარეს ენით ელაპარაკება ღმერთსაც, ევასაც და თავის შვილებსაც.


ვინ არის ადამის მასწავლებელი? რა თქმა უნდა ღმერთი! ის ლაზარეს ენით, ანუ ქართული ენით უმჟღავნებს ადამს სამყაროს საიდუმლოებებს, აძლევს სამაროვან დამწერლობას, არკვევს ანბანურ მათემატიკაში და გეომეტრიაში. ამ ენით ხდება ადამი მიწადმოქმედი და ასე სიცოცხლის სრბოლაში, მისი მოდგმა ანუ ქართველი ერი, მიწადმოქმედი ერის სახელს იმკვიდრებს. მიწადმოქმედის საკრალური სახელია გიორგი, ე.ი. ადამი - მიწადმოქმედი ანუ გიორგია. საქართველოც მიწადმოქმედთა ქვეყანაა და მისი უპირველესი სახელი - საკრალური გიორგია ჰქვია.


ლამაზი საქართველოს ლამაზი სულის მქონე ქართველებო, და თქვენთან ერთად ერებო, ენებო და ტომებო, გაითავისეთ დასაბამი, საყვარელი სამშობლო თავის საიდუმლოებებს ჰფენს!


იფიქრეთ ნაღვლიანობის გარეშე, იხარეთ, ეზიარეთ ქართული ენის ტაბუირებულ სიღრმეებს.


საქართველოში ყოველი დღე გიორგის ეკუთვნის, სამას სამოცი დარაჯი დღეთა, ყოველმხრივ სამყაროული ცის მოდარაჯენი, მათთან ერთად ხუთი დღის წესთა აღმსრულებელი გიორგნი და მეექვსე ზეცის კარიბჭის გიორგი.


მიწადმოქმედთა ლამაზო ქვეყანავ, დასაბამიდან კურთხეულო, მოგეხსნას ყოველი წყევლა და ავთვალიანობა მამით, ძით და სულიწმინდით!


ლომთა-ლომის, ლომისის წმინდა გიორგის გამარჯვების დროშა აღემართოს და აღორძინდეს ამ ერში!


იღვიძებს ჩვენს ერში სიყვარული, ერი გადაყრის სანაგვეზე ბილწსიტყვაობის დემონებს, გაინთავისუფლებს თავს და გალობით აღივსება სამშობლო ჩვენი. ყველა ერთად, დიდი ეროვნული ერთობით, უდიადესი ერთმანეთის სიყვარულით ვიწყებთ სრულიად საქართველოს სამაგალითო აღდგომას. ვევედრები უზენაესს მოგანიჭოთ ყველას შესაფერისი საქმენი.


როგორც დავით წინასწარმეტყველმა ბრძანა: “მოვალ შუაგულ სიონში, დავივანებ მთასა წმიდასა და მთაწმინდას დაერქმევა საბაოთ უფლის მთა.’’


საქართველოს შუაგული, საბაოთ უფლის მთა, მთაწმინდა, სოფელი ქვის-ხეთა, ამა დრონითში კურთხეული ქვიშხეთი.


კიდობანიდან აღმოსავლეთის მთა - მთაწმინდა, მის ახლოს ქედების გაგარძელებაზე ბაირაღის მთა. დაე ამ ადგილზე აღიმართოს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ბაირაღი და გამოცხადდეს საქართველო ნაკრძალ სახელმწიფოდ! წინ, ერო! გამარჯვებისაკენ!!!


გლოცავ ერო! ტანჯვა-გამოვლილო და არდგომის სამზადისში მყოფო, ქართველო ერო, მიეცეს ისრალს თაყვანი სცეს უზენაეს ღმერთს მთაწმინდაზე, იარონ სიხარულითა და სინანულით, გალობითა და ლოცვით.


დიადი სიყვარულისა და მოფერების დრო შემოსულა ჩემო

ისრალო, შენი სახელოვანი დიდი მეფის - დავით წინასწარმეტყუელის წინასწარმეტყველების აღდგომის ჟამი მოიწია საქართველოში და მსოფლიურ განმარტებაში ზე ცათა და ქუეყანის კავშირში შენს სახელზე სანთელი ავანთე.


ყოველმა ქართველმა ჰბრძანოს ძმათა და დათა წინაშე: მოდი, უფალო, ჰე, მალე მოდი, გელით სითბოთი და სიყვარულით. სტუმარ-მასპინძლობის ტრიუმფისათვის სამზადისი მივიღოთ გულით, ბაგით ვადიდოთ უფალი შემოქმედი და დავაწკრიალოთ გზები უფლისა.


ბიბლიური წმინდა წერილები შედარებით შეურყვნელადაა შენახული მცხეთურ ხელნაწერებში. ზუსტად ორიგინალებს აქვს დიდი მადლი, წაკითხვისას სულიწმინდა სტუმრობს თქვენს ოჯახებს, ყველა წმინდა მამას ნაშრომი ქართულ ენაზე შესრულებული აღამაღლებს სულის განცდით სამყაროს ღმრთის წინაშე. დაუთმეთ წმინდა წერილებს მეტი დრო. აცოცხლეთ თქვენში ქართული სიტყვა, მოუხმეთ თქვენს მფარველ ანგელოზებს და დროა “ზეცასთან’’ საუბრები დაიწყოთ. ქართველთა განწმენდის გზა განმანათლებლური მოღვაწეობის გარეშე შეუძლებელია.


ჩვენი ერი სწრაფ-განვითარების ბილიკზე შეიმწყემსა ღმერთმა და არ დაიზაროთ განვითარება და განათლება აღიმაღლეთ. ხუთივკურთხეული ცოდნანი აღიდგინეთ სულითა და გულით, დაეჭიდეთ გონებით.


ადამი ღმერთს ედემში ესაუბრებოდა, ესაუბრებოდა ევაც, ამ ენას კაცისა და ღმერთის ურთიერთობის ენა ჰქვია და მას სახარებისეული კოდური სახელი აქვს - ლაზარე.


წმინდა მამების სწავლებით, ლაზარე ქართული ენაა და ამაზე ბევრს წერენ ქართველი ეზოტერიკოსებიცა და ეკლესიის მოღვაწენი. უმოკლეს დროში, ლაზარეს ენის კვლევა აკადემიურ არეალში გადავა და ყოველი სიტყვა მოფერებული იქნება მეცნიერების მიერ.


ქართული ენა მსოფლიო ასპარეზზე ახალი ახალ-უხებით შეიმოსება და თან აღდგომისაკენ წაიყვანს სრულიად საქართველოს.


ეს არის შეგნებულთა ენა შემაგნებელისაგან ნაბოძები. უფალი უფალთა არის წინამძღვარი ქართულისა ენისა.


ქართული ენა მოგვაწესრიგებს, თუ ჩვენ მოვაწესრიგეთ მასთან ურთიერთობა. უპირველესად, საღმრთო ენასთან ურთიერთმზარდი დაწაფებით ვაღწევთ რანგს, რომელსაც ღმერთთან მოლაპარაკის რანგის კაცი - ადამი აღასრულებდა.


ადამის ანბანური დეშიფრაცია ჩემეული ასეთია: ა დ ა მ ი, როგორც ხედავთ ასო ა, ანუ ანი კავშირდება ორი ასოთი: დ + ა -თი ერთ ასო მ - მან-თან.


პირველ რიგში ამოვიკითხოთ რა დატვირთვა აქვს ქართულ ენაში ან-ს. ასე მაგალითად: ანი არის პირველი და ერთი ერთია ღმერთის ჩანაფიქრით და პირველია პირიდან დაბადებული ანბანში განსათავსებლად პირველი ცით, ღმერთის მიერ მზის დაბადების დღეს.


პირვ - ელი აღნიშნავს ბაგიდან პირველად აღმდგარს. ან! ეს ასო ხმოვანია და ერთგვარი მონაცემთა ბაზაა - ააააააა! მაგ.: ადამი არის: ა) ტანი - ანი, ბ) გვამი - ანი, გ) სხეული - ანი, დ) თავი - ანი, ე) ღვთაებრივი მონაცემი - ანი, ვ) თესლი - ანი, ზ) ჯიში-ანი,  -ჰ-) ფიქრი - ანი, თ) თვალი - ანი, ი) გული - ანი, კ) ჯიგრი - ანი, ლ) გამოცდილები - ანი და ა.შ. ანი არის მონაცემთა ბაზა, ხოლო დ ანუ დონი მისი სივრცული განმსაზღვრებელია.

 


 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE