თვალი მშიერი და მწყურვალი შეიმოსა ერმა ქართ-ველურითმა და არავინაა მმოძღვრალ რაითადმო სუას და ჭამოს.
სამეოცდაათ წელის წადი-მოდი ჟამის განცლიდან, მშობიარობის ტკივილებს კინა-ღამ გარდაჰყვა. ჭიპლარის გადაჭრის მალი აღიმართა, ვინ ჩაიბარებს ერს, ბერს და ყველა გერს!?
ცეცხლით ვინ გასწმენდს!? წყლით ვინ განბანს!? ქარის წაღებულს, ქარს ვინ მოატანინებს!? ოქრო გახდილ მიწას და მიწად ქცეულ ოქროს ვინ უქცევს პირს სიკეთისაკენ!? განიბნა ერი, მრქენალთა მიერ დაცარიელდა, თვითმარქვია მტაცებლებმა კერპთა სურათები ჩამოხსნეს საბრძანისებიდან და ხატნი აიფარეს.
გუშინდელი ტურა დღევანდელი ლომი როგორაა, თანაც გიენური ენით მაცხოვრებელი!?
ვტიროდი ამაზე, როს ვფიქრობდი და ერთადერთ მხსნელს შევთხოვდი შველას. და მოვიდა ერთი ძმათაგანი ჩემდა, დარდიანი იგი და კაცნი იბერიონელნი, და ვკითხე მათ სნილთა მათთს, განრინებულთა ტყვეობისა მისგან თბილი-სიონისათვის და იერუსალემისათვის. და მრქვა მე: განრინებულნი იგი ტყვეობისაგან მათისა მუნ არიან სოფელსა თსსა დიდსა ჭირსა და ყვედრებასა, და კიდობანსა წარღუნვისასა სიბრიყვე იცავს. დავითის სახლს, დავითის სახელს არავინ კითხულობს, დავით და სადავით წარმდგარს ვერავინა შჭვრეტს.
და ზღუდენი იერუსალემისანი დგანან ეგრევე დასნილნი და დარღვეულნი, და ბჭენი მისნი მომწვარ არიან ცეცხლითა.
ამონთებულმა სევდამა და ნათელმა გონებამ განმისაზღვრა, რა სატკივარის ალყამ მოიცვა ერი უფლისა.
ბაგე და სიტყუა აუყროლდა ჩემს ერს, საკუთარ დედათა შეურაცხმყოფელები და მაგინებლები მომრავლდა და (ნორმად) წესად იქცა ფულის მონება, გინება, აღვირახსნილობა და სხუა მრავალი უკანონობა.
წარჩინებულობა დაკარგა ყოველმა მცხოვრებმა წმინდა მიწაზე, საძაგებელნი მმართველობენ ერს და უცხო ქვეყნისანი უნიავებენ ბეღელს. ყოველმხრივ ბორკილებშია სიმართლე და მართალი აჩრდილივით დაიარება.
და იყო, რაჟამს მესმეს მე სიტყუანი ესე, დავჯედ და ვსტიროდი და ვიგლოვდი მრავალ დღე, ვიმარხევდი და თაყვანის-ვსცემდი წინაშე უფლისა ღმრთისა ჩემისა ზეცათასა.
და ვთქუ: უფალო ღმერთო ცისა და ქვეყანისაო, რომელი-ეგე ძლიერ ხარ, დიდ და საშინელ, დაუმარხე აღთქმა შენი და
წყალობა მოყუარეთა შენთა და რომელთა დაიცვეს სჯული შენი.
იყვნედ ყურნი შენნი სმენად და თვალნი შენნი ხედვად, და აწ ისმინე და იხილე ლოცვა მონისა შენისა, რომელთა მე დღეს შევსწირავ შენ წინაშე დღე და ღამე ძეთა მათთს ისრაელისათა, მონათა შენთა, რომელნი მიეცნეს ჭირსა ლოცვათა ჩუენთათს, რომელი-იგი შეგცოდეთ მე და სახლმან მამისა ჩემისამან.
ვცოდეთ და გარდასვლით გარდავედით და არა დავიმარხეთ სჯული შენი და ბრძანებანი და განკითხვანნი შენნი, რომელნი-იგი მამცენ ჩუენ ელითა მონისა შენისა მოსესითა, და სიყვარული, და პატიება, და ასარება უგულებელვყვეთ. და წამებანი, და თავგანწირვანი ძისა შენისა ვერად შევიშნეთ. დავეცით, განვიხრწენით და სისაძაგლეები შევიყვარეთ. ვაი! ვაი! მომავალო უბედურებავ და სასჯელო, ვინ შეგაჩერებს შენ!
უკუეთუ მოიქცეთ და დაიმარხოთ სჯული ჩემი, და ჰყვნეთ იგინი, და შეიმეცნოთ ძე ჩემი გამომსყიდველი თქვენი ცოდვათაგან - სიყვარულის და პატიების მომნიჭებელი, თუ იყვნეთ გაბნეულ, ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა და მიერცა, შეგიკრიბნე თქუენ და მოგიყვანნე თქუენ ადგილსა მას, რომელი-იგი გამოვირჩიე და სადა დამკდრებულ არს სახელი ჩემი მას ზედა.
და აწ, ესერა, მონანი შენნი და ერი შენი, რომელი ისენ ძლიერებითა შენითა და დიდითა ძალითა შენითა და მაღლითა მკლავითა.
ნუ დაგუთხევ ჩუენ ელთაგან შენთასა და ისმინე ვედრება მათი, რომელთა ეშინის, უფალო, და წარმართე თხოვა ესე მონათა შენთა დღე შენ წიაღ.
და მდარე შენ გზათა მკუალავსა და მომანიჭ მე-ჭა-ბუკისა სძალი, მოვიდე მათდა ვინაც გეძიებს შენ, ღმერთსა ღმერთთასა და გახსენ ენა და ბაგე ჩემი ლაზარიონად, რომელ აღადგინა სიტყვითა ძემან შენმან, უფალმა ჩუენმა იესო ქრისტე ნაზარეველმა.
მდუმარე ვიყავ, ვიდარე-მე, ვისმინე და აღმეთქუას: ჩუმათ-ელეთ, ჩუ-მად-ელია, რაიცა ლაზარიონულად დაჰნიშავს - აღმდგარი ღმერთი საიდუმლოდ, საიდუმლოებით მიიღონ უფლად.
ვლოცულობდი და ვტიროდი, ცრემლი მდიოდა მწარე, ნიშანი მწარე მუცლისა, პირი კი - თაფლივით ტკბილს ბადებდა.
ჟამი შედგა, ეფრემის კარიბჭე განიღო, გიორგი გავიდეს, გაბრიელმა გააცილოს, სერაფიმე შეგეგებით დგეს.
ცები იცვალოს, ვარსკულავნი გალილი-დარდნენ, წყარონი დატკბნენ, ჩიტნი გალობდნენ, ყანის წილი თაგვმა მიიღოს, ზენა-ზენისა ლომმა.