I
დავიბადე სიყვარულში, სიყვარულით სრულყოფილი, სიყვარულის ძე. ყველას გაუხარდა მეგონა, როდესაც დამინახეს მზე. სამყაროს მივენდე - დამითბა დღე.
II
ყველას ვემსახურე, დაღლა გადავდე, დაღლის ჭურჭელი გამიცვდა, კინაღამ ჩაქრა მზე, ისევ ნაპერწკალიდან აღვენთე, სიკვდილი არ დავიჯერე, ახლა რთულ კითხვას დაგისვავთ, რად მატყუილებთ მე? ხელი შემიშვით ქაჯებო თვარა დაგიბნელებთ მზეს.
III
მოვედი, რათა ვაცოცხლო - ჩემი ბავშვობის ყველა დღე, თქვენ გაიძვერა ფიქრებით ნაძირლად შემომზღუდეთ, გვამებში იხითხითეთ და მძორნი იხარეთ, სიცრუის დაფდაფებს შემოჰკართ, თვალს დაიბნელეთ მზე, ჩემთა ძუალთა ნატკენთა, ნუგეში მოპარეთ გზებს, მაინც ვილოცვი პირმართლად, ვერ გამსტეხს ქართა დრონია, გული გონებას ანათებს,რწმენა კი თვითონ მზეს.
IV
ტყუილის პირობათა ოსტატნო, ღალატის საძირკველნო გვამებო, გატყავებულო გველებო, კარგად მომისმინეთ! ვერა მცვლის თქვენი ხრიკები, მე კვლავ ვუბრუნდები მზეს.
V
ესეც მე მეკუთვნის, ვიბრუნებ ყველაფერს რაც წაიღეთ უმადურებო, ჩემს სითბოს, ნათელ სიტყვებს, ქაჯნო, რაც არ გეკუთვნის თქვენ, თქვენზე დახარჯულ დროს და ჩემს ბრდღვიალა მზეს.
გიორგი შავი ცხენიდან, გადაჯდა თეთრ ბედაურზე.